-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
უკვე რო იწერს Windows Update-დან? P.S: N ვერსიებს HALL7600 ააქტიურებს
-
N ვერსია რატომ უნდა დააყენო საერთოდ ვერ ვხვდები... იძუების წესით ამოაჭრევიეს MS-ს ევროპული ვერსიებიდან WMP.... ცადე Trilogy 2.1 IR5-მა უნდა გაააქტიუროს წესით ან ცადე RemoteWAT თუმცა თუ "ნაწვალები" გაქვს გააქტიურებაზე შესაძლოა პრობლემები შექმნას
-
სხვა პლეერი გამოიყენემაშინ. Windows Media Player, Media Player Classic (k-lite-ს მოყვება) ან კიდევ VLC (ზემოთ რომ დაგიდე ლინკი) ვირუსებს რაც შეეხება, ინსტრუქციების განყოფილებაში არის ალტერნატიული ანტივირუსული საშუალებები განხილული (DR.Web Cure It, Kaspersky Live CD) ცადე ისინი, ასევე კარგი იქნება თუ ვინდს გადააყენებ P.S: კომპის კონფიგურაცია როგორია? 64 ბიტიანი ვინდი გჭირდება საერთოდ? ან კიდევ რა ვერსიაა ვინდის (საიდან გადმოწერე მაგალითად) ვინდოუსის ვერსიების განყოფილებაში არის თემა Windows 7-ზე სადაც ნახავ ორიგინალი ვერსიების გადმოსაწერ ბმულებს
-
P A A T A რა უნდა გეიმინგ განყოფილებაში ამ თემას? ვორნი და 2 საათიანი შეზღუდვა დაპოსტვაზე შემდეგში დააკვირდი სად გახსნი გადამაქვს და ვხურავ, აღარაა მგონი შეკითხვები
-
64 ბიტის მთავარი უპირატესობა არის ოპერატიულზე შეზღუდვის პრაქტიკულად მოხსნა (თეორიულად 264 ხარისხის ბიტი RAM შეიძლება დამისამართდეს, რაც ძააალიან ბევრია) 32 ბიტიან OS-ს შეუძლია 232 ბიტის დამისამართება, რაც 4GB-ია რეალურად კი აღიქვამს 3.2-დან 3.5-მდე მაქსიმუმს (კონფიგურაციას გააჩნია, აპარატურასაც თავისი ადგილი მიაქვს RAM-ში) მეორე უპირატესობაა გამოთვლები: 64 ბიტიან პროცესორებს და პროგრამებს უფრო დიდი რიცხვების გამოთვლა შეუძლიათ, თუმცა ეს უფრო სამეცნიერო გამოთვლებისთვისაა საჭირო და არა "საყოფაცხოვრებო" კომპებისთვის ასევე, 64 ბიტიან სისტემას, შეუძლია გამოუყოს თითოეულ გაშვებულ 32 ბიტიან პროგრამას 3 გბ RAM (თუ არის საშუალება ამის ) მეტს მაინც ვერ აღიქვამენ, ხოლო 32 ბიტიანზე 3.5 უკვე მაქსიმუმია საერთო ჯამში თუმცა აქვს ნაკლიც: შედარებით მეტი რესურსი სჭირდება, რადგან 64 ბიტიანი კოდი უფრო რთულია ვიდრე 32 ბიტიანი, ასევე, წინა ვერსიის Windows-ებს მაინც ჰქონდათ გარკვეული შეუთავსებლობა 32 ბიტიან პროგებთან (წარმადობა ნაკლები იყო იგივე თამაშებში), თუმცა64 ბიტიან Windows 7-ში ისევე კარგად მუშაობენ 32 ბიტიანი პროგები როგორც 32 Windows-ებში, და თუკი ბევრი RAM გაქვს, უკეთესადაც წარმადობის მატება განსაკუთრებით შეიმჩნება რესუსრსმომთხოვნ პროგრამებზე, მაგალითად 64 ბიტიანი After Effects გაცილებით სწრაფად მუშაობს (თუკუ RAM 8gb-ია მაგალითად) ვიდრე 32 ბიტიანი-მას უბრალოდ 3 გბ-ზე მეტის გამოყენება არ შეუძლია ასევე სარენდერო პროგრამები: 3D MAx, CAD-ები და სხვა... დაფრინაენ 64 ბიტიან სისტემებზე სადაც ოხრად RAM-ია ოღონდ რა თქმა უნდა საბოლოოდ, 64 ბიტიანი სისტემის დაყენება ღირს თუკი 4გბ-ზე მეტი RAM გაქვს 6, 8 და ა.შ, თან წარმადობის მკვეთრი მატება შეიმჩნება მხოლოდ 64 ბიტიან პროგრამებში, ან კიდევ თუ რამდენიმე 32 ბიტიანია გაშვებული (იგივე სიტუაციის 32 ბიტიან OS-თან შედარებით) თამაშები რაც გამოსულა აქამდე ყველა 32 ბიტიანია (DOS-ის დროინდელებს თუ არ ჩავთვლით, ისინი 8 და 16 ბიტიანებია) 2გბ RAM-ზე 32 ბიტიანი უკეთ იმუშავებს, ვიდრე 64-იანი
-
Itanium ვერსია ყენდება მხოლოდ და მხოლოდ Itanium პროცესორებზე, მეეჭვება შენ გქონდეს სახლის კომპში (ძალიან შეზღუდულად იყიდება, სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურები აწყობენ მაგათ ბაზაზე გამოთვლით ცენტრებს) აი თემა Windows Server 2008 R2-ზე:
-
აქ ბრაუზერების შედარებაზე არაა თემა თუ შეგიძლია რამე გადაწყვეტის შეთავაზება რომ პრობლემა მოგვარდეს (სხვა ბრაუზერი არაა პრობლემის გადაჭრა) ის დაპოსტე
-
Windows 1251 კოდირება ცადე აბა.. თუმცა ავტომატურზეც უნდა მუშაობდეს
-
ყველა შესაძლო ვარიანტი მიწოდებულია უკვე ადვილად მოაგვარებდა პრობლემას Closed
-
კოდეკი, ეს პროგრამულ/აპარატურული (ამ შემთხვევაში პროგრამული) ნაკრებია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრულ ფორმატში ჩაწერილი მულტიმედიას (ხმა, ვიდეო) აღწარმოებას (დაკვრას, ჩვენებას) გაგიგია ალბათ DivX, Xvid, MPEG, DTS, Lame MP3, ესენი ყველა კოდეკებია (არ აგერიოს ფორმატში, ფორმატია AVI, FLV, MP4, 3GP, MKV მათში შესაძლოა სხვადასხვა კოდეკით დამუშავებული ვიდეო და აუდიო მოთავსდეს, მაგალითად MKV-ს არანაირი შეზღუდვა არ აქვს ნებისმიერი კოდეკები შეგიძლია შეუხამო, როცა AVI-ში აგალითად AAC ვერ გამოიყენებ ხმისთვის) GomPlayer-ს მოყვება საკუთარი ე.წ Internal Codec-ები, რომლებიც უზრუმველყოფს ყველა გავრცელებული ფორმატის დაკვრას არსებობს ასევე External ან System კოდეკები, რომლებიც მოყვება ოპერაციულ სისტემას, ან ყენდება ცალკე და მათი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ პლეერს (იგივე DivX და X-Vid) არის ამ კოდეკების ნაკრებებიც, ყველაზე ცნობილია K-Lite Codec Pack რომელიც შეიცავს თითქმის ყველა შესაძლო კოდეკებს და ფილტრებს, მისი დაყენების შემდეგ, Windows Media Player-ითაც შეგიძლია გაუშვა ნებისმიერი მულტიმედია ფაილი მოყვვება ასევე ერთ ერთი ყველაზე მუშა და პოპულარული პლეერი Media Player Classic რომელსაც ფაქტობრივად ყველა ფორმატის გაშვება შეუძლია და ხშირ შემთხვევაში GOM Player-ზე უკეთესი ხარისხით თუმცა, სკრინიდან ჩანს, რომ შენს Gom Player-ს სხვა რაღაც სჭირს ამოშლა ცადე იმ პროგრამით და თავიდან ჩაწერა? და რომელი ვინდი გიყენია? შეგიძლია K-Lite დააყენო (Full ან Mega ვერსიას გირჩევ, უფასოა ყველა) და Windows Media Player-ით ან Media Player Classic-ით გაუშვა ფილმები ან კიდევ არის კიდევ ერთი კარგი პლეერი: Video Lan Client რომელსაც GOM-ის მსგავსად თავისი კოდეკები მოყვება და ხარისხითაც ჯობს GOM-ს
-
შეგიძლია Daemon-ში დაამაუნტო იმიჯი და გადმოწერო მერე სადმე ეგ პაპკა, ან WinRAR-ით, 7-zip-ით, UltraISO-თი გახსნა იმიჯი და ამოაექსტრაქტო საჭირო ფოლდერი ან კიდევ უფრო მარტივი: ზუსტად იმ ფაილების ნაკრები რომლებიც გჭირდება ქართულის მხარდაჭერისთვის: http://fonts.ge/ka/tutorials/312/ ეს კი თვითონ კლავიატურის დრაივერი (QWERTY განლაგება): http://fonts.ge/ka/tutorials/322/
-
კარგი ძალიან თუ სხვა პრობლემა არ არის ვხურავ თემას
-
პირდაპირ ბლუთუსით ჩაწერე ტელეფონის ნასტროიკებში დაკავშირებს ტიპში USB Drive თუ ამდაგვარი მიუთითე და როგორც ფლეშკას ისე აღიქვამს კომპი
-
მაშინ ლაივ ანტივირუსით ცადე სკანირება
-
წაშალე IOBIT Uninstaller-ით და მერე დააყენე თავიდან GOMLAB-დან გადმოწერილი P.S: რას წერს რატომ არ ხსნის? რაიმე კოდეკები ხომ არ დაგიყენებია სისტემაში?
-
Mr.Oto ფოტოაპარატზე იყო სავარაუდოდ ვირუსი ხშირია მასეთი შემთხვევები და იმან აურია რაღაც ასე გააკეთე: start-ში ჩაწერე CMD და რომ გამოჩნდება cmd.exe მარჯვენა კლიკით მიეცი Run as administrator გამოსულ ფანჯარაში ჩაწერე: sfc.exe /scannow ეს ბრძანება გაასწორებს თუ რამე სისტემური ფაილია შეცვლილი Win7-ზე აქტივაცია აირევა, მაგრამ daz loader-ით გაააქტიურე ისევ თუ მაგანაც არ უშველა, რომელივე Live ანტივირუსით დაასკანერე აი ინსტრუქცია Kaspersky RescueDisk-ისთვის:
-
აბა, რა ანტივირუსიც გიყენია ის გათიშე
-
მანდ წერია, რომ რომელიღაც დაყენებული პროგრამა ხელს უშლის სერვის პაკის დაყენებასო კერძოდ კი Microsoft Security Essentials-იო წაშალე MSE, დააყენე SP1 და მერე ისევ დააყენე MSE
-
30 დღიანი Trial თუ არის, იმას ნიშნავს, რომ ძველი აქტივატორი წაიშალა, ახალი არ დაყენებულა (30 დღიანი თვითონაც არის ორიგინალი ვინდი, შენ თუ Rearm არ გაგიკეთებია ეს არის Daz-ის Loader-ის ლინკი: http://forums.mydigitallife.info/threads/24901-Windows-Loader-Current-release-information ამით გაააქტიურე, დაელოდე სანამ გადატვირთავს, ასევე ანტივირუსი გამორთე
-
გეთანხმები ჯორჯ, არ გირჩევთ მონიტორის ფერების სქემას არც მე ფერების არევა დიდად არ შემიტყვია, თუმცა Windows Picture viewer-ში ურევს მაგრად.. მოკლედ ზედმეტი შარია, დეფაულტზე მუშაობს 5-იანზე
-
ვინდის თავისი Firewall გათიშე Control Panel-დან სხვა რაფერი უნდა ცოტა გაგაწვალებს თავიდან ყველა პროგრამაზე შეგეკითხება მივცე თუ არა ქსელთან წვდომაო, თუმცა პასუხებს იმახსოვრებს და მერე აღარ შეგაწუხებს :)
-
ხოდა წაშალე რაც გიყენია აქტივატორი და ზემოთ რომ ლინკი დადეს ის დააყენე (Daz-ის Loader) და გაივლის მაგასაც P.S: აქტივატორის წაშლა/დაყენებისას ანტივირუსი გამორთე
-
ჰარდის პრობლემაა ოპერების ან ვინჩესტერის მგონია ცადე სხვა ოპერები ჩასვი (ოღონდ ზუსტად იმავე ტიპის, მაგ. DDR2 გაქვს, მხოლოდ DDR2 წავა, სხვაზე დაიწვება რამე) ან კიდევ, Hiren's Boot CD-ს Test Tools-იდან გატესტე HDD და ოპერატიული
-
sauron შენს კონფიგზე Ultimate არდააყენო, მაქსიმუმ HomePremium პროცესორი და ვიდეო არც ისე ძლიერებია და HomePremium ნაკლებად დაგრუზავს FC BARCELONA და ვინ ჩქარობს? პირველი Public Beta გამოვა შემოდგომისთვის სავარაუდოდ მანამდე რაც გამოვა ის დეველოპერებისთვისაა, იმათი შენიშვნებით რომ დახვეწონ საბოლოო ვერსია კი გამოვა 2012 წლის მეორე ნახევარში სავარაუდოდ სილამაზეს რაც შეეხება მე პირადად არანაირი გართულება არ მაქვს, W7-ის Aero-ც 100% მაკმაყოფილებს, თუმცა ჭორები დადის W8-ში მეტი ფუნქციები ექნება Aero-სო მე უფრო წარმადობა/ერგონომიულობის გაზრდა და ახალი ფუნქციები მაინტერესებს მაგალითად, Reset მომეწონა ძალიან, ასევე ახალი Ribon მენიუები Windows Explorer-ში (როგორიც Office 2007/2010-შია)
