-
Posts
1717 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
19
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by lasha1616
-
ეს რა მაგარი საიტი ყოფილა, რაც კი მინდოდა ყველაფერია მანდ THX
-
როგორც წინა გვერდზე ვერდიქტი გამოვიტანე 8 ბირთვიანზე, დღეს გამოიტანა ნათესავმა. რავი ჩემ ხელებზე კარგად მოერგო, არანაირი პრობლემა არ შემქმნია. მობილურს რაც შეეხება დასაწუნი არაფერი არააქ. იმდენი ფუნქციები აქვს რომ რავი.... მომეწონა ერთი სიტყვით თუმცა ძალიან მსუბუქი და თხელია. არანაირი დაბრკოლება არ ჰქონია. ერთადერთი სკაიპი რომ დავაყენეთ და კამერა ჩავრთეთ ავტომატურად დარსტარტდა. არ ცხელდებოდა და ელემენტიც კარგად იზოგებოდა. ვიზუალურად მაინცადამაინც არ ბრწყინავს, ანუ ერთი შეხედვით დიდი გადასარევი არაფერი არაა მაგრამ არაფერს ვუწუნებ. მაგარი თამაშები საიდან ჩავწერო თუ დამაკვალიანებთ ძალიან დამავალებთ. PES 2013 ან რამე კარგი ფეხბურთი საიდან გადმოვწერო?
-
ეგ 8 ბირთვიანი ექსინოსი 4 ბირთვიან ქუალკომთან შედარებით რთული არქიტექტურის მქონდეა და ოპტიმიზაცია უფრო ძნელი იქნება მისთვის. ბევრი წვალების მერე რათქმაუნდა განახლებას გამოუშვებენ და გაუმჯობესებასაც ვიხილავთ მაგრამ მაინც ძალიან ძნელია გახადო ჩიპი ძლიერიც და ეკონომიურიც. თანაც ეს ყველაფერი დამოკიდებულია მის არქიტექტურაზე, რამდენად შესაძლებელია იმ პოტენციის გამოყენება რაც 8 ბირთვიანს აქვს. დაველოდოთ იქნებ ცოტახანში ისეთი სოფტი გამოუშვან მართლა ყველა გაგვაკვირვოს. არაფერია გამორიცხული. ისე თუ ცოტასაც მოვიცდით ბარემ S800 გამოდის და ახლო მომავალში ღირს მგონი ლოდინი, ვისაც S3 აქვს მართლა არაფერი არ გაქვთ საჩქარო
-
იდეაში 8 ბირთვიანი არქიტექტურა სწორედ მაგისთვის იყო რომ დაბალი ენერგომოხმარება ჰქონოდა, აბა სხვა რისთვის? სნაპდრაგონი დაიხვეწა და სოფტის განახლების შემდეგ მართლაც სოლიდურად გაიზარდა ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა, შეიძლება ითქვას არც მოველოდი ეგეთ შედეგს. ისიც არაა გამორიცხული რომ, ცოტახანში კიდევ უფრო დახვეწონ სოფტი და კიდევ უფრო გაზარდონ ელემენტის სიცოცხლე, მემგონი სამსუნგს ბოლომდე არ დაუმთავრებია თავისი საქმე, რამდენიმე თვეში ახალ გაუმჯობესებულ შედეგებს ვიხილავთ სნაპდრაგონის ჩიპზე ენერგომოხმარების კუთხით. რაც შეეხება ექსინოსს, არც ისე ცოტა წვალება დასჭირდებათ რათა ენერგომოხმარების კუთხით სნაპდრაგონს მაინც დაეწიონ ჯერ, რომ არაფერი ვთქვათ გასწრებაზე. რა აზრი ექნება ისეთ 8 ბირთვიანს სადაც მისი სიმძლავრე 4 ბირთვიანს გაუტოლდება და ენერგომოხმარებაში ჩამორჩება? მაგას ჯობდა ისევ 4 ბირთვიანი ყოფილიყო ახალი ექსინოსი და უფრო სერიოზული შედეგი მიეღო ენერგომოხმარების კუთხით. მემგონი ექსინოსზე ჯერ არანაირი განახლება არ გამოსულა და ვნახოთ რა შედეგს მოიტანს. წესით S4 ექსინოსზე უნდა მერჩივნოს უკეთესი ვიდეოს ხარჯზე მარა ვიდეო ბენჩებშიც მგონი ერთიდაიგივე შედეგები აქვთ :| ხო მარა სნაპდრაგონისგან არც არავინ მოითხოვდა დაბალ ენერგომოხმარებას, როცა 8 ბირთვიან ექსინოსს მოეთხოვება რომ იყოს დაბალი ენერგომოხმარების მქონე. დაველოდოთ სისტემის ოპტიმიზაციას. ენერგომოხმარება დღეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პროცესორის სიმძლავრე. მიუხედავად ყველაფრისა მაინც ძლიერი სმარტფონებია უბრალოდ, დრო გვიჩვენებს რომელია უკეთესი
-
ვაა არადა ექსინოსის პლიუსი ხომ დაბალი ენერგომოხმარებაა? რატომ ვერ აჩვენა S600-ზე უკეთესი შედეგები ენერგომოხმარებაში? ბენჩებში შეიძლება ითქვას სხვაობა არის 1-3% და ამის გამო ექსინოსის ყიდვა არ ღირს, როცა ექსინოსი ბევრად მეტ ენერგიას მოიხმარს ვიდრე S600.
-
ცოტა რამ რიჩლანდზე http://youtu.be/-k4kiKJsMTQ
-
რატომღაც Nvidia–ს დრაივერის დაყენების მერე არ ირთვებოდა Win 8. ზუსტად იგივე პრობლემა ჰქონდა აქ ერთ–ერთ იუზერს. ორივეჯერ დავაყენე და ორივეჯერ ვიოკარტის დრაივერის დაყენების მერე აღარ ჩაირთო. ალბათ გამოასწორებენ მოამვალში.
-
ახალი ვიდეო ბარათი Inno3D GeForce GTX 780 HerculeZ 3000 ქულერით
lasha1616 replied to Shopen's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
მაგარია ვიზუალურად მომწონს დიდი ზომის და გამორჩეული დიზაინის ვიდეო ბარათები მაგის აღება მარტო იმიტო ღირს რო გამორჩეული დიზაინი აქვს- 7 replies
-
- 1
-
-
- Inno3D
- GeForce GTX 780
-
(and 3 more)
Tagged with:
-
მთავარია პროცესორზე ქულერი ეყენოს და თუგინდა თერმოპასტის გარეშე იყოს, არაფერი არ დაწვავს მაგას. უქულეროდ თუ ჩართავ მაგ შემთხვევაში დაიწვება. 90 გრადუსზე მუშაობა არასასურველია უბრალოდ, პროცესორის სიცოცხლის უნარიანობას ამცირებს.
-
თუ ეგ მასალა მოგცეს სასწავლად ალბად გამოცდაზე კითხვები მაქედან მოგივა ასე რომ მოგიწევს მაგის სწავლა.
-
აქ A10-5800K-ის მაგივრად A10-6800K უნდა დამეწერა, რიჩლანდზე ვსაუბრობდი და იმიტო. Trinity–ზე Top APU არის A10-5800K (FM2 სოკეტი) II თაობა Richland-ზე კი A10-6800K (FM2 სოკეტი) III თაობა საინტერესოა ბენჩებში რა შედეგებს მივიღებთ. PS4–ში A10-ებს ჩადებენ როგორც ცნობილია წინასწარი ჭორებით
-
ხოდა სწორედ რომელიც ახლა გამოდის მაგ სოკეტზეა. TOP პროცესორი არის A10-5800K ~140$ ფარგლებში იქნება
-
FM1 გასაგებია მარა FB2 სოკეტი რომელია? FM1-ზე TOP პროცესორი (I თაობა Llano) არის AMD A8-3870K - 90 $ ღირს. ეხლა III თაობა შემოვა Richland სადაცაა და ის იქნება საკმაოდ ღონიერი მაგასთან შედარებით (მაგის დრო უკვე წავიდა კარგა ხანია, ამიტომ ჯობია შეეშვა და ფული არ გადაყარო. თუ უბრალოდ ყოველდღიური გამოყენებისთვის გინდა AMD A8-3870K საკმარისზე მეტიც იქნება ყველაფრისთვის)
-
მაგ ენერგიის დაზოგვის ბევრი ხერხი არსებობს თუმცა XXI საუკუნეში აღარ აზროვნებენ ისე როგორც XX საუკუნეში. ადრე თუ ტელეფონს ყიდულობდნენ მხოლოდ დასარეკად, დღეს ტელეფონების არჩევის 1000 კრიტერიუმი არსებობს. ზოგი სილამაზით არჩევს, ზოგი ბრენდის მიხედვით, ზოგი კამერის მიხედვით და ზოგიც ყველაფრის მიხედვით. დღეს ენერგიის დაზოგვა ვინმეს შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს მაგრამ პირიქით, ენერგიის ნაკლები დანახარჯი ისეთივე წამყვანი და აქტუალური საკითხია როგორც CPU-ს და GPU–ს წარმადობის გაზრდა. ისე მაინტერესებს რა აზრი ჰქონდა ქუალკომზე გამოშვებას ვერ ვხვდები. სიმძლავრით ექსინოსი ჯობია, გაფიკითაც, ენერგო მოხმარებითაც, ტესტებშიც დადგინდა რომ ასეა. აბა რისთვისღა უნდა ვიყიდო I9505 ვეღარ გავიგე :|
-
მადლობთ გამოხმაურებისათვის და საკთარი აზრის დაფიქსირებისთვის. მე ზოგადად მინდა ის შუალედი მოვნახო რაც ყველაზე უმჯობესი იქნება და არა მხოლოდ ლამაზი ან მხოლოდ ძლიერი. არც ძალიან ძვირიანი და არც "იაფიანი" ფლაგმანი. რომელსაც უფრო მეტი + ექნება ის გამოვავლინოთ. http://youtu.be/yJ_o6784tEg საერთო ჯამში ამ ვიდეოში რაც ბენჩები იყო ექსინოსმა აჯობა ქუალკომს. ანტუტუს ტესტში ექსინოსმა კი აიღო 28K ქულა მაგრამ ვიდეოს და ოპერატიულის ხარჯზე, პროცესორი ორივეს ერთნაირი სიმძლავრის აქვს, უბრალოდ ქალკომი სულ ოდნავ აღემატება ექსინოსს, ეგეც იმიტომ რომ 1,9 Ghz-ზეა დარაზგონებული. ეს სხვაობა ალბათ ბენჩების გარდა სხვაგან არ გამოჩნდება. კიდე რა სხვაობაც არის ესაა 4G, რომელიც არ ჰქონია ექსინოსებს. თუმცა რეგიონების მიხედვით გამოდის, ზოგს აქვს ზოგს არაო - LTE (market dependent). აქ არამგონია 4G ვინმეს დასჭირდეს ტელეფონზე. ასევე ერთ–ერთი საინტერესო კრიტერიუმი ტელეფონის შერჩევისას, ესაა ენერგო მოხმარება. ეს არის S4 I9505 (Quad-core 1.9 GHz Krait 300) - Li-Ion 2600 mAh battery http://blog.gsmarena.com/samsung-galaxy-s4-battery-tests-are-done-heres-how-it-did/ ეს კი HTC ONE (Quad-core 1.7 GHz Krait 300) - Li-Po 2300 mAh battery http://blog.gsmarena.com/htc-one-battery-test-is-complete-results-are-in/ ორივე ერთად http://www.gsmarena.com/samsung_galaxy_s4_vs_htc_one-review-913p3.php ორივე ზუტად ერთიდაიგივე ჰარდზეა მაგრამ სუსტი HTC ONE უფრო მეტად ეკონომიური აღმოჩნდა. ენერგო ეფექტურობა უკეთესი აქვს. მერე რაც სამსუნგმა სოფტი განაახლა I9505-სთვის, დაიდო ახალი შედეგები. სხვაობა საოცარია და უცნაურიც. საუბრის და ვიდეოს ყურების დრო სოლიდურად გაიზარდა ხოლო ვებ სერფინგის დრო შემცირდა. http://blog.gsmarena.com/samsung-i9505-galaxy-s4-battery-tests-update-battery-life-improved/ როგორც ჩანს ვებ სეფინგის დრო 2,5 საათით შემცირდა თუმცა საუბრის და ვიდეოს ჩვენების დრო ძალიან გაიზარდა HTC ONE–სთან შედარებით. ამათ მერე Xperia Z ვნახე და საკმაოდ იმედგაცრუებული დამტოვა. http://blog.gsmarena.com/sony-xperia-z-battery-test-is-ready-here-come-the-scores/ საუბრის დროის გარდა, ვიდეოს ჩვენება და ვებ სერფინგის დრო ძალიან ცოტაა... STAMANIA ფუნქცია კი ეხმარება რომ ენერგია დაზოგოს მაგრამ სთენდ ბაიზე რათ მინდა? მაგაში დიდი არაფერი ხეირი არაა. ZR-ს STAMANIA–თი 9 დღეზე მეტი უწერია. ფაქტია Xperia Z ხმარებაში ძალიან ბევრ ენერგიას მოიხმარს და ამიტომ მის კონკურენტებთან შედარებით მინუსია. ერთადერთი ბაზარზე მისი ნიშა, დიზაინი და წყალგამძლეობაა. როგორც ვატყობ 20-30 წლის ახალგაზრდულ გემოვნებიან/ფულიან ხალხზეა გათვლილი, რომლებიც ტელეფონის არჩევისას დიზაინს აქცევს ყურადღებას. ვინც ამ თვისებების გამოიყენებს აპირებს Z შეიძლება ითქვას რომ მათთვისა ზედგამოჭრილი. მოკლედ დავადგინე ექსინოს გალაქსი S4 უფრო ეკონომიური იქნება და ძლიერიც, ვიდრე ქუალკომის ჩიპზე. ეკრანი, ეკონომიურობა, სიმძლავრე და სიმარტივე, პრაქტიკულობა. უფრო მეტი პლიუსი ამას უფრო აქვს ამიტომ, დასკვნაც მიღებულია.
-
ნათესავს უნდა და მაგიტო ვფიქრობ უმჯობესი რომელი იქნება თქო. Quad-core 1.9 GHz Krait 300 VS Quad-core 1.6 GHz Cortex-A15 & quad-core 1.2 GHz Cortex-A7 Adreno 320 VS PowerVR SGX 544MP3 აბა რას იტყვით? კრაიტის 1,9 GHz აღარ უნდა ჯობდეს სტანდარტულ 1,6 GHz ბირთვს? ვიდეოს რაც შეეხება PowerVR SGX 544MP3 უნდა ჯობდეს Adreno 320-ს ეგრე არაა? ანუ რა გამოდის, ან ძლიერ პროცესორზე უნდა გააკეთო არჩევანი ან ძლიერ ვიდეოზე? კიდევ ისიც გასათვალისწინებელია რომ, მომავალში გალაქსს ფასი ისე არ დაუვარდება როგორც დანარჩენ ფლაგმანებს და ამიტომაც მგონია გალაქსის ყიდვა უმჯობესი. Xperia Z-ს ფასი უფრო მალე და უფრო მეტად დაეცემა ასე ვფიქრობ. თუარადა რამე საშუალო დონის სმარტფონს რომელს მირჩევთ? ღიირს nexus 4 -ის ყიდვა თუ არა? მეხსიერების ჩიპი რომ არ ედება ვიცი, სხვა რა ნაკლი შეიძლება ჰქონდეს?
-
რომელი ჯობია რას იტყვით თქვენ? I9505 თუ I9500? სინთეთიკურ ბენჩმარკებში თითქმის ორივე ერთნაირია, ოდნავ ჯობნის I9500 (8 ბირთვიანი) მაგრამ მაინც რომელი ღირს რომ იყიდოს კაცმა? 1) რა პლიუსები აქვს და რითი უნდა გამოარჩიო რომელი ვიყიდო? 2) ენერგომოხმარება განსხვავდება ალბათ თუმცა უფრო დიდხანს რომელი გაძლებს ერთნაირად დატვირთვის შემთხვევაში? 3) ამ ორთაგან რომელი უფრო ძლიერია?
-
NEC Medias X- პირველი სმარტფონი წ ყ ლისს გაგრილებით
lasha1616 replied to Shopen's topic in მობილური სამყარო
ესეც მაგარია ქალებისთვის, თუმცა ქალებისთვის კიარა ყველაფერი ამას ჰქონია, წყალგამძლეა (IPX5/IPX7 certified), TV tuner, Mobile FeliCa payment system, Snapdragon 1 GHz + Adreno 200 იაპონელები თავიანთი ბაზრისთვის მაგარ რამეებს აკეთებენ. ადგილობრივი მოთხოვნილების მიხედვით, ქმნიან ტელეფონებს. TV ტუნერი მართლა კაი რამეა სმარტფონში. -
Xperia i1 Honami, Snapdragon 800–ზე როცა გამოვა იმას ექნება სონის Triluminous დისფლეი რომელიც ზრდის ეკრანის სიკაშკაშეს და ფერების კონტრასტულობის დიაპაზონს 50%-ით. უფრო დაწვრილებით აქ წერია Sony introduces its Triluminous display technology, aims to square off direction again Super AMOLED and Retina Display technologies “During the interview, the heads of Sony Philippines likewise confirmed that Triluminos display will definitely come to the Sony Xperia smartphone line. This is cool because, as of writing, Sony is still using TFT panel even in its top of the line handset releases, including Sony Xperia Z. Triluminos will be the Japanese company’s answer to display technologies being offered by other companies like Retina Display and SuperAMOLED”. როგორც აქ წერია მალე XPERIA-ს სამოდელო რიგი შეივსება Triluminous დისფლეით, ეს იქნება პასუხი იაპონური მწარმოებლისგან იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც აწარმოებენ თავიანთ სმარტფონებს რეტინასა და ამოლედ დისფლეის გამოყენებითო. თვალი გადავავლე სონის მიერ შექმნილ ტექნოლოგიებს და საკმაოდ ბევრი აღოჩნდა Sony's technology highlights ეს კი გლობალ პრეს რელიზები ვიკიპედიაც საინტერესო ინფორმაციას იძლევა, შემდეგი თაობის დისფლეის ტექნოლოგიები კომპანიების მიხედვით Next generation of display technology P.S. ყოველ გამოშვებულ ფლაგმანზე მგონია, ამაზე მეტი რაღა უნდა გამოვიდეს თქო მაგრამ სულ ახალი და ახალი ტექნოლოგიების მომსწრე ვხდებით ჩავამატებ ამასაც უფრო ვრცლად წერია Sony to use Triluminous display tech in future Xperia phones, 'quantum dots' will be your bragging rights http://youtu.be/3ykWbsUerW4
-
AMD-მ ოფიციალურად წარადგინა Radeon HD 8970M
lasha1616 replied to Shopen's topic in AMD (ვიდეო დაფები)
ოფიციალური ლინკი AMD Radeon™ HD 8970M Series GPU რაც შეეხება ამომწურავ ტექნიკურ მონაცმეებს AMD Radeon™ HD 8970M Series GPU Full Specifications The AMD Radeon HD 8970M is the world's fastest notebook GPU. In tests by AMD as of 18th, April 2013, the reference AMD Radeon™ HD 8970M showed higher average performance than NVIDIA's highest performing single GPU mobile graphics card, the GeForce® GTX 680M, in the 3DMark® Fire Strike test with a score of FS4571 vs. FS3749 and in Crysis 3 (FPS, 1080p at very high quality presets). System configuration: Intel® Core™ i7-3720QM (2.6GHz), 6GB DDR3-1600 and Windows 7 x64. AMD Radeon™ HD 8970M evaluated with AMD Catalyst™ 13.10 Beta 4. NVIDIA® GeForce® GTX 680M evaluated with NVIDIA® ForceWare™ 307.17 WHQL. GRM-4 -
შეგიძლია ასევე Sony Vegas ცადო არააქვს რთული ინტერფეისი, მარტივად დაამუღამებ ვიდეოს რენდერისას ინახავს უამრავ ფორმატში, შეგიძლია ხარისხი გააკონტროლო. მუვიე მეიქერს მილიონერ ჯობია
-
საერთოდ ნებისმიერი ქვეყნის სტაბილურობას ქვეყნის ბიუჯეტი განსაზღვრავს. ფულით უამრავ პრობლემას მოაგვარებ ამ გაუბედურებულ საქართველოში, მაგრამ განბაჟება რომ არ იყოს არ შეიძლება, რადგან გაღარიბდება საქართველო. ფულის გადინება რომ არ მოხდეს უკონტროლოდ მაგიტომ არსებობს განბაჟებაც. განბაჟების სტატისტიკას აკვირდებიან და მაგის მიხედვით ხვდებიან ქვეყნის მდგომარეობას. ამის თქმა მინდოდა განბაჟება აუცილებელია. მაგრამ მე ეკონომისტი არ ვარ რომ განვსაზღვრო რამდენი უნდა იყოს ლიმიტი. პოლიტიკისკენ რანაირად მივისწრაფი როცა პოლიტიკის საგანია და გვერდს პოლიტიკას ვერ აუვლი? ის რასაც ჩვენ ვითხოვთ განბაჟების ლიმიტი ასწიონ თუნდაც 400 ან 500 ლარამდე, იმიტომ გვაწუხებს რომ ღარიბები ვართ, ზოგადად ღარიბია ქვეყანა, გვიმძიმს ბიუჯეტის შევსებისთვის გადასახდელი თითეული ლარი, იმიტომ რომ ბევრს ნიშნავს ჩვენნაირი ქვეყნის მოსახლეობისთვის (ერთეულ მილიონერებს არ ვგულისხმობ) აბა ფულიანები რომ ვიყოთ საერთოდ არ ვიდარდებდით მაგ 18% განბაჟებაზე და არც 300 ლარიანი ლიმიტი შეგვაწუხებდა. მე უფრო კარგი იდეა მაქვს, განბაჟების ლიმიტი კიარ ავწიოთ, არამედ ბევრი ფული დავბეჭდოთ და ხალხს თანაბრად დავურიგოდ. ხალხს ბევრი ფული ექნება და ყველაფერს იყიდის. მემგონი პეტიცია ამაზე უფროა დასაწერი
-
სადღაც 1 კვირა იქნება ამ მოდელის შესახებ რაც გავიგე და უკვე სადაცაა გაიყიდება? როდის მოასწრეს დაანონსება და წარმოებაში ჩაშვება გალაქსი S4 და ბევრი სხვა ფლაგმანიც თვეობით ადრე ანონსდებოდა და ხალხი მოუთმენლად ელოდებოდა. Qualcomm Snapdragon S4 Pro ეს რაღა იყო ვითომ? გაკეთებინათ 600-ზე როგორც ONE–ს აქვს Snapdragon S4-სა და Snapdragon 600-ს შორის თვითღირებულების სხვაობა 5-10$–ზე მეტი არ იქნება. ან შეიძლება როცა წარმოებაში გაუშვეს Snapdragon 600 ხელმისაწვდომი არ იყო...
-
აბა როგორ ჯობია პეტიცია მაგაზე დაიწეროს და მერე ჩვენც გვეშვლება სანამ ასე გაგრძელდება, არაფერი არ გვეშველება ივანიშვილმა არ თქვა, საქართველოში არც არაფერი იყოო და არც არაფერი იქნებაო. ანუ არც ბიზნესი იყო ამ ბოლო 9 წლის განმავლობაში და არც ეხლა შეიცვლება რამეო. ილუზია გვქონდა ვითომ ვითარდებოდით და წინ მივდიოდით მარა, რალობამ თავი არ დამალა
-
მართალი ხარ არ უხდება არცერთ კომპანიას რაღაც ხრიკებით ლაიკების მომატება, მის სახელზე ნეგატიურად აისახება ყოველთვის, მითუმეტეს თუ ადამიანს არ უნდა დაალაქიოს და რატომ უნდა ლაიქდებოდეს ავტომატურად? ერთი თუ გახსოვს რაიმე ლინკი ფეისბუქის დადე, მეც მაინტერესებს როგორ ლაიქდება ავტომატურად დავარეპორტებდი
