Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1717
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. ზე ბესთ ვიდეო ინ ზე ვორლდ ვაღიარებ ნორკიას, მართლაც საღოლ და უმაგრესი და უძლიერესი კამერა აქვს. პირველივე გამოსვლაზე რაღაც ნიმუშები იდო GშM არენაზე და ვაღიარე რო ეგეთ სურათებს ვერცერთი კამერაფონი ვერ გადაიღებდა. სურათის ხარისხი მართლა შთამბეჭდავი და შესამჩნევი იყო. ისე ბლექბერებს მართლა მაგარი ვიდეო აქვთ მაგალითად Q10 საუკეთესოა, ძაან მაგარი ხარისხით იღებენ ვიდეოებს, ისე რომ გაკვირვბეული დავრჩი. გალაქსი S4–ს კამერით ბლექბერები ჯობია. აიფონიც ძაან მაგრად იღებს. მოკლედ საოცრებები არ ილევა მაგრამ ეს ლუმია 1020 მეფეა კამერებში
  2. მთავარი გვერდიდან ეს თემა დავინახე ამოწეული და კაკრაზ მაშინ შემექნა ეგ პრობლემა და მეთქი უცებ ვიკითხავთქო სპეციალურად ამის დასაწერად არ შემოვსულვარ აქ არც ვიცოდი ეს თემა თუ არსებობდა საერთოდ მეშვიდე გვერდი ზედმეტია შეგიძლია ამოშალო, გასაგებია ყველაფერი
  3. 9800 GT და E8XXX ეგაა რაც გინდა და რაც გაკლია
  4. ისე გალაქსი S4-ით რო შევდივარ პლეი სტორეში search-ში ვწერ ფლეშ პლეიერს მაგრამ კონკრეტულად ფლეშ ფლეიერს არ აგდებს. ოფიციალურ adobe–ს საიტზე შევედი და თქვენი დევაისისთვის სამწუხაროდ ფლეშ ფლეიერი არ გვაქვსო... S4-ზე უკვე ისედაც ბოლო განახლება აყენია? როგორ უნდა დავაყენო ბოლო ოფიციალური ფლეშ პლეიერი ტელეფონიდან?
  5. ნოუთბუქზე თუ მიდგა საუბარი i7 U აიღე ეკენომიური. ოპერატიული 4 ან 6 რავი, არამგონია ოდესმე გაივსოს. ვიდეოკარტა საერთოდ გამორიცხე. ზედმეტი ელ. ენერგიის მოხმარების მეტს არაფერს იზავს. უფრო ზარალია ვიდრე სარგებელი
  6. xbox-ს ის უპირატესობა ექნება რაც მაიკროფთის ექსკლუზიური საკუთრებაა. როგორც გუგლის ანდროიდია მაგ იგივე იქნება ესეც. არამგონია Xbox მხოლოდ გეიმინგით შემოიფარგლებოდეს. მაიკროსოფთი აუცილებლად ჩადებს თავის ჩვეულ პროგრამების ნაკრებს რომელსაც სამომავლოდ უპირატესობა ექნება პერსპექტივაში. გამორიცხული არაა ზედ ვინდოუსიც დაყენდეს, ტექნიკურად ხელს არაფერi უშლის რაც მანდ ვიდეოზე ვნახე, სკაიპი, ტელევიზია, ინტერნეტი, თამაშები ხმოვან ბრძანებებზე რეაგირებს და სავარაუდოდ უფრო მეტი RAM სწორედ მაგიტომ ექნება რეზერვში გადადებული. ამიტომ xbox–ს უფრო მეტი რეკლამა ანუ უფრო მეტი user friendly იქნება ხმარებაში ვიდრე სონი, რომელიც ფედორას os-ზე იქნქება თუ საინფორმაციო წყაროებს ვენდობით.
  7. ხანდახან გააჩნია თამაშსაც რომელზეა საუბარი, ზოგიერთი თამაში მაგალითად ადრე რო ფეხბურთი იყო, მემგონი ორივეზე ერთი გრაფიკა აქვს. სულ არ მოითხოვდა ეგ ფეხბურთი რაიმე განსაკუთრებულ ტექნიკურ მონაცემებს. სადაც ფეხბურთს ინტეგრირებულ გრაფიკაზე ითამაშებს კაცი, PS ან XBOX თავისუფლად მოერევა მაგრამ არის ისეთები რომლებსაც ვერ კონსოლს და PC-ს ერთმანეთს. კამათი არ ღირს მგონი ამ თემაზე. ამ ვიდეოებს წავაწყდი http://youtu.be/j9PFJUhMt4Q http://youtu.be/jtZu9MP4llQ აქ კი შედარება ფაქტებითაა მოყვანილი, კარგადაა შედარებები გაკეთებული http://youtu.be/EcIlafEHAcU
  8. http://en.wikipedia.org/wiki/PlayStation_3 ამ ტექნიკური მონაცმეების მქონე კონსოლს განა რა უნდა მოსთხოვო ისეთი რომ დღევანდელ თამაშებს გაუტოლო, რაღაც 3,2 Ghz 1 ბირთვიანი პროცესორი, 256 MB system and 256 MB video ეს დღეს არაფერია. ეს არის ლიმიტი დღევანდელი დეველოპერებისთვის და ამ სისტემის მქონე კონსოლზე იძულებულები არიან, თამაშები ვიზუალურად "შეასუსტონ". ეს კი იწვევს მომხმარებლებლების თანდათანობით დაკარგვას. 2006 წელს რაღაცას წარმოადგენდა, როცა ინტელ 775 სოკეტების ერა იყო, მაგრამ დღეს უკვე აღარაფერი აღარაა. რაც კი დღეს PS3-ზე თამაშებია, მაქსიმალურად მორგებეულია ამ ტექნიკურად ლიმიტირებულ კონსოლზე, ამიტომ მეტს ვერ მოსთხოვ. რაც შეეხება PS4-ს, ისეთივე ნახტომი იქნება PS3-დან, როგორც 775 სოკეტიდან ნეჰალემზე. ასე რომ PS4 უკვე იქნება იმხელა პოტენციის მქონე კონსოლი, რომლითაც დეველოპერები ისეთ გრაფიკას მოგვცემენ როგორიც დღეს PC-ებზეა. ეს შეიძლება გარანტირებულად ითქვას რადგან ეს ჰარდი ტექნიკურად ზუსტად იგივე არქიტექტურაა რაც PC. თუნდაც GCN არქიტექტურა ვიდეო ბარათებში OpenCL-ის ტესტებში, შეიძლება ითქვას უდიდესი ნახტომია რომელსაც დეველოპერები მაქსიმალურად გამოიყენებენ და თამაშის ხარისხზე რათქმაუნდა აისახება. ზუსტად მასეა, ზუსტად რამდენჯერ უკეთესი იქნება წინა თაობაზე მაგას დრო გვიჩვენებს მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი რომ PS4-ის ტექნიკური შესაძლებლობები შედარება რომ მოვიყვანოთ, დღევანდელი ჰასველის არა მაგრამ ნეჰალემის დონის მაინც არის. იგივე ითქმის ვიდეო შესაძლებლობებზეც, GTX680 რომ არ იქნება ყველამ იცის მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ ფასი/წარმადობა იდეალური იქნება. GTX680 450-500$ ღირს როცა PS4 400 $ ეღირება. თანაც PS4 მარტო გეიმინგი ხოარაა, სხვადასხვა ფუნქციებიც გააჩნია.
  9. მაინცადმააინც მობილ სეგმენტით არ ვინტერესდები მაგრამ ვიცი რასაც ამბობ, i7-ის მობილ პროცესორს რომელსაც შენ გულისხმობ, რა დონის ვიდეო ბარათი დასჭირდება გასაწურად? აქ ვიდეოს პრობლემაც იჩენს თავს, ანუ უნდა ჩააყენო TOP სიმძლავრის ვიდეო ბარათი ხო ასეა? + კვებაც გასათვალისწინებელია. ეს ყველაფერი ძვირი გამოდის თორემ შეუძებელი არაფერია როცა RAZER–ის გეიმინგ პლანშეტს აქვს მობილ i7 პროცესორი რომელიც 1300 თუ 1500 $ ღირს იყიდი შენ მაგ პლანშეტს? უმრავლესობა ამბობს არაო, სისულელეაო მაგრამ მე რო ფული მქონდეს ვიყიდდი. Xbox და PS4-ს აქვს 8 GB RAM. აქედან Xbox-ს 3 GB ოპერაციული სისტემისვის აქვს გამოყოფილი, 5 თამაშებისთვის, როცა PS4-ს 1 GB ოპერაციული სისტემისთვის (Fedora) აქვს, დანარჩენი 7 GB თამაშებისთვის. მემგონი PS4 ამ მხრივ უკეთეს პოზიციაშ უნდა იყოს.
  10. PS3-სთვის სონიმ NVIDIA აირჩია მაგრამ რეალურად საქმე სხვანაირად წარიმართა. აქ წერია ციტატას მოვიყვან He said Sony came knocking on AMD's door thanks to its previous track record with the Xbox 360, Nintendo Wii and other consoles. Sony chose Nvidia for the PlayStation 3, but the Japanese company wanted to take a different, more PC-like approach with the current console's successor. Sony wanted to offer a platform developers could easily use, a platform provided by AMD. Unlike Nvidia, AMD could create an integrated solution with optimized information flows, Robison said, thereby generating better performance, better power and heat efficiency. AMD could best provide the tools and developer relationships that will give the PlayStation 4 an incredibly strong launch. კონსოლების წარმოებაში რათქმაუნდა სხვანაირი მიდგომაა საჭირო. ის რაც PC-ზე სტანდარტია კონსოლისთვის შეიძლება შეუსაბამო იყოს და პრობლემატური. აქამდეც შეეძლოთ არამარტო სონის არამედ მაიკროფოთსაც აეღო რაიმე დესკტოპ სეგმენტის ინტელის ან AMD-ს პროცესორი მაგრამ შეიძლებოდა გარკვეული ტიპის პრობლემები გაჩენილიყო, ტექნიკური და ფინანსური. თუნდაც ის რომ ჩვეულებრივ პროცესორებს, ვიდეოკარტებს, კვებისბლოკებს დიდი ქულერები აქვთ. კონსოლებში ქულერების ჩადება პრობლემატური საკითხია + მტვერი ცალკე პრობლემაა. ძლიერ დესკტოპ სეგმენტის პროცესორს შესაბამისად ძლიერი ვიდეოკარტისთვის, საკმაოდ ძლიერი კვების ბლოკი დაჭირდება, მინიმუმ 500 ვატი როგორც არაფერი და კარგი გაგრილების სისტემა აუცილებლად. ამ ყველაფრის ჩატევა 1 პატარა ყუთში პრობლემატური საკითხია. ენერგომოხმარება მაღალი იქნებოდა. ფინანსურადაც საკმაოდ გაიზრდებოდა ფასი და გამოვიდოდა PC Hardware რომელსაც არავინ არ იყიდდა, ალბათ ხვდებით რატომაც. ამიტომ ზედმეტი თავისტკივილებისგან გათავისუფლდნენ როცა AMD-მ 32-64 ბიტიანი იაგური გამოუშვა რომელზედაც დიდი ხანი მუშაობდნენ. ბირთვები, ნორთ ბრიჯი, ოპერების კონტროლერი და ა.შ. ყველაფერი ერთ ჩიპში მოათავსა, ისევე როგორც დღევანდელი სმარტფონის და ტაბლეტების ჩიპებია. დაბალი ენერგომოხმარების მქონე ბირთვები რომლებიც დესკტოპ პროცესორის მსგავსად 32-64 ბიტიანია (Kabini დაTemash არიან პირველი 4 ბირთვიანი 32 ბიტიანი ჩიპები მსოფლიოში), მუშაობისას შედარებით დაბალი ტემპერატურითა და დაბალი ფასით გამოირჩევა. ასეთი შესაძლებლობების მქონე ჩიპი იდეალური გამოსავალი გახდა კონსოლების მწარმოებლებისათვის. ამიტომაც სონიმ AMD-ს "კარებზე დაუკაკუნა", როგორც სტატიაში წერია. დეველეპორებს შეუძლიათ "გადააკეთონ–გადააპროგრამონ" ასეთი ჩიპები თავიანთი მოთხოვნების შესაბამისად და ამიტომაც ყველასთვის უფრო მისაღები AMD აღმოჩნდა. ყველაფერი იაგურიას არქიტექტურაზე დეტალურადაა ახსნილი აქ AMD’s Jaguar Architecture: The CPU Powering Xbox One, PlayStation 4, Kabini & Temash რაც შეეხება სიმძლავრეს ორი CPU ერთად 8 ბირთვს ქმნის და მათი ნაკლები ენერგომოხმარებით და ახალი ტექნოლოგიით მიაღწიეს მაქსიმუმ შესაძლებლობას, იმდენედად რომ ყველაზე ყველაზე იაფი hardware–ა რომელიც ყველაზე იაფიად ყველაზე ბევრ გამოთვლას ასრულებს წამში. PS4 პირველ ადგილზეა ამ მხრივ და უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ 4 ცალ 7970 ვიდეო ბარათს. ვიკიპედიიდან ლინკი FLOPS Hardware costs
  11. პატარა "კინკლაობა" Nvidia–სა და AMD-ს შორის მართალია ახალი არაა ეს ნიუსი, 3 აპრილის სიახლეა თუმცა შიგნით მაინც ინფორმაციული ამბები წერია. NVIDIA–ს მხრიდან გამოთქმულია კომენტარი რომ PS4 სიმძლავრე GTX680 -ის პერფორმანსის ნახევარიაო. ამის თქმის საბაბს მათი GFLOPS და texture შედეგები აძლევს. PS4-ს მოძველებული და დროიდან გადასული ტექქნიკა უწოდა რაზეც AMD–მ თავისი პასუხი გასცა წყარო AMD Says Nvidia is a Little Bitter Over PS4 Deal პ.ს. გერმანელი გოგოებია არა?
  12. 2,008 ვოლტით 8000.48 MHz 1.968 ვოლტით კი 8203.01 MHz Richland hits 8.2GHz
  13. მეც მაგას ვამბობ, დასაწყისისთვის მასე უნდა და არანაირი ილუზია არ მაქ არაფერზე. ყველაფერს ქართული რეალობიდან გამომდინარე ვამბობ ანუ იმას რომ 300 ლარიანი სამუშაოები სანატრელია საქართველოში. არის 1000-ში ერთეული შემთხვევები რომ ვიღაცას გაუმართლა და კარგ ადგილას მოხვდა, ვიღაცა ხომ დაიაკვდება კარგ ადგილს მაგრამ ყველა რომ ვერ ხვდება მაგია უბედურება. 1 სამუშაო ადგილზე მოდის 10 000 უმუშევარი ადამიანი. გარანტია იმისა რომ სამუშაო დაიწყო ან აინშტაინი უნდა იყო ან კიდე იღბალი უნდა გქონდეს რომ იქ მოხვდე ("კრიშა") მე უბრალოდ იმათ გასაგნოად ვწერ ამას, ვისაც დიპლომი ჰგონია ყველაფერი. ძმაკაცი ჩამოვიდა საფრანგეთიდან, იქ ისწავლა და სამშობლო ისე მოენატრა რომ ვეღარ გაძლო და ჩამოვიდა. იუსტიციის სახლშია 170 ლარიან ხელფასზე, ყოველდღე აპირებს წამოსვლას მარა სხვაგან სად იმუშაოს? ამიტომ იძულებულია იქ დარჩეს სადაც არის. რაც მას საფრანგეთში ნამუშევარი აქვს, სად აღარ იმუშავა 4 ენა იცის და პიროვნულად შეუძლია საქმეში "კამანდირობა", ოფის მენეჯერად უპრობლემოდ იმუშავებდა რაიმე ორგანიზაციაში. რა ჰქნას ეხლა იმ საფრანგეთში ნასწავლი ცოდნით, დიპლომებით და სამუშაო გამოცდილებით? დავიჯერო აქ იმ დონეზე ვიცით ყველაფერი უცხოეთში ნასწავლი ხალხი აღარ გვჭირდება? პრობლემა იმაშია რომ სამუშაო ადგილები არაა და მომავალი 10 წელი კიდე არაფერი შეიცვლება სამწუხაროდ...
  14. დიპლომს იურიდიული კუთხიდან თუ შეხედავ მაშინ აქვს მნიშვნელობა. სხვა მხრივ კი არანაირი აზრი არააქ. უბრალოდ გინდა თუ არ გინდა, კერძო სამსახურებიც ითხოვენ უმაღლესის განათლებას მაგრამ რომ შეეკითხო რათ გინდათ უმაღლესის დიპლომიო, ვერავინ ვერ გიპასუხებს. უნივერსიტეტში ნასწავლი ცოდნით სამსახურში აყვანის 0.1% შანსი გაქვს საქართველოში. ყველანაირად უნდა ეცადო პრაქტიკა გაიარო და მერე სერტიფიკატ(ებ)ი აიღო. დიპლომზე უფრო მნიშვნელოვანი, რეალური ცოდნაა და გამოცდილება + საერთაშორისო დონის სერტიფიკატები, რომელებიც შეგიძლია შესაბამის სასწავლო ცენტრებში ისწავლო და აიღო. ყველგან სადაც ვყოფილვარ, გეკითხებიან რა იცი და სად გიმუშავია, სტაჟს კითხულობენ (რეკომენდაცია საჭიროა ზოგიერთ სამსახურში). ერთადერთი რისი გარანტიაც შემიძლია მოგცე ისაა რომ სამუშაო სტაჟი უნდა გქონდეს მინიმუმ 5 წლიანი და უნდა იყო პროფესიონალი IT, სერიოზული ბექგრაუნდი უნდა გქონდეს იმ მიმართლებით რისი სპეციალისტიც ხარ და საერთაშორისო დონის სერტიფიკატები აუცილებლად! აი ამ ყველაფრის მერე დაზღვეული იქნები და 100% გარანტიას გაძლევ რომ ხელფასი გექნება სერიოზული და სამსახურზე წუხილი თითქმის აღარასოდეს არ შეგაწუხებს. ხოლო ისეთი IT-შნიკები რომლებსაც არც სტაჟი აქვს და არც რაიმე ბექგრაუნდი, ძალიან დაბალი შანისა ვინმემ 500 ლარიან სამსახურში აგიყვანოს. მაქსიმუმ რაღაც კერძო სამსახურში, მაღაზიათა ქსელის ან რაიმე საწარმოს ან დაწესებულების, რიგითი IT–შნიკი გახდე, დაბალი ანაზღაურებით ამიტომ დასაწყისისთვის ეს სრულიად საკმარისია და მადლობელი უნდა იყო ამისიც IT-ზე მათემატიკა ყველგანაა და არამარტო სკოლის დონის. მაგი კიარა მართლწერას ვსწავლობდი რომელიც IT–სთან კავშირში არ იყო და ფილოსოფიის ზოგადი განვითარების ისტორიას. 240 კრედიტს მარტო IT ლექციებით ვერ დააგროვებ, ამიტომ მათემატიკას კიარა ბევრი ისეთი საგნის სწავლა მოგიწევს რომელსაც არ მოელი.
  15. ზოგიერთ უნისთან შედარებით უკეთესი სიტუაციაა იმ მხრივ რომ ვისაც უადვილდება IT მიმართულებით სწავლა, პრობლემა თითქმის არაფერში არ შეექმნება. ცოტა მკაცრი მიდგომა აქვთ სწავლის ხარისხთან მიმართებაში მაგრამ საშიში არაფერია. მათემატიკას რაც შეეხება ისწავლება სკოლის, უმაღლესი და დისკრეტული მათემატიკა. ზოგიერთ ფაკულტეტს IT–სთან შეხება საერთოდ არააქვს მაგრამ მემგონი ყველა უნი ეგრეა. გამოცდები ცოტა მომთხოვნი აქვთ, 60 ქულას უნდა გადასცდე თითოეულ საგანში რომ ჩაბარებულად ჩაგითვალონ. P.S. 2007–ში ჩავირიცხე მანდ და 23 სტუდენტიდან მხოლოდ სამმა დავამთავრეთ. ამ სწავლის პერიოდში უმრავლესობა გადავიდა და ზოგმა საერთოდ ისე დაანება სწავლას თავი უკან არც კი მოუხედია. ყველაზე ადვილი მაინც გეპეია კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს, უფრო მშვიდად იქნები და მეტი მოდუნების დრო გექნება. რაც შეეხება ზოგ-ზოგიერთების დამოდეკიდებულებას უნივერსიტეტების მიმართ არის ცოტა სტერეოტიპული და საქართველოს რეალობისგან დაშორებული. ზოგი ამბობს იქ არ გინდა არ ისწავლოო ან აქ რა გინდა, არაფერს ასწავლიანო... გინდა ალასანია დაამთავრე, გინდა შავი ზღვის, გინდა თავისუფალი უნივერსიტეტი, არავინ არ უყურებს დიპლომს. ერთადერთი მხოლოდ იურიდიული საბუთია რომ გქონდეს როგორც უმაღლესდამთავრებული თორემ სადაც მივედი სამსახურის დასაწყებად, კაციშვილს არ უხსენებია სად გისწავლია შვილო საიდან მოდიხარო. წელს 42 000 აბიტურიენტია ეროვნულებზე გასული, დავიჯერო 4 წლის მერე 5 000 კაცი მაინც დაიწყებს სამუშაოს? აგერ ალტაშიც ვიყავი, UGT–შიც (პრაკტიკაზე მინდოდა მევლო), ნიკორაშიც, იუსტიციის სამინისტროში, ეროვნულ არქივში მაგრამ რა? ტესტირებებს გავდივარ და გასაუბრებებზე რომ დამირეკავენ მოდითო, არავინ არ მეკითხება, უნივერსიტეტში როგორ სწავლობდი, რა ნიშნები გყავდაო. ისე მაინც მომწერონ პასუხი რომ სხვა სამსახური არ დავკარგო მაგათ ლოდინში. ორჯერ უკვე დამაკარგინეს... ამიტომ იმის ძახილს სად ასწავლიან და სად არა, უფრო მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ: თუ ვისწავლი სად დამასაქმებენ. ოტიას სიტყვები მახსენდება, თუკი რამე შეძელი ამ დაქცეულ ქვეყანაში მადლობელი იქეთ უნდა იყოო. სწორედ ასეა, თუკი სადმე რაღაცა გამოჩნდება ამ დაქცეულ ქვეყანაში მადლობელი უნდა იყო მაგისიც
  16. დაიდო უკვე რევიუ AMD FX-9590 Review; Piledriver at 5GHz http://www.hardwarecanucks.com/forum/hardware-canucks-reviews/62166-amd-fx-9590-review-piledriver-5ghz.html
  17. Bootloader რომელიც არის LOCK ანუ დაკეტილი, შეიძება დაირუთოს? გადავატრიალე მთელი ინტერნეტი და ბოლოს როგორც იქნა წვალებით მივაგენი მოტოროლას ოფიციალურ საიტს სადაც ვხედავ რომ თურმე ჩემ Backflip–ს Bootloader არ ეხსნება. აი დავაკოპირებ ოფიციალური საიტიდან: https://motorola-global-portal.custhelp.com/app/standalone/bootloader/unlock-your-device-b ესეიგი მოტორლას რაც კი დევაისები აქვს გამოშვებული, Bootloader მხოლოდ ამეებს ეხსნებათ. Photon Q 4G LTE, DROID RAZR M(Developer Edition), DROID RAZR HD(Developer Edition CDMA-LTE), MOTOROLA RAZR HD (Rest of World -UMTS/LTE), MOTOROLA RAZR HD (Rogers Canada - UMTS/LTE) and MOTOROLA RAZR დანარჩენებს კი არა. შეიძლება რომ Bootloader მიუხედავად იმისა რომ ქარხნულად ჩაკეტილი აქვს დავრთუთო სისტემა და ახალი ანდროიდი დავაყენო?
  18. წეღან ვათვალიერებდი მსგავს თემებს და ეგრეა. კაია რათქმაუნდა როცა მთელი გვერდი არ იქრაშება თუმცა სანაცვლოდ პროცესორის რესურსს ითხოვს. მე საშუალოდ 5-10 ტაბი მაქ გახსნილი ერთდროულად და firefox ჩვეულებრივ მუშაობს. ქრომი საგრძნობლად შეანელებდა სიჩქარეს. სხვათაშორის როგორც კი ქრომი გამოვიდა და დავაყენე, ცოტახანში ისევ წავშალე და ინტერნეტი ამირია. სხვა ბროუზერებით ვერ შევდიოდი. შემთხვევით დავაყენე ქრომი და გამოსწორდა ინტერნეტი. მეზობელსაც იგივე დაემართა. ქრომი გადმოწერა და არ მოეწონა. მერე როცა წაშალა ინტერნეტში ვეღარ შედიოდა. ვუთხარი ქრომი ახლიდან დააყენე თქო და იმანაც დააყენა. ამის მერე ინტერნეტი გასწორდა და ჩვეულებრივ შედიოდა მერე. ეგეთი რამ სჭირს ხოლმე ქრომს ოღონდ ყველა კომპიუტერზე არ ემართება.
  19. Shopen, მაგასაც მოვსინჯავ ჯერ სხვა გზით ვცდი აი მინდა motorla Backflip-ის დარუთვა და ზედ CyanogenMod-ის დაყენება. მივყვები იმ ინსტრუქციას რომელიც თავად CyanogenMod-ს აქვს ახსნილი. ესეც ლინკი http://wiki.cyanogenmod.org/w/Install_CM_for_motus აქ კი ბოლო ეტაპზე როდესაც შემყავს მორიგი ბრძანება recovery-ის დაფლეშვისთვის, მიწერს Illegal insturction. შესაბამისად არც იფლეშება რექოვერი და CyanogenMod აღარ ყენდება. რისი ბრალია ეს? მემგონი თვითონ ტელეფონი ბლოკავს ამ ბრძანებას ესეც სკრინშტი
  20. რამე სხვა საიტი არაა? რაღაც მოწყობილობა არის რომელიც ხსნის ყველანაირ კოდს, გარკვეული სახის "აპარატურა" უნდა იყიდო ანუ პროგრამას გაუშვებ და მერე ის მოწყობილობა უნდა მიაერთო მობილურს და წამებში იხსნება კოდი... სადღაც 100 $მდე ღირდა მემგონი
  21. ისე task manager–ში ყოველი ახალი ტაბის გახსნაზე რატომ ჩნდება ახალი chrome.exe–ები?
  22. ერთი მაქვს motorola Backflip და მეორეა motorola Flipside motorola Backflip 1.5 ჰქონდა ანდროიდი და მერე 2,1 ეკლერზე განვაახლე მოტორლას ოფიციალური განახლებით. გასაკვირია მაგრამ მართლა 800$ ღირდა და ბიძაჩემმაც იყიდა თავის დროზე... :| motorola Flipside ამას კი ქარხნული 2,1 ანდროიდი აქვს. არის რაიმე ვარიანტები? რა უშლის ხელს დარუთვაში? ამ პროგრამით რო ვრუთავ ხედავს ორივე ტელეფონს და ყველაფერი ბოლომდე მიყავს უბრალოდ ბოლოს როცა ამთავრებს, მიწერს რომ არ დაირუთაო...
  23. და თუ კოდი აღარ მოეხსნა აბა რაში იხმარ მაგა ტელეფონს? რა ვარიანტი დაგრჩა? არის სხვა გზა? ჩემი აზრით და ისედაც და ასედაც უნდა უშველოს მაგ კოდმა
  24. გადმოვწერე ეს პროგრამა One click root და რო დავაწყებინე დარუთვა, დამიწერა რომ არ დაირუთაო. მეორედ ვცადე და მეორედაც იგივე მოხდა ანუ არ დაირუთა. რატომ არ ირუთება ხომ ვერ ამიხსნით? იმიტომ ხომ არა რომ ეს ტელფონი at&t ქსელშია ჩართული? ჯერ კოდი არ მომიხსნია, ვიფიქრე ჯერ დავრუთავ და ვნახავ როგორია თქო მაგრამ არ ირუთება
  25. Subsidy lock კოდმა უშველა? წესით მაგან უნდა უშველოს თუ უკვე ნაყიდი არ გაქ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.