-
Posts
946 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
120
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by X-treme user
-
i5-ებს და i3-ებს მაინც რას ერჩიან, მშვენიერი პროციკებია. ხო, E8xxx-ებიც კარგებია გეიმინგში, მარა პლატფორმა მოძველდა უკვე
-
Samsung SyncMaster Series 6 მონიტორები
X-treme user replied to X-treme user's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
მეც ვარ რა, არც მინახავს ფასები და ისე ვთქვი. ხო, ეხლა გადავავლე თვალი და ეგრე გამოდის. -
Samsung SyncMaster Series 6 მონიტორები
X-treme user replied to X-treme user's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ხო, ან საერთოდ რათ უნდა ბიზნეს-მონიტორს დაბალი რესპონს დრო, არ ვიცი. ბენქსის 21.5-იანი მართლა მაგარი რამე ჩანს, საინტერესოა აქ როდის შემოიტანენ და რა ეღირება, ერთი 600 ლარს მაინც დაადებენ ალბათ -
Samsung Electronics-მა ეს კვირა დაიწყო თავის SyncMaster Series 6 (აშშ-ში 650 სერიად ცნობილი) ბიზნეს მონიტორების ევროპულ ბაზრებისთვის წარდგენით. მასში შესული მოდელები გაფორმებულნი არიან შავ ფერში და იყენებენ MVA (Multi-domain Vertical Alignment) პანელებსა და LED backlighting-ს. მათ გააჩნია 1920 x 1080 რეზოლუციები, 8 მ/წმ რეაგირების დრო, კონტრასტულობის დონე - 3 000:1-ზე და მაქსიმალური გამოსხივება 250/300 კდ/მ2 - პროდუქტის მიხედვით. აგრეთვე, მათ კომპლექტაციაშია D-Sub, DVI და DisplayPort, ახლო და გარემომცველი სინათლის ინტეგრირებული სენსორები, დახრის, შეერთებისა და სიმაღლის რეგულირების მქონე სადგამი, უკანა მხარეს განთავსებული სამაგრი სისტემა - გარე კვების ადაპტერისათვის. მონიტორები ევროპაში მიმდინარე თვეში უნდა გამოჩნდნენ და მათი რეკომენდირებული ფასები ამგვარი იქნება: 24-დუიმიან S24A650D და S24A650S (ემატება USB-ჰაბი)-სათვის - 319 და 329 €, ხოლო 27-იან S27A650D-ისთვის კი - 399 €. მაღაზიების შემოთავაზებების სწრაფი დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ აღნიშნული მოდელები ყველაზე იაფად ხელმისაწვდომია 272.64, 309.04 და 291.28 €-დ შესაბამისად. პრე-ორდერების მიღება უკვე სამივე მათგანზე წარმოებს. TC Magazine
-
Mach Xtreme Technology Inc-მა წარმოადგინა Urban სერიის 2-არხიანი DDR3 მეხსიერების კომპლექტები, რომლებიც დაფუძნებულია უახლეს DRAM ჩიპებზე. მასში შედის ორი ცალი 4 გბ-იანი, მაღალგამტარიანობის მქონე მოდული, რომლებიც აღჭურვილნი არიან ტოპ-კლასის იაპონური ალუმინისგან დამზადებულ, უნიკალური დიზაინის მსუბუქი ჰითსინკებით. ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, თითოეული მათგანი საგულდაგულოდ არის დატესტილი და მოჰყვება სამუდამო გარანტია. 1333MHz Dual-Channel DDR3 Voltage: 1.5V Density: 8GB (4GB x2) and 4GB (4GB x1) Patented high-quality Japanese lightweight aluminium heat-sink Certification: ROHS, CE, FCC Models: MXD3U13338GK @ 1333MHz (CL 9) and MXD3U13334GS @ 1333MHz (CL9) Warranty: Lifetime GURU3D
-
ბრიტანულ მაღაზიებში გამოჩნდა ტაივანურ მწარმოებელ HEC Compucase-ის კორპუსის ფენები Cougar Vortex. სერიაში შესულია თავისებური ფორმის ხრახნების მქონე, 120 და 140 მმ-იანი მოდელები, ანტივიბრაციული სადებებით და არასტანდარტული მოყვანილობის ჩარჩოებით. ყველა მათგანი დამზადებულია შავ და ფორთოხლისფერ პლასტიკისაგან და მათი სისწრაფე შეადგენს 800-დან 1500 ბრ/წთ-მდე, გამოსცემენ 19,2 დბ ხმაურის დონეს და მათი ღირებულება საშუალოდ 23$-ს შეადგენს. მთლიანი ასორტიმენტი კი შემდეგნაირად გამოიყურება: მოდელი Vortex PWM with Hydrodinamic bearing: CF-V12HP – 120 მმ, 800-1500 ბრ/წთ, 119,8 ფუტ3/წთ (ჰაერის ნაკადი), 17,9 დბ, 24$. Vortex HDB with Hydrodinamic bearing მოდელები: CF-V12H – 120 მმ, 1200 ბრ/წთ, 102,6 ფუტ3/წთ, 17,7 დბ, 21$; CF-V14H – 140 მმ, 700/1200 ბრ/წთ, 119,8 ფუტ3/წთ, 19,2 დბ, 24$. Vortex with hyper-spin bearing მოდელები: CF-V12S – 120 მმ, 1200 ბრ/წთ, 102,6 ფუტ3/წთ, 17,7 დბ, ფასი უცნობია; CF-V14S – 140 მმ, 1000 ბრ/წთ, 109,6 ფუტ3/წთ, 17,9 დბ, $22. TC Magazine
-
მიმდინარე წლის II ნახევარში, Intel-ი აპირებს 'მასიურ გასუფთავებას' პროცესორთა რიგებში, რითაც გზას უხსნის პერსპექტიულ 32 ნმ, Sandy Bridge-E პროდუქტებს LGA2011-ზე და 22 ნმ ორ და ოთხბირთვიან Ivy Bridge (LGA1155)-ებს. ეს შეეხება ბაზრის ყველა სეგმენტს. მე-3 კვარტალში, ანუ უკვე დღეს, შეწყდება 6-ბირთვიან ფლაგმან Core i7-980X Extreme Edition-ის, Core 2 Quad-ის ყველა სერიის, Core 2 Duo E8600, E8500 და Pentium E5400-ების მიწოდება. მე-4-ში კი, მათ ბედს გაიზიარებენ Core i7-970 (LGA1366), Core i7-880/875K/870S, Core i5-760/750S/655K (ყველა – LGA1156) და უმცროსი Core 2 Duo E7600/E7500, Pentium E6600/E5500, Celeron E3300/450/430. გარდა ამისა, Intel-ის პარტნიორებს გაეგზავნებათ შეტყობინება 2012 წლის I კვ-ში მოსალოდნელ, პრაის-ლისტიდან ამოსაღებად განკუთვნილ, Core i7-960/950/930, Core i5-661 (Clarkdale-ი აჩქარებული გრაფიკით) და Core i3-530-ების შესახებ. Donanim Haber
-
ანტივირუსი გათიშე და თამაში თავიდან დააყენე აბა, შეიძლება dll-ფაილს შლიდეს და მაგის ბრალი იყოს. სცადე მაინც, ზოგი ამბობს შველისო ეგ, თუ არადა ეს მეთოდიც ნახე, იქნებ გამოგადგეს.
-
კვება კი კარგია, მაგრამ ასეთი სიმძლავრე რა საჭიროა არ მესმის
-
3-ბირთვიან AMD A6-3500 (Llano) პროცესორის შესახებ, აქამდე საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდებოდა. თავდაპირველად, ის წარმოგვიდგა ფოტოსურათებსა და ბენჩმარკების სახით, ხოლო შემდეგ კი, ცნობილი ბლოგის დამმაარსებელმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოდელი სერიულ გამოშვებაში არ შევიდოდა. ოფიციალურ როადმაპის სლაიდებშიც ამ მოდელზე არაფერი იყო ნახსენები. ამ კვირას, რესურს Fudzilla-მ გაახარა პროცესორის გარეგნული მრავალფეროვნების მოყვარულები ცნობით - A6-3500-ის AMD-ს როადმაპში არსებობის შესახებ. ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ პროდუქტის რელიზი მართლაც შედგება. თუმცა, ადრეა იმის მტკიცება, რომ ის თავდაპირველადვე განკუთვნილია ცალობრივ სეგმენტისათვის - იშვიათი არ არის მსგავსი შემთხვევები, როდესაც მსგავსი მოდელების რეალიზება ხდება OEM-სექტორში, მზა კომპიუტერების შემადგენლობაში. როგორც ამტკიცებენ, პროცესორ A6-3500-ს გააჩნია 2.1 გჰზ-ზე მომუშავე, სამი გამომთვლელი ბირთვი, ხოლო ტექნოლოგია Turbo Core-ის პირობებში, მათი სიხშირე იზრდება 2.4 გჰზ-მდე. თუმცა, კლასიკურ ვარიანტში, ეს ფუნქცია გულისხმობს Core-ების ლუწ რაოდენობას და ზუსტად იმის თქმა, თუ როგორ ფუნქციონირებს ის 3-ბირთვიან CPU-ზე, ჯერჯერობით რთულია. გრაფიკული ქვესისტემა Radeon HD 6530D-ის შემადგენლობაში შედის 320 სტრიმ-პროცესორი, 443 მჰზ-ზე. CPU-ს აქვს II დონის 3 მბ კეშ-მეხსიერება, DDR3-1866 ტიპის ორარხიანი მეხსიერების მხარდაჭერა და TDP არაუმეტეს 65 ვ-სი. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია ECS და MSI-მ აღნიშნული მოდელი უკვე შეიტანეს საკუთარ დედაპლატების მიერ მხარდაჭერილ პროცესორთა სიაში. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია A6-3500-ის გამოშვების შესახებ, შეიძლება მართალიც აღმოჩნდეს. overclockers.ru
-
კომპანია EVGA-მ საბოლოოდ დაანონსა სამი Z68 სისტემური დაფა: EATX ფორმ-ფაქტორის მქონე Z68 FTW, 'რეგულარული ზომის' Z68 SLI და მიკრო ATX - Z68 SLI Micro. ყველა მათგანი გაფორმებულია წითელ-შავ ფერთა გამაში და გააჩნიათ LGA1155 (II თაობის Core) პროცესორების მხარდაჭერა, ოთხი DDR3-2133 მეხსიერების სლოტი, ორი SATA 6.0 და ოთხი SATA 3.0 Gbps პორტი, SLI და CrossFireX შესაძლებლობები. გარდა ამისა, მათ აღჭურვილობაში შესულია Gigabit Ethernet (დუალ-კონექტორები Z68 FTW-სა და Z68 SLI-ზე), 7.1-არხიანი აუდიო, eSATA, USB 3.0 კავშირი (ორი USB 3.0 პორტი Z68 SLI Micro-ზე, ოთხი - აქედან ორი ბექპლეიტზე, ორიც ჰედერის საშუალებით კი დანარჩენ მოდელებზე), debug LED, Power, Reset და Clear CMOS ღილაკები. Z68 FTW ფლაგმან Z68 FTW-ის კომპლექტაციაში აგრეთვე მოიძებნება 24-პინიანი კვების კონექტორი - 8-pin CPU power plug-ებით, 12-ფაზიანი PWM, PCIe სლოტების გასათიში ჯამპერები, triple BIOS-ი, ფლეშ-ბარათების პორტი და არანაკლებ 6 ცალი PCI-Express (x16 ზომა; Z68 SLI-ს გააჩნია სამი PCIe x16 სლოტი, ხოლო Z68 SLI Micro-ს კი ორი). Z68 SLI Z68 FTW-ის ფასის ნიშნული 264.99$-ს უტოლდება, მაშინ, როდესაც კომპლექტი, რომელშიც შესულია EVGauge (CPU სიხშირის მაჩვენებელი რეალურ დროში) და ECP V4 (იძლევა ვოლტაჟის ტვიკინგის, ტემპერატურის მონიტორინგის შესაძლებლობას) ღირს 299.99$. Z68 SLI და Z68 SLI Micro-სთვის ეს ციფრები შეადგენს 209.99 და 159.99$-ს შესაბამისად. დღეისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ Z68 SLI მოდელი. Z68 SLI Micro TC Magazine
- 9 replies
-
- 10
-
-
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
X-treme user replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
აქვე ვამატებ ახალ ინფოს, Opteron პროცესორების გამოსვლის შესახებ: Advanced Micro Devices-ს დაგეგმილი აქვს, რომ მოახდინოს Interlagos და Valencia კოდური სახელწოდების მქონე, თავისი მომდევნო თაობის Opteron პროცესორების წარდგენა ორშაბათს, 26 სექტემბერს. კომპანიის ისტორიისთვის ეს ახალ დასაწყისად უნდა იქცეს. რადგან ახალი ჩიპები მისი პირველი მიკრო-არქიტექტურაა ბოლო 8 წლის მანძილზე. PCMag-ის ინფორმაციით, რომელიც იმოწმებს კომპანიის პროდუქტ როადმაპის მსგავს წყაროს, აღნიშნული თარიღის დროს, უნდა შედგეს AMD-ს 6 ან 8-ბირთვიანი, ახალი‘Valencia’ Opteron 4200-სერიის ჩიპებისა და 8, 12 ან 16 core-ის მქონე, ‘Interlagos’ Opteron 6200-ხაზის მიკროპროცესორების დებიუტი. ახალმა პროდუქტებმა უნდა უზრუნველყონ 35%-ით გაზრდილი წარმადობის დონე - დღეს ხელმისაწვდომ 12-ბირთვიან AMD Opteron-ებთან შედარებით. კომპანიისთვის ძალზედ მნიშნველოვანია ახალ Bulldozer-ზე დაფუძნებული მიკროპროცესორები, რამეთუ IDC-ის მონაცემებით, მისი წილი სერვერების ბაზარზე 2011 წლის მეორე კვარტალში შემცირდა 5.5%-ით, 2006-ის იგივე პერიოდის 25.9%-იდან. დღესდღეობით, აღნიშნულ სეგმენტში, Intel-ი სჯობნის AMD-ს 19:1 შეფარდებით და ცხადია, რომ მეტისმეტად ინოვაციური ჩიპების გამოშვებითაც კი, მეორე მათგანი მაინც ვერ შეძლებს ამ მაჩვენებლის სწრაფ შეტრიალებას, ამას როგორც მინიმუმ, რამდენიმე კვარტალი მაინც დასჭირდება. თუმცა, Opteron პროცესორების გამოსვლა ან მოახდენს ამ სიტუაციის სტაბილიზებას, ან ექნება ცოტათი უკეთესი შედეგი იმის გათვალისწინებით, რომ ისინი საკმარისად კონკურენტუნარიანები აღმოჩნდებიან. AMD Opteron მიკროპროცესორი G34 ფორმ-ფაქტორში. Opteron 'Interlagos'-ი იყენებს მსგავსს. ახლახანს, სერვერების შემქმნელმა, შემთხვევით გამოამჟღავნა მომდევნო თაობის Opteron მოდელების სპეციფიკაციები, რომელთა გამოშვებასაც AMD როგორც ჩანს, საწყის ეტაპზე გეგმავს. Opteron 6220: 8-core, 3.0GHz, 3.5GHz Turbo, 8MB L2, 8MB L3 cache Opteron 6234: 12-core, 2.4GHz, 2.9GHz Turbo, 12MB L2, 12MB L3 cache Opteron 6272: 16-core, 2.1GHz, 2.6GHz Turbo, 16MB L2, 16MB L3 cache Opteron 6276: 16-core, 2.3GHz, 2.8GHz Turbo, 16MB L2, 16MB L3 cache ალბათ Bulldozer-ის არასაკმარისი სიხშირეებია იმის მიზეზი, თუ რატომ ამტკიცებს დღეს AMD, რომ 16-ბირთვიანი პროდუქტები იქნებიან 35%-ით უფრო სწრაფები, ვიდრე 12-იანები და არა 50%-ით, როგორც ეს თავდაპირველად იყო ცნობილი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Bulldozer-ის წარმადობის დონე თითოეულ ბირთვზე არ უნდა იყოს არსებულ მიკროპროცესორებთან შედარებით ბევრად უფრო მაღალი. ორ AMD Opteron 6200-სერიის მიკროპროცესორზე მომუშავე დუალ-სოკეტ სერვერი ამჟამად, AMD არ ახმაურებს ინფორმაციას Bulldozer-ზე დაფუძნებულ და სერვერებისთვის განკუთვნილ მიკროპროცესორების სპეციფიკაციების, პერფორმანსის ციფრების, ბიზნეს-შესაძლებლობებისა და სხვა თავისებურებებისა და დეტალების შესახებ, ის არ გვიჩვენებს თვითონ ჩიპებსაც კი. კომპანია ირწმუნება, რომ დაიწყებს ახალი პროდუქტების შიპინგს აგვისტოში, ხოლო ზოგიერთი წყარო კი იმასაც კი აღნიშნავს, რომ AMD Opteron 4200 და 6200 სერიების პირველი ნაკადის მიწოდებები უკვე გუშინ დაიწყო. Xbit Labs -
აი ეგ ინფოც: გუშინ, Nvidia-მ საზოგადოებას გააცნო გეგმები მომდევნო თაობის Kepler GPU-ებისა და მათი გამოსვლის თარიღების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხელთ გვექნება Kepler-ის ადრეული სილიკონი ამ წელს, მასზე დაფუძნებული პროდუქტების გამოშვება 2012-სთვის არის დაგეგმილი. ჩვენ გვსურდა, რომ ეს ხალხისთვის განმარტებული ყოფილიყო, იმისათვის, რომ მათ არ დაეწყოთ ამ ნაწარმების ლოდინი 2011-ში' - განაცხადა კენ ბრაუნმა, Nvidia-ს email-განცხადებების სპიკერმა. კრის მალახოვსკმმა, კომპანიის თანადამფუძნებელმა და გამოკვლევების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა კი, ცოტა ხნის წინ ჩატარებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ Nvidia დაიწყებდა აღნიშნული GPU-ების მიწოდებას მიმდინარე წლის ბოლომდე, თუმცა, არაფერი არ იყო ნახსენები იმის შესახებ, რომ ახალი ჩიპები კომერციულად ხელმისაწვდომი გახდებოდა როგორც თქვენთვის ცნობილია, Nvidia-ს ახალი თაობის გრაფიკული პროცესორის არქიტექტურა, რომელიც დაპროექტებულია წარმადობის დონის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისთვის და გახდის GPU-ს უფრო მოქნილს პროგრამირების კუთხით, რაც თავის მხრივ, გაზრდის იმ აპლიკაციების შექმნის სისწრაფეს, რომლებიც იყენებენ GPGPU (general purpose processing on GPU) ტექნოლოგიების უპირატესობას. კომპანია შეგვპირდა, რომ Kepler-სა და Maxwell-ში (Kepler-ის მომდევნო არქიტექტურა) შესული იქნება ვირტუალური მეხსიერების სივრცე (რაც CPU-ებსა და GPU-ებს მისცემს 'unified' ვირტუალური მეხსიერების გამოყენების საშუალებას), pre-emption, GPU-ს უფრო მეტად შეეძლება მონაცემთა დამუშავება CPU-ს დახმარების გარეშე და ა.შ. აქვე შეგახსენებთ, რომ ახალი ჩიპი შესრულებულია 28 ნმ ტექ-პროცესის გათვალისწინებით. ბევრს კი სჯერა, რომ ნახევარგამტარების მწარმოებელი ტაივანური კომპანია, რომელიც ამზადებს ჩიპებს Nvidia-ს, AMD-სა და ბევრ სხვისთვის, ვერ შეძლებს საკმარისი რაოდენობის ამ პროდუქტების მიწოდებას ამ კალენდარულ წელს. Nvidia-ს Kepler ოჯახის ნაწარმებით, რომლებიც ბაზრის სეგმენტისთვის ალბათ მიიღებენ GeForce 600-სერია სახელწოდებას, არამხოლოდ აღჭურვილი იქნებიან კომპანიის mid-term მომავლის პროდუქტები, ისინი მას დაეხმარებიან სამაგიდო დისკრეტულ გრაფიკულ ბარათების გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდაშიც.
-
აი მსგავსი ინფო სხვა რესურსიდან თითოეული 1000 წარმოებული ვიდეობარათი დაკომპლექტებული იქნება მცირე ალუმინის ფირფიტით, რომლის ერთის მხარეზე ამოტვიფრული იქნება რიგითი ნომერი, ხოლო მეორეზე კი განთავსდება MARS II-ის მფლობელის ინდივიდუალური ინფორმაცია. გაგრილების სისტემის გარსმა, დიზაინი მემკვიდრეობით მიიღო ფლაგმანურ დედაპლატა ASUS Rampage III Extreme-საგან, რომელმაც ოვერქლოქერებს შორის დადებითი მოწონება დაიმსახურა. მიუხედავად ადრინდელი ვარაუდებისა, რომ MARS II-ის წყვილ გრაფიკულ პროცესორებ GF110-ების სიხშირეები შეესაბამება ეტალონურ GeForce GTX 580-ს, ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ASUS-ის ამ პროდუქტის სპეციფიკაციები შემდეგნაირად გამოიყურება: ამ დიდი ზომის ვიდეობარათს, ფასიც ასეთივე ექნება. მოსალოდნელია, რომ ეს ნიშნული გაუტოლდება 1000 ევროს (ან 1713$-ს) - თითოეული ეგზემპლიარისთვის. ინფორმაცია გაყიდვების დაწყების შესახებ, კვლავინდებურად არ ვრცელდება.
-
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
X-treme user replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
აი მცირეოდენი ინფოც მაგ სლაიდის შესახებ: მოსალოდნელია, რომ ოცი და ათი ბირთვის მქონე პროცესორებ Terramar და Sepang-ს შესაბამისად, ექნებათ PCI Express 3.0 ინტერფეისის მხარდაჭერა. მათი გამომთვლელი ბირთვების არქიტექტურა გაუმჯობესებული იქნება Bulldozer-თან შედარებით - როგორც ჩანს, საუბარია Piledriver-ზე, რომელიც გამოჩნდება 2012 წელს - Komodo და Trinity-ს სამაგიდო CPU-ების აღჭურვილობაში. საიტ CPU World-მა, AMD-ს აპრილის პრეზენტაციის ბმულით განაცხადა, რომ 2013 წელს გამოვა სერვერული პროცესორები Dublin და Macau. პირველ მათგანი მიიღებს 20 ბირთვს, მეორე კი 10-ს და ორივე ოჯახი წარმოებულ იქნება 28 ნმ ტექნოლოგიის მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომ Opteron-ის 28 ნმ CPU-ებთან სამუშაოდ, გამოდგება ჯერჯერობით პირობითი სახელწოდების მქონე პორტ G2012 (Dublin-ისთვის) და C2012 (Macau-სთვის) -ით აღჭურვილი დედაპლატები. ეს კონსტრუქციული შესრულება წარდგენილ იქნება 2012 წელს - Terramar (G2012) და Sepang (C2012) პროცესორებთან ერთად. პლატფორმა G2012 იძლევა ერთ სისტემაში ოთხ CPU-მდე გაერთიანებას, C2012 კი - ერთიდან ორამდე. პირველი პლატფორმისთვის გათვალისწინებულია DDR3 ტიპის 4-არხიანი მეხსიერების მხარდაჭერა, ხოლო მეორისთვის კი - 3-არხიანის. შეგახსენებთ, რომ კომპანია AMD უკვე იყენებდა სახელწოდება Dublin-ს - თავისი პროცესორების აღნიშვნისათვის - შორეულ 2004 წელს ასე ერქვა Sempron-ის მობილურ ვერსიებს, რომლებიც გამოდიოდნენ 130 ნმ ტექპროცესის საფუძველზე. -
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
X-treme user replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
ტაივანური რესურსი Digitimes იტყობინება, რომ კომპანია AMD გეგმავს Bulldozer არქიტექტურის მქონე, FX პროცესორების გაყიდვების დაწყებას აგვისტოს თვეში, ხოლო ოფიციალურ ანონსს კი ის სექტემბერში გააკეთებს. სამწუხაროდ, დედაპლატების მწარმოებელთა სფეროს წყაროების მიხედვით, პირველ ხანებში, CPU-ების შოვნა ძალზედ რთული იქნება, რადგანაც მასიური მიწოდებები მხოლოდ ოქტომბერში აიღებს სტარტს. იგივე წყაროები იუწყებიან, რომ თავდაპირველად წარმოდგენილი იქნება 4 პროცესორი: 8-ბირთვიანი FX-8150 (125 ვ) და FX-8100 (95 ვ), 6-ბირთვიანი FX-6100 (95 ვ) და 4-იანი FX-4100 (95 ვ). 2012 წლის I კვარტალში გამოვა კიდევ 4 ჩიპი: FX-8170 და FX-8120, FX-6120 და FX-4120. საინტერესოა, რომ აღინიშნება OEM-ბაზრისთვის განკუთვნილი 3-ბირთვიანი მოდელი FX-3150-იც. თუ ეს სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ AMD როგორც ჩანს, აპირებს ამ CPU-ში ორ 2-ბირთვიან მოდულიდან ერთის ნაწილის გამორთვას. 3DNews -
Dell UltraSharp U2412M მონიტორი
X-treme user replied to Barca's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
George, მოკლედ მოსვენება დამიკარგეს მაგ ახალმა მონიტორებმა, განსაკუთრებით ბენქსის 21.5-იანმა, მართლა მხეცი ჩვენება ექნება რასაც ჰქვია. სისულელეა უბრალოდ, რომ მ/წმ-ებს მიაქციო ყურადღება, როცა VA-IPS პანელს უყურებ, მით უმეტეს, თუ განსხვავება ფაქტიურად არსად არ იგრძნობა ძალიან დინამიური სცენების გარდა. ხარისხია პირველ რიგში მთავარი ჩემი აზრით -
რომელი ბრენდის ნოუთს მირჩევთ? ასუსი თუ დელი?
X-treme user replied to k_katsadze's topic in რჩევა-კონსულტაციები
მოდელები რომ დაგეწერა, უფრო ადვილი იქნებოდა რჩევა, ასე საკამათო თემაა.. ორივე ბრენდს საკმაოდ კარგი ნოუთები აქვს ჩემი აზრით. -
Sony-მ წარმოადგინა S-Frame სერიის სამი ახალი ციფრული ფოტოჩარჩო DPF-HD1000, DPF-HD800 და DPF-HD700, რომლებიც იძლევიან Full HD გაფართოების მქონე ვიდეორგოლის (1920 × 1080 პიქსელი) ჩვენების საშუალებას და აღჭურვილნი არიან 10, 8 და 7-დუიმიანი დისპლეებით შესაბამისად. 2 გბ ტევადობის ინტეგრირებულ მეხსიერებაში ფოტოსურათის ჩაწერის დროს, ისინი ავტომატურად მასშტაბირდება ეკრანის ზომამდე. მოწყობილობას გააჩნია AVCHD, MPEG-4, MPEG-1, Motion JPEG ფორმატების მხარდაჭერა, ხოლო სლაიდშოუს გაშვებისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მომხმარებლის ხმის ფაილები MP3, AAC, LPCM. მონაცემთა შიდა წყაროების სახით, არსებობს MS Duo/SD/SDHC/SDXC ფლეშ-ბარათებისა და აგრეთვე USB კავშირის მქონე დისკები. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად პრეს-რელიზსა და პრომო-მასალებში HD აბრევიატურის გამოყენებისა, ჩარჩოების დისპლეის გაფართოება ასეთი არ არის - 10-დუიმიან მოდელისთვის ის შეადგენს 1024 × 600, ხოლო დანარჩენ ორისთვის კი - 800 × 480 პიქსელს. პროდუქტები გაყიდვაში სექტემბრიდან გამოჩნდება და მათი ფასები იქნება DPF-HD1000 — 170, DPF-HD800 — 140, DPF-HD700 — 120$. IXBT
-
კომპანია Thermaltake-მა განაცხადა, რომ სულ მცირე დროში აპირებს კორპუს Level 10 GT-ს სპეციალური ვერსიის გამოშვებას, რომლის ანონსიც წლის დასაწყისში გაკეთდა. თუ თავდაპირველი მოდელი გაფორმებული იყო მხოლოდ შავად, ახალს მის გარდა, უკვე ექნება თეთრი ფერიც, რომლითაც შეღებილია მხოლოდ გარე ელემენტები. სწორედ ამის გამო, ახალმა ნაწარმმა მიიღო სახელწოდება Level 10 GT Snow Edition. ორიგინალური მოდელის მსგავსად, Level 10 GT Snow Edition-იც გათვლილია E-ATX, ATX ან Micro-ATX ზომის დედადაფებისათვის და გაფართოების რვა ბარათისათვის. წინა პანელზე გამოტანილია USB 3.0 ინტერფეისის ორი პორტი, ოთხი USB 2.0, ერთი eSATA და აკუსტიკური სისტემის ჩასართავად გამოყოფილი გასასვლელი. გაგრილება მოიცავს სამ, 200 მმ-იან Colorshift ფენს, რომლებიც მაგრდება ფრონტალურ, გვერდითა და ზედა მხარეს და ასევე 140 მმ-იან ვენტილატორს - უკანა კედელზე განთავსებისათვის. მათგანი პირველი სამის სისწრაფე მერყეობს 600-დან 800 ბრ/წთ-მდე, ხოლო ბოლოსი კი - მუდმივი 1000 ბრ/წთ-ით. Thermaltake Level 10 GT Snow Edition გაყიდვაში ზაფხულის ბოლომდე უნდა გამოჩნდეს. ღირებულება ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ის ალბათ დიდად არ გადააჭარბებს იმ 219 ევროს, რომელიც ის ევროპაშია შეფასებული. IXBT
-
კალიფორნიულმა კომპანია Envision-მა წარმოადგინა მონიტორების ახალი ხაზი, რომელიც გამოირჩევა მცირე სისქით, არც თუ ურიგო მახასიათებლებითა და ხელმისაწვდომი ფასით. სულ გამოშვებულ იქნა 4 მოდელი: P2473whL, P2473wL, P2273whL, 2273wL, მათგან პირველი წყვილის ეკრანის დიაგონალი შეადგენს 23,6, ხოლო მეორისა კი - 21,5 დუიმს. დისპლეების ძირითადი მონაცემები კი იდენტურია: ეკრანის გაფართოება - Full HD 1920×1080; ფერთა გადმოცემა - 16,7 მლნ შეფერილობა; შუქდიოდური განათება, პრიალა ეკრანი; სიკაშკაშე - 250 კ/მ2; დინამიური კონტრასტულობა - 50 მლნ :1; გამოხმაურების დრო - 5 მ/წმ; ხედვის კუთხეები - 170/160° ჰორიზონტალურ/ვერტიკალურად; ენერგომოხმარება - 30 ვ, 1 ვ-მდე მომლოდინე რეჟიმში; ვიდეოგასასვლელები D-SUB და DVI; VESA სამაგრი. სახელწოდებაში whL მარკირებიანი მოდელები გამოირჩევიან DHCP-ის მხარდაჭერის მქონე HDMI პორტით და წყვილ ინტეგრირებულ 2 ვ-იანი დინამიკებით. მონიტორებში გამოყენებულია II თაობის ჩვენების საფირმო ტექნოლოგია Envision Display Engine, რომელიც უზრუნველყოფს ვიდეომასალის ვიზუალურ აღქმას - სიმკვეთრის, ფერთა სიმდიდრისა და გამის ავტომატური მომართვით. Envision 73 სერია რუსულ ბაზრებზე ცოტა ხანში გამოჩნდება. 3DNews
-
ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ Ivy Bridge პროცესორების გრაფიკულ ქვესისტემებს გააჩნიათ DirectX 11-ის მხარდაჭერა, თუმცა ამ მხრივ, მომდევნო თაობის Haswell-ის CPU-ებზე აქამდე ინფორმაცია არ ხმაურდებოდა. შვედურ საიტ SweClockers-მა, რომელიღაც როადმაპის სლაიდზე დაყრდნობით, გვაუწყა, რომ ახალ მოდელებს ექნებათ DirectX 11.1 ინტერფეისი. თუ Ivy Bridge პროცესორები გაითვალისწინებენ OpenGL 3.1+-ს, Haswell-ში უკვე უზრუნველყოფილი იქნება OpenGL 3.2+-ის არსებობა. შეგახსენებთ, რომ ისინი გამოშვებულ იქნებიან 22 ნმ ტექნოლოგიის მიხედვით, 2013 წელს. ყოველ შემთხვევაში, ასეა ბაზრის სამაგიდო სეგმენტში.
-
როგორც შემზარავი სახელწოდების მქონე რესურსი Flying Suicide იუწყება, კომპანია Intel-ი გეგმავს თავისებურ 'ოვერქლოქინგის ამნისტიას' Ivy Bridge პროცესორებთან მიმართებაში და ის გაითვალიწინებს არჩევის შესაძლებლობას - რამდენიმე ქარხნულ სიხშირეებს შორის, როგორც ეს კეთდებოდა Pentium თაობის CPU-ების აჩქარების დროს გასული საუკუნის 90-იან წლებში. მაგალითად, მომხმარებელს საშუალება ექნება, რომ დააყენოს ბაზური გენერატორის აღნიშნული მაჩვენებელი 133 მჰზ-ზე, ხოლო შემდეგ კი, ცოტათი (5%-ით) გაზარდოს მისი დონე ამ ზღვარზე მეტად. ეს ჯერ არ არის სრული თავისუფლება, მაგრამ უკვე პროგრესია - Sandy Bridge პროცესორების უნარიანობასთან შედარებით. უცნობია, თუ როგორი იქნება ბაზური გენერატორის 'ალტერნატიული' მაჩვენებლები. Ivy Bridge CPU-ების მეხსიერების კონტროლერს ექნება DDR3-2133 რეჟიმის მხარდაჭერა, ხოლო დედაპლატების მწარმოებლებს საშუალება მიეცემათ უზრუნველყონ DDR3-3000, თუ პარტნიორები შემოგვთავაზებენ შესაბამის მოდულებს.
-
GIGABYTE Sumo Power Silver კვების ბლოკები
X-treme user replied to X-treme user's topic in კვების ბლოკები
ფასები არ იყო მითითებული -
GIGABYTE-მა გამოუშვა Sumo Power Silver სერიის ახალი კვების ბლოკები, რომლებსაც, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, გააჩნიათ იაპონურ ჭიდაობის სახეობის მებრძოლთა მსგავსიმ გრანდიოზული ძალა. მართლაც, ამ ორი პროდუქტის სიმძლავრე შეადგენს 900 და 1200 ვ-ს და გათვლილნი არიან მაღალწარმადოვან გეიმერულ კომპიუტერებზე, რომლებისთვისაც, ეს ტაივანური კომპანია იძლევა გვთავაზობს შესაფერის კორპუს GIGABYTE Sumo-ებს. სიმძლავრის გარდა, რომელიც უზრუნველყოფილია ექვსი 12 ვ-იანი სალტით, ამ ნაწარმების გაფორმება და ტექნიკური მახასიათებლები ერთგვაროვანია. მოწყობილობის წონა 2,5 კგ-ია და მათ შეუძლიათ შემავალი ძაბვის ფართო დიაპაზონის პირობებში მუშაობა: 100-დან 240 ვ-მდე - ცვალებადი დენით, 60/50 გჰ-ზე და გააჩნიათ სიმძლავრის კოეფიციენტის აქტიური კორექცია. პროდუქტებმა მიიღეს სერთიფიკატი 80 Plus Silver, რაც გულისხმობს ენერგიის გარდაქმნის მაღალ ეფექტურობას (მარგი ქმედების კოეფიციენტი - 88%-მდე). სიცოცხლისუნარიანობის გარანტირებული პერიოდი შეადგენს შეუფერხებელი მუშაობის 100 ათას სთ-ს, რაც მიღწეულია განსაკუთრებული ტექნოლოგიებისა და იაპონური წარმოების საიმედო მყარი კონდენსატორების მეშვეობით. Sumo Power Silver-ის დიზაინი შექმნილია ელექტრომაგნიტური ხარვეზების იზოლაციის აუცილებელი გათვალისწინებით. სითბოს ეფექტურად მოცილების მიზნით, გამოყენებულია დიდი ზომის რადიატორი და უხმაურო, 12 სმ-იანი ფენი - გამორთვადი ცისფერი LED-განათებით, კაბელთა მოდულარული გაშლა. Sumo Power Silver 900W/1200W-ს გააჩნიათ დამცავი ფუნქციების მთელი ნაკრები და უსაფრთხოების სერთიფიკატის დიდი ჩამონათვალი. 3DNews
