-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
ჩავასწორე სათაური xxx-ში თამაშის გამშვები იგულისხმება ხო ალბათ? სხვა პროგრამებს უშვებს ნორმალურად?
-
რაო? რას ნიშნავს ეგ ვაბშე?
-
და როდის გამოდის მაგ პატჩი? თუ გამოსულია უკვე? აუ არა ჯერ... ბეტაა ისიც სტიმზე http://www.elderscrolls.com/community/new-features-highlight-15-update-0/ აი ჩეინჯლოგი:
-
პასუხი ეყენა თუ არა დრაივერი მაგას ვერ გეტყვი, ყოველ შემთხვევაში არ გამოუყენებია და ქართული შრიფტით აკრიბა ეს "ქართული" შრიფტები კი რეალურად არის გადაკეთებული ლათინური, ამიტომ აღიქვამს სხვა კომპი (სადაც ის კონკრეტული ფონტი არ აყენია) ინგლისურად ნამდვილი "ქართული" არის ე.წ უნიკოდ ფონტები, დეფაულტად არის Sylfaen, (რომელიც ყველაზე გავრცელებულია ჩვენში) უნიკოდ ფონტები როგორც დასახელებიდან ჩანს ყველა ენის (ან ბევრის ყოველ შემთხვევაში) სიმბოლოებს შეიცავს და შესაბამისად მაგალითად Sylfaen-ით შეგიძლია წერო როგორც ქართულად, ისე რუსულად, ინგლისურად და ჩინურადაც კი არის სხვა ქართულის შემცველი უნიკოდ ფონტები, მაგალითად BPG Glaho Arial V5, Arial Unicode MS და ა.შ ზოგი უნიკოდი ქართულს არ შეიცავს (მაგ Times New Roman) acad nusx, acad mtavruli და ა.შ არის ლათინური სიმბოლოები გადაკეთებული როგორც ვთქვი, და არ მოყვება WIndows-ს, არც XP-ს და არც Seven-ს ასე რომ შენი ბრალი არაფერია, უნრალოდ ფონტი უნდა ეყენოს შესაბამისი'თუ არ აყენია, fonts.ge-და მისი ჯანი დავხურავ თემას
-
რა ფონტიც გამოიყენა ფაილის შექმნისას ის უნდა დააყენოთ მეორე კომპზე უბრალოდ მონიშნეთ ტექსტის ნაწილი და ფონტებში ნახეთ (ზემოთ მხარეს, საიდანაც ფონტი იცვლება) რა სახელი წერია, მონახეთ მერე ეგ ფონტი fonts.ge-ზე და დააყენეთ P.S: ურჩიე ახლობელს გამოიყენოს უნიკოდ ფონტი (ქართული კლავიატურაის დრაივერი დაუყენე)
-
11.0 გამოვიდა ფინალური აი ჩეინჯლოგი: 10.0.2-დან პირდაპირ 11.0 გადავიდნენ ეჯიბრებიან Chrome-ს ვერსიის ნომრებში :D
-
სავარაუდოდ რამე სისტემური ფაილია დაზიაებული ასე მოიქეცი, C/Windows/System32-ში ნახე CMD.exe და მარჯვენა კლიკი და Run as administrator (ან Start მენიუში აკრიბე CMD და იქაც მარჯვენა კლიკი და Run As Administrator...) CMD ფანჯარაში ჩაწერე: sfc.exe /scannow დაელოდე, შეიძლება გამოასწოროს Action Center-იც და MSE-ს პრობლემაც ოღონდ აქტივაციას გაანულებს, თავიდან დასჭირდება აქტივაცია Windows-ს (თუკი ორიგინალი არ გიყენია რა თქმა უნდა) თუ არ მოაგვარა, გამოიყენე სხვა ანტივირუსი.... ან გადააყენე Windows P.S: არაა საჭირო ერთი და იგივე პოსტის ორ თემაში დაპოსტვა
-
აუ ATI-ს დრაივერების *&%&$ რა... არცერთ ოფიციალურ რილიზში მხარდაჭერილი არაა Switchable Graphics დრაივერები ოფიციალურად რაა მაგის დედაც რა გახდა ამის ჩამატება... ვენდორებთან კიდე 3 თვეში ერთხელ ახლდება დრაივერები, ვიტანჯები რა... ლეპტოპზე მაქვს HD6490 ვიდეო, ჯერ იყო და დაჟე HP-ს საიტიდან გადმოწერილი დრაივერი აღიქვამდა HD 7470-ად, 12.1 დავაყენე 6400 Series აღიქვამს, 12.2 კიდევ არაა AMD-ს საიტზე ჩემი ლეპტოპისთვის :(
-
BIOS-იდან გაუთიშე EFI (UEFI) ფუნქცია და დაყენდება ჩვეულებრივ
-
თავისით რომ აყენებს დრაივერებს არის არაორიგინალი ვერსია! არ გიღჩევ მასეთის დაყენებას, ჯობს დააყენო ორიგინალი ვერსია და შემდეგ ხელით საჭირო დრაივერები XP 7 რა არის ვერ მივხვდი საერთოდ, XP 7-ის თემით? ეგეც არაორიგინალი ვერსიაა Windows-ის ორიგინალი ვერსიების ასლების გადმოწერა შეგიძლია ფორუმის შესაბამისი განყოფილებიდან: XP Seven დრაივერებთან დაკავშირებით გადახედე ამ თემას: დრაივერების ინსტალაცია P.S: თემა გადამაქვს დახმარების განყოფილებაში, შემდეგში სანამ თემას გახსნი წაიკითხე ფორუმის და ქვეგანყოფილებების წესები (რომლებიც აპინულია ყველა განყოფილებაში) ასევე დახმარების განყოფილებაში აპინულია თემები, სადაც ბევრ შეკითხვაზე არის პასუხი ასე, რომ გამოიყენე ძებნის ფუნქციაც!
-
HD Audio ცალკეა, ცალკეა Front Panel Audio (ჩემთან ასეა Asus-ის მაზერზე) და იქ უნდა მიუთითო HD Audio-ს ნაცვლად AC97
-
წესებში ყველაფერი გარკვევით წერია (წესები კი აპინულია განყოფილების თავში) ვხურავ
-
მიკროფონი წინ გაქვს შეერთებული? BIOS-ში ნახე Front Panel Audio და HD Audio-დან გადართე AC 97-ზე ეგ ბაგი აქვს Vista-დან მოყოლებული დრაივერებზე კი SlimDrivers ცადე, მონახავს შესაბამისს
-
ჯორჯ, ყოველ ახალ გამოსულ Loader-ს რატომ აყენებ? მე უბრალოდ ვიწერ ახალ ვერსიას და როცა ვაყენებ Windows-ს, მაშინ ვაყენებ, თორემ მერე არასდროს ჰქონია პრობლემა ლამის 1.8 ვერსიიდან დაწყებულს...
-
Fonts.ge არის მშვენიერი რესურსი ეს არ წავა? http://fonts.ge/ka/font/607/TFLiteraturuli-Letter-Normal და საერთოდ რატომ ბეჭდავენ კიდევ ფონტებში ვერ გამიგია...ქართული კლავიატურის დაყენებას და გადართვას რა უნდა...
-
თემა გადამაქვს დახმარების განყოფილებაში ვორნი თემის ავტორს არასწორ ადგილას გახსნისთვის თუკი გინდა მაგ სსტემური ფაილები ნახო, Folder Option/View-დან ჩართე Show Protected system files and folders და Show hidden files
-
თუკი ერთნაირი შრიფტებით ბეჭდავენ, მაშინ არ გაუჭირდება, მე-9 თუ მე-10 ვერსიიდან აქვს სწავლების ფუნქცია
-
Abby FineReader-ისთვის არის ქართული OCR გაკეთებული: http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=419 თუმცა ახალ ვერსიებს აქვს "სწავლების" რეჟიმიც: რამდენიმე გვერდზე ასოებს შემოუხაზავ, ასწავლი, შეინახავ ახალ OCR-ს და დანარჩენს თვითონ აკეთებს
-
Vista-შიც იყო ეგ ფუნქცია, ერქვა Dreamscene, შეიძლება 7-ზეც გააქტიურება: Windows 7 Dreamscene Activator ოღონდ მხოლოდ WMV და MPG გაფართოების ფაილებს აყენებს ფონად, ხმის გარეშე (P.S: ისე, ვიდეო უფრო მომაბეზრებელია ვიდრე სტატიკური სურათი, + ხმაც რომ დავუმატო და რამდენიმე საათი ერთი და იგივეს ვუსმინო ხომ ავიჭერი ჭკუიდან , მაგას ჯობის რამდენიმე Wallpaper აირჩიო და Random რეჟიმით ცვალო)
-
ფილმების უმეტესობა არის 16:9 ფორმატში, წესით, შენი ეკრანიც მაგ ფორმატისაა (Full HD) და არ უნდა ჰქონდეს კიდეები, მაშინ ფილმის Aspect Ratio არის სხვა, ან კოდირებისას აქვს შავი კიდეები გაჩენილი მთელს ეკრანზე გაშლა მარტივია: მარჯვენა კლიკი ეკრანზე (ჩართულ ვიდეოზე რა) და გამოსულ მენიუში აირჩიე: Aspect Ratio/Strech To Fit The Screen მაგრამ ამ დროს როგორც KMPlayer-ში, დაკარგავს ხარისხს და პროპორციულობას სად ნახო ძნელია, პირველ რიგში სკრინებს დააკვირდი: ხომ არ აქვს შავი კიდეები ვიდეოს გარჩევადობა ნახე, თუა 16:9 (ანუ გვერდების პიქსელების ფარდბა უნდა იყოს 16:9=1.7777) ან გადმოწერე სკრინშოტი და გაშალე მთელ ეკრანზე თუ კიდეები გაილეთა, ფილმიც გაიკეთებს და სხვა რილიზი მოძებნე ზოგჯერ არის ხოლმე არის კადრი 16:9-ზე, მაგრამ შავი კიდეებიანად :)
-
64 ბიტიანი WINDOWS XP გადმომაწერინეთ რა მუშა, დანამატების გარეშე
gio_kiborg replied to apuna's topic in დახმარება
ბევრად ჯობიაო რომ თქვა ე.ი არაფერი არ გითქვამს ცა და დედამიწაა 64 ბიტიან 7-ზე თიტზე ჩამოსათვლელია პროგრამების და დრაივერების არა-თავსებადობა, თან 32 ბიტიანი პრორამებიც იგივე წარმადობით მუშაობენ, როგორც 32 ბიტიან სისტემაზე, 64 ბიტიანებს კი გაზრდილი აქვთ წარმადობა მოკლედ, ყველანაირად გირჩევ -
64 ბიტიანი WINDOWS XP გადმომაწერინეთ რა მუშა, დანამატების გარეშე
gio_kiborg replied to apuna's topic in დახმარება
არანაირად არ გირჩევ 64 ბიტიან XP-ს, თუკი 64 ბიტის რესურსები გაქვს, დააყენე 64 ბიტიანი Seven XP-ს ძალიან ცუდი თავსებადობა აქვს 32 ბიტიან (და 64-იანებთანაც) პროგრამებთან, თამაშებთან, დრაივერებთან, მუშაობს ძალიან ნელა თუ მაინცდამაინც ესენი ნახე: http://thepiratebay.se/torrent/7043336/Windows_XP_Professional_64-bit_Corporate_Edition http://thepiratebay.se/torrent/4462997/Windows_XP_Pro_64_bit_CD_image -
ჩაწერე მისამართების ზოლში about:tabs და ნახავ რა აქცს დამახსოვრებული, ან შეიძლება განახლებისას წაიშალა უბრალოდ, ან კიდევ რომელიმე გამწმენდმა პროგრამამ (მაგ ccleaner-მა) წაშალა
-
გაგეცით უკვე პასუხი მაგაზე: ყველა დრაივერი არ არის ინტეგრირებული ამიტომ შეიძლება ყველა კომპზე არ დააყენოს დრაივერები! და რადგან ერთ კომპზე დააყენა, არ ნიშნავს, რომ შენთანაც უნდა დააყენოს (თუკი ზუსტად იგივე ქსელის კარტა არა გაქვს რა თქმა უნდა) ვერ ვხვდები რატომაა აუცილებელი ინსტალაციისას დააყენოს დრაივერი (სასურველი კია, მაგრამ თუკი გაქვს და ხელით აყენებ რა პრობლემაა), მაგრამ ორიგინალი Windows 7-ის არცერთი ედიშენი არ დააყენებს შენს კომპზე თავისით მაგ დრაივერს Rt7Lite-თი შეგიძლია დრაივერების ინტეგრაცია Windows 7-ის საინსტალაციოში აქვეა ინსტრუქციაც: http://www.rt7lite.com/faq6.html თუკი სასურველი დრაივერის ინტეგრაციას გააკეთებ საინსტალაციოში, გადაყენებისას ავტომატურად დააყენებს
