Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3692
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    44

Everything posted by MaKaSaRa

  1. ზედმეტად დიდი არჩევანია ზოგადად ბოლოს თვალებს დავხუჭავ და ისე ამოვირებ ყუთიდან სახელებს. რომელიც ამოვა ვიყიდი რა ))
  2. თქვენი რჩევა მჭირდება მეგობრებო. კლავიატურის შეცვლას ვაპირებ. მექანიკური მინდა თითქოს. სვიჩებს მნიშვნელობა არ აქ, ხმაურიანი იქნება თუ ნაკლაბად ხმაურიანი. დიზაინით მინდა რომ მინიმალისტური იყოს. ზედმეტი კლავიშების გამოშვერილების და მაიმუნობების გარეშე. რამდენიმე ვარიანტი შევარჩიე პირადი სიმპატიით. აზრზე არავარ როგორებია. ჰო კიდე სასურველია RGB განათება ქონდეს. 1. Roccat Suora FX 2.Steelseries Apex m750 RGB მაგრამ ძვირია ჩემთვის და ალბათ არ გადავიხდი მაგდენს თან დიზაინიც არ მომწონს დიდად. უფრო m400 მოდელი მომწონს დიზაინით მაგრამ იმას RGB არ აქ. 3. HyperX Alloy FPS RGB ფასიც მისაღებია და ისეც მომწონს დიზაინი. ნუ Mionix-Wei ძალიან მომწონს მაგრამ ძვირია ესეც ჩემთვის :S და ბოლოს არამექანიკური razer-cynosa-chroma-pro ამაზე რას ფიქრობთ? დიზაინი მისაღებია და ამ ეტაპზე მაუსიც რეიზერის მაქ. ბევრი არ აქებს ამ ფირმას მაგრამ ეგ არ მაბრკოლებს, გავრისკავდი მაინც. ჰო მართლა ROSEWILLიც მომწონს მოკლედ იმხელა არჩევანია მოდი და გაიგე რა მინდა ფასსაც ტავისთავად აქ მნიშვნელობა. 100$ ფარგლებში ვეძებ. რაც ნაკლები მით უკეთესი
  3. ჩემი აზრით ძალიან კარგია და დასაფასებელია ახალი ამბები რომ იდება. ყველას ერთნაირი ინტერესი ვერ გვექნება. ზოგი სად ვპოსტავთ ზოგი სად. ლამის დაარსების დღიდან აქ ვარ დარეგისტრირებული და ყოველდღიურად შემოვდივარ რამდენჯერმე მაგრამ დიდად სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ და არ ვაქტიურობ. ბევრი დრო არავის გვაქ ალბათ ყველაფერს თვალი ვადევნოთ. ვინც ამას აკეთებს პატივსაცემი ამბავია სხვა არაფერი.
  4. 17GBიანი განახლება მოვიდა. გიჟები არიან.
  5. იმედია ფეი თუ ვინ-ს არ გახდიან კოდს. აქამდე ასე არ იყო მხოლოდ რუკებია ახალ დლც-ებში და არა იარაღები. მაგრამ... მაგრამ ბეთლნეტის პლატფორმაზე რადგანაცაა გამორიცხული არაფერია
  6. გავედი ბოლოში რის საშუალებსაც დემო იძლეოდა. ჩვეულებრივია რაც წინა. არც უკეთესი არც უარესი. 7-7.5 შეფასებას მივცემდი თავისუფლად და ძალიან თუ მოვინდომებ ალბათ 8-8.5 მდე.
  7. ჩამოვტვირთე დემო და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ჰაითისთ პრესეტზე მინიმუმ 49 ფპს-ზე ჩამოვიდა იმ 20 წუთის მანძილზე რაც ვითამაშე. საშუალოდ 55 ფპს აქ ალბათ. ცხადია ჰაიტის პრესეტი ყველაფერს მაქსიმუმზე არ აყენებს მააგრამ მაინც კაი შედეგია ვფიქრობ. არაა ბოდიში. მერე და მერე დაერხა ფპს-ს. 41მდეც მსვენივრად ჩამოვიდა და 41-55 ფარგლებში მერყებოს. ხელის შევლება უნდა პარამეტრებს მოკლედ
  8. სამწუხაროდ პირველი და მეორე ბლექ ოპს ცოტახანი მაქ ნათამაშები და ვერ ვხდები რაზე ამბობ. თუ რაიმე mw2-ში არსებულ special ops-ვითაა მანდაც იქ ბოტებს ეთამაშებოდი მაგრამ შეგეძლო co-op რეჟიმით გაგეკეთებია ეგ. რამდენიმე კაცი შესულიყავით და ბოტების წინააღმდეგ გეთამაშათ. მანდ არ ვიცი როგორაა. ვერ გამორიცხავ რომ ჩეთერები არ იქნებიან mw2-ს ვთამაშობდი წლები (667 საათი მაქ სთიმზე ნათამაშები) და თანდათან უფრო ემატებოდა ჩეთები. ახლა ძალიან უნდა გაგიმართლოს რომ ეგეთი მოწინააღმდეგე არ შეგხვდეს. მაგრამ ისედაც BF-ის მოთამაშეებისთვის cod არაა მარტივი მოსარგები, პირიქით კიდე შესაძლებელია თუმცა მე BF-ში მოწყენილობით ვკვდები ისე მბეზრდება როცა COD ძალიან სწრაფი და საჩემო თამაშია.
  9. ვიწერ... ადეკვატურ ნიშნულამდე რომ დაეცემა ფასი ვიყიდი აუცილებლად. plati.ru-ზე ყველაზე იაფი 25$ია. 10 საათიანი გეიმფლეის კვალობაზე მემგონი ნამეტანი გაბერი ფასია. უნდა იყოს ოჯახში ძველი დროის ხათრით მაინც.
  10. კარგია თუ მართლა სხვა რაიმეს ბრალია. მაინც არ ვაპირებ უახლოეს მომავალში ყიდვას. არ ვიცი სხვების მაგრამ საერთოდ არ ვთვლი რომ AAA თამაშია და 12318924$ უნდა ღირდეს. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას მანქანების რაოდენობის მხრივ უმაგრესია. TDU-ს გეიმფლეი ბევრად მომწონდა იმ დროს. 4კ რეზოლუციაზე და 1080-ის SLI-ზე ვითამაშე მეგობართან და მეორედ არც ჩამირთავს. რომ განვიხილეთ ნაბიჯნაბიჯ ბებრი მიფუჩეჩებული მომენტია მაგ თამაშში იმის იმედად დატოვებული რომ არ მიაქცევენ ყურადღებას და არც ისე დიდი მასშტაბი აქ. იმას არ ვამბობ რომ ამ ჟანრში სხვა უკეთესი თამაშები არსებობს მაგრამ ნამდვილად არ ღირს ჩემთვის ის ფასი რასაც ითხოვენ.
  11. მეოთხეს დემო რომ ჩავიწერე ხმა ჭედავდა. ფხრიწინი დაყვებოდა. ორი ვარიანტი მაქ. cpu ვეღარ ქაჩავს სავარაუდოდ ვფიქრობ. მათხოვრებმა არქიტექტურაზე დააწესეს ალბათ შეზღუდვა. ან სსდ უნდა მაინცდამაინც მე კიდე 5900 ბრუნიან HDD-ზე მეყენა. ფპს-40ზე დაბლა არ ჩამოსულა ულტრა პარამეტრებზე მაგრამ ლოუზე რომ დამეყენებია(არც მიცდია ეგეთი კომპრომისი) მაინც იფხრიწინებდა სავარაუდოდ
  12. 1.08 განახლების შემდეგ ასისტებს აღარ გაძლევს 10-დან 8 შემთხვევაში
  13. 24 lvl-ზე ვარ მგონი და ისე მივაშალე მეც ვერ გავერკვიე რა ხდება. ისე საკმაოდ დასაფიქრებელი აფგრეიდის სისტემა აქ. უაზროდ არ უნდა აკეთო. თავიდან რომ არ მივაქციე ყურადღება ბოლოს ძალიან გაჭირდა. დახურვით არ დამიხურავს. რამდენიმე ზონაზე ისეთი ლეველის მოწინააღმდეგები მხვდებია სახეს მაძრობენ 2 სროლაში.
  14. DPI ძველ a4tech x7-ზე 1200 მქონდა დაყენებული თამაშის დროს. ამაზედაც ვცადე 1200 მაგრამ სწრაფია თითქოს. ჯერ 2 დღეა რაც მაქ და კარგადაც ვერ გავტესტე. ისე პროგრამიდან 5 სხვადასხვა რეჟიმის დაყენებაა შესაძლებელი ერთ პროფილში და არამხოლოდ ქასთომ ვარიანტებიც, არამახოლოდ შემოთავაზებული პრესეტი. ასე რომ გატესტვის მიზნით მიყენია 800-1000-1200-1800-2000DPI და რომელიმეს როგორ ვერ მოვირგებ?!
  15. მეც არ გამოვიყენებდი მაგრამ black ops 4-ში დაჰილვა დაამატეს რომლის გარეშე ვერ ითამაშებ. სწრაფად უნდა დააჭირო და კლავიატურაზე კიდე ყველა ღილაკი რაც სწრაფად შემიძლია გამოვიყენო ათვისებულია სხვა ფუნქციებით და ვერცერთს ვერ გავწირავ ამიტომ დამჭირდა დამატებითი ღილაკები თორე ისე საერთოდ რად უნდა მაუსს ეგენი ვერ ვხდები.
  16. აბა დამიPMე მაგის ფასი რა იქნება. ჩემი ახალი რეიზერის მაუსი მეტისმეტად დიდია. არ ვიცი მივეჩვევი თუ არა. მიუხედავად იმისა რომ პატარა ხელი არ მაქ, გვერდითა ზედა ღილაკს ვერ ვწვდები კომფორტული მდგომარეობიდან იმ ხელის ჩაჭიდებით როგრც მე ვარ მივჩვეული და ჩემთვისაა კომფორტული. რასაც ვატყობ მემგონი ყველაზე მოსახერხებელი ჩემთვის ამ მაუსის ფორმა იქნება. benq ან სთილსერიის.
  17. ერთერთი ძველი გეიმფლეი, ახლა ამ ქილსთრიქებით აღარ ვთამაშობ, დროს მაკარგვინებდა. სხვადასხვა იარაღს სხვადასხვა ოპერატორ მოუდი აქ და ეგეც ძალიან კარგია ამ თამაშში. მოკლედ ისღა დაგვრჩენია ვითამაშოთ
  18. მეც სიამოვნებით დავითრევ ამდ-ს. ძალიან მესიმპატიურება და წლების მანძილზე მქონდა. ისე მივეჩვიე ამდს სტადარტულს ფერებს რომ ნვიდიაზე გადასვლის მერე მეგონა გაცრეცილ ფილმს ვიყურებდი, უღიმღამო ფერები ქონდა. ცოტა ხელი შევავლე სეთინგებს თორე სტანდარტულ პარამეტრებზე დღესაც ვერ ვუყურებ ნვიდიას
  19. პერიფერიას არასდროს ვაქცევდი ყურადღებას მაგრამ ბოლო დროს დამჭირდა ნორმალური თაგვი. ვნახოთ რა იქნება. ჯენიუსის 5 ლარიან მაუსზე ვარ მიცვეული და ყველა სხვა ფორმა არ მერგება ხელზე )) ეს რეიზერი კიდე გიგანტურია. იმედია მივეჩვევი.. (16k-ზე ავუწიე DPI, ხელი რომ გავწიე ლამის ფანჯრიდან გადავვარდი ისე გაფრინდა ვის რა ჯანდაბად უნდა ამხელა DPI?!,მარკეტინგული სვლაა და სხვა არაფერი მე თუ მკითხავ )
  20. ერთი კვირის უკან დავხურე 2013 წლის. ნაყიდი მქონდა და ვერ ვიცლიდი ამისთვის. ის დიდი არაფერი იყო. DMC4ბევრად მერჩივნა მე პირადად(უფრო ძველ ნაწილებს მორალური სიძველის გამო არ ვახსენებ). ვნახოთ ეს რა იქნება
  21. 75w-იანმა ბარათმა თუ rx580-ს გაუწია კონკურენცია ყოჩაღ მაგას. თან 130$-იო. იდეალური იქნება ბიუჯეტური სეგმენტისთვის მაგრამ რაღაც ფანტასტიკის სფეროს გავს.
  22. მადლობა. მაგდენი არ ვიცოდი. ვცდი მომავალში როცა ვითამაშებ.
  23. მუსიკებზე სულ ვფიქრობდიამხელა თამაში იყო და ხმის აწევადაწევის ფუნქცია რატო არ ქონდა? (თუ მე არ მინახავს?! ) გოლფ კლუბი ვერ ვიყიდე და მაგაზე დამწყდა გული. 150 ლიმონი ღირს და მაგდენი როგორ უნდა დავაგროვო სინგლში? საუკუნეები უნდა ვითამაშო თუ როგორ? დიალოგები მაგარი ქონდა. არ მომბეზრებია მითუმეტეს რომ 2 ერთნაირი დიალოგი არ მომისმენია. ძალიან დიდია ეს თამაში მაგრამ რპჯ-ს ელემებტები რომ ქონოდა ამ მასშტაბის თამაშს გადაწყვეტილების მიღების კუთხით მემგონი კიდევ უფრო მაგარი იქნებოდა. მხოლოდ მინიმალისტური არჩევანი გაქვს.
  24. დავხურე. უდაოდ უძლიერესი თამაშია. მიუხედავად იმისა რომ ჩემი ჟანრი არაა ჩემ ტოპ 5 თამაშში შემყავს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.