-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
თემა გადმომაქვს დახმარების განყოფილებაში შესაბამის განყოფილებაში უნდა გახსნათ თემები! ბანერები მართლაც დიდი პრობლემაა... Kaspersky მშველის, მაგრამ მაინც ბევრია :diablo: ადრე ვხმარობდი Ad Muncher-ს (აი ბოლო Advanced ვერსია Rutracker-ზე: http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3534699 ) მართლაც ასუფთავებდა საიტებს, ერთი პრობლემა ჰქონდა მარტო: ზოგ საიტზე რატომღაც თავში აჩვენებდა რაღაც სიმბოლოებს რამდენიმე ხაზს, თორემ რეკლამა ერთიც არ იყო ახლებზე არ ვიცი რა ხდება... კიდევ, ასევე, Opera-ში და Firefox-ში (ალბათ ქრომშიც)არის მშვენიერი Extention თუ ადონი: Adblock, რომლის საშუალებითაც ბლოკავთ არასასურველ ბანერებს და შემდეგ არარ შეგაწუხებენ Firefox-ის ადონს კარგი ფილტრი აქვს: ხოლო, Opera-ს Extention-ის გარდა თავისი მძლავრი კონტენტ ბლოკერი აქვს, მარჯვენა კლიკი წებგვერდის თავისუფალ ადგილზე და: გამოსულ ფანჯარაში დააკლიკეთ დასაბლოკ ბანერებს, თავიდან ავტომატურად ადგენს ფილტრს და ყველა მსგავსს ბლოკავს, ხოლო თუ შეგეშალათ და ისიც დაბლოკა, რაც არ უნდა დაებლოკა, Ctrl-ზე დააჭირეთ და ისე დააკლიკეთ კონკრეტულ ელემენტზე ბლოკის დასაყენებლად/მოსახსნელად AdMuncher და მსგავსი პროგრამებისგან განსხვავებით, რესურსები ფაქტიურად არ მიაქვს, მაგრამ თავიდან სანამ დანასტროიკდება მეტი დრო უნდა და ახალი ბანერებიც შესაძლოა (თუ ფილტრებში არ ჯდება) არ დაბლოკოს და ისევ ხელით მოგიწიოთ დაბლოკვა
-
საღოლ მიშა, ეგ ტრეილერები არ მქონდა ნანახი, PC-ზე მასეთი გრაფიკა არ ჰქონია პირველს და დავიჯერო ყუთზე ასეთი იყო პირველი? ისე პირველ ტრეილერში როა ის ადგილი სულ ამოუღიათ, ყოველ შემთხვევაში PC ვერსიაში P.S: ფისტიც მე ზოგჯერ ცოცხალი დავტოვე, ზოგჯერ კიდევ გრუნტმა მიაბრიდა შემხვდა მერე Afterlife-ში მეორეში და შეეშინდა ME1-ის საუნდტრეკის გაგონებაზე მაჟრიალებს,ლამის კიდევ დავიწყო მაგრამ დრო არაა...
-
რომელი მობილურია? ან რომელი OS აყენია მასზე? შესაძლოა მობილური იყოს დავირუსებული, ქარხნულმა პარამეტრებმა და ჩიპის ფორმატმა უნდა უშველოს შესაძლოა კომპში გაქვს ვირუსები და რომ აერთებ იქედან გადმოდის და ქმნის მაგ ფაილებს
-
შემხვედრია მეც მსფავსი ბაგი... აბა Download Manager Tweak ადონი დააყენე იქნებ უშველოს
-
გახსენი Folder Options (Control Panel-იდან) და გადადი View ჩანართზე, სიაში ჩაუსვი პტიჩკა Show Hidden Files and folders-ს როგორც XP-ზეა ისეა ზუსტად
-
მე გოლდი Gol.ge-დან გადმოვწერე, რეპაკი არაა, მაგრამ ჯერ არ დამიყენებია
-
ახლა დაგიწყია ფატიურად :)
-
System Volume Information-ში, როგორც სათაურიდან ჩანს ინახება სისტემური ფაილები, ძირითადად Restore Point-ები, თუკი System Restore-ს იყენებ, საჭიროა, თუმცა, სიმართლე გითხრა მე ძალიან იშვიათად გამომიყენებია, დიდ ზომას რაც შეეხება, ხშირად ვირუსების ბრალია, ან შეიძლება Windows ურევდეს და ზედმეტ ინფოს წერდეს, ყოველ შემთხვევაში D დისკზე რომც წაშალო არაფერი დაშავდება როგორც გითხრეს სისტემა მაინც შექმნის თავისით რაც სჭირდება, მაგრამ ზრდა თუ გააგრძელა, ვერაა კარგად საქმე... დასკანერებას რაც შეეხება, საუკეთესო ვარიანტია Live დისკებით დასკანერება (ინსტრუქციების ქვეგანყოფილებაში იპოვი გუიდებს კასპერსკისთვს და სხვა ლაივ ანტივირუსული სისტემებისთვისაც) თუმცა გაგტანჯავს იმდენ ხანს მოუნდება (მითუმეტეს თუ წვრილი ფაილებია შიგნით) ჯობს წაშალო ეგ ფოლდერი და მერე დაასკანერო მთლიანი კომპი ლაივ ანტივირუსით (კიდევ რომ არ გაიზარდოს თუ ვირუსის ბრალია) წაშლას რაც შეეხება, ვინდიდან ვერ წაშლი (პერმიშენებზე უნდა იჩალიჩო ბევრი) საუკეთესო ვარიანტია რომელიმე Linux-ის Live CD ან USB თან NTFS-საც რომ ხედავდეს, მე გირჩევ UBUNTU-ს (თემაც არის მაგ დისტროზე ლინუქსის განყოფილებაში) მანდ პერმიშენები არაა პრობლემა (კიდია ვინდის პერმიშენები ) P.S: თუ შეკითხვები გაგიჩნდა, მომწერე და გავხსნი თემას
-
დაყენდება, მაგრამ დაფორმატება მოგიწევს Lan-ით ინსტალი არასდროს მიცდია, ცოტა რთული უნდა იყოს, სერვერის გამართვა უნდა მგონი
-
უმეტეს შემთხვევაში არ იმუშავებს სხვა კონფიგზე დაყენებული ვინდი როცა დააბრუნებ ლეპტოპში, თუ იმუშავებს კიდევ ძალიან ცუდად, დრაივერები კი პირიქით-არ უნდა დააყენო ასე, რომ ჯობს ფლეშკით დააყენო XP-სთვისაც და Seven-ისთვისაც ნახავ ინსტრუქციებს შესაბამის განყოფილებაში, ისე, მაგ კომპზე უფრო XP SP3 ჯობს, ან Seven Home Basic (Windows-ის ვერსიების განყოფილებაში არის შესაბამის თემაში ლინკები პირველივე პოსტში ყველანაირი Win7-ის) P.S: დისკს თუ აღიქვამს, სავარაუდოდ დისკავოდის ბრალი არაა, ზოგი ლეპტოპი დაბალი ხარისხის დისკებს ვერ კითხულობს, ჩაწერე XP-ს იმიჯი მაღალი ხარისხის CD-ზე (Sony მაგალითად) დაბალი სიჩქარით და წაიკითხავს ბოლომდე
-
პირველი რატომღაც მეც წავშალე, ძაან ტვინი მებურღებოდა, თუმცა, მაშინ RPG-სკენ არც ვიხედებოდი მეც ახალ კონფიგს რომ დავითრევ (1 თვეში ალბათ) ჯერ პირველს დავხურავ და მერე მეორეს, ისტორიას უფრო დავამუღამებ თან ამისთვის ალბათ საინტერესო ადონებიც გამოვა თანდათან...
-
ბევრს არაფერს მულტიპლეერზე იყო რაღაც RAM-ის მოხმარების ოპტიმიზაცია
-
აი, კიდევ ქრთული სტატია, მუშაა 100%-ით: http://compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=49 თემას დავხურავ გააქტიურების საშუალებებზე ეწერა Windows XP-ს თემაში Windows-ის ვერსიების განყოფილებაში
-
მოკლედ, ვრჩები ჟერჯერობით მე-10-ზე ძაან ტვინს ბურღავენ რა...
-
შეცდომითაა ეგ დაწერილი (წერია რომელიღაც წინა პოსტში) აი, AG.RU-ზე რომელ ჟანრებშია: Arcade (Platform) / Racing (Futuristic) / 3D / 3rd Person ხოლო wiki-ზე: Action-adventure მაგრამ საკმაოდ დაბალი დონის გამოვიდა სამწუხაროდ
-
თავიდან კონფიგურატორში უნდა მისცე Copy ME1 Saves და მიუთითო ME1-ის სეივების ფოლდერი შემდეგ, რომ ჩართავ თამაშს, ახალი თამაში უნდა დაიწყო და მერე როგორც მიშამ გითხრა
-
Star Wars: Knights of the Old Republic Antology (2003-2005)
gio_kiborg replied to gio_kiborg's topic in PC თამაშები
მთლად მასე ვერ იტყვი, თუმცა ME-ს და KOTOR1-ს ერთი მამა ყავდათ: კეისი ჰადსონი. (დარვინის თეორიაზე როა: ხალხი ამბობს, რომ ადამიანები მაიმუნებისგან წარმოიშვნენო მაგ თეორიის მიხედვით, არადა დარვინმა დაწერა ადამიანებს და მაიმუნებს საერთო წინაპარი ყავდთო ) თუმცა არის საკმაოდ ბევრი მსგავსება ამ ორ თამაშს შორის, მათ შორის პერსონაჟებს შორისაც კი.... -
სავარაუდოდ ჩიპსეტის დრაივერები იქნება, თუმცა ნახე მაგ მაზერზე რისი დრაივერებია გადმოსაწერი, ყველა გადმოწერე ყოველ შემთხვევაში გადახედე ამ ტუტორიალს: დრაივერების ინსტალაცია
-
ეტყობა Microsoft რეორგანიზაციას უკეთებს სერვისებს და მაგიტომაც.. მეც დამირეკეს დღეს რამდენჯერმე რა ვუყოთო ჩემთან ახლა შედის მაგალითად
-
სიმართლე გითხრა, საერთოდ არ მითამაშნია... როგორც წესი სერვერებზევეა ინსტრუქციები და იმათ შეგიძლია დაეკონტაქტო
-
წაშალე და დააყენე თავიდან
-
Foxit Reader PDF ფაილების დასათვალიერებელი უფასო, მსუბუქი, უსაფრთხო პროგრამაა მე-5 ვერსიაში დამატებულია ბევრი სასარგებლო სიახლე: * მხარს უჭერს XFA ფორმების შევსებას (Adobe Live Cycle Designer-ით შექმნილი ფორმების გახსნე/შევსება/შენახვა უფასო ვერსიაშიც!!!) * დაემატა Shell Extention: Vista/Seven-ზე Windows Explorer-ში გამოჩნდება დოკუმენტების ესკიზები არა მარტო პროგრამის პიქტოგრამა * აქვს ახალი, თანამედროვე ინტერფეისი, ტაბების და სკინების მხარდაჭერით სრული ცვლილებათა სია: Homepage Download-Filehippo
-
საინტერესოა! ერთ სეივში არ მაქვს მგონი დახურული და მოვინახულებ მაგ ადგილს...
-
გააჩნია, რა სტილი მოგწონს: შუტერებში Battlefield Bad Company 2 კარგია, MMORG-ში WorldOfWarcraft (კაკრაზ ახალი ქართული სერვერიც გაიხსნა)
