-
Posts
946 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
120
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by X-treme user
-
კომპანია NEC Display-მა წარმოადგინა შედარებით იაფი ღირებულების მქონე პროფესიონალური, e-IPS ტიპის მატრიცით აღჭურვილი, 24-დუიმიანი მონიტორი MultiSync P241W. ტექნოლოგია XtraView+ უზრუნველყოფს 89°-იან ხედვის კუთხეებს ნებისმიერი მიმართულებით და მინიმუმამდე ამცირებს ფერთა ცვლილებას დახრილ მდგომარეობის დროს. ამ მხრივ კი, ის მოიცავს sRGB 96,7%-იან და NTSC-ის 71,4%-იან სივრცეს. ეკრანის გაფართოება შეადგენს 1920 x 1200 პიქსელს (მხარეთა შეფარდება 16:10-ზე), კონტრასტულობის დონე კი უტოლდება 1000:1-ს. გარდა ამისა, რეაგირების დრო არის 8 მ/წმ (GTG), სიკაშკაშე კი 360 კდ/მ2-ია (Digital Uniformity Correction ფუნქციის ჩართვისას, ეს მაჩვენებელი მცირდება 250 კდ/მ2-მდე). მონიტორის კომპლექტაციაში ასევე შესულია DisplayPort, VGA და DVI-D პორტები, ინტეგრირებული USB კონცენტრატორით (ორი აღმავალი, სამი დაღმავალი პორტი). ჰაბის და ტექნოლოგია DisplaySync Pro-ს საშუალებით, შესაძლებელია პერიფერიული მოწყობილობების ერთი კომპლექტის გამოყენება (მაუსი და კლავიატურა), მონაცვლეობით ორ კომპიუტერზე. გათვალისწინებულია ორ წყაროდან მომდინარე სიგნალების გამოტანა ეკრანზე, ამ მიზნისთვის კი, ადგილზეა Picture in Picture და Picture by Picture ფუნქციები. აგრეთვე უნდა აღინიშნოს განათების სენსორი AmbiBright, რომელიც ავტომატურად ახდენს დისპლეის სიკაშკაშის კორექტირებას და შემცირებული ენერგომოხმარების რეჟიმი ECO Mode. სწრაფი ფიქსატორის მქონე სადგამი უზრუნველყოფს მონიტორის ბრუნვას და მისი სიმაღლის შეცვლას - 150 მმ-ს ფარგლებში. P241W-BK-SV შემადგენლობის ვარიანტში შედის კოლორიმეტრი SpectraViewIIHDPA212426 და ფერთა გადმოცემის კალიბრაციისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფა. ოპციონალურად ხელმისაწვდომია ბლენდა HDPA212426-იც. პროდუქტზე მწარმოებელი იძლევა 4-წლიან გარანტიას, ხოლო მისი გაყიდვები კი ამ თვეში დაიწყება 749$-ად. P241W-BK-SV კომპლექტის ღირებულება კი 1249$ იქნება. IXBT
-
კი, იქნებაო, ის ვარაუდი ტყუილი ყოფილა.
-
შენელებული ტემპი პერსონალურ კომპიუტერების ბაზარზე, Intel-ს იძულებულს ხდის, რომ დროებით შეაჩეროს Fab 24-ის მოდერნიზაციის გეგმების რეალიზაცია და გადადოს მომდევნო თაობის Ivy Bridge პლატფორმების გამოშვება - იტყობინება წყარო. PC-მწარმოებლების ვარაუდით, მცირე ხანში ეს ნაბიჯი უარყოფითად აისახება აღნიშნული კომპანიის პარტნიორებზე და ნახევარგამტარებისთვის განკუთვნილ მოწყობილობების ზოგიერთ მიმწოდებელზე. Ivy Bridge-ის გამოსვლა, ამ წლის ბოლოდან გატანილ იქნა 2012-ის მარტის თვემდე. მასზე აგებული ნოუთბუქები გამოჩნდებიან აპრილში, რაც ხელს შეუწყობს ამჟამინდელ Sandy Bridge-იდან ახალ პლატფორმაზე შეუფერხებლად გადასვლას. ხარჯების შემცირების მიზნით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გარკვეული დროით გადაეწიათ აღნიშნული 22 ნმ ტექპროცესი. ინვესტიციის თავდაპირველი გეგმები დამყარებული იყო კომპიუტერების ბაზრის სტაბილურ ზრდაზე გათვლით და Fab 24-ის მოდერნიზაციისთვის აუცილებელი ფინანსები კი 500 მლნ დოლარს შეადგენს. ------------------------ ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად, ინფორმაციულ წყარო IXBT-მა მიმართა კორპორაცია Intel-ის პრეს-სამსახურის დირექტორს რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში, მიხაილ რიბაკოვს, რომელმაც განაცხადა: 'Intel-ის მიერ განცხადებული გეგმები, 22 ნმ ტექნოლოგიური ნორმების მიხედვით დამზადებულ Ivy Bridge პროცესორების მასობრივ წარმოებასთან დაკავშირებით ძალაში რჩება. ახალი ჩიპების გამოშვება დაიწყება მიმდინარე წლის ბოლომდე, როგორც ეს ადრე შეგატყობინეთ. Intel-ი აპირებდა 22 ნმ-ზე გადაეტანა ხუთი ქარხანა, ესენია: D1D (ორეგონი), D1C (ორეგონი), Fab 12 (არიზონა), Fab 32 (არიზონა), Fab 28 (ისრაელი). ჩვენი გეგმები არ შეცვლილა; მოდერნიზაცია ჩვეული სვლით მიმდინარეობს'.
-
AMD Radeon HD 7990-ის მახასიათებლები
X-treme user replied to X-treme user's topic in AMD (ვიდეო დაფები)
გუშინ, Globalfoundries-მა, პრეზენტაციაზე წარმოადგინა სლაიდი, რომელიც ადასტურებს ინფორმაციას, რომ მომდევნო თაობის Radeon HD 7000 გრაფიკული ბირთვი გამოყენებული იქნება ჯერ არგამოსულ Trinity-ის შემადგენლობაში, კერძოდ კი, დესქტოპ Virgo და მობილურ Comal პროცესორებში. ეს სახელწოდება ოფიციალურად ერქმევა Southern Islands მომდევნო თაობის 28 ნმ გრაფიკულ ადაპტერებს. იქვე მითითებულია, რომ რელიზი შედგება სექტემბრის ბოლო პერიოდში, ამ კვარტლის დამთავრებამდე. საინტერესოა, რომ მიუხედავად Globalfoundries-სთან მჭიდრო პარტნიორობისა და ფაქტს, რომ მას გააჩნია 28 ნმ, AMD-მ გადაწყვიტა, რომ ვიდეოჩიპების წარმოება მოახდინოს ტაივანურ TSMC-ში, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. თუმცაღა, ჰიბრიდულ Trinity-ების გამოშვება, როგორც ჩანს, GlobalFoundries-ს დაევალება. ადრე ვარაუდობდნენ, რომ ორივე ზემოაღნიშნულ მწარმოებლისთვის, AMD დააპროქტებდა ორი სახის GPU-ს, თუმცა მკაცრი ეკონომიის პერიოდში, ასეთი მიდგომა მთლად გამართლებული არ არის. Fudzilla, Overclockers.ua -
საიტი CPU World იუწყება, რომ მე-4 კვარტალში Intel ასევე აპირებს LGA 2011-ის მიხედვით აგებულ სერვერული CPU-ების გამოშვებასაც, რომელთაც შეეძლებათ ერთ სისტემურ დაფაზე მუშაობა თავის მსგავსთან ერთად. ამ მხრივ, ორპროცესორიან სეგმენტში წარმოდგენილი იქნება Xeon E5-2600 სერია, რომლის მახასიათებლებიც ქვედა ცხრილშია მოყვანილი: უნდა აღინიშნოს, რომ აქ ჩვენ პირველად ვხვდებით 8-ბირთვიან პროცესორებს LGA 2011-ზე. ზოგიერთი ვარაუდით, Intel-ის უფროსი დესქტოპ-CPU-ც ამ პლატფორმაზე ამდენივე Core-ს მიიღებს. იგივე ალბათობით, ეს რაოდენობა შეიძლება 6-იც იყოს, თუმცა თანამორბედებთან შედარებით, მისი სიხშირე უფრო მაღალი იქნება.
-
Razer Blade - გეიმინგ ლეპტოპი
X-treme user replied to Barca's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
სავსებით საკმარისია გეიმინგისთვის ეს ნოუთბუქი და ეხლა დესქტოპ-სისტემის წარმადობა რომ არ ექნება თამაშებში ეგ ისედაც ცნობილია. მაინცდამაინც ყველაფერი ულტრა-მაღალ პარამეტრებზე რომ არ ითამაშო, დიდი არაფერი დაშავდება მაგით -
Samsung-ის მონიტორები Super PLS-ზე
X-treme user replied to X-treme user's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ჩვენებით სჯობს IPS-ს და თან მისი დამზადება 15%-ით უფრო იაფი ჯდება. მისი ჩანაცვლებისთვის შეიმუშავა სამსუნგმა ეს ტექნოლოგია. სმარტფონებში და ტაბლეტებში ამ წლიდან უკვე იყენებენ ასეთ მატრიცებს. -
LG-მ დაანონსა Aurora სერიის ორი ახალი ნოუთბუქი - S430 და S530. მათი პროექტირებისას, მწარმოებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მათ გარეგნულ იერ-სახეს დაუთმეს და შედეგად, ამ პროდუქტებმა მიიღეს კორპუსის სრულიად ახალი ზედაპირი, რომელიც ახდენს ფერ 'მეტალიკის' იმიტაციას, ხოლო სწორი და მრუდე ხაზების ბალანსი კი 'იდეალურია'. თუ აპარატულ კომპლექტაციასაც გადავხედავთ, მივხვდებით, რომ აღნიშნული ლეპტოპები ტიპიურ საშუალო კლასს მიეკუთვნება. ორივე მათგანი აგებულია Intel Huron River პლატფორმაზე და აღჭურვილია Pentium ან II თაობის Core i3/Core i5 პროცესორებით. უმცროსი მოდელის დიაგონალი და გაფართოება შეადგენს 14 დუიმს და 1366 х 768 პიქსელს, ხოლო უფროსის კი - 15,6-ს და 1366 х 768 ან 1600 х 900-ს. რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებასა და მყარ დისკს, მათი ტევადობა შესაძლებელია იყოს 8 და 750 გბ შესაბამისად. ბაზური შემადგენლობით, პროდუქტების ვიდეოქვესისტემას წარმოადგენენ ცენტრალურ პროცესორებში ინტეგრირებული GPU-ები, ხოლო დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია 1 გბ მეხსიერების მქონე 3D-ბარათი AMD Radeon HD 6470M. ნოუთბუქების კონსტრუქციის საინტერესო თავისებურებას წარმოადგენს ხსნადი ოპტიკური წამყვანი და როგორც იტობინებიან, მის ხარჯზე შესაძლებელია აღნიშნულ ნაწარმების მასის შემცირება 2,6-დან 2,45 კგ-მდე. ორივე მოდელის არსენალში აგრეთვე შესულია Gigabit Ethernet, Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 3.0, მეხსიერების ბარათების წაკითხვა/ჩაწერისთვის აუცილებელი მოწყობილობები, ჩაშენებული ვებ-კამერები და 6-სექციანი ელემენტები. პროდუქტების გაყიდვები სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს აფრიკასა, აზიასა და შუა აღმოსავლეთში, მოგვიანებით კი ისინი გამოჩნდებიან ევროპის, აშშ-სა და დსთ-ს ქვეყნებში. ფასების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. IXBT
-
ფორუმ HWBot-ის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ახლანდელ 32 ნმ Sandy Bridge-E (LGA2011) პროცესორებს ისეთივე შეზღუდული სიხშირული პოტენციალი გააჩნიათ, როგორიც მათ წინამორბედ Sandy Bridge-ებს 1155 სოკეტზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ~5,2 გჰზ-ზე ზევით, სტაბილური დონის მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თხევადი ან ექსტრემალური გაგრილების გზით. მანვე თქვა, რომ Sandy Bridge-E ნიმუშებს ახასიათებთ აჩქარების იგივე ზღვარი, მხოლოდ გაზრდილია ბირთვების რაოდენობა და ერთნაკადიან დავალებების დროს, 15%-ით მეტია წარმადობა. ამ თვალსაზრისს ეთანხმება საიტ Massman-ის ადმინისტრატორიც და გვამცნობს თავის მოსაზრებებს Core i7-3000-ების ოვერქლოქინგის პროცედურების შესახებ. Ivy Bridge-ის მსგავსად, LGA2011 სისტემური დაფების UEFI-ში ხელმისაწვდომი იქნება საყრდენი სიხშირის რამდენიმე ვარიანტი, სავარაუდოდ 100 (ნომინალური), 133, 166, 200 და 250 მჰზ. PCI-E სალტის ამ მახასიათებლის მომართვის გზით, შესაძლებელი გახდება მიღებული CPU-სიხშირის უფრო დარეგულირება. ეს კი ახდენს იმ უხერხულობის კომპენსირებას, რომ Sandy Bridge-E-ის უმცროს მოდელებზე დაბლოკილია მამრავლის გაზრდის გზა. Overclockers.ua
-
JEDEC Solid State Technology Association-ი, მსოფლიო ლიდერი მიკროელექტრონიკის სტანდარტების ინდუსტრიაში, დღეს დააანონსა DDR4-ის (Double Data Rate 4) მთავარი ატრიბუტების შესახებ. პუბლიკაცია დაგეგმილია მომავალი წლის შუა პერიოდში და JEDEC DDR4-ში წარმოდგენილი იქნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება წარმადობაში შემცირებული კვების მოხმარებით - წინა თაობის ტექნოლოგიებთან შედარებით. DDR4-ის შემუშავება მიმდინარეობს მთელ რიგ ინოვაციური თავისებურებების საშუალებით, რომლებიც შექმნილია მაღალი სისწრაფისა და ვრცელი გამოყენებადობის დაშვებისთვის - სხვადასხვა აპლიკაციებში, მათ შორის სერვერებში, ლეპტოპებში, დესქტოპ კომპიუტერებში და ფართო მოხმარების პროდუქტებში. მისი სიჩქარე, ვოლტაჟი და არქიტექტურა განისაზღვრება გადაადგილების გამარტივებისა და სტანდარტის ათვისების შემსუბუქების მიზნით. DDR4 voltage როადმაპით წამოაყენეს წინადადება, რომ მოხდებოდა VDDQ-ს დონის შენარჩუნება მუდმივ 1.2 ვ-ზე და მომავალში შესაძლებლობა იქნებოდა მისი შემცირება - VDD მარაგის ვოლტაჟში. DDR4 აგვარიდებს ტექნოლოგიის მოძველებას - I/O voltage-ის სტაბილურად დარჩენის გზით. მონაცემების სიხშირეები ცალკეულ პინებზე, დროთა განმავლობაში, 1.6 გიგა ტრანსფერ/წამიდან გაიზრდება მაქსიმალურ 3.2-მდე. იქიდან გამომდინარე, რომ DDR3-ის შემთხვევაში გადაჭარბებული იყო მისი მოსალოდნელი ზღვარი 1.6 GT/s, გამორიცხული სულაც არ არის, რომ DDR4-სთვის მომავალში განცხადებული იქნება წარმადობის უფრო მაღალი დონეები. პერფორმანსის სხვა თავისებურებები, რომლებიც დაგეგმილია სტანდარტში ჩართვისთვის, არის DQ სალტეზე განთავსებული პსევდო გახსნილი არხის ინტერფეისი, geardown რეჟიმი 2667 მჰზ-იან მონაცემთა სიხშირისთვის და უფრო მეტიც, bank group არქიტექტურა VrefDQ-თი და გაუმჯობესებული გამომცდელი რეჟიმებით. DDR4 მეხსიერების მოწყობილობებს საშუალება ექნებათ, რომ ჰქონდეთ განსხვავებული აქტივაცია, წაკითხვის, ჩაწერის ან დავალებების განახლება თითოეულ უნიკალურ bank group-ში. კონცეპტი გააუმჯობესებს მთლიანობაში მეხსიერების ეფექტურობასა და გამტარიანობას, განსაკუთრებით მის მცირე ნაწილაკების გამოყენების დროს. შემუშავების პროცესის დამატებითი თავისებურებები კი ასეთია: მონაცემთა სამი სიგანე: x4, x8 და x16 ახალი JEDEC POD12 ინტერფეისის სტანდარტი DDR4 (1.2V)-სთვის სხვადასხვაგვარი გაფრთხილება სიხშირესა და სტრობებისთვის ახალი დამთავრების სქემა - DDR-ის წინა ვერსიებთან შედარებით: DDR4-ში, DQ სალტეს გადააქვს დასრულება VDDQ-სკენ, რომელიც რჩება სტაბილური, მიუხედავად VDD ვოლტაჟის დროთა განმავლობაში შემცირებისა ნომინალური და დინამიური ODT: ODT პროტოკოლის და ახალ Park Mode-ის გაუმჯობესებები იძლევა ნომინალური დასრულებისა და დინამიური ჩაწერის ტერმინაციას, ODT პინის მოძრაობაში მოყვანის გარეშე Burst length of 8 and burst chop of 4 მონაცემთა დაფარვა DBI: კვების მოხმარების შემცირებისთვის და მონაცემთა სიგნალის მთლიანობის გაუმჯობესებისთვის. ეს თავისებურება ატყობინებს DRAM-ს, შენახულ იქნას ზუსტი თუ გადაბრუნებული დატა. ახალი CRC მონაცემთა სალტისთვის: ტრანსფერებისთვის შეცდომების აღმოჩენის შესაძლებლობის ჩართვა - განსაკუთრებით ხელსაყრელი ჩაწერის დავალებებსა და non-ECC აპლიკაციებში. ახალი CA შესაბამისობა command/address სალტისთვის: command and address ტრანსფერების შემოწმება დამაკავშირებელ რგოლის გავლით, იაფი მეთოდის უზრუნველყოფის გზით, ყველა დავალებისთვის. DLL off რეჟიმის მხარდაჭერა
- 577 replies
-
- 13
-
-
აქამდე ვთვლიდით, რომ ექვსი ფიზიკური ბირთვი Intel-ის პროდუქციის ასორტიმენტში გამოჩნდებოდა მხოლოდ LGA 2011-ში შესრულებულ Sandy Bridge-E პროცესორებში, რომლებსაც სჭირდებათ ჩიპსეტ Intel X79-ზე დამზადებული ახალ სისტემური დაფები. Ivy Bridge CPU-ები LGA 1155-ზე უნდა დარჩნენ ოთხბირთვიანები, მათ შეეძლებათ Intel-ის 'მე-6 სერიის' პლატებზე მუშაობა BIOS-ის განახლების შემდეგ. ფორუმ XtremeSystems.org-ის ცნობისმოყვარე წევრებმა, Gigabyte-ის P67/Z68 ჩიპსეტებზე დაფუძნებულ დაფების BIOS-ის უახლესი ვერსიის ანალიზით აღმოაჩინეს, რომ დედაპლატების მწარმოებლები ემზადებიან LGA 1155-ზე აწყობილ 6-ბირთვიან პროცესორებთან მუშაობისთვის. ყოველ შემთხვევაში, ტექნოლოგია Turbo Boost-ის მხარდაჭერა ამ CPU-ებისთვის გათვალისწინებულია. უფრო მეტიც, აქვეა მოყვანილი სკრინშოტიც, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ Asus-ი LGA 1155-ის მქონე Maximus IV Extreme-სთვის ითვალისწინებს მხარდაჭერას 8-ბირთვიან პროცესორებთან მუშაობაზე: ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ Ivy Bridge პროცესორებს შორის გამოჩნდება მოდიფიკაციები 6 და 8 ფიზიკური ბირთვებით? დარწმუნებით ამის თქმა მხოლოდ ამ პროდუქტების გამოჩენის შემდეგ გახდება შესაძლებელი. Overclockers.ru
-
როგორც ჩანს, Llano ხაზის ახალი წარმომადგენლები სულ მალე გამოჩნდებიან, რადგან ისინი უკვე შეინიშნება უცხოური ინტერნეტ-მაღაზიების პრაის-ლისტებში: 2-ბირთვიანი A4-3400 მუშაობს 2.7 გჰზ-ზე, ხოლო A4-3300 კი - 2.5-ზე და ორივე მათგანის TDP-ს დონე არ აღემატება 65 ვ-ს. გრაფიკული ქვესისტემა აღჭურვილია 160 სტრიმ-პროცესორით და იმყოფება 600 მჰზ სიხშირის ნიშნულზე. შესაძლებელია, რომ უმცროსი მოდელის საბითუმო ფასი არ გადააჭარბებს 70$-ს. იმედი ვიქონიოთ, რომ მათი ანონსი უკვე სექტემბრის თვეში შედგება. Overclockers.ru
-
AMD Radeon HD 7990-ის მახასიათებლები
X-treme user replied to X-treme user's topic in AMD (ვიდეო დაფები)
საიტი SemiAccurate-მა გაავრცელა ცხრილი AMD-ს Southern Islands თაობის მობილური გადაწყვეტილებების სახელწოდებებით. Chelsea და Heathrow სერიის ვიდეობარათების მიწოდებები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან 128-ბიტიანი სალტით, 2 გბ GDDR5 მეხსიერებით, P12000 ქულამდე 3DMark Vantage-ში და არაუმეტეს 45 ვ-იანი TDP-თი, დაიწყება მიმდინარე წლის დეკემბერში. ხოლო Wimbledon ხაზის პროდუქტები მიიღებენ 256-ბიტიანი ინტერფეისს, სისწრაფის მაჩვენებელს P16000 ბალამდე და სერიულად გამოჩნდებიან მომავალი წლის იანვრის თვეში. როგორც თავდაპირველი წყარო იტყობინება, Southern Islands-ში აგრეთვე შევლენ 40 ნმ-იანი გრაფიკული ბარათები, რომლებიც დაასრულებენ მოდელთა სიას - ფასების დიაპაზონის ქვედა მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, 28 ნმ-ზე დაფუძნებული ნაწარმებს მომდევნო წლამდე მაინც ვერ შევხვდებით. ჯერჯერობით ყველა საფუძველი არსებობს იმის ვარაუდისა, რომ ტექ-პროცესის ახალ საფეხურზე გადასვლა დაიწყება უმცროსი გრაფიკული ბარათებიდან. Overclockers.ru -
ინფორმაციულმა წყარო SemiAccurate-მა გაავრცელა ცნობები, რომ Fermi არქიტექტურაზე დაფუძნებული NVIDIA-ს პირველი 28 ნმ გრაფიკული პროდუქტები უნდა გამოჩნდნენ ოქტომბრის დასაწყისში და მასში შევლენ 128 ბიტამდე ინტერფეისის მქონე მობილური ვიდეობარათები, რომლებსაც ექნებათ 2 გბ-მდე GDDR5 მეხსიერების მხარდაჭერა, წარმადობა 10 000 ქულამდე - 3DMark ოჯახის რომელიღაც ბენჩმარკში (Vantage-ში?) და TDP-ს მაჩვენებელი არაუმეტეს 35 ვ-სი. აღნიშნული ნაწარმების სერიული წარმოება დაიწყება დეკემბრის ბოლოს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ ფორმალურად შეასრულოს პირობა ამ ტიპის გადაწყვეტილებების ამ წელს გამოსვლის შესახებ. NVIDIA-ს უფრო მაღალი პერფორმანსის მქონე 28 ნმ ბარათების კომპლექტაციაში შესული იქნება 256-ბიტიანი სალტე, ხოლო მასობრივად მხოლოდ მომავალი წლის იანვარში ან სულაც აპრილ-მაისის თვეში გამოჩნდებიან. ეს ინფორმაცია არაფერს არ ამტკიცებს Kepler ოჯახის წარმომადგენლების გამოსვლის თარიღების შესახებ, მაგრამ კომპანია შეგვპირდა, რომ მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 2012-ში. Overclockers.ru
-
სანამ ჯერ კიდევ არის დრო 28 ნმ ვიდეობარათების გამოჩენამდე, კომპანია Sapphire Technology განაგრძობს მიმდინარე თაობის GPU-ს მაქსიმალურ 'გაწურვას' და უშვებს ახალ მოდელ Radeon HD 6850 Vapor-X-ს. გაგრილების სისტემის კონსტრუქცია მოიცავს საორთქლე კამერასა და ერთ ფენს. ყოველივე ამის შედეგად კი, შესაძლებელი გახდა კომპონენტების სიხშირეების გაზრდაც. პროდუქტის სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს 10-ფაზიანი ძაბვის რეგულატორი და II თაობის Black Diamond დროსელები. GPU-ბირთვი, რომელიც აღჭურვილია 960 ნაკადური პროცესორით, მუშაობს 800 მჰზ-ზე (რეფერენსული მაჩვენებელი შეადგენს 775 მჰზ-ს), ხოლო 1 გბ GDDR5 მეხსიერების აღნიშნული მახასიათებელი 4400 მჰზ-ის ტოლია. რასაკვირველია, ბარათს გააჩნია AMD-ს საფირმო ტექნოლოგია CrossFireX და Eyefinity-ის მხარდაჭერაც. ორმაგი სიგანის მქონე ბეჭდურ დაფაზე განთავსებულია ხუთი ვიდეოგასასვლელი: DVI (ორი), mini DisplayPort 1.2 (ორი) და HDMI 1.4a. Sapphire Radeon HD 6850 Vapor-X-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია. IXBT
-
Samsung Electronics-მა წარმოადგინა მატრიცის ახალ ტიპ Super PLS (Plane to Line Switching)-ის ბაზაზე დამზადებული სამი მონიტორი, რომლებიც შედიან Professional Series 3 ხაზში და გათვლილნი არიან გრაფიკასთან და ვიდეოსთან ხშირად მომუშავე მომხმარებლებზე ან უბრალოდ ხარისხიან და მკვეთრი გამოსახულების მოყვარულებზე. 27-დუიმიანი Samsung S27A850 ($1100) მოიცავს sRGB ფერთა არეალის 100%-ს, აღჭურვილია შუქდიოდური განათებით და 2560 x 1440 ეკრანის გაფართოებით. გარდა ამისა, ის გამოირჩევა ხედვის ფართო კუთხეებით (178°- ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად). Samsung S24A650 ($545) და S24A350T ($277) მოდელების ეკრანის დიაგონალი შეადგენს 24 დუიმს, ხოლო რეზოლუცია კი 1920 x 1080 პიქსელს. მათი მაქსიმალური კონტრასტულობაა 3000:1-ზე და გააჩნიათ მთელი რიგი 'მწვანე' ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგომოხმარების დონის შემცირებას 50%-მდე. VR-Zone
-
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
X-treme user replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
ვებ-გვერდ SemiAccurate-მა, AMD-ს ოფიციალური პრეზენტაციის სლაიდზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 8-ბირთვიანი Zambezi პროცესორის კრისტალის ფართობი იქნება 315 მმ2. შეგახსენებთ, რომ ეს პროდუქტები გამოშვებულ იქნებიან კომპანია Globalfoundries-ის 32 ნმ ტექნოლოგიის მიხედვით. შედარებისთვის, 45 ნმ-ზე დაფუძნებული 6-ბირთვიანი Phenom II X6-ების აღნიშნული მახასიათებელი 346 მმ2-ია. 32 ნმ-ზე დამზადებულ Intel-ის 6 core-ის მქონე, Gulftown CPU-ებისთვის ეს ზომა შეადგენს 248 მმ2-ს, ხოლო Sandy Bridge-ის 4-ბირთვიანები კი 216 მმ2-ით კმაყოფილდებიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქსელში გავრცელებულ AMD-ს მასალებში ფიგურირებს Zambezi-ს უფროსი მოდელი - მისი სახელწოდება მართლაც FX-8150-ია, თუმცა რაიმე ტექნიკური მონაცემების შესახებ, ბოლო ოფიციალურ ღონისძიებებზე კომპანიას არ უსაუბრია. Overclockers.ru -
Llano ოჯახის პროცესორები რაც უფრო მეტად ხდება ხელმისაწვდომი, მიმომხილველებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ სისწრაფეში სხვადასხვა მოდელები შეადარონ. როგორც საიტ AnandTech-მა გამოარკვია, სათამაშო ტესტებში A8-3850 სჯობს A6-3650-ს 18-დან 26%-მდე. ფასში მათ შორის სხვაობა შეადგენს 17%-ს, რითაც საშუალება გვაქვს დავასკვნათ, რომ პირველი მათგანი უფრო საინტერესო შემოთავაზებაა, თუმცა ეს მხოლოდ ინტეგრირებული გრაფიკის მოყვარულებს გაახარებს, რადგანაც ბევრი მომხმარებელი ფიქრობს, რომ ასეთი ქვესისტემის გამოყენება თამაშებში სრულიად უადგილოა.
-
დაგეგმილ თარიღზე ერთი კვირით ადრე, კომპანია AMD-მ წარადგინა ჰიბრიდული პროცესორების ოჯახის (APU) ახალი მოდელები. ისინი გამოირჩევიან გაზრდილი წარმადობით და გაუმჯობესებული გრაფიკული შემადგენლობით. მათზე დაფუძნებულ მოწყობილობას შეეძლება 12 სთ-მდე მუშაობა დამუხტვის გარეშე, ანუ 4 სთ-ით უფრო დიდხანს, ვიდრე ადრე. სერია Zacate-ს უფროსი წარმომადგენელი გახლავთ E-450, რომელიც აღჭურვილია 1,65 გჰზ სიხშირის მქონე, ორი Bobcat ბირთვით, DDR3-1333 ოპერატიული მეხსიერების კონტროლერით და Radeon HD 6320-ით, რომლის კომპლექტაციაშიც შესულია 80 სტრიმ-პროცესორი. ჩვეულებრივ რეჟიმის დროს, GPU-ს მაჩვენებელი უტოლდება 508 მჰზ-ს, ხოლო Turbo Core-ზე კი იზრდება 600 მჰზ-მდე. E-300-საც ორი გამომთვლელი ბირთვი გააჩნია, თუმცა ისინი უკვე 1,3 გჰზ-ზე მუშაობენ. Radeon HD 6310-ის ნომინალური სიხშირე კი შეადგენს 488 მჰზ-ს. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ასეთი GPU აქვს Zacate სერიის ამჟამინდელ მოდელებს - E-240 და E-350-საც. მათი TDP-ს დონე 18 ვ-ია. Ontario სერიას შეემატა C-60, რომელიც გამოირჩევა 1 გჰზ-იან, ორ x86-თავსებად ბირთვით (Turbo Core-ის რეჟიმში - 1,33 გჰზ) და 1 მბ II თაობის კეშ-მეხსიერებით. ინტეგრირებული GPU Radeon HD 6290-ის სიხშირე შესაძლებელია დინამიურად გაზრდილ იქნას 276-დან 400 მჰზ-მდე, ამასთან TDP რჩება 9 ვ-იან ფარგლებში. აღნიშნულ APU-ებს გააჩნიათ ტექნოლოგია DisplayPort++-ის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს HDMI ან DisplayPort ინტერფეისის მქონე ნებისმიერ მოწყობილობასთან. ცოტა ხანში, მობილური კომპიუტერების მოწინავე მწარმოებლები შემოგვთავაზებენ მათზე დაფუძნებულ თავიანთ პროდუქტებს.
-
ASUS Mars II 3 GB Dual GTX 580 - მიმოხილვა
X-treme user replied to Barca's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის შესანიშნავი რევიუა. დასანანია, თუ აღარ შემოხვალ, ვშიშობ, ეს მცირე ენთუზიაზმი მეც არ დამეკარგოს მაგით. MARS II-ს რაც შეეხება, 1500$ ვიდეოკარტისთვის მართლაც მეტისმეტია, რა წარმადობაც არ უნდა ჰქონდეს და სუპერ-ექსტრა-ლიმიტედ ედიშენი რომც ერქვას. სხვათა შორის, ორი 580 SLI-ში თითქმის იგივე წარმადობას აჩვენებს -
AMD Radeon HD 7990-ის მახასიათებლები
X-treme user replied to X-treme user's topic in AMD (ვიდეო დაფები)
ბოლო დრომდე ცნობილი იყო, რომ Radeon HD 7000 ხაზის ვიდეობარათების პირველი მოდელები უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის გამოჩნდებოდნენ. თუმცა, ბოლო მონაცემებით, ასე შეიძლება არც მოხდეს. თურქულ რესურს DonanimHaber-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, კომპანია PowerColor-ის გაყიდვების დირექტორ ელეინ ლიაომ (Elaine Liao) თქვა, რომ ახალი თაობის გრაფიკული გადაწყვეტილებების დაგეგმილია 2012 წლის პირველი კვარტლისთვის. მან აგრეთვე გააკეთა კიდევ ერთი საინტერესო დაზუსტება. მისი სიტყვებით, Radeon HD 7000-სთვის განკუთვნილი ვიდეოჩიპები კვლავინდებურად 40 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით იქნებიან გამოშვებულნი. გამომდინარე იქიდან ,რომ ეს ინფორმაცია თვითონ AMD-ს განცხადებებს ეწინააღმდეგება და როგორც ჩანს, ადგილი აქვს უბრალო გაუგებრობას პარტნიორებს შორის. ხოლო ის, თუ რაოდენ ზუსტია ცნობები პერსპექტიულ ვიდეოადაპტერების გამოსვლის თარიღების შესახებ, IV კვარტლის ან AMD-ს ოფიციალურ შეტყობინების გამოჩენამდე არ გაირკვევა. Overclockers.ua -
საიტი Bright Side Of News-ი აცხადებს, რომ Kepler სერიის წარმომადგენლები მართლაც 28 ნმ-ზე იქნებიან დამზადებულნი, მაგრამ ამ ტექ-პროცესს პირველად ისინი არ შეითავსებენ. წყაროს ინფორმაციით, NVIDIA ამ წელს მასზე გადაიყვანს Fermi არქიტექტურის მქონე გრაფიკული პროდუქტების ნაწილს, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით იქნებიან მიწოდებულნი OEM-ბაზრებისთვის. ეს კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ დახვეწოს აღნიშნული ტექნოლოგია. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული სახის 28 ნმ ვიდეობარათები გაყიდვაში მიმდინარე წლის საშობაო ფასდაკლებების პერიოდში გამოჩნდებიან.
-
მაგათგან სხვებზე ოდნავ უკეთესი არის ბოლო კიტი
-
იცი, თითქმის ყველა კიტი 1600 მჰზ-ზე და ზევით, CL8/CL9-ზე, მშვენიერი ვარიანტი იქნება. აქედან ნებისმიერს გირჩევდი: http://www.amazon.com/Kingston-Technology-1600MHz-KHX1600C9D3X2K2-8GX/dp/B004JO3L40/ref=sr_1_2?s=electronics&ie=UTF8&qid=1313862413&sr=1-2, http://www.amazon.com/Kingston-Technology-1600MHz-KHX1600C9D3T1K2-8GX/dp/B004K32QEG/ref=sr_1_5?ie=UTF8&qid=1313860512&sr=8-5, http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_0_32?url=search-alias%3Delectronics&field-keywords=patriot+division+2+viper+extreme&x=0&y=0&sprefix=patriot+division+2+viper+extreme, http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss?url=search-alias%3Daps&field-keywords=corsair+vengeance+1600+mhz&x=0&y=0#/ref=nb_sb_noss?url=search-alias%3Daps&field-keywords=corsair+vengeance+8+gb&rh=i%3Aaps%2Ck%3Acorsair+vengeance+8+gb
-
არც არის კიტებს შორის ისეთი განსხვავება, რომ ამდენ კამათად ღირდეს. აი ამ თემასაც გადახედე მაინც, იქნებ უფრო გაგიადვილდეს შერჩევა.
