-
Posts
946 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
120
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by X-treme user
-
ვებ-გვერდ PC Watch Impress-მა მოახერხა სერიული გაგრილების სისტემის ფოტოსურათებზე აღბეჭდვა, რომელიც თანდართული იქნება 8-ბირთვიან AMD FX-8150-სთან. მთლიანად იაპონიისთვის კი, გამოყოფილია მხოლოდ 500 ასეთი კომპლექტი. FX-8xxx-ის დიდი ზომის ყუთში, რომლის სტილისტიკაც FX-8xxx-ის მსგავსია, მოთავსებულია რადიატორ-რეზერვუარის, პომპა-წყლის ბლოკის და ორ 120 მმ-იან ფენის მქონე, აღნიშნული სისტემა. ის ერთი შეხედვით წააგავს Antec Kuhler H2O 920-ს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 130$-ია. მის გამოშვებაზე, ისევე, როგორც Intel-ის ბოქს-პროდუქტის შემთხვევაში, ზრუნავს კომპანია Asetek. მას აგრეთვე ამშვენებს საფირმო FX ლოგოტიპი, რომელიც სიბნელეში ანათებს. ხრახნებიც AMD-ს ლოგოტიპით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, მას თან ერთვის საფირმო უტილიტა ChillControl V, რომლის მეშვეობითაც ხდება ტემპერატურის გაგება და ფენების ბრუნვებისა და პომპის წარმადობის მართვა. უნდა აღინიშნოს, რომ Intel ანალოგიური ნაწარმის გაყიდვას პროცესორებისგან განცალკევებით აპირებს, ხოლო სამაგრის სისტემა კი იძლევა მისი განთავსების საშუალებას ბევრ სისტემურ დაფაზე. ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი FX-8150-ის კომპლექტის გამოკვეთილ უპირატესობაზე, რადგან იაპონურ ბაზრებზე ის ხელმისაწვდომია 440$-ად. აქვე დავძენ, რომ ამ ქვეყნის ფასები მაკომპლექტებელ ნაწილებზე, როგორც წესი, უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-სა და ევროპაში. Overclockers.ru
-
გამოჩნდნენ FX (Zambezi) სერიის პროცესორები ოფიციალურ პრაის-ლისტებშიც, რომელმაც ერთი შეუსაბამობა გამოავლინა. კერძოდ კი, მოდელ FX-6100-ის ფასი, პრეზენტაციის ვერსიით, უნდა ყოფილიყო 165, ხოლო AMD-ს საიტზე ეს ნიშნული 175$-ია. სხვა დანარჩენი პროდუქტების ეს მაჩვენებლები ადრე გავრცელებულს ემთხვევა. Overclockers.ru
-
Palit GeForce GTX 560 Ti Twin Light Turbo
X-treme user replied to Andgula's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
ხო, მშვენიერი ვერსიაა, ჩუმი და კარგი გაგრილებით -
თავდაპირველად, კომპანია AMD პლატფორმა Scorpius-ის წარდგენას ივნისის თვეში აპირებდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ახალი პროცესორების დებიუტი უნდა გადადებულიყო. თავდაპირველად ამ თარიღმა გადაიწია 60-დან 100-დღემდე და ახალ ამბებში არაერთხელ აღინიშნებოდა 19 სექტემბერი, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა: შემოდგომის პირველ თვეს, მან განაცხადა ამ პროდუქტების ნათესავ, სერვერულ Interlagos-ების გაყიდვების დაწყების შესახებ, რომლებიც თავის მხრივ, ხელმისაწვდომნი გახდებიან არაუადრეს IV კვარტლისა, ხოლო სამაგიდო Zambezi CPU-ების ანონსი კი გადადებულ იქნა 12 ოქტომბრამდე. თითქმის ერთი თვის წინ, AMD-მ მოახდინა აღნიშნული ნაწარმების აჩქარების პოტენციალის დემონსტრირება - თხევადი ჰელიუმისა და აბსოლუტურ ნულთან ახლო ტემპერატურების გამოყენებით. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ FX სერიის თითოეული პროცესორი აღჭურვილია თავუსუფალი მამრავლით, რასაც კომპანია თვლის თავისი პროდუქტების ერთ-ერთ უპირობო უპირატესობად - Intel-ის LGA 1155 გადაწყვეტილებებთან შედარებით. მაშ ასე, დღეს, AMD-მ წარმოადგინა Socket AM3+-ზე დამზადებული პირველი CPU-ები. Bulldozer პროცესორებისა და მათი არქიტექტურის შესახებ დაწვრილებით მიმოხილვას, ცალკე შემოგთავაზებთ და ამიტომ, ამ საკითხს მოცემულ თემაში არ ჩავუღრმავდები და მხოლოდ ზედაპირულად ჩამოვთვლი იმ ძირითად მომენტებს, რომლებზეც კომპანია ყურადღებას ამახვილებს. 8 Core-ის მქონე, Zambezi პროცესორი შედგება 4 ცალ ორბირთვიანი მოდულისგან, ხოლო 315 მმ2 ფართობის კრისტალზე მოხერხდა დაახლოებით 2 მლრდ ტრანზისტორის განთავსება. თუმცა, თითოეული ბირთვზე მოდის პირველი დონის მონაცემთა კეში, 128 კბ ოდენობით, ხოლო III საფეხურის აღნიშნული მახასიათებლის ტევადობა, რომელიც გადაეცემა CPU-ს ყველა Core-ს, შეადგენს 8 მბ-ს. პროდუქტებს აგრეთვე გააჩნიათ ორი 72-ბიტიანი მეხსიერების არხის მხარდაჭერა, რომლებსაც შეუძლიათ DDR3-1866 ტიპის მოდულებთან მუშაობა. ხოლო HyperTransport-ის 16-იანი ხაზების გათვალისწინებული რაოდენობა კი ოთხს უტოლდება. FX-ების ასორტიმენტი და მათი მონაცემები ჩვენთვის უკვე ცნობილია. FX-B4150 განკუთვნილია მსხვილ OEM-შეკვეთებისთვის და მისი გამოშვება იმდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, სანამ მასზე მოთხოვნილება იქნება. დანარჩენი მოდელები, სავარაუდოდ გამოჩნდებიან წლის ბოლომდე, მაგრამ დღეს, ოფიციალურად მათგან მხოლოდ ოთხი წარადგინეს. Turbo Core ტექნოლოგიის მუშაობის თავისებურებებსაც ადრე უკვე გავეცანით. ახალ პროდუქტებს უნარი აქვთ, რომ გაზარდონ ყველა მოქმედი ბირთვის სიხშირე - 100-დან 300 მჰზ-მდე, ხოლო Core-ების ნახევრის არააქტიურობის შემთხვევაში, მათმა ამ მაჩვენებლებმა შესაძლებელია მოიმატოს 200, 600 ან 900 მჰზ-ით. სასიამოვნო სიურპრიზი გახდა სერიის ორი უმცროსი CPU-ს ღირებულება: 6-ბირთვიანი FX-6100 ($165) 4-იანი FX-4100 ($115). მეორე მათგანის ფასი, აქამდე არ ვრცელდებოდა, ხოლო პირველისას კი, დაახლოებით 175$-ის ფარგლებში ვარაუდობდნენ. 8 ბირთვიან FX პროცესორების ცნობა, შესაძლებელი იქნება შავი ფონის მქონე ყუთით, ხოლო 6-იანებისა კი - თეთრი ფერის გაფორმებით. საკითხს, მათ სხვადასხვა ტიპის გაგრილების სისტემებით კომპლექტაციის შესახებ, კვლავ დავუბრუნდებით, ისევე, როგორც თავსებადობის თემას - განსხვავებულ მწარმოებლებისა და თაობების სისტემურ დაფებთან. Overclockers.ru
-
აზიელმა ოვერქლოქერმა Hicookie-მ მოახდინა FX-8150-ის ინჟინერული მოდელის აჩქარება 8030 გჰზ-მდე - თხევადი აზოტის საშუალებით, -192 გრადუს ცელსიუსზე. გამოყენებული იყო სისტემური დაფა Gigabyte GA-990FXA-UD7. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ 8 გჰზ ნიშნულის დაძლევისთვის, მას არ მოუწია პროცესორების გადარჩევა. თუმცა, 8 ბირთვიდან ამ სიხშირეზე აქტიური რჩებოდა მხოლოდ ორი, ისევე, როგორც ზემოაღნიშნულ ტესტში, თხევადი ჰელიუმის გამოყენებით. Overclockers.ru
-
HP TouchPad უკვე ხელმისაწვდომია
X-treme user replied to X-treme user's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
შეიძლება ამ კვირაში გადაწყდესო webOS-ის ბედი http://www.overclockers.ru/hardnews/44043/Sudba_WebOS_mozhet_byt_reshena_na_etoj_nedele.html -
ძალიან საინტერესო გიდია მიშა, +1. თუ დავაპირებ ფოტოკამერის შეძენას, პირველ რიგში აქ შემოვალ
-
დაემატა ახალი ცნობები და სურათები
-
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
X-treme user replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
ცოტაოდენი ინფო ზემოთმოყვანილ წყლის გაგრილებაზე: როგორც ჩანს, აღნიშნული სისტემა კონსტრუქტიულად იმეორებს Antec Kuhler H2O 920-ს (მისი მიმოხილვა ნახეთ აქ) და გააჩნია მისი მსგავსი ეფექტურობის დონე. ამიტომ, ამ მხრივ, მისგან საოცრებებს არ უნდა ველოდოთ. ამ პროდუქტს აგრეთვე მოყვება პროგრამული უზრუნველყოფა - ქარხნული ფენების ბრუნვების რეგულირებისთვის და აღჭურვილია სამი ფერის შუქდიოდური განათებით, რომლის მომართვაც ნებისმიერს თავისი სურვილის მიხედვით შეეძლება. ინტეგრირებული პომპის მქონე წყლის ბლოკს და მასიურ, ერთსექციან (120 მმ) ვენტილატორს დაეხმარება კიდევ ორი ხრახნი. ამ 'VIP-კომპლექტის' ფასი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, თუ გავითვალისწინებთ AMD FX-8150-ის (255-260$) და Antec Kuhler H2O 920-ის ღირებულებას უკრაინაში (140$), ჯამში მივიღებთ 400$-ს ან ოდნავ უფრო ნაკლებს (უნდა გამოვრიცხოთ ჰაერის ქულერის ფასი). Overclockers.ua -
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
X-treme user replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
რუმინულმა ინტერნეტ-გამოცემა Lab501-მა, რომელმაც ტაივანში ჩატარებულ ოვერქლოქერების ტურნირ MSI MOA 2011-ზე ჩავიდა მომავალი გამარჯვებულების სახით (matose და Monstru), წარმოადგინა Intel Core i7-2600K და AMD FX-8150 პროცესორების შედარებითი ტესტირების შედეგები. მათგან მეორე მუშაობდა Asus Crosshair V Formula დაფაზე, რომელიც ამ მომენტისთვის ყველაზე უკეთესად არის ოპტიმიზირებული ახალ FX/Zambezi-ებზე. აქვე უნდა ითქვას, რომ საბოლოო დასკვნების გამოტანა აღნიშნულ ჩიპების შესახებ, UEFI-ს უახლესი ვერსიისა და ოფიციალური დრაივერის გამოსვლამდე არ ღირს. წინასწარი რეზულტატები კი გვიჩვენებს Sandy Bridge-ის მნიშვნელოვან უპირატესობას, რომელიც ზოგჯერ აჭარბებს ფასში სხვაობას (29%). ყველაზე ახლოს, FX-8150 - Core i7-2600K-სთან არის Handbrake (ვიდეოს დამუშავება) და Cinebench R11.5 (3D-გრაფიკა) ბენჩმარკებში და ჩამორჩება თამაშებში მეხსიერების გამოყენების სისწრაფეში. ნაკლები უკეთესია ნაკლები უკეთესია 1280 x 1024, 8xAA, მაქსიმალური დეტალიზაცია სხვა მხრივ, FX-8150 შესანიშნავია აჩქარების დროს: SuperPi 1M ტესტი წარმატებით იქნა გავლილი 5067 მჰზ სიხშირეზე - ყველა 8 ბირთვის გამოყენების პირობებში. რუმინელებმა ისიც აღნიშნეს, რომ პროცესორს სტაბილურად მუშაობა მხოლოდ 4700-4800 მჰზ-ზე შეუძლია, მაშინ, როდესაც Sandy Bridge-ის შემთხვევაში ეს ნიშნული 5,2 მჰზ-ია. Lab501 ერთდაერთი არ იყო, რომელმაც Bulldozer-ზე საკმაოდ სუსტი შედეგები მიიღო. Overclockers.ua-ს კონფერენციის წევრ blood angel-ს თავის თემაში მოყვანილი აქვს FX-8120-ის ტესტები, სადაც აღნიშნული პროდუქტი მხოლოდ Phenom II-ის კონკურენტის როლში თუ წარმოგვიდგება. Overclockers.ua -
კომპანია BenQ-ს გერმანულმა ოფისმა განაცხადა ორ ახალ მონიტორ - GL2450HM (დიაგონალი - 24 დუიმი) და GL2750HM (27 დუიმი)-ის ევროპაში გაყიდვების დაწყების შესახებ. ორივე მათგანი აღჭურვილია შუქდიოდური განათებით, გაფორმებულია შავ პრიალა ზედაპირის მქონე კორპუსებში და ორიენტირებულია სახლის პირობებზე გამოყენებისთვის. მწარმოებლები თვლიან, რომ პროდუქტები მშვენივრად გაართმევენ თავს როგორც თამაშებს, ასევე ვიდეოსაც. ორივე მოდელის კონსტრუქციაში გამოყენებულია TN-ტიპის პანელები, 1920 х 1080 გაფართოებით. რეაგირების დრო Grey-to-Grey რეჟიმში მათ იდენტური აქვთ და შეადგენს 2 მ/წმ-ს, ხოლო სიკაშკაშის დონე კი განსხვავდება - GL2450HM-ის შემთხვევაში ის 250, GL2750HM-ისთვის კი - 300 კდმ2-ია. მეორის სტატიკური კონტრასტულობის მაჩვენებელი - 1200:1-ზეა. გარდა ამისა, მონიტორებს ინტეგრირებული აქვთ 2 ვ-იანი სტერეოდინამიკები, HDMI, D-Sub და DVI პორტებით, ხოლო Senseye3 ტექნოლოგიის მხარდაჭერის საშუალებით, შესაძლებელია პარამეტრების სწრაფი ოპტიმიზაცია იმის მიხედვით, თუ რა არის გახსნილი: ფოტოსურათები, ვიდეო, თამაშები და ა.შ. დისპლეებზე მოქმედებს მწარმოებლის 3-წლიანი გარანტია და მათი ღირებულებაა: GL2450HM – 179, GL2750HM – 290 ევრო. IXBT
-
EIZO-ს ორი ახალი მონიტორი
X-treme user replied to X-treme user's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ჩავასწორე, ipicture-ზე მალე იშლება ხოლმე -
როგორც ჩანს, AMD-ს სერვერულ პროცესორების - Opteron 6200, 4200 და 3200-ის ოფიციალურ პრემიერამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი. ინფორმაციულმა წყარომ გამოაქვეყნა მათგან მეორე და მესამე სერიის პროდუქტების ფასები, რომლებიც მოგვიანებით წაშლილ იქნა, თუმცა ცნობები სხვა საიტების მეშვეობით, მაინც გავრცელდა. მაშ ასე, Opteron 4200 და 3200 CPU-ებისა და მათი ღირებულებების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: Opteron 3250 EE: 4 ბირთვი, 2,5 გჰზ, 45 ვ, $114,45; Opteron 3260 EE: 4 ბირთვი, 2,7 გჰზ, 45 ვ, $143,77; Opteron 3280 EE: 8 ბირთვი, 2,4 გჰზ, 65 ვ, $263,12; Opteron 4226: 6 ბირთვი, 2,7 გჰზ, 95 ვ, $143,77; Opteron 4228 HE: 6 ბირთვი, 2,8 გჰზ, 65 ვ, $290,57; Opteron 4234: 6 ბირთვი, 3,1 გჰზ, 95 ვ, $200,33; Opteron 4238: 6 ბირთვი, 3,3 გჰზ, 95 ვ, $290,57; Opteron 4256 EE: 8 ბირთვი, 2,5 გჰზ, 35 ვ, $430; Opteron 4274 HE: 8 ბირთვი, 2,5 გჰზ, 65 ვ, $430; Opteron 4280: 8 ბირთვი, 2,8 გჰზ, 95 ვ, $290,57; Opteron 4284: 8 ბირთვი, 3,0 გჰზ, 95 ვ, $360,73. შეგახსენებთ, რომ ყველა აღნიშნული პროცესორი განეკუთვნება Valencia ოჯახს. Softpedia, IXBT
-
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
X-treme user replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
არა აქვს არსებითი მნიშვნელობა რომელ საიტზე იყო შემოთავაზება, მთავარია, რომ გამოსვლა უკვე აღარ გადაიდება. კიევის ინტერნეტ-მაღაზია Fixer-ზე უკვე გამოჩნდა 8-ბირთვიანი FX-8120 (FD8120FRGUBOX საქონლის კოდით) 1791 გრივნად, ანუ 221$-ად და თუ გავითვალისწინებთ ამ პროცესორის წინასწარი მონაცემებით გავრცელებულ საბითუმო ფას 205$-ს, აღნიშნული ნიშნული სავსებით მისაღებად გამოიყურება. მოხერხდა ზოგიერთი დეტალის გარკვევაც. კერძოდ კი, Fixer-ის საწყობში ის შემოტანილ იქნა ჯერ კიდევ ოთხშაბათს, 5 ოქტომბერს, ხოლო ფლაგმან FX-8150-ის გამოჩენა ჯერჯერობით არ არის მოსალოდნელი. პროდუქტის თავისებურებათა რიცხვში, უნდა გამოიყოს ტაქტური სიხშირე 3,1 გჰზ, 95 ვ-იანი თერმოპაკეტი და თავსებადობა AM3+ სისტემურ დაფებთან. Overclockers.ua -
კი, ერთსლოტიანია :)
-
კომპანია XFX-მა, სულ ცოტა ხანში ოფიციალურად უნდა წარადგინოს Radeon HD 6770-ის ახალი მოდელი, რომლის სახელწოდებაც არის XFX HD-677X-ZMF3. ის აღჭურვილია 40 ნმ ჩიპ Juniper-ით (800 ნაკადური პროცესორი, 128-ბიტიანი ინტერფეისი), ტურბინული ტიპის ერთსლოტიანი ქულერით და ვიდეო-გასასვლელების უჩვეულო ნაკრები - ორ DVI-I და ერთი Mini DisplayPort-ით. გარდა ამისა, მას გააჩნია 1 გბ GDDR5 მეხსიერება და CrossFire-კონფიგურაციის მხარდაჭერა, ჩასართავად კი საჭიროებს ერთ ცალ 6-პინიან დამატებით კვების პორტს. მისი ზომები შეადგენს 225 x 111 x 19 მმ-ს. მინიმალური სიმაღლე (სისქე), თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას Mini-ITX სისტემების მოყვარულებს შორის. სიხშირეები უტოლდება 850/4800 მჰზ-ს - ბირთვისა და მეხსიერებისთვის შესაბამისად. ასევე, მწარმოებელი მომხმარებლებს ურჩევს, რომ პროდუქტი ამუშაონ მინიმუმ 500 ვ-იან კვების ბლოკთან ერთად. GPU ეკუთვნის Evergreen სერიას და აქედან გამომდინარე, გულისხმობს გარკვეულ ტექნოლოგიურ შეზღუდვებსაც. კერძოდ კი, ეს არის 2.2 ვერსიის Unified Video Decoder (ნაცვლად 3.0-ისა), DisplayPort v.1.1 ( ნაცვლად DP v.1.2-ისა) და სტერეოსკოპული 3D-ს მხარდაჭერის არქონას. XFX HD-677X-ZMF-ის ღირებულება 120$-ის ფარგლებში იქნება. 4Gamer, Overclockers.ua
-
Core i7-2700K-ის აჩქარების შედეგი
X-treme user replied to X-treme user's topic in Intel & დედა დაფები
გუშინ გავრცელდა Core i7-2700K-ის ინჟინერული ნიმუშის აჩქარების შედეგი - 3500-დან 5381 მჰზ-მდე. გამოიყენებოდა წყ^ის გაგრილების სისტემა, ხოლო სატესტო სტენდის კონფიგურაცია მოიცავდა სისტემურ დაფა Asus Maximus IV Extreme-Z (Z68 ჩიპსეტი) და 2-არხიანი ოპერატიულ მეხსიერება G.Skill DDR3 @1895 მჰზ, საერთო ოდენობით 4 გბ. ტექნოლოგია Hyper-Threading, სკრინშოტის მიხედვით, გამორთული იყო, ძაბვა პროცესორზე კი შეადგენდა 1,5 ვ-ს. Overclockers.ua -
Cooler Master Silent Pro hybrid კვების ბლოკების სერიაში მწარმოებელმა გადაწყვიტა მაღალი სიმძლავრისა და უხმაურო მუშაობის რეჟიმის გაერთიანება, ანუ იმ პარამეტრებისა, რომლებიც იშვიათად გვხვდება ერთ მოწყობილობაში. წარმოდგენილ იქნა სამი მოდელი - 850, 1050 და 1350 ვ-ით. ისინი შეესაბამებიან 80Plus Gold სტანდარტის მოთხოვნილებებს, ხოლო მათი ეფექტურობის დონე კი აჭარბებს 90%-ს - უკვე ნახევარი დატვირთვის დროს. პროდუქტების გაგრილებაზე ზრუნავს 135 მმ-იანი ფენი, მაგრამ 200 ვ-ზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, ის გაჩერებულია. მათთან ერთად, კომპლექტს ერთვის გაფართოების მოდული, რომელიც ყენდება 5-დუიმიან განყოფილებაში. მისი საშუალებით მოხდება აღნიშნული და კიდევ სამი სისტემური ხრახნის ბრუნვების რეგულირება; გადამრთველის საშუალებით კი, ეს მოქმედება შესაძლებელია განხორციელებულ იქნას როგორც სამომხმარებლო, ისევე ავტომატურ პირობებშიც. ტექნოლოგია Hybrid Transformer გულისხმობს ტრანსფორმატორისა და რადიატორის ერთობლივ მონტაჟს, რითაც მეოთხედით მცირდება საერთო გაბარიტები და უმჯობესდება სითბოს მოცილება. ამ მხრივ კი, ბლოკები აღჭურვილნი არიან აქტიური PFC-თი. დენის ძალამ ერთადერთ 12 ვ-იან ხაზე შეიძლება მიაღწიოს 70, 82 და 105 ამპერს - 850, 1050 და 1350 მოდელებისთვის. ნაწარმები შეესაბამებიან ATX12V V2.3 და EPS12V V2.92 სტანდარტებს, სქემაში კი გამოყენებულია იაპონური კონდენსატორები. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს სრული მოდულური კონსტრუქცია, 12 კაბელი - SATA-დისკების დასაკავშირებლად და 6 ცალი 8-პინიანი - ვიდეობარათებისთვის. გარანტია მოქმედებს 5 წლის განმავლობაში, ფასები რა თქმა უნდა, თითოეული მათგანისთვის განსხვავებულია და შეადგენს 200, 250 და 300$-ს შესაბამისად. Cooler Master, IXBT
-
კი, რამდენიმე წლის წინ გამოუშვეს ეგ კვება, მაგრამ დღეისთვისაც კი საკმაოდ კარგი არჩევანია და არა მგონია, რომელიმე ვიდეობარათს რომ არ ეყოს.
-
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
X-treme user replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
აშშ-ს ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ქსელზე რამდენიმე საათით გაჩნდა შემოთავაზება, რომელიც გულისხმობდა FX-6100 პროცესორის ყიდვას - სისტემურ დაფასთან ერთად. ამჟამად ეს გვერდი უკვე წაშლილია, მაგრამ მაინც მოხერხდა სკრინშოტის გადაღება. ეს 6-ბირთვიანი მოდელი (3.3 გჰზ) ხელმისაწვდომი იყო Asus Sabertooth 990FX TUF-თან ერთად კომპლექტში - 380$-ად, რაც 10$-ით ნაკლებია - ორივე კომპონენტის ცალკეულად შეძენაზე. Overclockers.ru -
Intel-ის პროცესორების პრაის-ლისტში გარკვეულ მომენტში უხვად შეინიშნება დუბლირებული პოზიციები, როდესაც იგივე ფასად შესაძლებელია ერთი სერიის CPU-ების შეძენა წარმადობის სხვადასხვა დონით. ბუნებრივია, რომ მომხმარებლები უპირატესობას უფრო სწრაფ პროდუქტს ანიჭებენ, ამიტომაც კომპანია იძულებულია პერიოდულად განახორციელოს ასორტიმენტის 'გასუფთავება'. ამ კვირას, ეს შეეხო Core i5-661 (3.33 გჰზ) და Core i3-530 (2,93 გჰზ)-ს - LGA 1156-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი განეკუთვნებიან მოძველებულ პლატფორმას, ცხრილშიც მათი პოზიციები თითქმის ბოლოშია. ამ პროცესორების მიერ დაკავებული ღირებულების ნიშნულები თითქმის ხელს არ უშლიან LGA 1156-ზე დაფუძნებულ სხვა მოდელებს, ამიტომ წარმოებიდან მოხსნის მიზეზი ალბათ მათზე საერთო მოთხოვილებების დონის შემცირება გახდა. Core i5-661 და Core i3-530-ის შეკვეთა შესაძლებელი იქნება 2012-ის 27 აპრილამდე, ხოლო OEM-ვერსიის მიწოდებები გაგრძელდება იმავე წლის 5 ოქტომბრამდე, ბოქს-პროდუქტებისა კი - მარაგის ამოწურვამდე. გარდა ამისა, ეს შეეხო აგრეთვე Pentium E5700 (3.0 გჰზ) და Celeron E3500 (2.7 გჰზ)-საც, Celeron E3400 კი გადაყვანილ იქნა ინტეგრირებად გადაწყვეტილებებისთვის განკუთვნილ ნაწარმების სექტორში. სამივე მათგანი ხელმისაწვდომი დარჩება ამა წლის 30 დეკემბრამდე, ხოლო მათი OEM-კომპლექტაციებით საწყობები მომარაგდებიან 2012-ის 8 ივნისამდე, ბოქს-მოდელები კი, ასევე მათი რაოდენობის დასრულების შემდეგ შეწყვეტენ მოღვაწეობას. Overclockers.ru
-
LGA 2011 პლატფორმის და ახალი სისტემური ლოგიკის ანონსის მოახლოება, Intel-მა ამ კვირას არაპირდაპირ დაადასტურა და თავის პარტნიორებს გაუგზავნა შეტყობინებები Intel X58 ჩიპსეტის წარმოებიდან მოხსნის შესახებ. ფორმულირება სტანდარტულია: 'მოთხოვილებებმა გადაინაცვლეს კომპანიის სხვა პროდუქტებზე'. როგორც ვხვდებით, საუბარია X79-ზე, რომელსაც მართალია არ მოუტანია რევოლუციური ცვლილებები X58-სთან შედარებით, მაგრამ აუცილებელია ზემოაღნიშნულ სოკეტის პროცესორების მუშაობისთვის. X58-ის შეკვეთა შესაძლებელი იქნება 2012-ის 27 აპრილამდე, ხოლო ჩიპსეტების ბოლო პარტიის მიწოდება მოხდება იმავე წლის 5 ოქტომბერს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მწარმოებლებს საშუალება მიეცემათ, რომ გამოუშვან სისტემური დაფები LGA 1366-ზე ამ თარიღამდე. Overclockers.ru
-
ანონიმურ ცნობებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ NVIDIA თავის ვიდეობარათების გადაყვანას 28 ნმ-ზე დაიწყებს მობილური სეგმენტის უმცროს მოდელებიდან. ეს მას საშუალებას მისცემს, რომ აცილებულ იქნას ტექნოლოგიური რისკები, რომლებიც გარდაუვლად ჩნდება ახალ ტექ-პროცესზე - მსხვილ გრაფიკულ კრისტალის შემუშავების ათვისების დროს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მცირე ზომის აღნიშნული პროდუქტების გამოშვებისას, ეს საფრთხეები უბრალოდ შედარებით ნაკლებია. კომპანია უკვე ფლობს 28 ნმ-ზე დაფუძნებულ GK107-ის ნიმუშებს. ხოლო ვებ-გვერდი VR-Zone ამტკიცებს, რომ NVIDIA-ს ბეტა-ვერსიის დრაივერებში უკვე აღინიშნება მომდევნო თაობის გადაწყვეტილებები: NVIDIA_DEV.1058.01 = "NVIDIA GeForce 610M" NVIDIA_DEV.0DE9.01 = "NVIDIA GeForce GT 630M" 'M' სუფიქსის მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საუბარია მობილურ ბარათებზე. სავარაუდოდ, GeForce GT 630M ზუსტად ახალ ჩიპზეა დამზადებული - მის 128-ბიტიან მეხსიერების სალტისთვის, ამ ნაწარმს საკმაოდ 'სოლიდური' სახელწოდება აქვს. Overclockers.ru
-
კომპანია Apple-მა ოფიციალურად წარადგინა პოპულარულ სმარტფონ iPhone 4S-ის ახალი მოდელი. ასო-ბგერა 'S'-ის დამატება, iPhone 3G/3GS-ის მსგავსად, განპირობებულია შიდა კომპონენტების სრული შეცვლით - გარეგნული მხარის ტრანსფორმაციის გარეშე. პროდუქტი მუშაობს ორბირთვიან პროცესორ Apple A5-ზე, რომელიც ცნობილია iPad 2-დან და გააჩნია რამდენჯერმე უფრო მაღალიწარმადოვანი გრაფიკული ქვესისტემა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს რთულ და ფერებით მდიდარი სცენების მქონე სათამაშო აპლიკაციების შექმნას. გარდა ამისა, მისი საშუალებით, შესაძლებელი გახდა გამოსახულების 'mirroring'-ი - ტელევიზორის ეკრანზე, კაბელით ან მათ გარეშე - AirPlay-ს გამოყენებით. მიუხედავად უცვლელი იერ-სახისა, ფოლადის ანტენა-არშია უკვე გაყოფილია ორ ნაწილად, ამასთან ტელეფონი ავტომატურად ირჩევს მათგან იმას, რომელიც მოცემულ მომენტში უკეთესად არის შესაფერისი - მიღება/გადაცემისთვის. საკომუნიკაციო სხვა თავისებურებებს ასევე განეკუთვნება Bluetooth 4.0, რომლითაც გაგზავნილი სისწრაფე გაზრდილ იქნა 14,4 მბიტ/წმ-მდე და ჩიპსეტის გამოყენება, რომლის საშუალებითაც, iPhone 4S მუშაობს როგორც GSM, ასევე CDMA-ქსელებში. კიდევ ერთი აპარატული ინოვაცია გახდა ახალი 8 მპ-იანი კამერა, რომელიც აღჭურვილია საპირისპირო განათებით, ინფრაწითელი ფილტრით და ხუთი ლინზის მქონე ობიექტივით. კომპანიის სიტყვებით, ნაწარმის შემუშავების დროს, მიზნად ისახებოდა გამოსახულებების ისეთი ხარისხის მიღწევა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა კომპაქტურ ფოტო-კამერებს ('სარკიანებს'). სურათის ნიმუში (სრული ზომის სანახავად, მასზე დაკლიკეთ) და კუთხის მიდამოს კროპი მოცემულია ქვევით. პირველი კადრის გასაკეთებლად დაიხარჯება 1,1 წმ, ხოლო ყოველი მომდევნო კი, მიღებულ იქნება 0,5 წმ-ში. შესაძლებელია ვიდეოს გადაღებაც 1080p გაფართოებით. ტელეფონის ელემენტი იძლევა 8 სთ-ის მუშაობის საშუალება - საუბრის და 6-ის - ინტერნეტში ყოფნის დროს. გარდა ამისა, მას გააჩნია ახალი ოპერაციული სისტემა iOS 5, სერვის iCloud-ის მხარდაჭერა და Siri - ხმოვანი ინტერფეისის მქონე პერსონალური დამხმარე, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ბეტა-ვერსიით არის ხელმისაწვდომი - ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. აშშ-ს ბაზრებზე, iPhone 4S გამოჩნდება 14 ოქტომბერს და ფასით ის არ განსხვავდება წინამორბედისგან: 16 გბ-იანი მოდელი ღირს 199, ხოლო 32-იანი კი 299$. გარდა ამისა, გამოშვებულ იქნება ასევე 64 გბ-იანი ვერსიაც, რომელიც გაიყიდება 399$-ად (ყველა ეს ღირებულება ძალაშია - ოპერატორთან 2-წლიან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში). IXBT
-
ესეც მიკიპედიის დანარჩენი თემები დროპბოქსზე. kashmir-ს კიდევ ერთხელ მადლობა: 1) ოვერქლოქინგი - http://dl.dropbox.com/u/18290067/Articles/Mikipedia/Overclocking.zip 2) Intel - http://dl.dropbox.com/u/18290067/Articles/Mikipedia/Intel.zip 3) AMD - http://dl.dropbox.com/u/18290067/Articles/Mikipedia/AMD.zip 4) ოპ.მეხსიერება/მყარი დისკი/ფლეშ მეხსიერება - http://dl.dropbox.com/u/18290067/Articles/Mikipedia/RAM-HDD-SSD.zip 5) გაგრილების სისტემა - http://dl.dropbox.com/u/18290067/Articles/Mikipedia/Cooling.zip 6) კვების ბლოკები და UPS - http://dl.dropbox.com/u/18290067/Articles/Mikipedia/PSU-UPS.zip 7) ბენჩმარკები, შეჯიბრები, შედარებები - http://dl.dropbox.com/u/18290067/Articles/Mikipedia/Benchmarks.zip 8) VS - http://dl.dropbox.com/u/18290067/Articles/Mikipedia/VS.zip 9) BIOS-ი და მისი წვალება - http://dl.dropbox.com/u/18290067/Articles/Mikipedia/BIOS.zip 10) ზოგადი ცნობები - http://dl.dropbox.com/u/18290067/Articles/Mikipedia/GeneralInfo.zip 11) Network – კომპიუტერული ქსელები, ლექციათა კურსი ჯამბოსაგან - http://dl.dropbox.com/u/18290067/Articles/Mikipedia/Network.zip 12) საკუთარი ხელებით - http://dl.dropbox.com/u/18290067/Articles/Mikipedia/DIY.zi P.S. სურათები ეკლდა ამ თემებს და მათ დამატებას აზრი არ ჰქონდა: გაგრილების კასკადური სისტემა დამწვარი კვების ბლოკის რადიატორის გამოყენება slot cooler ვიდეო კარტისთვის ჩვენი ხელით ოპერების რადიატორები ჩვენი ხელით ლამაზი და ეფექტური ერთი და იგივე თემაა: ციფრული ფოტოაპარატი ფოტოკამერის ნაწილები და ტექნიკური მხარე არ მოიძებნა თემები: კონსოლი PlayStation და XboX
