-
Posts
1717 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
19
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by lasha1616
-
თუ ეფლზე შეჩერდები რათქმაუნდა აიფონ 5 თუ ანდროიდზე, მაშინ რაიმე 4 ბირთვიანი, 5 დიუმიანი ეკრანით. აი შოპენმა გირჩია იქსპერია ზ. ისიც დაგიწერა რა პლიუსები აქვს. თუ არ გეჩქარება დაიცადე და შენი ხელით მოსინჯე ყველა. რომელიც მოგეწონება მერე ის იყიდე
-
მოკლედ A10-5800K ისეა თუ ასეა, მაინც იაფი პროცესორი გამოდის i3-თან შედარებით. GT 630–ის დონის ვიდეო კარტა აქვს რომელიც 60-70 დოლარი ღირს. გამოდის რომ მხოლოდ პროცესორი რომ გამოეშვათ GPU-ს გარეშე 50-60 $ ეღიდებოდა. ამიტომაც მგონია რო ფასი/პერფორმანსი ყველაზე კარგი აქვს. II თაობის ყველა A სერიის პროცესორები (Trinity) დაფუძნებულია გაუმჯობესებულ ბულდოზრის ბაზაზე, რომელიც ცნობილია როგორც Piledriver კოდური სახელწოდებით. ამიტომაც ახალი არქიტექტურის პროცესორს მაინცადამაინც ვერ დაარქმევ, თუმცა მასში იყო ახალი ტექნოლოგიები გამოყენებული რაც მის წინამორბედს არ ჰქონდა. რაც შეეხება 2013 წლის A სერიის პროცესორებს ანუ III თაობას, როგორც ვიკიპედია იუწყება, გამოვა კოდური სახელწოდებითSteamroller. განსხვავებით Trinity-სგან, Steamroller დაფუძნებული იქნება სრულიად ახალი თაობის ბულდოზერის ბაზაზე. გადავლენ პროცესორების 32 nm-დან 28 nm წარმოებაზე. ასევე დიდი შანსია რომ პროცესორს ჰქონდესო PCIe 3.0-ის მხარდაჭერა. თანაც AMD უფრო გააუმჯობესებს თავის GPU–ს რათა, თამაშებში, რენდერსა და 3D პროგრამებში კიდევ უფრო კარგი შედეგი აჩვენოს. ამიტომაც მგონია რომ A სერიის პროცესორები იქნება უნივერსაულირ მოხმარების, როგორც პროცესორი და როგორც დისკრეტული ვიდეო კარტა, ისევ და ისევ იაფად! წინასწარი გათვლებით ძლიერდება თითო ბირთვის "კვება" და შესაბამისად იზრდება წარმადობა, ასევე აუმჯობესებს შედეგს ვატი/წარმადობა. ასევე აპირებს L1 ქეშ მეხსიერების გადიდებას და რაღაც ნაწილის გადაკეთებას, რომელსაც ქეშ მეხსიერება აღარ ერქმევაო. საბოლოოდ შექმნიან ისეთ ქეშ სისტემის სტრუქტურას რომელიც ზუსტად სენდი ბრიჯის იდენტური იქნებაო. AMD არ ამბობს ჯერ ჯერობით ყველაფერს და კონკრეტული ციფრების დასახელება ჯერ ადრეაო. ასევე ცნობილია რომ L2 ქეშ მეხსიერება იქნება ცვალებადი სიდიდის, რომელიც დამოკიდებულია დატვირთვაზე, ზომაში ცვლა ხდება 1/4 ინტერვალით, ითიშება ის ნაწილი რომელიც საჭირო არაა, კვების მიწოდების შეზღუდვით. იდეაში მგონი ენერგიის მოხმარების შემცირებისთვის კეთდებაო. ასევე ენერგო მოხმარების შემცირებისკენ AMD გიგანტურ ნაბიჯებს დგამს. თუმცა ეს ყველაფერი არაა ინტელი ჰასველის გამოსაშვებად ემზადება და ვნახოთ რა კომპრომისებზე წასვლა მოუწევს ერთმანეთს კონკურენციის გასაწევად. რავი ამ სურათებზე თუ რამეს გაიგებთ რა წერია არ ვიცი მარა რევიუ აქ წერია http://www.anandtech.com/show/6201/amd-details-its-3rd-gen-steamroller-architecture
-
AMD-ს ადგილი იაფ სეგმენტშია ასე რომ დანარჩენი ინტელისაა და ამაზე სადაო არაფერია მეორე ფრონტი NVIDIA-სთან აქვს გახსნილი იქ მემგონი 50-50ზეა საქმე
-
3450-ს ფასად ბარემ 2500k იყიდე და ვიდეო კარტა რაღად გინდა :D
-
ხო ტელეფონზე გითხარი :D/> არა ცუდი რატოა კაცო, მაგარი სმარტფონია. მაგ ფასად უპრობლემოდ უნდა გაიყიდოს, მაგის პლიუსი ისაა რო დიდი ეკრანი აქვს და ნორმალური ჰარდი. ყველაფერში გეყოფა. თემიდან რომ არ გადავუხვიოთ აი ასეთი შეფასება დაიმსახურე ამ პროცესორმა, რევიუ http://en.ocworkbench.com/tech/review-of-biostar-hi-fi-a85x-socket-fm2-trinity-motherboard-with-a10-5800k-processor/16/ Category Score Performance 9 / 10 Features 9 / 10 Ease Of Installation 9 / 10 Overclocking Features 9 / 10 Documentation 9 / 10 Packaging 10 / 10 Cost / Performance 10 / 10 Overall Rating : 9.3 / 10 აი კიდევ საინტერესო ტესტები, შემდეგი გვერდებიც ნახეთ http://www.hardwareh...erformance.html
-
ვაა 300 გელაში ყიდი? ჩემი ვივაზი 280ში გავყიდე, სონი ერიქსონის დიდი გულშემატკივარი აღმოჩნდა არა მეთქი მარა ბოლოს დავფიქრდი და გავატანე. სიმბიანის დედაც ვატირე თორე კიდე კაი ხანს მექნებოდა ჰასველს დაველოდები ვნახოთ რამდენად გაუმჯობესებული იქნება მის წინამორბედთან. შარშან ოქტომბერში ვაპირებდი A10 5800k-ს ყიდვას მარა ფინანსები არ შეგროვდა...
-
ლინკსისის აიღე და ისიამოვნე 100 $ ძაან კარგს იყიდი
-
რანაირათაა გახევა მანდ სად ჩანს ერთი რომელ ტესტზე მეუბნები აბა? იქნებ მე ვერ ვხედავ რომელზე ამბობ http://www.anandtech...duct/675?vs=677 ზუსტად ამ ტესტებში ყველაფერი რომ შევაჯამოდ ერთნაირი სიმძლავრის პროცესორები გამოდის. აი ოდნავ ჯობია თამაშებში ეგ i3 სულ ესაა და ეს. გახევა ჰქვია i7 რო შეგედარებინა. უბრალოდ რადგან AMD–ს ბირთვი სუსტია ინტელზე, 1 ბირთვიან ტესტებში მუდამ ინტელი იმარჯვებს, აბა AMD-ს 2 ბირთვი შეადარეთ ინტელის 1 ბირთვს? ამას რატო არ ფიქრობთ? იმიტომ რომ AMD თავის 2 ბირთვს იგივე ფასში (უფრო იაფადაც კი) ყიდის რამდნშიც ინტელი 1 ბირთვს. ამიტომ ერთ ბირთვიან ტესტებში პროპორციულობა რომ არ დაირღვეს ინტელის და AMD-ს თითო თით ბირთვები კიარა, ინტელის 1 ბირთვზე AMD-ს 2 ბირთვი უნდა შეადარო – იმიტომ რომ ერთი ფასი აქვთ, ასე უმკლავდება AMD თავის კონკურენტს. აქაა ტესტები და იქნებ გავაცნობიეროდ როგორმე SINGLE MULTI აი რომ დავარაზგონოთ 4,4 GHZ-ზე ტესტები SINGLE MULTI ეხლა ცოტა სხვა ტესტები დავდოთ, იმისათვის რომ დავრწმუნდეთ რისი ტრაკი აქვს 3D MODELING აი ფოტოშოფიც 3dsmax 9 & POV-ray ფაილის კომპრესია/დეკომპრესია File Compression/Decompression Performance Video Transcoding Performance x264 HD 3.03 Benchmark ამავე ტესტშს ბოლოში წერია ეს: The A10 offers similar performance to the Core i3 3220 at a lower price. აჰა ეს ფაქტი ამტკიცებს ჩემს ნათქვამს და რა შეუკიკინეთ ამ ბირთვებს ვეღარგავიგე... გარკვევით წერია რომ A10 გაძლევს იგივე პერფორმანს უფრო იაფად რასაც i3 პროცესორიო. ყველა ტესტებში აჯობა A10-მა და კიდე გინების ღირსია AMD? უბრალოდ უსამართლობაა არაობიექტურად საუბრობთ. თანაც A10-ის დამზადება უფრო იაფი ჯდება, ანუ იაფფასიანი პროცესორია ვიდრე i3 და მაინც იმხელა პოტენციალი აქვს რომ i3-ებს ტოლს არ უდებს... დამავიწყდა ეს ტესტები აღებულია აქედან და თავად ნახეთ http://www.tomshardw...mance,3304.html
-
ხოდა მაგას ვამბობ მეც რომ ეს ჰაი ენდ პროცესორი რომელიც 130$ ღირს, ინტელის ლოვენდ დონისაა და იაფ სეგმენტში ყველაზე ოპტიმალური ფასი/წარმადობა გააჩნია. რო ამბობთ ინტელი გახევსო, რატო ვერ ხევს ტესტებში ახალი i3? მე ეხლა და აქამდეც ვამბობდი რომ, თუ ფული მაქ წავალ და i7-ს ვიყიდი მაგრამ როცა დაბალ ფასიან პროცესორზე მიდგება საუბარი იქ AMD საუკეთესო ვარიანტია, სხვა არაფერი. სად დაინახეთ რომ ინტელს რამე ასწორად შევუფასე? სად დაინახეთ ჩემი ნათქვამი სადაც ვამბობ A10 ინტელის i5-ს ჯობია თქო? ეხლა i3-ს თუ იყიდი დიდად არაფრით ჩამორჩება A10-5800K–ს პროცესორში მარა ვალდებული ხარ ვიდეო კარტა მიუყენო თამაშებისთვის რაც დამატებით ხარჯებს გულისხმობს. ხოდა AMD–ს პოლიტიკაც ისაა რომ ყველაფერი გაერთიანებულია 1 პროცესორში რომ მყიდველს რაც შეიძლება დაბალ ფასად მისცეს, რაზგონის საშუალებაც, მინიმალურ დონეზე თამაშის საშუალება რასაც ახალი i3 ვერ გაძლევს. A10-5800K გაძლევს ყველა იმ შესაძლებლობას რაც სრულიად საკმარისია ნებისმიერი სამუშაოს შესრულებაში, რენდერი იქნება თუ 3D პროგრამები. არასწორი შეფასებაა ისიც რომ ამბობთ ჰაიენდის რატო ადარებთ ინტელის ლოუ ენდსო. ყველაფრის მიზეზი არის ფასი და იმიტო. სად აქვს AMD-ს ისეთი პროცესორი რომელიც i7-ის ფასი ეღირება? არააქვს, იმიტომ რომ კონკრენციას ვერ უწევს! ხოდა არც ადებს თავის პროცესორებს ისეთ ფასს რომ i7-ს ყიდულობდე! თუ გაქ ფული და გამდირდრდი, წახვალ და იყიდი იმ i7-ს და მორჩება ყველაფერი. უბრალოდ AMD აკეთებს ისეთ პროცესორს რომელიც იაფი მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად სრულიად საკმარისია და ამაში დავა არ ღირს როცა ამდენი ფაქტები დევს. ყველაფერს ხევს სეენდი E პროცესორები და მაშინ თუ ტრაკი მაქ რო ვიყიდო i3-ს რატო ვიყიდი? ყველაფრის მიზეზი არის ფული, ვინ როგორ აკეთებს ფულს ეს ინტელის და ამდ–ს პოლიტიკაა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ერთი–მეორის კომპრომისები გამოვიყენოთ და არა ბრენდისტებივით ვილაპრაკოთ
-
შენ კომენტარზე ზუსტად ეს რევიუა დაწერილი, ჯობია პირდაპირ ბოლო გვერდზე გადახვიდე დასკვნის წასაკითხათ. ასევე საინტერესო იქნება ყველასთვის ვინც წაიკითხავს http://www.tomshardw...mance,3304.html And, even as AMD struggles to catch Intel in more general desktop application performance and efficiency, graphics is one segment where Intel plays follow-the-leader. თუ აპლიკაციებში ინტელის პროცესორი ლიდერობს, ვიდეო გრაფიკაში პირიქითააო. AMD განაგრძობს კიდევ უფრო მძლავრი GPU-ს შექმნას შემდეგი თაობის პროცესორში, ასე რომ FULL HD-ზე ინტეგრირებულით თამაში, სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. AMD A10-5800K - Value & Conclusion აქ გადახედეთ დასკვნას http://www.techpower...U_Review/9.html ეს კი მეორე რევიუ, გადახედე ნებისმიერ ბენჩმარკს და ნახე სადაა i3 და სად A10-5800K. ზუტად იმ პროცესორების ბენჩმარკებია, რომელებზედაც ეს თემაა გახსნილი http://www.tomshardw...iency,3315.html შენ თუ მხოლოდ პროცესორს იმით საზღვრავ რომ HD 7990 ან GTX 690 სადღაც დაალიმიტებს და ნებისმიერი თამაში მხოლოდ 2 ბირთვს იყენებს და 4 ბირთვი რა სააჭიროა, მაშინ რაღათ მინდა i7 ამიხსენი? მოდი ვიყიდი ამ დალოცვილ i3 540-ს და ვიქნები მარადიულად კმაყოფილი, არც ვიდეო კარტა დაალიმიტებს და თამაშებში 2 ბირთვზე მეტი საჭირო არ იქნება, თანაც იაფია. ესეიგი 2013 წელს i3-ზე პროცესორის ყიდვა რო უნდოდეს კაცს i3 540-ს აურჩევ ხო? ეტყვი არასოდეს დაალიმიტებს ვიდეო კარტა და თამაშებში 2 ბირთვზე მეტი საჭირო არააო? რა ლოგიკაა ვერ ვხვდები ვერანაირად, ბრენდისტივით ლაპარაკობთ უმრავლესობა. ფაქტი სახეზეა: WinRAR, WinZip 16.5, 7-Zip, Adobe Premiere Pro CS6, Adobe After Effects CS6, Adobe Photoshop CS6 (64-Bit), ABBYY FineReader, 3ds Max 2012, Adobe Acrobat X Professional, Visual Studio 2010 ამ ყველაფერში გაიბენჩა 2-3 ტესტის გარდა ყველაფერში აჯობა i3 3225 პროცესორს. აქ მაინც ნახეთ შედარება ზოგ ტესტებშ ერთნაირი შედეგია, ზოგში AMD ჯობია ზოგში პირიქით. რო დაარაზგონო კიდე უკეთეს შედეგს აჩვენებს. http://www.anandtech...duct/675?vs=677 თითქმის ერთნაირი ფასი ადევთ ორივეს, თუმცა ინტელი ოდნავ ძვირია 145$ http://www.newegg.co...N82E16819116774 სხვათაშორის A10-5800K პროცესორის წარმოების თვიღთირებულება გაცილებით იაფია ვიდრე ინტელის პროცესორები, აქედან გამომდინარე გარკვეული დროის შემდეგ A10-5800K-ს ფასი დაეცემა 100 დოლარზე როცა ეგ i3 ისევ 145$ ეღირება. და ამის მერე მაინც გაიძახით, i3 მაგარიაო ერთად ერთი ინტელის პლიუსი ისაა რომ, გაძლიერებას თუ გადაწყვეტ ჩადგავ i5-ს ან i7-ს. აი მხოლოდ ამის გამო ღირს i3-ზე კომპის აწყობას რაშიც გეთანხმები.
-
არა კაცო G440 უფრო მაგარია :babu:
-
მგონი ცოტა არასწორ ინფორმაციას ავრცელებ ამბობ ადრე ფასებით მაინც უწევდნენო კონკურენციასო. AMD ყოველთვის აიაფებდა თავის პროცესორებს და ეხლაც აიაფებს. ინტელზე რა შეგიძლია თქვა? რომ ავიღოთ AMD A8-3870K პროცესორი, გამოვიდა 2011 წლის დეკემბერში. თავიდანვე ღირდა 130-140 $ ეხლა კიდე 90 $ ღირს. გაიაფდა 40-50 დოლარით! შეგიძლია გადაამოწმო http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16819106001 ეხლა ავიღოთ ინტელის პროცესორი სენდიზე, ყველაზე სუსტი i3-ებში 2100, რომელიც გამოვიდა 2011 წლის თებერვალში. გამოსვლისთანავე მისი ფასი იყო 120 $ და ეხლაც 120 $ ღირს. კაპიკიც არ მოკლებია! შეგიძლია გადაამოწმო http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16819115078 დასკვა აქედან ამ ორ კონკრეტულ მაგალითზე: AMD-მ უფრო მალე გააიაფა პროცესორი ვიდრე ინტელი ოდესღაც გააიაფებს ეხლა მოდი და შეადარე როგორ უნდა აჯობოს 90 დოლარიანმა პროცესორმა 120 დოლარიან პროცესორს? მოდი ახლა პირიქით ვქნათ, AMD-ს 90 დოლარიანს რამე სენდის 90 დოლარიანი პროცესორი შევადაროთ, მაგალითად G სერიიდან Intel Pentium G870 რომლის ფასიც ზუსტად 90 დოლარია. გადაამოწმეთ http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16819116521&Tpk=intel%20g870 მოდი ეხლა ვიტყვი, ნახე ინტელის კორპორაცია რა გოიმები არიან, რაზგონი არააქვს მაგათ 90 დოლარიან პროცესორს, არც ტურბო არააქვს. რატო უნდა ვიყიდო ინტელის პენტიუმი გასაგდებია და ა.შ. სწორი მიდგომაა ეხლა ესეთი შეხედულება ინტელზე? გავა დრო და AMD A8-3870K კიდევ უფრო გაიაფდება, მერე 2-3 წელში A10 5800K გახდება 90 დოლარი. ეგ i3 2100 კი ისევ 120 $ დარჩება, ისევე როგორც 2500K-ს 220 $ ასე რომ AMD საუკეთესო შესაძლებლობას გთავაზობს იმავე ფასად რასაც ინტელი LOW END სეგმენტში არ გაძლევს. შეადარეთ თამაშებში AMD A8-3870K აჯობებს თუ Intel Pentium G870 ინტეგრირებული გრაფიკით? თანაც გაძლევს რაზგონის საშუალებას დალოცვილი. მეტი რაღას ითხოვთ ეხლა. რომელიღაცა ბენჩმარკში ინტელის ბირთვი 1-2 წამით გაასწრებს AMD-ს ბირთვს, საერთოდ არ მანაღვლებს როცა საუბარია 200 $-მდე პროცესორებზე. თანაც A8-3870K ზოგიერთ ბენჩმარკში i3-ზე უკეთესს შედეგს აჩვენებს. უბრალოდ ხალხი ჩაციკლულია ინტელი ინტელი ინტელი... თუ ასეთი კეთილშობილია ეს ინტელი, რატო არ აძლევს i3-ებს რაზგონის საშუალებას? მისცეს დაბალბიუჯეტიან მომხმარებელს თუნდაც სენდის და ივის პენტიუმზე რაზგონის საშუალება, რატო არ აძლევს? კაცი ivy i3 პროცესორიდან რო პირველ თაობა i3-ზე გადადის რაზგონის გამო ზნაჩით უფულო ხარ იმიტორო ვერ ყიდულობ 220 დოლარიან 2500K-ს. იმის მაგრივრად რომ UPGRADE-ზე იფიქრო და ნაბიჯი წინ გადადგა DOWNGRADE-ს აკეთებ ეს იგივე შედარებაა რომ ხელში 5 000 $ მქონდეს და ფერარს ვნატრულობდე... ეს ხო აუხდენელი ოცნებაა, თორე მეც კი ვიცი რო i7 ყველას ჯობია. როცა არ გაქ ამხელა ფული და ყიდულობ 100 დოლარიან პროცესორს თანაც ისიც ტურბოს გარეშე, რაზგონის გარეშე, დაბალი დონის ინტეგრირებულით სამაგიეროდ ინტელია ხოა რაც მთავარია 90 დოლარად თუ AMD A8-3870K-ზე უკეთესი პროცესორი არსებობს თქვენ მითხარით და იმას ვიყიდი. ან რაში არ უნდა მეყოს A8-3870K პროცესორი მაინც ვერ გამიგია, საიტებს ვერ გამიხსნის, HD ვიდეოზე გამიჭედავს თუ რაში არ მეყოფა ერთი? P.S. მართალია აქ საუბარი A10 5800K-ზე არის მაგრამ ზუსტად იგივე გამოდის რაც A8-3870K-ზე ვილაპარაკე. უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრით AMD A10-5800K მირჩევნია დასაჭურისებულ Intel Core i3-3225-ს.
-
Sony Xperia Z და Xperia ZL ახალი 5" სმარტფონები
lasha1616 replied to Shopen's topic in მობილური სამყარო
სიახლეც ასე დროული უნდა მემგონი ეს (და არამარტო სონის) სმარტფონი იქნება ის შუალედი რომლის მოთხოვნაც არც მეტი არც ნაკლები ყველა კატეგორიის ადამიანს დააკმაყოფილებს. რაცარუნდა ძლიერი და მაგარი სმარტფონები გამოუშვან, ეს 4 ბირთვიანი და ადრენო 320 საკმარისი იქნება მსოფლიო მოსახლეობის 90% მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მობილურ სეგმენტში -
პირველი ჯობია ისე ამ მეორე ტელეფონს 1 დიდი ნაკლი აქვს თორემ მაგ ფასად კაი მობილურია, უბრალოდ სიმბიანზეა და მაგიტო გავყიდე მეც თუ მეორადებს ყიდულობ იბეიდან იყიდე, ამაზონიდან ცოტა არაა მთლად კაი არჩევანი
-
1 თვეში დაგიბრუნდება ნუ დარდობ მოკლედ ამაზონიდან გამოწერა იმდენად ადვილია რომ უბრალოდ აღარავინ იღებს ვიდეოს. მაგალითად usa2georgia ან მსგავსი გადამზიდი კომპანიები ყველანაირ ინფორმაციას გაწვდიან რათა გამოწერაში პრობლემა არ შეიქმნას მე ისეც მიქნია ლინკსის როუტერის გამოწერა მინდოდა ოფიციალური საიტიდან და გამზადებული, იყო უკვე შიფინგზე იდგა და დავაქენსელე ფული არ წაუღიათ და არც გამომიწერია... ასე რომ ენდეთ სერიოზულ საიტებს, ეჭვის ფაქტორი შეგიძლიათ 0 გქონდეთ
-
ამ ორიდან რომელი ჯობია რომ გამოვიყენო? Windows Loader by DAZ official Thread Trilogy
-
ხალხნო რამე უბრალო მინდა რა, არ მინდა უახლესი ვერსია უბრალოდ რამე ცოტა მოძველებული ხაკინტოში რომელიც ზედმეტი წვალების გარეშე დაყენდება რომელია? რომელი ვერსია ყენდება ყველაზე მარტივად შეგიძლიათ მითხრათ? და ლინკებს თუ მომცემც საიდანაც გადმოვწერ და ინსტალაციის მეთოდებია ახსნილი მადლობელი დაგრჩებით
-
ვინჩესტერი ფუჭდება ნელ-ნელა და რამე ეშველება ?
lasha1616 replied to levani lipartia's topic in დახმარება
ეგ მაგნიტური არაა და არც მაგნიტურობას კარგავს თვითონ ბედ სექტორების გაჩენა შეიძლება გამოწვეული იყოს მტვრის ან მექანიკური დაზიანების შემთხვევაში. სხვა იდეა არ მაქვს ბიოსიდან SMART ფუნქცია ჩართე და ვინდოუსის ჩატვირთვამდე უნდა ამოაგდოს რაღაც ერორი. ჩემ მეზობელს ერორს უგდებდა, ყუარდღება არ მიაქცია მიუხედავად იმისა რომ გავაფრხილე და ვუთხარი, ვინჩესტერი დაგებრიდება თქო. ისე აუხდა ჩემი ნათქვამი -
ხო მასეა, მთავარია პერფორმანსი და რამდენი FPS აქვს მაგრამ, დაბალი სეგმენტის ტელეფონებში HD აქვს თუ არა მემგონი მომხმარებლის მხრიდან უფრო იმიჯის საკითხია. ეგრე რამდენი 5 მეგაპიქსელიანი სმარტფონები იღებენ Full HD ხარისხით ვიდეოს მაგრამ იმის ფასი შეადარე და მერე ამისი საქმე საქმეზე რო მიდგეს 1,3 მეგაპიქსელიანი კამერითაც იღებენ HD ვიდეოს მაგრამ, აქ საუბარი შეუძლია არ შეუძლიაზე არ მქონდა, უბრალოდ ყველა სეგმენტს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისება გააჩნია და გაუგებარი არ უნდა გახდეს მგონი ეს
-
თუ იმას გაითვალისწინებ რომ ეგ სპეციალურადაა გაკეთებული, კაი იქნება სონი ერიქსონ ვივაზს (სიმბიანზეა) აქვს ბოლობოლო HD ვიდეო და მაგაში რატო გაუჭირდებოდათ? აქვე უნდა ავღნიშნო 1 ფაქტი, მიუხედავად იმისა რომ ჩემ ვივაზს ჰქონდა როგორც HD ასევე VGA ხარისხი, ვიდეო გადაღებების 99% სულ VGA ხარისხით მქონდა ჩაწერილი. ძალიან იშვიადათ HD ხარისხით გადამეღო, იმიტომ რომ VGA ხარისხში გადაღებული ვიდეო ბევრად უფრო რეალური გამოდის ვიდრე HD-ში. როცა ვიღებდი HD ხარისხში, ვიდეოში იგრძნობოდა დაგვიანებული მოძრაობა, რასაც ვერ ვიტყოდი VGA-ზე. ამიტომაც მაგ ტელეფონს VGA ექნება თუ HD არსებითი მნიშვნელობა არააქვს. ეს სონიმ ძალიან კარგად იცის და მაგიტომაც არ წუხდება LOW-END სეგმენტის ტელეფონს HD ვიდეოების გადაღება შეაძლებინოს. (თუმცა თუ სონის მოეხუშტურება შემდეგ განახლებაზე თუ უნდა ჩაურთავს HD ვიდეოს მაგრამ ამით მგონი არაფერი შეიცვლება) რაც შეეხება მაგ ტელეფონს სონის არასოდეს გამოუშვია არც გალაქსის კონკურენტი და არც აიფონ 5-ის კონკურენტი. ეგ ტელეფონი ჯეიმს ბონდის ბოლო სერიაშიც არის როგორც მისი ტელეფონი მთავარ როლში ჩვენ კი დაველოდოთ მომავლისთვის დააპირებს მის კონკურენტის შექმნას ასე რომ მოვიცადოთ
-
სიახლეები სმარტფონების/პლანშეტების სამყაროდან...
lasha1616 replied to Barca's topic in მობილური სამყარო
ველოდებით აბა 8 იანვარს ცივილაზიიც განვითარების საერთაშორისო დემონსტრაციას ლას ვეგასში Rumor: Sony Yuga to be called Xperia Z, to get IP57 certification http://www.gsmarena.com/rumor_sony_yuga_to_be_called_xperia_z_to_get_ip57_certification-news-5242.php როგოც გავიგე, ერთ ერთი მთავარი თვისებაა ეკრანზე ჩვენების შენარჩუნება ნათელ ადგილებში One of the key features of the Sony Xperia Z will be the 5" 1080p screen. It will reportedly use Sony's OptiContrast technology (Xperia V and Xperia Tablet S use the same tech). Sony mostly uses it on TV's to reduce glare. -
სიახლეები სმარტფონების/პლანშეტების სამყაროდან...
lasha1616 replied to Barca's topic in მობილური სამყარო
ეგრეა ეგრე სანამ არ გამოვა წინასწარ ჭორებს ვერ ენდობი -
იბეიზე მოუვა კაი მოვლილი ისე კი არქოსები მოუვა მაგ ვასად
-
- 1
-
-
სიახლეები სმარტფონების/პლანშეტების სამყაროდან...
lasha1616 replied to Barca's topic in მობილური სამყარო
სონი ახალ მონსტრს გვიმზადებს ახლო მომავალში Sony Yuga Samsung Exynos 5 Quad CPU 3GB of RAM 5-inch OLED display Full HD 128GB storage 16-megapixel camera 3000mAh battery Water and Dust resistant IR blaster რამდენად გამართლდება ეს ინფორმაცია არ ვიცი მაგრამ, თუ ეს მართლა გამოვიდა უდაოდ ბესტსელერი გახდება http://www.androidauthority.com/sony-yuga-feature-galaxy-note-3-chip-3gb-ram-128gb-storage-unveiled-ces-2013-139845/ -
ჩემ შემთხვევაში ამდენი წლების განმავლობაში ავასტმა ჩემი ნდობა მოიპოვა, იმიტორო რამდენჯერაც დამივირუსდა კომპი იმდენჯერვე მიშველა. რასაც ავირაზე (ქოლგა როა ) ვერ ვიტყვი, ადრე სადღაც 2008-2009 წლებში ერთი პერიოდი მეყენა და ვერ მიშველა. მერე ავასტი რომ გადავატარე დარჩენილი ვირუსები იპოვა და კომპიც გამოაჯანმრთელა. ეხლა შეიძლება გამოსწორეს სიტუაცია მაგრამ ადრე რაღაც ვირუსები გამოეპარა.... ავასტს რაც შეეხება უფასო ვერსია ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ნუ ავასტმა რა ევოლუციაც განიცადა თითქმის ყველა სიახლე გამოვცადე და ვფიქრობ რომ ერთ ერთი კარგი ანტივირუსია. გამორთულ კომპზე ვინჩესტერს ასკანირებს Boot scan (ვინდოუსის ჩატვირთვამდე) აქვს SandBox ფუნქცია, რისი მოვალეობაცაა ფაილის ინსტალაცია თვითონ ავასტის მიერ და თუ სუფთა ფაილებს შეიცავს, მაშინ შეგიძლია დააინსტალირო, თუკი საინსტალაციო ფაილებში ვირუსი აღმოაჩინა ამას გაფრთხილებს. ასევე აქვს Cloud სერვისი რაც ყოველდღიური განაახლებს საშუალებას იძლევა ახალი ვირუსების შესახებ და კიდევ ბევრი Feature აქვს, თუ ვინმეს აინტერესებს აგერ ლინკი http://en.wikipedia....Avast!#Features ნუ მე სხვა ანტივირუს არ ვიყენებ და არც ვიცი რომელს რა ფუნქციები აქვს მაგრამ რაც მე პირადად ავასტზე ვიცი ესენია. თანაც უფასო ვერსიას 1 თვის მერე ვადა გასდის, 2 კვირაში კი ისევ 1 თვიანი ვადა ავტომატურად ირთვება. ეს პირადად ჩემი კომპის ბოლო 6 თვის ანალიზია. ამდენი ხნის განმავლობაში 1 ინფიცირებული ფაილი იპოვა ისიც მგონი ფლეშკიდან. ასე რომ ჩემი აზრით ამ ანტივირუსს უნდა ენდოს კაცი თავისუფლად.
