Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. აბა ცხელ-ცხელი ნიუსი. როგორც იცით, AMD-ს უკვე ერთ კვირაში უნდა წარმოედგინა Zambezi პროცესორები, სერვერული მოდელების მიწოდებები კი, კომერციული პარტიების სახით, უკვე დაწყებული იყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, ბოლო მომენტში მან გადაწყვიტა გადაედო ეს ანონსი ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. აქამდე, ჩვენ ვეყრდნობოდით მხოლოდ არაოფიციალური წყაროს მონაცემებს, მაგრამ კომპანიის ოფიციალურ ბლოგის ჩანაწერების კომენტარებში, ჯონ ფრუიე (John Fruehe) აცხადებს, რომ Bulldozer არქიტექტურის დესქტოპ-პროცესორები მხოლოდ ამ წლის IV კვარტალში გამოჩნდებიან, რასაც ზემოაღნიშნული თარიღი სავსებით შეესაბამება. ის შეგვპირდა, რომ Zambezi პროცესორების შეძენა შესაძლებელი იქნება მაშინვე, ანონსის შემდეგ.
  2. Computex გამოფენაზე წარმოდგენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კომპანია Thermaltake-მა ოფიციალურად განაცხადა სამ, პრემიუმ-კლასის, Toughpower XT სერიის კვების ბლოკის გამოსვლის შესახებ. 1375 და 1475 ვ სიმძლავრის მქონე მოდელების მქკ შეადგენს 87-93%-ს, რაც შეესაბამება 80 Plus Gold რეიტინგს, ხოლო 1275 ვ-იანის ეფექტურობა კი 89%-ია (80 Plus Platinum). ყველა ანონსირებულ პროდუქტს გააჩნია ATX12V 2.3 და SSI EPS12V 2.92 სტანდარტების მხარდაჭერა, მოდულარული კონსტრუქცია და ორი +12 ვ ხაზი. გაგრილებას უზრუნველყოფს 140 მმ ზომის ფენი, რომლის სისწრაფის დონეც შეიძლება აღწევდეს 1900 ბრ/წთ-ს. სხვა თავისებურებებს აგრეთვე მიეკუთვნება იაპონური წარმოების, თერმოგამძლე (105°C) კონდენსატორების გამოყენება, სიმძლავრის კოეფიციენტის კორექციის მექანიზმი Interleaved PFC და პროდუქტის მდგომარეობის მაჩვენებელი სამი LED-ინდიკატორი. კვების ბლოკების განცხადებული MTBF (საშუალო ხანგრძლივობა მწყობრიდან გამოსვლამდე) შეადგენს არანაკლებ 120 000 სთ-ს, ხოლო გარანტიის დრო, გაზრდილ იქნა მწარმოებლის მიერ, 7 წლამდე. დასავლეთის ბაზრებზე, აღნიშნული პროდუქტები გამოჩნდებიან სექტემბრის თვეში. TC Magazine, Overclockers.ua
  3. ხო, მეც არ მჯერა გაურკვეველი ტესტების და ვარაუდების ან რისთვის ავრცელებენ, არ ვიცი. :SNEMOTICON13:
  4. რესურ BrightSideOfNews-მა გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო მონაცემები - პუპულარულ სატესტო პაკეტ Sandra 2011-ის მწარმოებელ SiSoft-ისაგან. მათზე დეტალურად არის შედარებული საშუალო დონის, 8-ბირთვიანი AMD FX - Intel Core i5-ის 4-ბირთვიანთან. ამჟამად, საიტზე უკვე აღარ მოიპოვება აღნიშნული ინფორმაცია, მაგრამ Google-ის კეშის საშუალებით, ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს სკრინშოტების შენარჩუნება. SiSoft-მა, დავალებათა და აპლიკაციების მთელ სპექტრში დატესტა 8 ბირთვიანი (4 გამომთვლელი მოდული, 8 ნაკადი) AMD FX-8100 პროცესორი (B2 სტეპინგი, რომელიც ბაზარზე გამოჩნდება), რომელსაც გააჩნია 2,8 გჰზ (3,3 გჰზ-მდე ავტომატური აჩქარების რეჟიმში), 8 მბ L3 კეშ-მეხსიერება და მაქსიმალური ენერგომოხმარება - 95 ვ. კონკურენტის სახით, წარმოდგენილი იყო Sandy Bridge-ის 4-ბირთვიანი (8 ნაკადი) მოდელი, 3 გჰზ-ით (3,6 გჰზ-მდე ავტომატურ აჩქარებისას), 6 მბ L3 კეში, 95 ვ. როგორც ჩანს, საქმე ეხება ახალ Core i5-2320-ს, რომლის ღირებულებაც AMD-ს პროდუქტზე ძვირი იქნება. ამასთან, ორივე სისტემა აღჭურვილი იყო ორი მეხსიერების მოდულ DDR3 1333-ით. მაშ ასე, ჯერ სტანდარტული გამომთვლელი დატვირთვა (Native, Java, .net, შეფასებები - GOPS-ში). აქ, AMD-ს CPU ჩამორჩება Intel-ისას 1,5-2-ჯერ, დავალების შესაბამისად: მეორე შედარება ჩატარდა მულტიმედიურ წარმადობაში. ამ შემთხვევაშიც, Intel-ის შედეგი შესამჩნევია და უფრო უკეთესია 1,1-1,5-ჯერ. ერთ-ერთი ტესტი, რომელიც ეხება ინტეგრირებულ გრაფიკას, AMD-ს გადაწყვეტილებამ, მისი უქონლობის გამო, ის ვერ გაიარა. თუმცა, Sandy Bridge-მაც საკმაოდ მოკრძალებული შედეგი დააფიქსირა: კრიპტოგრაფიკულ დავალებებში, სიტუაცია უფრო რთულადაა. ALU-ს სუფთა რეჟიმში, AES და AVX ტექნოლოგიების გარეშე, Bulldozer-ის არქიტექტურა თავის უპირატესობას ავლენს, ხოლო ამ ოპტიმიზაციების ჩართვის შემდეგ კი, Core i5-ს 1,8-ჯერ ჩამორჩება. ხოლო თუ Intel-ის პროცესორის გამომთვლელ ბლოკებს გამოურთავთ ინტეგრირებულ გრაფიკას, მაშინ ეს შედეგი 2,1-ჯერ მეტია. OpenCL-ის კრიპტ.ამოცანებში, Bulldozer კვლავ უსწრებს კონკურენტს - 1,2-ჯერ: წარმადობა ვიდეოს დეკოდირებისას. მიუხედავად Bulldozer-ის 8 ბირთვისა და გაუმჯობესებული ნაკადურობით, ის მაინც ვერ ახერხებს სენდისთან მეტოქეობის გაწევას სუფთა CPU-ტესტირებაში და 1,3-ჯერ სუსტ შედეგს გვიჩვენებს. თუ Core i5-ის პროცესორის ბლოკებს დავუმატებთ GPU-ძრავ QuickSync-ს, მაშინ Intel 8-ჯერ უსწრებს AMD-ს მოდელს, რომელსაც არ გააჩნია ინტეგრირებული გრაფიკის მხარდაჭერა. Bulldozer-ის კეშისა და მეხსიერების წარმადობა ასევე მნიშვნელოვნად (1,1-1,3-ჯერ) ჩამორჩება სენდის - L2-სთვის შესაძლებელია გამტარიანობის უნარის მხრივ, საუკეთესო ვარიანტს არ წარმოადგენს: კეშის წვდომის დროს, დაყოვნებების მხრივ, Bulldozer კიდევ უფრო ცუდ შედეგს აჩვენებს - სენდისთან შედარებით. შესაძლოა, რომ ეს გამოსწორდეს მომავალ რევიზიების ან BIOS-ის ოპტიმიზაციის შემდეგ: ეფექტურობის კუთხითაც, სიტუაცია AMD-ს სასარგებლოდ არ გამოიყურება. ზემოჩამოთვლილ ტესტების მიხედვით, წარმადობა 1 ვ-ს მიხედვით, Intel-ს 1,5-1,8-ჯერ უფრო მაღალი აქვს, ვიდრე კონკურენტს, ხოლო 1 მჰზ-ის მხრივ კი - 1,4,1,7-ჯერ: უნდა აღინიშნოს, რომ სანამ Bulldozer ბაზარზე არ გამოვა, ამ მონაცემების ბოლომდე დაჯერება არ ღირს, მაგრამ თუ ისინი მართლაც სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ AMD-ს მდგომარეობა არც თუ შესაშურია. ამ შემთხვევაში, ახალ პროცესორებს, Intel-ის პროდუქტებთან კონკურენცია მხოლოდ შედარებით დაბალი ფასებით შეეძლებათ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ Sandy Bridge-ის ჩიპების კრისტალის ნაწილი იხარჯება ინტეგრირებულ გრაფიკაზე, რომელსაც ზოგჯერ სარგებლობაც მოაქვს.
  5. 10%-ით უფრო ნაკლებს
  6. კომპანია Club 3D-ის ასორტიმენტი შეივსო NVIDIA GF114 GPU-ზე დაფუძნებულ ვიდეობარათ GeForce GTX 560 Ti Green Edition-ით, რომელიც რეფერენსული მოდელისგან განსხვავდება უფრო მაღალი ენერგო-ეფექტურობით, რაც, მწარმოებლის შეფასებით, 10%-ს შეადგენს. მოდელის შემადგენლობაში შესულია 384 CUDA core და 1 გბ GDDR5., 256-ბიტიანი ინერფეისით. ტაქტური სიხშირეები შეადგენს 822, 1645 და 4000 მჰზ-ს - ბირთვის, შეიდერების ბლოკისა და მეხსიერებისათვის შესაბამისად. პროდუქტის კონსტრუქციაში გამოყენებულია გაგრილების სისტემა CoolStream, ხოლო მისი განთავსებისთვის, კორპუსში საჭიროა გაფართოების ორი სლოტი. რასაკვირველია, ბარათს გააჩნია SLI-კონფიგურაციის მხარდაჭერა, ხოლო მონიტორებთან დაკავშირებისთვის კი, ორი DVI და ერთი — mini HDMI პორტი. გაყიდვები უკვე ამ თვეს დაიწყება, თუმცა ფასის შესახებ, ინფორმაცია არ მოიპოვება. IXBT
  7. თავის ბაზარზე დებიუტიდან ცოტა ხანში, 850 სერიის Samsung SyncMaster მონიტორებმა ევროპამდეც მოაღწიეს. ხაზისთვის დამახასიათებელ, ამ პროდუქტების თავისებურებას წარმოადგენს PLS (Plane to Line Switching) ტიპის პანელების გამოყენება, რომლებიც ითვლებიან IPS-ების მოდიფიცირებულ ვარიანტებად. S24A850DW მოდელისთვის, ეკრანის ზომა 24 დუიმია, გაფართოება - 1920 х 1200 პიქსელი, S27A850D-ის ეს მახასიათებლები კი არის - 27 და 2560 х 1440. დისპლეის გაყოფის ფუნქციის საშუალებით, შესაძლებელია ორი ეკრანის მიღება და მათზე სხვადასხვა წყაროს გამოსახულების გამოტანა. მწარმოებლის თქმით, PLS-მატრიცები მოიცავენ sRGB-ის მთლიან 100%-იან არეალს და იძლევიან 10%-ით უფრო კაშკაშა გამოსახულების მიღების საშუალებას - IPS-თან შედარებით. ორივე დისპლეის დანარჩენი მახასიათებლები კი ასე გამოიყურება: რეაგირების დრო 5 მ/წმ- (GTG), 300 კდ/მ2, კონტრასტულობა - 1000:1, ხედვის კუთხეები - 178° ორივე სიბრტყეში. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს USB 3.0 კონცენტრატორის არსებობა ოთხ პორტზე, განათებისა და დასწრების სენსორები, ორი DVI და ერთი DisplayPort. ტრანსფორმირებადი სადგამი, რომელიც იძლევა სიმაღლის, დახრის კუთხისა და დისპლეის ბრუნვის საშუალებას, ასევე ალბომური მდგომარეობიდან - პორტრეტულზე გადაყვანას და პირიქით. S24A850DW და S27A850D მოდელების ფასები ევროპის ქვეყნებისთვის შეადგენს 499 და 799 ევროს შესაბამისად. TC Magazine
  8. კომპანია EIZO-მ განაცხადა ორ ახალ მონიტორ - FlexScan EV2335W და EV2315W-ის გამოსვლის შესახებ, რომლებიც აღჭურვილნი არიან 23-დუიმიანი ეკრანებით, თუმცა პირველი მათგანი მიიღებს IPS-ს, მეორე კი - TN ტიპის მატრიცას. ორივე მათგანის კომპლექტაციაში შესულია შუქდიოდური განათება და ტრანსფორმირებადი სადგამები, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელია ეკრანის სიმაღლისა და დახრის კუთხის რეგულირება, 344O-ზე ბრუნვა ვერტიკალური სიბრტყის მიმართ, ასევე ალბომური რეჟიმიდან პორტრეტულზე გადაყვანა და პირიქით (pivot ფუნქცია). მახასიათებლები კი შემდეგნარია: გაფართოება - 1920 х 1080 პიქსელზე, სტატიკური კონტრასტულობა - 1000:1, სიკაშკაშე - 250 კდ/მ2. თითოეულს აგრეთვე გააჩნია ყურსასმენებისა და ინტეგრირებული დინამიკების ჩართვისთვის განკუთვნილი პორტი, საფირმო ტექნოლოგიების Auto EcoView და EcoView Optimizer-ის მხარდაჭერა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს ეკრანების სიკაშკაშის მართვას - გამოტანილი გამოსახულებისა და ადგილის განათების დონის შესაბამისად. FlexScan EV2335W და EV2315W-ს შორის განსხვავება ხედვის კუთხეებსა (პირველ მათგანისთვის - 178O ორივე სიბრტყეში, მეორისთვის კი - 170O ჰორიზონტალურად და 160 ვერტიკალურად) და პანელების რეაგირების დროებშია (6 მ/წმ - Grey-to-Grey რეჟიმში და 5 მ/წმ - Black-to-White-სთვის შესაბამისად). გარდა ამისა, EV2315W მხოლოდ D-Sub და DVI ვიდეოგასასვლელები გააჩნია, ხოლო EV2335W-ს კი, მათთან ერთად, ასევე DisplayPort-იც. ორივე პროდუქტზე მოქმედებს მწარმოებლის ხუთწლიანი გარანტია, ფასები კი, ჯერჯერობით უცნობია. IXBT
  9. კომპანია Thermaltake-მა, თავის ახალ სათამაშო აქსესუარს შეურჩია ძველბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის სახელწოდება Ladon. ის იყო ტიტანი, რომელიც გადაიქცა დრაკონად და მოკლულ იქნა ჰერაკლეს მიერ, რის შემდეგაც, თანავარსკვლავედის სახე მიიღო. დრაკონის გამოსახულებით გაფორმებულია აღნიშნული პროდუქტის, კერძოდ კი, მაუს-პადის ქვედა მარცხენა კუთხე, ხოლო სახელი კი დატანებულია მარჯვენა მხარეს და ის შეემატება Tt eSport სერიის ასორტიმენტს. მისი ზომები გახლავთ 360 x 300 x 3 მმ, ზედაპირი დამზადებულია მკვრივი მიკროფიბრისგან, რისი საშუალებითაც, უზრუნველყოფილ უნდა იყოს პოზიციონირების მაღალი სიზუსტე. რეზინის ძირი კი, თავის მხრივ, ამცირებს მისი სრიალის ალბათობას. ფასისა და გაყიდვების დაწყების თარიღზე ინფორმაცია არ ვრცელდება. TC Magazine
  10. პროდუქტის წარმატებული კომერციული ბედი დიდად განისაზღვრება მის მართებულ პოზიციონირებით. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ნაწარმი სხვა მოდელების მსგავსი, მწარმოებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ მან შეძლოს პოტენციური მყიდველების დარწმუნება იმაში, რომ ის სწორედ მათთვის არის განკუთვნილი. ხოლო, თუ ამასთან, მის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ შესაბამისი წრის ავტორიტეტები, მაშინ ბაზარზე მისი შანსები მატულობს. ამგვარი მიდგომის მაგალითად შესაძლოა გამოდგეს კომპანია BenQ-ს მონიტორი RL2240H. მწარმოებლის თქმით, ნაწარმი, რომელიც შეიქმნა პერიფერიული მოწყობილობების დამამზადებელ Zowie Gear-თან და თამაშ StarCraft 2-ზე სპეციალიზირებულ პროფესიონალურ ჯგუფ Startale-თან თანამშრომლობით, წარმოადგენს მსოფლიოში პირველ გეიმერულ დისპლეის - რეალური დროის სტრატეგიისთვის (RTS). 22 დუიმ ზომის მქონე ეკრანის გაფართოება 1920 х 1080 პიქსელზეა და ის აღჭურვილია შუქდიოდური განათებით. თავისებურებათა რიცხვს, ასევე მიეკუთვნება ტექნოლოგია Black eQualizer, რომელიც, როგორც ირწმუნებიან, 'ხსნის კრიტიკულად მნიშვნელოვან დეტალებს ბრძოლის დროს - მუქ სცენებში გაუმჯობესებული ხილვადობით'. მისი საშუალებით, შესაძლებელია სიკაშკაშის რეგულირება - გამოსახულების თეთრი ადგილების 'ამოწვის' რისკის გარეშე. გარდა ამისა, არის რეჟიმი RTS Mode-იც, რომელშიც, პარამეტრები შესრულებულია ოპტიმალურად RTS-სთვის. მონიტორის ჩართვისას, 'default'-ზე ზუსტად მისი არჩევა ხდება. საინტერესოა აგრეთვე ფუნქცია Smart Scaling-იც. მისი გამოყენებით, მოთამაშეს შეუძლია დისპლეის ოთხი შესაძლებელი რეჟიმიდან ერთის არჩევა (17 დუიმი 4:3, 19 დუიმი 4:3, 19 დუიმი - 16:10 და 21,5 - 16:9) და ეკრანის სასურველი გაფართოების დაყენება. ევროპაში RL2240H-ის გაყიდვები დაიწყება ოქტომბერში. ფასი ჯერჯერობით უცნობია. IXBT
  11. კომპანია MSI-ს სპეციალისტებმა მოიგონეს, თუ როგორ დაიცვან გრაფიკული ბარათები მტვრის დაგროვებისგან, რომელიც ხვდება ქულერში ჰაერთან ერთად და თანდათანობით ამცირებს გაგრილების ეფექტურობას. მწარმოებლის შეფასებით, ასეთი რადიატორის გამო, GPU-ს ტემპერატურა სრულ დატვირთვაზე, შეიძლება გაიზარდოს დამატებით 15°C-ით. მეთოდის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ კომპიუტერის ჩართვიდან 30 წამის განმავლობაში, ბარათის ფენებმა იმუშაონ საპირისპირო მიმართულებით და სრული სიმძლავრით, ჰაერის გარეთ გამოტანაზე. ამ დროის გასვლის შემდეგ, ქულერი უბრუნდება ნორმალურ რეჟიმს. ოპერაციის რეგულარული განმეორება არ მისცემს მტვერს რადიატორის ფირფიტებზე დაგროვების საშუალებას. კომპანია აპირებს ტექნოლოგია Dust Removal-ით აღჭურვოს თავისი ყველა ახალი პროდუქტი. TechPowerUP!
  12. გადაწყვიტა შეწყვიტოს Core i5-750S (2,4 გჰზ), i7-860S (2,53 გჰზ), i7-870S და i7-880 (2,6 გჰზ) პროცესორების წარმოება, თუმცა ეს მომენტალურად არ მოხდება. ამ მოდელების შეკვეთა შესაძლებელი იქნება მომავალი წლის 30 მარტამდე, OEM-ების მიწოდებები დასრულდება 2012-ის 7 სექტემბერს, ხოლო ბოქს-ვერსიები ხელმისაწვდომი იქნება მათი მარაგის ამოწურვამდე.
  13. კომპანია HP დაგვპირდა, რომ ცოტა ხანში დაიწყებს ნოუთბუქ Pavilion dm1-ის განახლებული ვერსიის გამოშვებას. გაუმჯობესდა როგორც მახასიათებლების მხარე, ასევე ექსტერიერის ზოგიერთი ელემენტიც. სენსორული პანელის ქვეშ, გაჩნდა ორი ცალკეული ღილაკი, ხოლო ყურსასმენებისთვის და მიკროფონისთვის განკუთვნილი ერთადერთი 3,5 დიამეტრ ზომის პორტი, შეიცვალა ორი გასასვლელით. გარდა ამისა, დამატებულ იქნა საფარველის ფერის ახალი ვარიანტებიც. HP Pavilion dm1 ხელმისაწვდომია როგორც ჰიბრიდულ AMD E-300 და E-450 პროცესორების თანხლებით (ადრე, მოწყობილობის კომპლექტაციაში მხოლოდ APU E-350 იყო), აგრეთვე დაბალვოლტაჟიანი Intel Core i3 მოდელებითაც. პირველ შემთხვევაში, ლეპტოპის შეკვეთა შესაძლებელი იქნება აშშ-ში, 21 სექტემბრიდან - 399$-ად, ხოლო ვერსიები Intel-ის CPU-ებით გამოჩნდება 30 ოქტომბრის თვიდან, 600$-ად. ასეთი დიდი სხვაობა ღირებულებაში აიხსნება არამხოლოდ მეორე მათგანის უფრო ძვირადღირებულ მოდელისა და ლოგიკით, არამედ მეორე ვარიანტის ბაზურ არსენალში შესულია შიდა ოპტიკური წამყვანიც. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, მათ ცვლილებები არ შეეხოთ: პროდუქტი უწინდებურად აღჭურვილია შუქდიოდური განათების მქონე, 11,6-დუიმიანი ეკრანით, 320-დან 750 გბ-მდე მყარი დისკით ან 128 გბ-იანი SSD-თი, Wi-Fi და Bluetooth-ადაპტერით (დამატებითი გადახდის შემთხვევაში კი, HSDPA-ითაც). იგივე დარჩა გაბარიტული ზომები და მასაც - 290 х 214 х 20-30 მმ და 1,6 კგ. IXBT
  14. მაშინ, როდესაც კომპანია AMD ჯერჯერობით გარკვეულ სირთულეების გამო, ვერ ახერხებს FX პროცესორების გამოშვებას, Intel-ი ცდილობს, რომ Sandy Bridge-E CPU-ები რაც შეიძლება სწრაფად წარმოადგინოს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ამ სამაგიდო პლატფორმის მოდელს უკვე 2011 წლის დეკემბერში შევხვდებოდით, შემდეგ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი რელიზი 2012-ის პირველ კვარტლამდე არ შედგება. ბოლო ცნობებით, ახალი პროდუქტების დებიუტი 15 ნოემბერს უნდა განხორციელდეს. პირველ ტალღაში შესული იქნება გახსნილი მამრავლის მქონე, 6-ბირთვიანი პროცესორები Core i7-3960X (3,3 გჰზ, 15 მბ კეშ-მეხსიერება) და Core i7-3930K (3,2 გჰზ, 12 მბ კეში), ასევე 4-ბირთვიანი Core i7-3820 (3,6 გჰზ, 10 მბ კეში). მათში ინტეგრირებულია DDR3 მეხსიერების ოთხარხიანი და PCI-Express 3.0 კონტროლერი. ნაწარმების წარმოება მიმდინარეობს 32 ნმ ტექ-პროცესის ნორმებზე. მათთან ერთად, ბაზარზე გამოჩნდებიან Intel DX79SI და DX79TO სისტემური დაფებიც. შესაძლებელია, რომ სხვა მწარმოებლებმაც შეათანხმონ თავიანთი პროდუქტების გამოსვლის თარიღებიც. ისინი მიიღებენ რვა PCI-E ხაზს, 14-მდე USB 2.0 პორტს, ექვსამდე SATA 6 გბიტ/წმ და ოთხ SATA 3 გბიტ/წმ პორტს. ასევე, ჩაშენებულ ადაპტერ Gigabit Ethernet-ს და ექნება Rapid Storage Technology Enterprise (RSTe) ტექნოლოგიის მხარდაჭერა. IXBT
  15. ხო, მონაცემებიდანაც ეტყობა ამ მონიტორს, რომ პროფესიონალებზე უფროა გათვლილი. ეგ ბენქსი მართლა კარგი რამე ჩანს და სხვათა შორის, იმ LG-ის ახალ მოდელებსაც არა უშავს IPS-ზე, მხოლოდ კონტრასტულობა აქვთ ცოტა დაბალი
  16. ჩინურ ფორუმ expreview.com-ის მეშვეობით, ცნობილი გახდა დეტალური ინფორმაცია Radeon HD 7000 ვიდეობარათების შესახებ. ისინი დამზადებულ იქნებიან VLIW4 არქიტექტურაზე (რომელსაც AMD Radeon HD 6900 სერიიდან ვიცნობთ), 28 ნმ წარმოების მიხედვით და მათი დებიუტი უკვე შემოდგომაში შედგება. კომპანია გეგმავს როგორც მინიმუმ ოთხი GPU-ს გამოშვებას, რომლებიც წარმოადგენენ სამ განსხვავებულ სერიას: Radeon HD 7800, HD 7600 და HD 7500-ს. მათ კომპლექტაციაში შესული იქნება 768-დან 1536 ნაკადური პროცესორი და იმუშავებს მაღალი სისწრაფის მქონე GDDR5 მეხსიერებაზე. პროდუქტების სპეციფიკაციები კი შემდეგნაირად გამოიყურება: როგორც Radeon HD 6900-ის შემთხვევაში, HD 7900 სერია ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდება და როგორც ჩანს, ეს მომავალი წლის პირველ კვარტლამდე არ მოხდება. დაყოვნების მთავარი მიზეზი გახდება სრულიად ახალი არქიტექტურის, Graphics Core Next-ის გამოყენება. საინტერესოა, რომ ამ ხაზის ბარათები აღჭურვილნი იქნებიან Rambus XDR2 მეხსიერებით, რომლის სისწრაფეც კლასიკურ GDDR5-ზე ორჯერ მაღალია და ამავდროულად, სჭირდება 30%-ით ნაკლები ენერგია. მისი ეფექტური სიხშირე, Radeon HD 7970-ში მიაღწევს 8000 მჰზ-ს, 256-ბიტიან ინტერფეისის საშუალებით, 256 გბ/წმ-მდე გამტარიანობის უნარით. ასეთია HD 7900 სერიის მახასიათებლები - კომპანიის ახლანდელ, ერთჩიპიან ფლაგმანთან შედარებით: ინფორმაციის წყარო ირწმუნება, რომ ახალი ფლაგმანი Radeon HD 7970 მიიღებს 2048 ნაკადურ პროცესორს, ხოლო GPU-სიხშირე კი 1 გჰზ-ის ტოლი იქნება. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი მონაცემებისა, ჩიპის ენერგომოხმარებამ არ უნდა გადააჭარბოს 190 ვ-ს. განურჩევლად იმისა, ზუსტი იქნება თუ არა ეს ინფორმაცია, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ უახლოეს თვეებში ჩვენ გველოდება საინტერესო ანონსების მთელი სერია. Overclockers.ru
  17. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Intel-ი გეგმავდა LGA 1155-ზე შესრულებულ, ახალ იაფფასიანი პროცესორების გამოშვებას, ჩვენთვის ცნობილი იყო, მაგრამ 'პრემიერების დღე' სწორედ გუშინ შედგა, როდესაც იაპონურ საიტებზე გაჩნდა ბოქს-CPU-ების ფოტოსურათები, რომლებიც აღნიშნულ ბაზარზე აღმოაჩინეს. მაშ ასე, შევხედოთ Intel-ის პრაის-ლისტის ძირითად ცვლილებებს, რომლებიც 17 ივლისის შემდეგ პირველად მოხდა. პირველ რიგში, გაიზარდა Sandy Bridge თაობის Core i5 და Core i3 ასორტიმენტი, რომელსაც შეემატა ახალი მოდელები: Core i5-2320 (SR02L) -> ოთხი ბირთვი, ოთხი ნაკადი, 6 მბ კეში, სიხშირე - 3.0 გჰზ, 177$; Core i3-2130 (SR05W) -> ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი, 3 მბ კეში, სიხშირე - 3.4 გჰზ, 138$; Core i3-2125 (SR0AY) -> ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი, 3 მბ კეში, სიხშირე - 3.3 გჰზ, 134$; Core i3-2120T -> ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი, 3 მბ კეში, სიხშირე - 2.6 გჰზ, TDP = 35 ვ, 127$ . შემცირებული ენერგომოხმარების მქონე, ზოგიერთი პროცესორი სიმბოლურად გაიაფდა 2-6%-ით. გამოშვებულ იქნა Pentium-ის ახალი მოდელებიც LGA 1155-ზე: Pentium G860 (SR058) -> ორი ბირთვი, ორი ნაკადი, 3 მბ კეში, სიხშირე - 3.0 გჰზ, 86$; Pentium G630 (SR05S) -> ორი ბირთვი, ორი ნაკადი, 3 მბ კეში, სიხშირე - 2.7 გჰზ, 75$; Pentium G630T -> ორი ბირთვი, ორი ნაკადი, 3 მბ კეში, სიხშირე - 2.3 გჰზ, TDP = 35 ვ, 70$ . გარდა ამისა, OEM-კომპლექტაციაში ხელმისაწვდომი Celeron პროცესორები Sandy Bridge LGA 1155-ზე, როგორც იქნა გაჩნდნენ Intel-ის პრაის-ლისტშიც Celeron G540 (SR05J) -> ორი ბირთვი, ორი ნაკადი, 2 მბ კეში, 2.5 გჰზ, 52$; Celeron G530 (SR05H) -> ორი ბირთვი, ორი ნაკადი, 2 მბ კეში, 2.4 გჰზ, 42$; Celeron G440 (SR0BY) -> ერთი ბირთვი, ერთი ნაკადი, 1 მბ კეში, 1.6 გჰზ, 37$; Celeron G530T -> ორი ბირთვი, ორი ნაკადი, 2 მბ კეში, 2.0 გჰზ, 47$ . ახალი მოდელები გამოჩნდა მობილურ სეგმენტშიც: Core i7-2960XM -> ოთხი ბირთვი, რვა ნაკადი, 8 მბ კეში, 2.7 გჰზ, 1096$; Core i7-2860QM -> ოთხი ბირთვი, რვა ნაკადი, 8 მბ კეში, 2.5 გჰზ, 568$; Core i7-2760QM -> ოთხი ბირთვი, რვა ნაკადი, 6 მბ კეში, 2.4 გჰზ, 378$; Core i7-2640M -> ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი, 4 მბ კეში, 2.8 გჰზ, 346$; Celeron B840 -> ორი ბირთვი, ორი ნაკადი, 2 მბ კეში, 1.9 გჰზ, 86$ . Intel-ის სხვა პროცესორების ფასები არ შეცვლილა. Overclockers.ru
  18. კარგით რა, მაქედან თითქმის ყველა ახალბედაა და შეცდომებიც იმიტომ მოსდით.. პირიქით, ჩვენ უნდა ავუხსნათ სად და როგორ გახსნან თემები, ვორნი არაფერში არაა საჭირო
  19. +1, ტნ-ის მაგივრად მაგ მატრიცაზე აიღო რამე ჯობია, თან ეხლა გაიაფებულია მონიტორები
  20. ხო ეგრე იქნება ალბათ, მონიტორში ბევრი მარტო დიზაინს აქცევს ყურადღებას, მატრიცას და ხედვის კუთხეებს არც უყურებს.
  21. ხო, გუშინწინ გამოჩნდა ისე ეგ ინფორმაცია ქსელში
  22. დღესდღეობით, სმარტფონების მწარმოებლები ცდილობენ მიაგნონ იდეალურ ბალანსს - საკმაოდ კომპაქტურ ზომებსა და დიდ დისპლეებსა, ასევე ხელმისაწვდომ ფუნქციების საჭირო ასორტიმენტს შორის. რაც მეტი 'საქმის' გაკეთება შეუძლია მობილურ მოწყობილობას, მით უფრო ხშირად იყენებს მას მფლობელი, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ელემენტიც სწრაფად ჯდება. რას იტყვით ფლეშ-მეხსიერების ბარათზე, სახელწოდებით Cell Drive, რომელშიც მწარმოებლებმა გააერთიანეს 4/8 გბ ტევადობის სათავსი და ასევე 430 mAh/3,7 ვ-იანი ელემენტი? თუ თუ მომხმარებელი ამ გაჯეტს შეაერთებს კომპიუტერის USB-პორტში, მიიღებს მყარ დისკს მონაცემების შესანახად და ამავდროულად დაიწყება ინტეგრირებული აკუმულატორის დამუხტვა. როცა ის ბოლომდე დაიტენება, შეგვიძლია ის გამოვაძროთ და გამოვიყენოთ ნებისმიერ სხვა მობილური მოწყობილობის კვების წყაროდ. ამისათვის კი, პროდუქტის მეორე მხარეს განთავსებულია mini USB კონექტორი და კომპლექტში არსებული გადამყვანებისთვის (micro USB და 30-კონტაქტიანი კონექტორი Apple-ის ნაწარმებისთვის) განკუთვნილი პორტი. Cell Drive-ის ღირებულება, მწარმოებლის საიტზე 50/60 $-ია - 4 და 8 გბ-იანი ვერსიებისთვის შესაბამისად. 3DNews
  23. საერთაშორისო გამოფენა IFA-ზე, კომპანია Toshiba-მ წარმოადგინა Qosmio სერიის ახალი პროდუქტი, რომლის კორპუსშიც გაერთიანებულია 23-დუიმიანი Full HD (1920 x 1080) დისპლეი და Intel Sandy Bridge პროცესორის ბაზაზე დაფუძნებული, მაღალი წარმადობის მქონე მობილური პლატფორმა. Toshiba Qosmio DX730 მონობლოკის მახასიათებლების სიაში შესულია SO-DIMM DDR3 სტანდარტის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, დისკრეტული ვიდეოადაპტერი NVIDIA GeForce GT 540M, მყარი დისკი 2 ტბ-მდე ტევადობით. გარდა ამისა, უკაბელო მოდულები Wi-Fi 802.11 b/g/n და Bluetooth 3.0, 1,3 მპ-იანი ვებ-კამერა, DVD ან Blu-ray-წამყვანი, TV-ტიუნერი. ცალკე აგრეთვე აღნიშნეს, რომ აღნიშნულ ნაწარმში ინტეგრირებული სტერეოსისტემა შემუშავებულ იქნა ცნობილ იაპონურ კომპანია Onkyo-ს სპეციალისტების მიერ. რაც შეეხება გაყიდვების დაწყებას, Toshiba Qosmio DX730 ბაზრებზე წესით, მიმდინარე წლის მე-4 კვარტალში უნდა გამოჩნდეს, თუმცა ჯერჯერობით მისი ფასი არ ხმაურდება. Overclockers.ua
  24. ახალი გარე საუნდკარტაც გამოუშვია კრეატივს http://www.ixbt.com/news/hard/index.shtml?15/00/52
  25. ეს თემა ვიცი პირველ რიგში George-ს მოეწონება, ჰა რას იტყვი? კომპანია Creative აპირებს PCI-Express ინტერფეისისთვის განკუთვნილი ხმის ბარათების გამოშვებას. ისინი აღჭურვილნი იქნებიან ტექნოლოგია Sound Core3D-თი, რომელიც X-Fi-ის შემცვლელად წარმოგვიდგება, ხოლო ძირითადი განსხვავება მათ შორის კი არის სპეციალიზირებული ციფრული სასიგნალო პროცესორების (DSP) გამოყენება ნაცვლად RISC-ისა, რომელიც საფუძვლად ედო CA20K სერიას. პროდუქტების აღწერისას, მწარმოებელი იყენებს ტერმინ 'ოთხბირთვიანს', რაც ფაქტობრივად გულისხმობს DSP-ს ოთხ ნაკრებს. მათგან ორი ახდენს ტექნოლოგია Creative CrystalVoice და THX TruStudio Pro-ს რეალიზებას, რომელთა მეშვეობითაც უმჯობესდება შეკუმშული ხმის ჟღერადობა, იქმნება მოცულობითი საუნდ-გამოსახულება, თანაბრდება Volume-ის დონე, იზრდება დიალოგების გაგების მაჩვენებელი და ივსება დაბალი სიხშირეების უკმარისობაც. გარდა ამისა, მატულობს ხმოვანი კავშირის ხარისხი და ჩნდება შესაძლებლობა ტემბრის შეცვლისა, მაგალითად მრავალმომხმარებლიან თამაშებში. ახალი ნაწარმების სია მოიცავს Sound Blaster Sound Core3D (ბაზური მოდელი), Sound Blaster Recon3D Fatal1ty Professional და Sound Blaster Recon3D Fatal1ty Champion. ბაზური მოდელი - ყველაზე უბრალოა, მაგრამ მას დამცავი საფარველიც კი გააჩნია. გარდა ამისა, პროდუქტები განსხვავდებიან გასასვლელების შემადგენლობითაც. Recon3D Fatal1ty Professional-ის კომპლექტში შესულია მიკროფონი, Recon3D Fatal1ty Champion-ისაში თქვენ იპოვით შეტანა-გამოტანის პანელს, რომელიც თავსდება 5,25 ან 3,5-დუიმ ზომის განყოფილებებში. IXBT
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.