კი, ნამდვილად აღიქვამენ ეგ ანტივირუსები მაგ ფაილებს ვირუსებად, მაგრამ რეალურად არ არიან რა თქმა უნდა, უბრალოდ, ბევრი ვირუსი და რუტკიტი იყენებს მაგ ფაილებს ვირუსული კოდის შესასრულებლად , მაგალითად, autorun.inf-ში წერია, რომ უნდა გაეშვას ესა და ეს პროგრამა, რომელიც შეიძლება იყოს ვირუსი, ან საჭირო პროგრამა, Windows-ის შემთხვევაში ეგ ინსტალერია, რომელიც ცვლის სისტემურ ფაილებს, შესაბამისად, Avira ფიქრობს რომ ვირუსია და შლის, ეს არ ნიშნავს რომ ვირუსია, უბრალოდ ანტივირუსის ძრავია დასახვეწი,
ანალოგიურად bootmgr ფაილზე: ის ჩამტვირთავი ფაილია და კომპს აძლევს ინსტრუქციებს თუ რა გააკეთოს ჩატვირთვისას, მანდაც შეიძლება იყოს როგორც Windows-ის გაშვება, ან რუტკიტის
ანუ ეგ ფაილები ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაა ვირუსები, თავისუფლად შეგიძლია avira-ს Exeption-ებში შეიტანო რომ არ წაშალოს, ან ფლეშკის გამზადებისას გამორთე ავირა, ხოლო Windows-ის ინსტალაციისას არ შეაერთო ჩართულ კომპზე სადაც ეგ ანტივირუსები აყენია, გამორთულზე შეაერთე და პირდაპირ ფლეშკიდან ჩაიტვირთე