-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
Symbian OS Nokia-ს მობილური ოპერაციული სისტემაა მობილური მოწყობილობებისა და სმარტფონებისთვის. ის შემუშავებული იყო Symbian Ltd-ს მიერ, რომელიც დააარსეს კომპანიებმა Psion, Nokia, Ericsson და Motorola. 2008 წელს, ამ კომპნიებმა დააარსეს ახალი კონსორციუმი Symbian Foundation, რომელის მიზანია ღია კოდიანი მულტიპლათფორმული OS-ის შექმნა. Symbian LTD-ს დანარჩენი ნაწილი კი შეიძინა Nokia-მ. Symbin OS მუშაობს ექსკლუზიურად ARM პროცეორებზე, თუმცა აქვს ჯერ კიდევ დაურილიზებელი X86 პორტიც, ის არის არის ოპერაციული სისტმა EPOC32-ს შთამომავალი, რომელიც შექმნა Psion-მა თავისივე წარმოების ჯიბის კომპიუტერებისთვის. 1998-2000 წელს კოდის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიწერა, რათა მოეხდინათ მისი სრულყოფა და ოპტიმიზაცია შეზღუდული აპარატურული რესურსების მქონე მოწყობილობებზე. შემქმნელებმა შეძლეს მიეღწით მეხსიერების მნიშვნელოვანი ეკონომიისთვის, კოდის კეშირების გაუმჯობესებისთვის და ამის შედეგად პროგრამების სისწრაფის მომატებისთვის შემცირებული ენერგომომხმარებლობის პირობებში. მწარმოებელებისთვის ამ ყველაფერთან ერთად, განსაკუთრებით მიმზიდველი ფაქტია API-ს დონეზე ობიექტ-ორიენტირებული არქიტექტურა, რეალური მულტიტასკინგი. Symbian-ის შექმნისას ყურადღება გამახვილებული იყო შემდეგ ფაქტორებზე: მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოებასა და საიმედო შენახვაზე მომხმარებლის დროის ეკონომიაზე ძალზე შეზღუდულ რესურსებზე მუშაობაზე დღესდღეობით Symbian OS-ს ბაზრის 40%-ზე მეტი უჭირავს. ძირითადი პროგრამირების ენაა C++, აქვს ასევე ჩაშენებული JAVA-ს მხარდაჭერაც.ასევე შესაძლებელია პროგრამირების სხვადასხვა ენების გამოყენებაცL Python, Flash Lite, Ruby, .NET, Web Runtime (WRT).იყენებს მიკროკერნელს (მიკრობირთვს) არსებობს Symbian-ის რამდენიმე პლათფორმა: UIQ (User Interface Quartz)-Sony Ericsson და Motorola-ს სმარტფონების ძირითადი OS, მთავარი თავისებურებაა სენსორული ეკრანის მხარდაჭერა, 2006 წლიდან გადავიდა SE-ს საკუთრებაში, ხოლო 2008 წელს შეწყდა მისი განვითარება (მერე გადაერთო SE Windows Mobile-ზე) Series 60 (S60)-Nokia-ს ძირითადი პლათფორმა, თავიდან შექმნილი იყო სტანდარტული კლავიატურის მქონე სმარტფონებისთვი, თუმცა შემდეგ Nokia მთლიანად ამ სისტემის სრულყოფაზე გადაერთო, იყენებენ ასევე Samsung, Siemens და LG Series 80-Nokia იყენებდა QWERTY კლვიატურული სმარტფონებისთვის, თუმცა, შემდეგ შეწვიტა მუშაობა და S60-ის სრულყოფაზე გააგრძელა. FOMA (Freedom of Mobile Access)-გავრცელებულია იაპონიაში, იყენებს უმსხვილესი მობილური ოპერტატორი NTT DoCoMo, მას იყენებენ Mitsubishi, Fujitsu, Sony Ericsson და Sharp. გარდა ამისა არსებობს ცალკემდგომი მოწყობილობები, რომელიც იყენებს Symbian OS-ს, მაგალითად Nokia 7700, Nokia 7710 (Series 90) და SGH L870 მივყვეთ განვითარების ისტორიას: 1998 წელს დაარსდა Symbian LTD 1999 წელს კომპანია Psion უშვებს OS-ს EPOC Release 5, რომელმაც მიიღო დასახელება Symbian OS v5. ის გამოიყენებოდა მაგ SE-ს MC218-ში 2000 წელს გამოდის სისტემა EPOC5U (Symbian OS v5.1, u = Unicode) პირველად ის გამოიყენეს სმარტფონში Ericsson R380(ალბათ გახსოვთ ეს ტელეფონი) იმავე წელს გამოდის Symbian OS v6.0 და v6.1 ამავდროულად გამოდის პირველი სრულყოფილი Symbian -სმარტფონი Nokia 9210 იმ დროისთვის საოცნებო ტელეფონი 2004 წელს გამოჩნდა პირველი ვირუსი Symbian OS-ისთვის- Cabir, რომელიც თავისით ვრცელდებოდა ბლუთუსის საშუალებით და აზიანებდა მომხმარებლის ინფორმაციას იმავე წელს გამოვიდა Symbian OS v8.0, რომლის ძირითაი თავისებურება იყო ორი განსხვავებული ბირთვი: EKA1 და EKA2, ეს უკანასკნელი არ გამოიყენებოდა სმარტფონებში Symbian OS v8.1b-მდე. 2004 წელს გამოვიდა Symbian OS v9.0 ის იყენებდა EKA2 ბირთვს, ძირითადი ცვლილებები შეეხო უსაფრთხოებას: შემოღებული იქნა უსაფრთხოების სერთიფიკატები, რომელიც განსაზრვრავდა ამა თუ იმ აპლიკაციის წვდომის უფლებებს-როგორც აპარატურულს, ისე პროგრამულს და ასევე წვდომას მომხმარებლის მონაცემებთან. ასევე ამ ვერსიაში რეალიზებული იყო ARM5 პროცესორების მხარდაჭერა. თუმცა, ამ OS-ზე სმარტფონები გამოვიდა მხოლოდ 2006 წელს 2006 წლის პირველ კვარტალში გამოვიდა Symbian OS v9.2 Bluetooth 2.0 და OMA Device Management 1.2 მხარდაჭერით 2006 წლის 12 ივლისს გამოვიდა Symbian OS v9.3 იგივე S60 V3 HSDPA მხარდაჭერით. მაგალითად, მას იყენებს საქართველოში ყველაზე გავრცელებული სმარტფონი N73 2006 წლის 16 ნოებბრისთვის გაყიდული იქნა 100 მილიონი სმარტფონი Symbian OS-ის მხარდაჭერით. Symbian OS 9.4 გამოვიდა 2007 წელს, მასში მხარდაჭერილია SQL SQLLite-ს საშუალებით, Wi-Fi,სენსორული ეკრანი ასევე ოპტიმიზირებულია კოდი, პროგრამები ირთვება 75%-ით უფრო სწრაფად ვიდრე Symbian 9.3-ში. ეს რილიზი ცნობილია როგორც S60 5th edition ანუ S60 V5. მას იყენებენ მოდელები: Samsung i8910 Omnia HD, Nokia N97, Nokia N97 mini, Nokia 5800 XpressMusic, Nokia 5530 XpressMusic, Nokia 5228, Nokia 5230, Nokia 5233, Nokia 5235, Nokia C6-00, Nokia X6, Sony Ericsson Satio, Sony Ericsson Vivaz და Sony Ericsson Vivaz Pro. Symbian OS 9.5 გამოვიდა მალევე, მასში მხარდაჭერილია ციფრული მობილური ტელევიზია DVB-H და ISDB-T ფორმატში Symbian^3-სულ ახალი პროდუქტია, წინავერსიებისგან განსხვავებით მას გააჩნია FullHD Output-ის მხარდაჭერა, გაუმჯობესებულია ბრაუზერი, თაჩ-მენიუები, მხარდაჭერილია QWERTY და პრორტრეტული კლავიატურა,მულტითაჩი, მხარდაჭერილია ტექსტის შეყვანის SplitScreen რეჟიმი,Nokia-მ გამოაცხადა, რომ, Symbian^3-ს შემდგომი განახლებები დაფუძვნებული იქნება Qt Framework-ზე. პირველი სმარფონი ამ OS-ზე იყო Nokia N8, შემდეგ C7, C6-01 და ახალგამოსული Nokia E7. Symbian^3 ოჯახში შედიან Symbian Anna და Symbian Belle (ბოლო განახლება) 9.5(S60 v5.2) და 10.1(S60 v5.3) ვერსიები შესაბამისად.გამოსული Symbian Belles Future Pack 2, რომელშიც გაუმჯობესებულია User Experience, დამატებულია Homescreen-ები და Live ვიჯეტბი, ჩამოსაშლელი მენიუ, მოდერნიზებულია ნავიგაცია Nokia Maps-ით, გაუმჯობესებულია Status Bar,შემოტანილია ვიზუალური მულტიტასკონგი, ლოქსკრინზე შეიძლება სხვადასხვა ინფორმაციის გამოტანა, მხარდაჭერილია NFC დევაისები,დამატებულია ახალი აპლიკაციები, მოკლედ, ამ ბოლო განახლებით Nokia-მ Symbian-ს თანამედროვე სრულყოფილი მობილური OS-ის სახე მისცა, რა თქმა უნდა მთლად Android 4.1 ან WP 8-ს დონის ვერ არის, მაგრამ არც ძალიან ჩამოუვარდება, იმ სმარტების მფლობელებს, სადაც მხარდაჭერილია Belle FP2, გირჩევთ განაახლოთ, (ფაქტიურად ყველა Symbian^3 სმარტფონისთვის) წყარო: Wikipedia სერტთიფიკატების დამზადება Symbian S60V3-დან: AllNokia.Ru საიტები Symbian-ის აპლიკაციებისთვის: AllNokia.Ru Smart60.Ru Smart60.Kiev.Ua
-
შენ ურევ აპარატურას და პროგრამულ უზრუნველყოფას ერთმანეთში.. თუმცა გეთანხმები, Nokia-ს იაფფასიანი ტელეფონები შესაძლოა ხარისხით ვერ ამოირჩევიან, მაგრამ TOP მოდელები ხარისხის ეტალონია შეიძლება ითქვას... სინაზეს რაც შეეხება, მგონი ყველა ტელეფონს, რომელსაც უზარმაზარი სენსორული ეკრანი აქვს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება... თორემ ჩემი N73-ის თავზე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა მგონი მარტო: რამდენჯერ გადამვარდნია, დაცემულა ასფალტზე, ბეტონზე თუ სხვა არც თუ ისე რბილ ზედაპირზე, ერთი ორჯერ ფეხიც გამირტყამს მერე სიარულში და მუშაობს ჯორივით, არა მგონია რომელიმე ნებისმიერი მწარმოებლის თაჩსკრინიანმა მოდელმა გაუძლოს ამდენს (კი არა ერთ ასფალტზე დახეთქებასაც ) სწორედ მაგიტომ ვიკავებ თავს მაგ ტიპის ტელეფონის ყიდვისგან, თორემ N900 მომწონს ძალიან. პროგრამულ უზრუნველყოფას რაც შეეხება, მგონი რაც რამე აპლიკაცია იდებოდა smart60.ru-ზე ყველა მაქვს მოსინჯული ფოტოების გადაღებაში კიდევ NOkia-ს იშვიათად ჯობნის სხვა ტელეფონი, Carl-Zeiss-ის ოპტიკა UltraHigh End-ია, ასევე მტრიცებიც ხარისხიანები აქვთ ვიდეოს რაც შეეხება, 720P-ს გადაღება ნამდვილად კარგია, თუმცა თუკი ხანგრძლივი ვიდეო გინდა, დამტენი შეერთებული უნდა გქონდეს-ბატარეები მალე იცლება DVD ხარისხიც სრულიად დამაკმაყოფილებელია სამოყვარულო მიზნებისთვის :)
-
ფლეში ინტერნეტის გნუყოფელი შემადგენილი ნაწილია (რაც არ უნდა ამტკიცონ, ზოგიერთებმა, რომ HTML5 მოდის რაღა დროს ფლეშიაო, არა მგონია უახლესი რამდენიმე წლის მანძილზე ის ვინმემ დაივიწყოს) ფლეშ ფორმატი მოხერხებულია იმის გამო, რომ მისი საშუალებით შეიძლება დამზადდეს კროსპლათფორმული, მულტიბრაუზერული კონტენტი, აღარაფერს ვამბობ საიტის დიზაინის ელემენტებზე-დღეს იშვიათია საიტი ფლეშს რომ არ იყენებდეს, აღარ ვამბობ მთლიანად ფლეშში შესრულებულ საიტებზე... მაგრამ, ამ ყველაფერმა რომ იმუშაოს, საჭიროა ბრაუზერისთვის პლაგინის დაყენება მისი გადმოწერა შეგიძლიათ აქედან: Get Flash Player გადმოწერეთ სრული საინსტალაციო: Flash Player Distribution მიმდინარე ვერსიაა 13.0.0182 სტანდარტული პლაგინი მხოლოდ 32 ბიტიანი ბრაუზერებისთვისაა, თუმცა თანდათან მკვიდრდება 64 ბიტიანი სისტემები, მართალია 64 ბიტიან ბრაუზერებს ჯერ არ არ უშვებენ ცნობილი მწარმოებლები, თუმცა Microsoft-ს უკვე აქვს 64 ბიტიანი IE, რომელშიც რა თქმა უნდა არ მუშაობს 32 ბიტიანი პლაგინი, ამიტომ Adobe ამუშავებს ფლეშის ახალ 64 ბიტიან ვერსიასაც, მისი გადმოწერა შეგიძლიათ Adobe Labs-ის საიტიდან: Flash Player "Square" Preview Release კიდევ ერთი Adobe-ს პროდუქტია Shockwave Player მისი საშუალებით შესაძლებელია სრულფასოვანი კროსპლათფორმული 3D აპლიკაციების (მაგალითად თამაშების) შექმნა. პლეერის გადმოწერა შეგიძლიათ ადობეს საიტიდან: Get Shockwave Player მიმდინარე ვერსიაა 11.5.9.615
-
:lollol: :lollol: :lollol: სიმბიანი ფაქტიურად დღესაც ერთადერთი ოპტიმალური OS-ია ტელეფონებისთვის iOS-ცარიელი მარკეტინგი-რეალურად ლამაზი ინტერფეისის ქვეშ ერთადერთი გამოკვეთილი ორიგინალური ფუნქცია მულტითაჩია არა აქვს მულტიტასკინგი (ანუ ვერ გამოიყენებ ორ პროგს ერთდროულად-უფრო სწორად გამოიყენებ, მაგრამ რეალურად მუშაობს მხოლოდ ის პროგრამა, რომელსაც იმ მომენტში იყენებ) Android- ესეც გუგლის უდიდესი მარკეტინგს პირმშოა, რა თქმა უნდა კარგი სისტემაა,პერსპექტიული, ოხრადაა უფასო აპლიკაციები (თუმცა მაგ მხრივ საქართველოში მაინც არაა პრობლემა) მაგრამ მაინც ნედლია ჯე, პრობლემები აქვს აკუმულატორების რესურსების გამოყენებასთან- შედარებით მალე სვამს,ასევე მოშნად ჭამს ინერნეტ ტრაფიკს, რაც ჩვენთან საკმაოდ ძვირია (და არა მარტო ჩვენთან) WindowsPhone-ოხრად ჭამს რეურსებს, ასევე იკიდებს ვირუსებს ჩემთვის ჯერჯერობით Symbian ერთადერთი უალტირნატივო საშუალებაა-რესურსების ეფექტური გამოყენება, ტრაფიკის დაზოგვა, უკვე წლობით დახვეწილი აპლიკაციები, რეალური მულტიტასკინგი (მაგალითად, ახალ მოდელებში, ფლეშის მხარდაჭერა.... მოკლედ ეს თემა Android-ს ეხება და არ მინდა VS თემა გამოვიდეს, ამიტომ,თუ სურვილი გექნებათ მობილური OS-ების შედარებაზე, ცალკე ტოპიკი გახსენით, ამ ტოპიკში ამ კუთხით დისკუსია ვორნს გამოიწვევს
-
ნეროს თვითონ მოყვება მე-5 თუ მე-6 ვერსიიდან დაწყებულს Nero CD/DVD Speed ქვია როგორც მახსოვს.... ცალკე მდგომი სიმართლე გითხრა არ მახსოვს შემხვედროდეს... შესაძლოა მწარმოევბლებს ჰქონდეთ საიტზე
-
გუგლი გამოიყენეთ ხოლმე ტუტორიალების საძებნად, ან თვითონ პროგრამის ჰელფ ფაილები ნახეთ უკიდურეს შემთხვევაში: http://www.ehow.com/how_2108687_burn-image-using-alcohol.html
-
რა თქმა უნდა შეიძლება, თუკი დაცვის პარამეტრებს ცოტა გააუმჯობესებ ხელით და ინტერნეტშიც ფრთხილად იქნები გადაიკითხე: უსაფრთხოება windows-ის ქვეშ
-
MSE-ს არ აქვს ფაერვოლი ანუ არ არის Internet Security, თუმცა გადმოწერილ ვირუსებს მაინც აღიქვამს და იჭერს, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც ვებგვერდებიდან ვრცელდება: მაგ მავნე სკრიპტი ვებგვერდის ჩატვირთვისას- ასეთებს ვერ ანეიტრალებს
-
საბვუფერში (ბასბოჩკაში) ისმის ხმა? შესაძლოა ან კაბელია დაზიანებული, ან დრაივერის პარამეტრებშია გააწორებელი რამე....
-
რაა არის მაგის დედაც ჯეკ 9800GT-დან და ზემოთ როა კარტები, ჩემი 9600 აღარაა ვიდეოკარტა?
-
ანდროიდის "მოსინჯვა" PC-ზეც შეიძლება Android Virtual Device-ს საშუალებით: http://developer.android.com/guide/developing/tools/avd.html
-
ძალიან საინტერესო ინფოა, მაგრამ ერთ შსწორებას შევიტან: OSX-იც UNIX ტიპის სიტემაა, ოღონდ Linux-ისგან განსხვავეით არა აქვს ღია კოდი (Apple-ს აქვს ღია კოდიანი Darwin OS, რომელიც ძალიან გავს OSX და მასზე MAC-ის პროგრამებიც პირდაპირ ეშვება... ისე, OS-ები ტიპებად ბევრი რამის მიხედვით შეიძლება დაიყოს.. მაგ, Disk Operating System-იგივე DOS (არ აგერიოთ MS-DOS-ში)ანუ ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობს დისკებთან შეიძლება ეს იყოს პერსონალური კომიუტერი, სერვერი, სუპერკომპიუტერი და მობილური ტელეფონიც კი Network Operation System- NOS ანუ ის იტვირთება ქსელში მაგალითად Novell NetWare, Windows NT
-
ორიგინალ Windows-ებს არ აქვთ 86 და 32 ბიტიანი სისტემები ერთ დისკზე, შესაბამისად, შენს ისკზე თუ იყო, ე.ი არაა ორიგინალი Windows და პრობლემაც სავარაუდოდ მაგის ბრალია, ლეპტოპის მონაცემები ასეთია ხო?: ცოტა უცნაური კი არის GT220M ვიდეო, USB3.0 და Pentium Dual Core პროცესორი... თუკი Vista-ს ლიცენზიის გამო აყენებ, გირჩევ დაიკიდო და Seven დააყენო ამ თემაში ნახავ „შევენ-„ის გადმოსაწერ ლინკებს, აქტივატორებს და ა.შ...
-
OK, მეც მაინტერესებს ისე, თუ გამოდგა, ასწავლე თემის ავტორს როგორ ამოიღიოს ჰეშები და შემდეგ დაშიფროს ;)
-
ცადე მე რომ დავწერე ის... ჯერ ერთი პასვორში სიმბოლოების, ციფრების და სხვადასხვა თანრიგის ასოების კომბინაციასაც გააჩნია კიდევ, Live CD-თი ნახულობს სხვა სისტემურ ფაილებს,, სადაც ნაწილ-ნაწილაა ქეშირებული და ჰეშირებული პაროლები, რაც საქმეს აადვილებს... თუ შეგიძლია ცადე ჩემი დაწერილი ჰეში და რამდენ ხანში გაუკეთებ Decrypt-ს
-
მაგიტომ დავუდე ის მაგალითი ზემოთ არის ერთი მარტივი გზა პაროლის გამოცნობის და არა ჩამოყრის: Proactive System Password Recovery პროგამა ნაღდად მუშაა, თუმცა დასაინსტალიებლად საჭიროა ადმინის უფლებები მაინც და ასევე ყველა ანტივირუსი გაქკივის მაგ პროგრამაზე (რადგანაც ჰეშებში და სისტემურ ფაილებში დაძვრება)
-
კარგი, აბა ეს ჰეში გამიოშიფრე: MD5: 264aa41975a5159fbb639e0e4525e59c SHA1 faa98f8cdc89d5a6aa486d9d8e683efa0fde2603 და რამდენ ხანს მოუნდება, გამოყენებული მაქვს ლათინური ანბანის ზედა და ქვედა რეგისტრის სიმბოლოები, ციფრები, სპეციალური სიმბოლოები (!@#$%^&*-ამ პონტში) არა მგონია 30 კი არა 300 წუთში ამოხსნა
-
ჰეშებიდან ინფოს ამოკითხვა მარტო არ შველის, ან რომც უშველოს, თუ ნორმალური პაროლი ადევს, მის გატეხვას ჩვეულებრივ კომპზე შესაძლოა თვეები დასჭირდეს თან პროგრამების უმეტესობა, რომლებიც ჰეშებს ეძებს მავნეებად აღიქმება
-
LechoO ახალი გახნილია ფორუმი და უკვე არასწორ ადგილას გახსენი თემა გადამაქვს შესაბამის განყოფილებაში რაც შეეხება პრობლემას, 90% ვიდეო დრაივერის ბრალია საიდან გადმოწერე? Nvidia-ს დრაივერები ვიდეოკარტის მოდელის და OS-ის მიხედვით აქედან უნდა გადმოწერო Safe Mode-ში თუ ირთვება, Driwer Sweeper-ით ამოშალე Nvidia-ს დრაივერები და თავიდან დააყენე ზემოთა ლინკიდან გადმოწერილი
-
როგორც ვხვდები კომპთან თავისუფალი წვომა არა აქვს... ამიტომ, ZeroCOOL-ის დონის ჰაკერი თუ არ ხარ გაგიჭირდება "ჩვეულებრივი" მოკვდავთათვის პაროლის ჩამოსაყრელი დისკები (და ფლეშკები) ფაქტიურად ერთადერთი საშუალებაა...
-
ზუსტად ვერ მივხვდი რა გინდა სიმართლე გითხრა ანუ გინდა ჯერ მოძებნოს რაღაც ტიპის ფაილები (სავარაუდოდ დიდი რაოდენობით) და მერე წაშალოს? იდეაში ნებისმიერ ქლინერს აქვს ნიღბების (Mask) გამოყენების საშუალება (იგივე CCleaner-ს)
-
ზუსტად იგივე შინაარსის თემა რომ არის გახსნილი ვერ შეხედე? ვაერთიანებ
-
100 ვირუსზე ტესტირების შედეგები არარეალური იქნება AV ლაბორატორიები მილიონობით მავნე კოდიან პროგზე ამოწმებენ... თუმცა Kaspersky, MSE და Avira მართლაც ერთ-ერთი საუკეთეოებია, მე მაგათ რიცხვს Dr.WEB-ს დავუმატებდი, თუმცა ჩემი სიმპათია Avira-ს ეკუთვნის, რამდენი ხანია მაგ ანტივირუსზე ვარ და არასდროს შემქმნია პრობლემა ვირუსების გამო... თან ინტერფეისიც უფრო მოხერხებული და მორგებადი აქვა, ცოტა რესურსებს ხარჯავს და სკანირებასაც ნაკლებ დროს ანდომებს
-
პაროლების გატეხვა ზოგადად სხვადასხვა მექანიზმით ხდება, თუმცა, შესასრულებლად ყველაზე მარტივი, თუმცა ამავე დროს ნაკლებად ეფექტური, ე.წ ბრუტ-ფორს შეტევაა- ანუ აგენერირებ კოდებს შერჩეული პარამეტრებით და ნახულობ ერგება თუ არა თუმცა კოდის სირთულიდან გამომდინარე (სიმბოლოების რაოდენობა, თანრიგები, სპეციალური სიმბოლოები) ეს შეტევა შესაძლოა საათები, დღეები და კვირეებიც კი გაიწელოს, მაგრამ უშედეგოდ თუმცა, ცდა ღირს აი, ერთ-ერთი პროგრამა: Free Word/Excel Password Recovery Software პირადად მე არც დამჭირვებია და არც გამომიყენებია, ამიტომ ვერაფერს გეტყვი მის ეფექტურობაზე ისე, გუგლში სხვა პროგრამებიც ოხრადაა, მაგალითად ჩაუწერე: Word Password Recovery
-
Remote WAT-ს აღარ აქვს საფორთი, გამოიყენე DAZ Loader-ი: Windows Loader - The Official Thread (მიმდინარე ვერსიაა 1.9.3) წესით, პირდაპირ უნდა უშველოს, თუ არა, გახსენი CMD ადმინისტრატორის უფლებებით, და ჩაწერე sfc.exe /scannow აცადე დამთავრება, გადაარესტარტე თუ მოგთხოვს და თავიდან ცადე DAZ-ის ლოადერით გააქტიურება ხო, ანტივირუსული პროგრამები (ფაერვოლიც, თუკი სხვა გიყენია და არა Windows-ის დეფაულტი) დაასტოპე ლოადერის გამოყენებისას, ან კიდევ უმჯობესია, თუკი Safe Mode-ში გაუშვებ აქტივატორს
