-
Posts
1717 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
19
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by lasha1616
-
Sony Xperia Z და Xperia ZL ახალი 5" სმარტფონები
lasha1616 replied to Shopen's topic in მობილური სამყარო
არა მანდ სუ სხვა გაგებით ითქვა მანდ ღადავი იყო იმაზე რო პატარა კიარა დიდიაო მარა არც იმხელათი დიდიო როგორიც 5,5 არისო კაია კარგად გამოუვიდა შესავლის გაკეთება, მე გამაცინა და შეასრულა კიდევაც თავისი საქმე -
მაგ ფასში მოგივა ARNOVA–ს პლანშეტები, ჩინური იაფფასიანი ხარისხის არაა. ეგ ეკუთვნის Archos–ის ფირმას და განკუთვნილია დაბალბიუჯეტური მომხმარებლებისთვის. ასე რომ ხარისხზე დარდი არ მოგიწევს. 7 დიუმიანი მოგივა სადღაც 70-80 $–ის ფარგლებში. ოღონდ არააქვს 3 თაობა, უკანა კამერა (წინა აქვს), GPS, USB და გუგლის ლიცენზია (გუგლ ფლეი). აქვს მარტო wi-fi ინტერნეტი. აპლიკაციების დაყენება მოგიწევს ალტერნატიული მარკეტიდან რაც მოყვება ჩვეულებრივ ყველა არა ლიცენზირებულ გუგლის პლანშეტებს. თუ ინტერნეტში საძრომიალოდ გინდა გამოიყენებ თავისუფლად, ჩინურებს კი აჯობებს ყოველშემთხვევაში.
-
Steamroller არქიტექტურა AMD Kaveri APU and Steamroller Core Architectural Enhancements Unveiled http://www.brightsid...s-unveiled.aspx THE SURROUND COMPUTING ERA უფრო ვრცალ PDF ფორმატში http://www.hotchips.org/wp-content/uploads/2012/08/HC24.28.key1-SurroundComputingEra-Papermaster-AMD.pdf
-
პერსონალურ კომპიუტერზე თუ ნოუთბუქზე ამბობ? ნოუთბუქზე შესაბამისი დრაივერი უნდა გეყენოს. პერსონალურ კომპიტუერზე კი ვაიფაი მიმღების დრაივერი
-
ეგ ინფო ინგლისურად. რუსულად თითქმის ვერაფერი ვერ გავიგე http://www.brightsideofnews.com/news/2013/3/5/amd-kaveri-unveiled-pc-architecture-gets-gddr5.aspx 2014–ში GDDR6 მეხსიერება შემოდის http://vr-zone.com/articles/gddr6-memory-coming-in-2014/16359.html#
-
Sony Xperia Z და Xperia ZL ახალი 5" სმარტფონები
lasha1616 replied to Shopen's topic in მობილური სამყარო
რავი N8 ჩვეულებრივად აჩვენებს დღესაც, მოვარდისფრო ფერებიც არააქვს, ყველა ფერს კარგად აჩვენებს. მაინცადამაინც "სულ ოდნავ" უკეთესი ეკრანის გამო იაპონიიდან უნდა გამოვიწერო ტელეფონი? თანაც დოკომოს ბრენდირებული ლოგოთი :| მე როგორც ვიცი იაპონური ბაზრისთვის რასაც უშვებენ იაპონელები ყოველთვის უკეთესია ვიდრე სხვა რეგიონებისთვის გამოშვებულები. ავტოინდუსტრიაშიც დაახლოებით ასეა. აი ეს ვიდეო რუსულად http://youtu.be/GM4bMlz9KEI თუ ბოლომდე უყურებ და რეზულტატს მოუსმენ კაია 3 წუთიდან შეხედე უბრალოდ რა მაგრა აჩვენებს რეტინას ეკრანი ფერებს -
ეგეთი რამე გამიკეთა მეც დაახლოებით ოღონდ მერე თავისით გამოსწორდა კამერას რო ვრთავდი, იმასთან არ ანახებდა არაფერს მერე თავისით გამოსწორდა
-
Sony Xperia Z და Xperia ZL ახალი 5" სმარტფონები
lasha1616 replied to Shopen's topic in მობილური სამყარო
რატო არ ვარგოდა რო? რაც გამოვიდა ჩემ მეგობარს დღემდე ხელში უჭირავს და არაფერი არ მოსვლია, როგორც იყიდა ისევ ისეთია, ძალიან კაი ფერები აქვს, ჩემ ვივაზს ჯობდა მამდვილად. ისე ნოკიას ძალიან კაი კარგი კამერები აქვს ზოგადად. კამერაფონობას რაც შეეხება არამგონია ვინმე სმარტფონით ფოტოგრაფობას აპირებდეს, მაგისთვის არსებობს პროფესიონალური ფოტოაპარატები. ვის სჭირდება ფერების გასწორება სმარტფონებზე თუ ძმა ხარ, მილიონში 1 იქნება ეგეთი. სმარტფონისთვის ჩვეულებრივ 8 მეგაპიქსელზე მეტი გაფართოება საჭირო არცაა. ნომრალურ განათებაში გადაღებული სურათი ისეთი კარგი გამოდის რომ ვერ გაარჩევ სონით გადაიღეს, სამსუნგით თუ ზენიტით :D -
Sony Xperia Z და Xperia ZL ახალი 5" სმარტფონები
lasha1616 replied to Shopen's topic in მობილური სამყარო
Z-ის პლიუსი ისაა რომ წყალგამძლეა, სხვა არაფერი. დიზაინი კიდე გემოვნების ამბავია. სხვა რა დარჩა? უბრალოდ ეგეთი მათხოვარი ეკრანის გამო ნაღდად არ ვარ მაგხელა ფულის გადამხდელი. აგერ იაფფასიან ჰუავეის ფლაგმანს რეტინას ეკრანი აქვს ძველ ფლაგმან NOKIA N8–ს amoled ეკრანი აქვს ცნობისთვის. ნეტა რატომ? :rolleyes: -
Sony Xperia Z და Xperia ZL ახალი 5" სმარტფონები
lasha1616 replied to Shopen's topic in მობილური სამყარო
ეკრანის კონტრასტი ბევრ ვიდეოში ვნახე და აი მართლა პირდაპირი გაგებით აიფონ 5–ის ეკრანი ორჯერ მკაფიოდ და გაცილებით ცოცხლად ასხივებდა ფერებს ვიდრე Z. ფლაგმანი სმარტფონის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ეკრანია რომელიც შეიძლება არ იყოს N1 მაგრამ ერთ ერთი საუკეთესო მაინც უნდა იყოს თავის კლასში. რაცარუნდა დრო გავიდეს AMOLED ეკრანს ყოველთვის შეუნარჩუნდება თავისი პლიუსები და ფასი, რასაც ვერ იტყვი TFT ეკრანზე. ეს სონი კიდე რა გახდა რით ვერ მოეშვა ამ TFT ეკრანებს, ყველა კომპანია რამდენი ხანია როგორც მინიმუმ IPS ეკრანებზეა გადასული, ზოგი SUPER IPS ეკრანებს შვებს. მთელი ინდური და ჩინური ჭ კლასის ფირმები IPS ეკრანებს უშვებს, ამ სონიმ ფლაგმანებში კიარა ყველა კატეგორიაში TFT ეკრანიან სმარტფონებს უშვებს. როცა დაბალფასიან ტელეფონს ეხება საქმე იქ სავსებით საკმარისია TFT დაბალერზოლუციანი ეკრანი მარა როცა ფლაგმანზეა საუბარი, იქ ეკრანის ხარისხი რატო უნდა დაიკიდო ვერ ვხვდები.... თუ აკეთებ საუკეთესოს უნდა იყო საუკეთესო, როგორც აიფონი და გალაქსი. მაგალითად რო თქვა წყალგამძლე ტელეფონიაო და წყალი რო შეეპარება ან არ იკაწრებაო და რო გაიკაწრება მაინც, იგივე მომენტია აქაც ამ შემთხვევაში - უშვებ Full HD ეკრანს, თან ამბობ მაგარი ეკრანიაო და ამ დროს კონტრასტულობა 0! ეკრანის ჩვენება დახრილი კუთხით – ამაზე საერთოდ რა უნდა ვთქვა? იმაზე უარესი გააკეთეს რაც აქამდე ჰქონდათ აუ ერთი ეს ნახეთ უბრალოდ რაა, სხვადასხვა სმარტფონების ეკრანების შედარებაა სხვადასხვა კუთხით http://www.phonearen...mal-camera-mode ეკრანი: Colors get significantly washed out and brightness is diminished when you tilt the phone in any direction რაც შეეხება კამერის ტესტს: indoors the situation is as bad as with most phones ამის მერე სულ დაეცა ჩემ თვალში ამ სმარტფონის ღირსებები. ამისთანა 4 ბირთვიანი CPU და ასევე GPU უკვე რამდენს აქვს? არანაირი განსხვავება არაა სხვებთან შედარებით. სონისგან კარგი კამერა და დიზაინი იყო მისი სავიზიტო ბარათი. მაგრამ უკვე სხვებმაც ისწავლეს ლამაზი და ძლიერი სმარტფონების გამოშვება, ხოდა აქ დაიფარა სონის ღირსებებიც (მარტო მე არ ვფიქრობ ასე) მისი უამრავი კონკურენტებისგან ავიღოთ ერთ–ერთი ლამაზი სმარფონი მაგალითად Huawei Ascend D2 რომელმაც დაანონსების დღიდანვე მიიპყრო ჩემი ყურადღება და სიმპატიები. ოფიციალური საიტი: http://www.huaweidev...eeId=3745&tab=0 შედარება: Huawei Ascend D2 VS Sony Xperia Z http://www.gsmarena....4&idPhone2=5204 ამ ვიდეოს მერე თავად განსაჯეთ რა აკლია სილამაზე თუ ხარისხი? - 5 Inch 1920x1080 443 PPI Super Retina LCD Display - 1.5 GHz Quad Core Processor - 2GB RAM - 32GB On-Board Storage - 13MP Camera With LED Flash - 1080p Video Recording - Water Resistant - 1.3MP 720p Front Facing Camera - 3000 MAh Battery ესეც მტვერ და წყალგამძლეა.ელემენტი აქვს 3000 mAh როცა Z-ს აქვს 2330 mAh ერთადერთი არააქვს: მეხსიერების სლოტი, NFC, 4G ანუ IV თაობა რომელიც პირადად მე საერთოდ არც არასოდეს დამჭირდება. რაც შეეხება ფასებს XPERIA Z ღირს (€600 ევრო) 800 დოლარამდე ევროპაში, წარმომიდგენია აქ რა ეღირება უბრალოდ რატო უნდა დახარჯო მაგხელა ფული როცა უფრო იაფად მოგივა Ascend D2? მისი ფასი GSMarena–ს მიხედვით 480 ევროა ანუ 625 დოლარი 32 GB საკმარისია ჩემთვის ყველაფერში (სადაც ნექსუს 4 გამოვიდა) NFC ვის რაში ჭირდება, მის მაგივრობას ალტერნატიული შესაძლებლობები გვაძლევს IV თაობა კი კაია თუმცა III თაობა სრულიად აკმაყოფილებს უმრავლესობას. ეს ის 3 "მინუსია" რითაც XPERIA Z ჯობია. რაც შეეხება ჩემთვის დიზაინი გემოვნების ამბავია და დავა არ ღირს მგონი. ვიტყვი იმას რომ Ascend D2-ის ღირსება მისი მეტალის კორპუსია რომელიც საკმაოდ მაღალი ტექნოლოგიით მზადდება რაც ჩემთვის ხარისხის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. მე პირადად Z მომწონს ვიზუალურად თუმცა არც Ascend D2 ჩამოუვარდება დიდად. ასევე არის სხვა მინორული განმასხვავებელი ფაქტორები მაგრამ არ ღირს ამაზე საუბარი. არის კიდევ სხვა კონკურენტები მარა ეს კონკრეტული მოდელი Ascend D2 საკმარისია იმისთვის რომ გამოჩნდეს XPERIA Z-ის მინუსები. სანამ სონი არ შეწყვიტავს TFT ეკრანების გამოყენებას, ყოველთვის ბოლო ადგილზე იქნება, თუ უნდათ BRAVIA Engine 3 ჩაუდიათ თუ უნდათ BRAVIA Engine 98745415424 მაინც ვერაფერს ვერ უშველის. ბოლობოლო სადღაც 2 კვირაში GALAXY 4 გამოდის, წარმომიდგენია უკვე N1 იქნება ყველაფერში. ისევე როგორც მისმა წინა თაობებმა არავის არ დაუთმეს პირველობა ანდროიდებში, ამიტომაც 99% დარწმუნებული ვარ GALAXY 4 N1 გახდება. ჯობია 800 დოლარს შევინახავ და გალაქსს დაველოდები :D -
სიახლეები სმარტფონების/პლანშეტების სამყაროდან...
lasha1616 replied to Barca's topic in მობილური სამყარო
არ დააყოვნეს და ჭორის დონეზე გავრცელდა ინფორმაცია HTC ONE-ს კონკურენტი სონისგან Sony Xperia C670X to pack a 4.8in 1080p screen, Snapdragon 600? http://www.gsmarena.com/sony_xperia_c670x_to_pack_a_48_1080p_screen_snapdragon_600-news-5633.php -
ამ თემას უკავშირდება და იყოს ბარემ Crysis 3 Benchmarks | AMD FX 8350 vs Intel i7 3770k - Both Overclocked წყარო: http://teksyndicate.com/videos/crysis-3-benchmarks-amd-fx-8350-vs-intel-i7-3770k-both-overclocked [media=]
-
სიახლეები სმარტფონების/პლანშეტების სამყაროდან...
lasha1616 replied to Barca's topic in მობილური სამყარო
ეგ თუ მართლა მასე იქნება იმას ნიშნავს რომ აქაც გაიყიდება "იაფად" ანუ ჩამოტანა განბაჟების ფული მაინც არ იქნება გადასახდელი. რავიცი რამდენად სარწმუნოა ეგ არ ვიცი მარა პატარა + იქნება ჩვენი ქვეყნისთვის -
რავი მე genius look 1320 მაქვს ძველია მოდელია და XP–ს დრაივერი დავაყენე 7ზეც და 8ზეც. უპრობლემოდ მუშაობდა
-
სიახლეები სმარტფონების/პლანშეტების სამყაროდან...
lasha1616 replied to Barca's topic in მობილური სამყარო
ინტელი დაბრუნდა და საკმაოდ ძლიერიც აღმოჩნდა. უძლიერესი GPU–თი და 2,0Ghz ორბირთვიანი პროცესორით. ბენჩებში ქუალკომის 4 ბირთვიანები გვერდით გადადო http://www.gsmarena....s-news-5608.php ესეც ბენჩმარკების შედეგები http://blog.gsmarena.com/lenovo-k900-hands-on-impressions-and-synthetic-benchmarks/ -
Recommended settings for AMD Radeon™ graphics რეკომენდირებული სეტინგები ამ თამაშისთვის მხოლოდ რადეონ ბარათებისთვის http://blogs.amd.com...best-on-radeon/ აქ ნახეთ ეს თამაში რა ძრავზეა შექმნილი ეფექტების ახალი განზომილებაა http://www.mycryengine.com/index.php?conid=8
-
შეგიძლია ეს თემა გადაიკითხო
-
ეგ nvidia-ს საიტიდან მაქ დაკოპირებული და რადგან მანდ GTX 590 ეწერა ესეიგი GTX 590–ის Quad SLI-ს ყველა მანდ ჩამოთვლილ მაზერებზე გაუშვებ. ზუსტად არ ვიცი მაგათგან ყველას შეუძლია თუარა 690-ის quad sli-ში მუშაობა რადგან მაგალითად ASUS Maximus III Extreme ამ მაზერს ოფიციალურად უწერია Supports NVIDIA® SLI™ Technology / ATI® CrossFireX™ Technology ხოლო ASUS RAMPAGE IV FORMULA ამ მაზერს უწერია როგორც Supports NVIDIA® 4-Way SLI™ Technology ასევე Supports AMD 4-Way CrossFireX Technology მემგონი როგორც ვხვდები თვითნ მაზერს უნდა ჰქონდეს არამარტო SLI არამედ Quad SLI–ის მხარდაჭერაც რათა Quad-ში ამუშაო ვიდეო ბარათები pci-e 1.0 ჰქონდათ დენიკინის დროინდელ მაზერებს და ექსპერიმენტისთვის თუ გაინტერესებს უნდა იმუშაოს უპრობლემოდ. თანამედროვე კომპიუტერულ არქიტექტურაში ითვალისწინებენ ძველ სისტემებთან თავსებადობას.
-
აი აქ არის ჩამონათვალი Quad SLI-ს მაზერებისა რომლებიც შესაძლებლობას გაძლევს გამოიყენო 2 gtx 590 Quad SLI certified motherboards that have the correct connector spacing for use with dual GTX 590s are as follows: ASUS Maximus III Extreme ASUS P6T7 WS Supercomputer ASUS P8P67 Deluxe ASUS P8P67 Pro ASUS P8P67 WS Revolution Asus Rampage III Extreme ASUS Rampage III Formula ASUS Sabertooth P67 DFI LanParty_DK_P55_T3EH9 EVGA P55 E658 EVGA X58 FTW3 Gigabyte GA EX58 Extreme Gigabyte GA-P55-UD5 Gigabyte GA-P67A-UD5 Gigabyte GA-P67A-UD7 Gigabyte GA-X58A-UD7 Gigabyte GA-X58-UD9 MSI Big Bang – Trinergy MSI P67A-GD65 MSI X58 PRO-E არსებობს ასევე 3 Way SLI რაც გულისხმობს 3 ვიდეო კარტის მუშაობას ერთად გარდა: GTX 295, GTX 590, GTX 690 and GTX 460 (680, 670, 580, 570, 480, 470, 465, 285, 280, 275, 260)
-
სიახლეები სმარტფონების/პლანშეტების სამყაროდან...
lasha1616 replied to Barca's topic in მობილური სამყარო
http://www.gsmarena.com/htc_one_vs_iphone_5_camera_shootout_surfaces_we_compare-news-5590.php HTC ONE ცოტა არ იყოს იმედგაცრუების პირველი ნიშნები გამოჩნდა კამერის ტესტებში, თუმცა ორიგინალი ზომის სურათი უკეთესი იქნებოდა ვიდრე რედაქტირებული -
ადრე ტორენტ.რუ რო იყო $$$ მოითხოვეს ისე დავრეგისტრირდი საერთოდ არაფერი გამეგებოდა რატიოსი. ხოდა მერე თუ რამე შეიცვალა იმიტომ ვკითხულობ მე იმენა რუტრეკერიდან მინდა გადმოწერის საშუალება მქონდეს შეუზღუდავი და იმიტო ვიკითხე. მაშინ აზრი არააქვს ამ პროგრამის ხმარებას თუ ულიმიტო გადმოწერის საშალება მაქვს ეხლა 20 GB ატვირთული მაქ, 10 გადმოწერილი Скачано 9.79 GB Отдано 19.15 GB
-
Sony Xperia Z და Xperia ZL ახალი 5" სმარტფონები
lasha1616 replied to Shopen's topic in მობილური სამყარო
ხო ვიცი რო 2 GB აქვს და 1,6 Ghz პროცესორი, უბრალოდ ზედმეტი წერისგან და ტექსტის გადატვირთვისგან თავი შევიკავე. 1,8 Ghz ექნებაო? 1.8 GHz quad-core ARM Cortex-A15 გალაქსი 5 2,0 Ghz- ხო ექნება :D -
რამე ახალი ვერსია არსებობს RATIOს მომატების? თუ პირველივე პოსტში რაცაა იმით ვისარგებლო? რუტრეკერიდან გადმოწერის შესახებ ვერ მიბაგენი წესებსსად უწერიათ. მე მაინტერესებს რამდენი GB შემიძლია გადმოვწერო ისე რო პრობლემა არ შემექმნას შემდეგში გადმოწერაზე
-
KDL-46EX723 < ეს მოდელი გაქვს? მანდ ლინკზე რაც დადე არ ჰქონია AVI-ს მხარდაჭერა, გასწვრივ X ახატია .mvc .flv .mov .rm, .rmvb .mkv .3gp, .3g2 .ogv .divx, .avi < ამ ამ ფორმატებს ყველას X ახატია, ასე რომ ვერ გახსნის რასაც O უწერია იმათ გაგიხსნის ანუ ესენია .mpg, .m2t, .mpe, .mpeg .m2ts, .mts .mp4 შენ გჭირდება რამე კარგი კონვერტერი თავის კრეკით, ქართულ საიტებზე დაძებნე და ნახავ გადააკონვერტირე MP4–ში ოღონდ მაღალი ხარისხით და ეგაა, ხარისხის ცვლილებას ვერც იგრძნობ
