Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1717
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. საქართველო არ გეცოდება? რაც უფრო გაიზრდება განბაჟების ლიმიტი ბიუჯეტი როგორღა შეივსება? ამ გაუბედურებულ საქართველოს კიდე ეგ უნდა? :s ბიუჯეტი თუ არ "შაიმსო" პენსიას არათუ გაუზრდიან ბებიებს და ბაბუებს, არამედ იმასაც დააკლებენ რაც აქვთ. II მსოფლიო ომის დროს გერმანია მიწასთან იყო გასწორებული და დღეს ისეა განვითარებული.... საქართველო კიდე რაც იყო დღესაც ის არის და მომავალი 100 წელი არაფერი არ შეიცვლება. კახი კავსაძისა არ იყოს, არაფერი არ გვეშველება...
  2. გადახურება ისეთი გარდაუვალი ფიზიკური პროცესია ამას ვერსად დაემალები, თუმცა კონკრეტულად i7-3517U პროცესორს აქ ის უამრავი დადებითი მხარე რაც სტანდარტულ ARM პროცესორებს არ გააჩნიათ. მაქსიმუმ მოიხმარს 17 ვატს სრულ დატვირთვაზე, Ultra-Low ენრგომოხმარება გააჩნია. შეიძლება ეგ პლანშეტი ისე იხმარო მთელი ცხოვრება, სრულ დატვირთვაზე 1 წუთზე მეტი არ ჰქონდეს ნამუშევარი. გარდა ამისა აქვს მთელი რიგი ინტელის კარგად ცნობილი ტექნოლოგიები როგორებიცაა Intel® HD Graphics 4000 Intel® Quick Sync Video Intel® InTru™ 3D Technology Intel® Insider™ Intel® Wireless Display Intel® Flexible Display Interface (Intel® FDI) Intel® Clear Video HD Technology # of Displays Supported: 3 ამ ტენქოლოგიების ანდროიდზე გამოყენება რამდენად შესაძლებელია არ ვიცი, ყოველშემთხვევაში მობილური სეგმენტის პროცესორებს რომელსაც ინტელი იყენებს თავის ატომის სერიებში ეს ფუნქციები არ გააჩნიათ. ასევე აქვს DDR3/L/-RS 1333/1600 – ოპერატიულის მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს რომ შეუძლია ამ პროცესორმა იმუშაოს ძალიან დაბალ ელექტრომოხმარების ოპერატიულ მეხსიერებასთან, ამით იზრდება მისი ეფექტურობა. ამ ტექნოლოგიის შესახებ შეგიძლიათ ამ ლინკზე ნახოთ Micron Announces 30nm DDR3L-RS Products ანუ იმის თქმა მინდა რომ, ეს არის ულტრაბუქის პროცესორი რომელიც RAZER–ის პლანშეტში ჩასვეს + NVIDIA–ს ვიდეოკარტაც ჩაუყენეს. RAZER–ისგან სხვას რას უნდა ელოდე მაგრამ გეიმინგს რო თავი დაანებო არის პლანშეტები მხოლოდ i5 პროცესორით, იგივე სამსუნგი და ლენოვო უშვებს 1000$–დან, რაც ტყუილი და გაბერილი ფასი ნამდვილად არაა. გუგლის OS ჯერ მაინც ისეთი მრავალფეროვანი არ არის რომ ვინდოუს გაუწიოს სერიოზული კონკურენცია. მეტი მომხმარებელი არ ნიშნავს რომ ანდროიდი საუკეთესოა, ეს იმიტო ხდება რომ ანდროიდი ხელმისაწვდომია უმრავლესობისთვის თავისი დაბალი თვითღირებულებით. ანდროიდს არავითარი ლიცენზია არ ჭირდება, გამოვა და განაახლებ, როცა ვინდოუსი უნდა იყიდო (ან დაკრეკო), შესაბამისად ძვირდება ვინდოუსის თვითღირებულებაც. რატო გამოდის ზოგიერთი ნოუთბუქები UBUNTU–თი? ზოგს OS არც კი მოყვება. იმიტომ რომ ძვირი ჯდება ვინდოუსის ყიდვა და თვითღირებულება ეწევა პროდუქციას. ამიტომ წერენ უფასო UBUNTU–ს ნოუთბუქებში ქარხნულად. დღეს მაგალითად რომელიმე ისეთმა მსხვილმა კომპანიამ როგორიც Yahoo არის, საკუთარი OS რომ გამოუშვას ლინუქსზე დაფუძნებული, ნელ ნელა დაიწყებს ანდროიდი უკუ სვლას. თუნდაც UBUNTU აიღე, იგივე ანდოირდია უბრალოდ მას მილიარდელი პატრონი არაყავს და იმიტოა მიგდებული თავისთვის. გუგლი იმხელა კორპორაციაა ანდროიდზე ასეულობით დეველპოერი მუშაობს მის დახვეწაზე და განვითარებაზე. იაფია და მუდმივი განახლების ქვეშაა, მაგიტომაცაა ასეთი მოთხოვნა. ანდროიდის ერთადერთი პლიუსი ისაა რომ გუგლის უნიკალურ სერვირს გთავაზობს, გუგლ მეფი, გუგლ საფულე, ჯიმეილი და ა.შ. რაც სხვა ლინუქსზე დაფუძნებულ OS-ებს არ გააჩნიათ (ან გუგლისგან ოფიციალური ლიცენზია უნდა აიღონ, მათი გამოყენების შემთხვევაში) ამით აქვს ანდროიდს ფასი და თავისი ნიშა ბაზარზე. ეს ფუნქციები სმარტფონებში ამიტომაც მომწონს მაგრამ არა დიდი ზომის ეკრანებზე. უბრალოდ 10 დიუმიან ეკრანზე რატო უნდა ვიყიდო ანდროიდი როცა ვინდოუსი არსებობს. თანაც რა ღირს 10 დიუმიანი ანდროიდის პლანშეტი 4 ბირთვიანი პროცესორით? ღირს 500 $ ხოდა იგივე გამოდის ვინდოუს პლანშეტიც. აი ყველაზე ნათელი მაგალითი, არის ორი პლანშეტი, ერთი ანდოირდზე, მეორე ვინდოუსზე, ორივე TEGRA 3 ჩიპსეტზეა. ორივე ღირს 500-550 $ ფარგლებშია. ორივეს ერთნაირი კამერა და კომუნიკაციების საშუალება გააჩნია. ASUS Transformer Pad Infinity TF700T Tablet PC 10.1-Inch Android - 530 $ ASUS VivoTab RT TF600T-C1-GR 64GB 10.1-Inch Tablet Windows 8 RT - 560 $ უბრალოდ მე ნამდვილად მიღირს გადავიხადო 1000 $ და მქონდეს პერსონალური კომპიუტერის დონის პლანშეტში i7-ზე ან i5-ზე, ყველანაირი ლიმიტის გარეშე. ულიმიტო და ყველაფერი კარგი, ძვირი ღირს მაგრამ არც ისე ძვირი როგორც რეალობაში ჩანს.
  3. შევადაროთ ფუნქციებში, კამერის გადაღებაში, ფოტოს ხარისხში, საუბრის ხანგრძლივობაში, და ა.შ. IV თაობა აქვს, ბლუთუსი, NFC, Wi-Fi რავიცი არაფერი არ აკლია, რაც ანდროიდს აქვს იგივე აქვს WP–საც. მაგრამ ანდროიდის OS სხვა არქიტექტურაა და ვინდოუსი სულ სხვა. როგორც ბულდროზერი და სენდი განსხვავდება ერთმანეთისგან, ეგრეა ესეც. ვიკიპედიის წყალობით წერია ასე Android (operating system) - Kernel type: Monolithic (modified Linux kernel) Windows Phone 8 - Kernel type: Hybrid (NT kernel) ორივე მუშაობის სხვადასხვა პრინციპით, ამიტომაც განსხვავდება ეს ორი OS ერთმანეთისგან. ანდროიდი ამიტომაც მგონია მსუბუქი და ასეც მიმაჩნია. აბა ლინუქსზე დაფუძნებული OS–სგან რას უნდა ელოდე? ubuntu– გამოგრჩა კიდევ, ეგეც ხომ მსუბუქი OS-ია, კარგად გეცოდინება, როგორც PC–ზე ასევე სმარტფონებზე და პლანშეტებზეც ყენდება. პლანშეტებს რაც შეეხება, არაფერი განსაკუთრებული არაა ანდროიდის პლანშეტები. ინტერნეტში შეხვალ და ეგაა + სკაიპით დარეკავ და მორჩა. სხვა გამოყენება მაგას არააქ. პლანშეტებზე თამაში ჩემი აზრით უაზრობაა, თამაში რომელიც 50 MB მოცულობისაა რანაირი უნდა იყოს გაფიქრებაც არ მინდა ერთადერთი მგზავრობისას თუ გაირთობ თავს ან სოფელში ყოფნისას, სხვა ფუნქციას მე ვერ ვუძებნი. 1-2 თამაში შეიძლება იყოს რამე ნომრალური და ეგეც მოგბეზრდება 1–2 კვირაში. უბრალოდ ვინდოუსი ბევრ რამეს გაძლევს ვიდრე ანდროიდი ამაშია საქმე, მაგიტო მირჩევნია პლანშეტად ვინდოუსი. აბა რას იტყვი ამაზე Razer Edge Pro RZ09-00930100-R3U1 10.1-Inch 128GB Tablet 1300 $ (64 GB-იანი ვერსია 1000 $) ტექნიკური მონაცემები Windows 8, 10.1 inches Display Intel Core i7-3517U 1.9 GHz (4 MB Cache) 128 GB Flash Memory, 8 GB RAM Memory აბა არ ჯობია? არ ღირს ეს მონსტრი 1300 $? ჩათვალე პლანშეტი კიარა სერიოზული კომპი გაქ "პლანშეტად". აყენე ვინდოუსები და იყავი ითამაშე ნორმალური თამაშები, ყველანაირი ლიმიტის გარეშე. დააყენე ნებისმიერ პროგრამა და რავიცი იხმარ ისე როგორც PC. იმაში მართალი ხარ რომ ვისაც ამის ფული არააქ აბა რა ქნასო მაგრამ, ნორმალური პლანშეტი რომ ერქვას მინიმუმ NEXUS 7 უნდა გქონდეს. მაგრამ ეგეც ისეთი პლანშეტია, ზღვარზე დგას, არც იქეთაა და არც აქეთ. სულ მალე დაკარგავს აქტუალურობას თუ უკვე დაკარგული არააქვს ამიტომ წესიერი პლანშეტისთვის 400 $ მაინც გინდა. ამ ფასში კი ამაზონზე მოვა ვინ 8 პლანშეტი. Fujitsu STYLISTIC Q550 10.1" 1280 x 800 LED Net-tablet PC - Atom Z670 1.50 GHz 62GB SSD 2GB RAM 280 $ Dell XPS 10 XPS10-2727BLK 10.1-Inch 32GB Tablet 400 $ სნაპდრაგონის ჩიპსეტზე ASUS VivoTab RT TF600T-B1-GR 10.1-Inch 32 GB 360 $ tegra 3 ეს სიახლე არ გამოგრჩეთ Intel CEO says future Windows 8 tablets to start at $200 AMD Not Interested in Google Android Tablets, Will Stick to Windows 8. (ეს უკვე ოდნავ ძველი ინფოა) Since the majority of Google Android-based media tablets utilize ARM architecture system-on-chips (such as Qualcomm Snapdragon, Nvidia Tegra, Samsung Exynos, etc.), which cost $25 - $40 per unit, AMD cannot successfully compete against such offerings with its Fusion APUs that cost considerably more. Therefore, AMD currently only targets tablets that cost $499 - $599 and over. მიხვდი ახლა რატოა იაფი ანდროიდის პლანშეტები? მოკლედ ვისაც რა უნდა იმას იყიდის, ყველანაირი არჩევანია. თემის ავტორს კი იყიდე WP თუმცა იქიდან გამომდინარე თუკი იცი რომ ეს უფრო გჭირდება
  4. საერთოდ ნებისმიერი მიმართულებით, არამარტო ელექტრო-ტექნიკაში, არამედ კულინარიაშიც და ავტომობილებში, ყველაფერი უნდა იყიდო შენთვის მოსაწონი, რა გჭირდება, რისთვის ითვალისიწნებ და რას იყენებ საქმეში. საქართველოს 99% არ ამბობს ხინკალზე უარს, მე კი შემიძლია უარი ვთქვა, იმიტომ რომ არ ვგიჟდები ხინკალზე მსოფლიოს 99% ფერარზე უარს არ იტყვის, მათ შორიც არც მე მაგრამ არის ლამბორჯინიც და პორშეც, რომელზეც დავფიქრდებოდი... იგივეა ეს ანდროიდიც, მე მაგალითად ტელეფონი ანდროიდზე მირჩევნია, უფრო მარტივი OS–ია, კიდევ იმიტომ რომ გუგლის სერვისს მაძლევს და არა იმიტომ რომ ქასთომ რომების მრავალფეროვანი არჩევან აქვს. რაც შეეხება ქასთომ რომებს და ა.შ. ვინდოუსი სულ სხვაა და ანდროიდი სულ სხვა. ვერ შეადარებ ერთმანეთს. განა რა მოსაბეზრებელი არ ხდება იმ დაყენებული ერთი და იგივე ქასთომ რომის ყურება? ანდა ანდროიდით რა უნდა აკეთო ყოველდღე ისეთი რო არ მოგბეზრდეს? ან ვისაც ანდროიდი აქვს ინტერნეტში ძრომიალის გარდა, სხვა რა უნდა აკეტო ტელეფონით? ინტერნეტში ორივე შედის, ვიდეოს და ფოტოებს ორივე იღებს, მუსიკებს და ვიდეოებს ორივე უკრავს და აჩვენებს, თამაშები ორივეს აქვს (ფასიანია თუ არა რა მნიშვნელობა აქვს). ეს ის ყოველდღიური ფუნქციებია რასაც მსოფლიო მოსახლეობის 95% იყენებს. სხვა რა დარჩა ისეთი რასაც ვინდოუს ფოუნი ვერ აკეთებს? ან პირიქით, რას ვერ აკეთებს ანდოიდი რასაც აკეთებს ვინდოუს ფოუნი? აი პლანშეტი კი, ნამდვილად ვინდოუსი მირჩევნია. მომავალი ვინდოუსის გარეშე წარმოუდგენელია. მაგიტომაცაა რომ AMD თავის პროცესორებს მხოლოდ ვინდოუს პლანშეტებისთვის ამზადებს ამბობს კიდევაც: ვინდოუსი ნელ ნელა ამოქაჩავს და ამას ხალხიც გააცნობიერებსო. ანდროიდის იაფიანი პლანშეტი 150$–დან იწყება, როცა ყველაზე იაფიანი პლანშეტი ვინდოუსზე 800$ ღირს მგონი იმიტომაც ღირს ამდენი რომ, უამრავი ფუნქცია აქვს ვინდოუს, რაც თეორიულად გაძლევს საშუალებას ყველაფერში გამოიყენო. დიზაინი რაცარუნდა ცვალო შენ გემოზე ანდროიდი ანდროიდად დარჩება და ვინდოუსი ვინდოუსად.
  5. ადრე რო CRT მონიტორები იყო მაგათ 85 ჰერცი აქვთ სტანდარტულ LCD მონიტორებს კი მაქსიმუმ 60-70-75 ჰერცი, გააჩნია რეზოლუციას. ყველა მონიტორს მოყვება ინსტრუქცია სადაც წერია მონიტორის მაქსიმალური ჰერცი შესაბამისი რეზოლუციის მიხედვით. იმაზე მეტს ვერ მოუმატებ რამდენზედაც გათვლილია მონიტორი სამუშაოდ, უფროსწორად კი მოუმატებ მაგრამ ეკრანი ჩაქრება. უნდა იყიდო სპეციალურად 120 ჰერციანი მონიტორი და გექნება 3D თვალებიც დაისვენებს და ნაკლებად დაგეღლება. მაღაზიებში რომ დგას დიდი ტელევიზორები 120 და მეტ ჰერციანები, მაგაში ყურება სულ სხვაა.
  6. სად იშოვე ეგ კონდესატორები? მე ცოტა რთულად საშოვნელი კონდესატორი მჭირდება ვიდეოკარტისტვის ხოარიცი სად იყიდება?
  7. ადრეც ჰქონდა Performance, Radeon სერიები მარა პატრიოტის ლოგოც ჰქონდა. ალბათ პატრიოტი უმზადებდა.
  8. კიდევ ერთი ტესტი Shootout: AMD HD 7990 vs NVIDIA GTX 690 Performance Results GPU Codename HD 7990 – Malta (28 nm process) GTX 690 – GK104 (28 nm process) Core Clock: HD 7990 – 1000 MHz GTX 690 – 915 MHz (But it boosts to 1020 MHz) Memory Clock: HD 7990 – 1500 MHz GTX 690 – 1502 MHz Shaders: HD 7990 – 4096 Stream Processors GTX 690 – 3072 CUDA Cores Memory Interface: HD 7990 – 384-bit x2 GTX 690 – 256-bit x 2 Memory Size HD 7990 – 3GB GDDR5 x2 GTX 690 – 2GB GDDR5 x2 Memory Bandwidth HD 7990 – 288 GB/s x2 GTX 690 – 192.3GB/s x 2 TDP: HD 7990 – 375W GTX 690 – 300W At the end of the test day we can plainly see that AMD 7990 Beats the GTX 690 in pretty much every category and destroys it in OpenCL performance across the board. There were some glory marks although for the GeForce GTX 690 as the GTX 690 performed better on the Unigine Heaven Benchmark (Heavy DX11) as well as Batman Arkham City, it competed head to head in Crysis 3, which BTW features advanced PhysX if that something that matters to you.
  9. საწყენად არ მიიღო მარა რა კოლეჯია ამისთანა სისკო რომ ვერ აგიხსნეს წესივრად რა იყო? cisco იგივე კომპანიაა როგორიც D-Link ქსელურ აპარატურას ორივე ფირმა აწარმოებს და ორივეს აქვს თავისი სვიჩ როუტერის კონფიგურაციები ქსელის გასამართად. cisco არის უფრო დიდი კომპანია ვიდრე D-Link, უფრო ხარისხიანი, ძვირი ქსელური აპარატურა აქვს ვიდრე D-Link–ს და ზოგადად რომ ვთქვათ cisco-ს სწავლა მაგიტოა კაი. არის კიდე სხვადასხვა ფირმები მათაც აქვთ თავისი ქსელური აპარატურა შესაბამისი სასწავლო პროგრამებით მაგრამ ჯობია cisco–თი დაიწყო და მიყვე ნელ ნელა. CCNA თუ ჩააბარე მერე შენთვითნ მიხვდები ყველაფერს.
  10. ქსელის სეტინგები ხომ არ გაქ არეული? IP-ები და DNS–ები აუტომატურზე დააყენე თუ ხელით გაქ გაწერილი, მოსინჯე. ან რამე პროგრამის დაყენების მერე ხომ არ მოუვიდა ეგ? ნამდვილად მასეა მოგიწევს ვინდოუსის ახლიდან დაყენება
  11. თუ მაზერზ არააქვს ფლეშკიდან დაბუთვის ფუნქცია სხვანაირად არ შეიძლება დავაყენო ვინდოუსის ფართიშენზე Uბუნტუ? (DVD-ROM-დან არ ვგულისხმობ) NVIDIA-ს ჩიპსეტზე მაქვს მაზერი და XP დაიბუთა, WIN7-იც დავბუთე უბრალოდ არასოდეს დამიყენებია ფლეშკიდან უბუნტუს იმიჯი გადმოვწერე, ულტრაიზოთი ჩავწერე ფლეშკაზე და არ ბუთავს... მერე wubi დავაინსტალირე, დაემონით დავამოუნთე უბუნტუს იმიჯი, მერე დავარესტარდე და მაინც არ ირთვება. რაღაც მენიუ კი გამოაქვს, ვირჩევ ჩამონათვალში მარა არ იტვირთება რა. წერს რომ HELP დაწერე და კომანდებს ამოგიგდებსო რა... ანუ თავისი საქმე ბოლომდე ვერ მიყავს... მაინცადამაინც DVD-ზე უნდა ჩავწერო?
  12. ამ ორ ნოუთბუქზე მეუბნები? ერთს აქვს Intel® Core™ i3-3110M Processor (3M Cache, 2.40 GHz) მეორეს Intel® Core™ i5-3317U Processor (3M Cache, up to 2.60 GHz) ორივე პროცესორი 2 ბირთვიანია და ორივეს HD 4000 გრაფიკა აქვს. თანაც ორივე 225 $ ღირს როგორც მანდ წერია. განსხვავება კი მხოლოდ იმაშია რომ i5-ის მაქსიმალური ენერგომოხმარება 17 ვატია (U მაგიტომ უწერია პროცესორის მოდელს) ხოლო i3-ის ენერგომოხმარება შეადგენს 35 ვატს ანუ ორჯერ მეტია. ნოუთბუქებში კი ენერგომოხმარება ეფექტურობის N1 საკითხია ეს იმას ნიშნავს რომ ელემენტი დიდხანს გეყოფა i5-ზე ვიდრე i3-ზე. სიმძლავრით ერთიდაიგივე პროცესორებია როგორც ჩანს.
  13. 4 GB ყელამდე გეყოფა ყველაფერში. არამგონია მაგას აცდე თუ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევებთან არ მივა საქმე. თავისუფლად შეგიძლია იყიდო ახალ i3-ზე ნოუთბუქი 4 GB ოპერატიულით, თუმცა i5 ჯობია მაინც. ალტაში სადღაც 2 თვის უკან დაახლოებით, 1030 თუ 1050 ლარში ვაყიდინე ნაცონობს ნოუთბუქი AMD-ს ბაზაზე. მემგონი A4-ზე იყო + ვიდეოკარტით (კროსფაირში ამუშავებ თუ გინდა) რომელზეც 6 GB ოპერატიული ეყენა. DVD-ROM + 500 GB HDD. ნაცნობმა იყიდა კიდე ალტაში 900 ლარად ნოუთბუქი i3–ზე, ვიდეოკარტის გარეშე, საკმაოდ თხელია, სამაგიეროდ DVD-ROM-ის გარეშეა მერე დამატებით იყიდა სამსუნგის DVD-ROM USB–ზე... მე პირადად visual studio 2008–ზე როცა ვმუშაობდი 2 GB მქონდა ოპერატიული და არასდროს გამივსია, მიუხედავად იმისა რომ ინტეგრირებული ვიდეო მაქ NVIDIA-ს ჩიპსეტზე რომელიც ოპერატიულიდან 512 MB–ს იღებს. ნახე აბა რამდენს იყენებს მუშაობისას ეგ visual studio 2012 თუ ოპერატიულის სიმცირე ასე ძალიან გაწუხებს. მერე კი გეცოდინება რამდენიანი უნდა იყიდო
  14. იყიდე ისეთი ნოუთბუქი რომელიც მოგეწონება ვიზუალურად და ძლიერი პროცესორი ექნება. სხვა მონაცემების მიხედვიდ არ აარჩიო. არამგონია i7 მაგ ფასად მოგივიდეს მაგრამ თუკი i5 მოგდის ისე იყიდე არც დაფიქრდე. ვიზუალური სილამაზე და პროცესორი, ესაა დღეს მთავარი კრიტერიუმი ბიუჯეტური ნოუთბუქის შერჩევაში. დღევანდელ ნოუთბუქებს საკმარისი ოპერატიული და ვინჩესტერი აქვს. ანდა თუ რამეა ბოლობოლო შენითაც შეცვლი რა პრობლემაა, მაგრამ არამგონია ამის საჭიროება დაგიდგეს. ხოლო ვითომ ვიდეო კარტებს რომ ეძახიან, ისეთ მაიმუნობას როგორიცაა GT 610M, GT 620M, GT 625M... საცოდავი low-end დონის ვიდეოკარტებია! ფულის ტყვილი ყრაა სხვა არაფერი! დღემდე ვერ ვხვდები რატო იყენებენ ნოუთბუქები. იმ ვიდეოკარტის ყიდვა არ ღირს რომელიც ინტელის ინტეგრირებულს ოდნავ აღემატება რაღაცაში. ტყვილა ენერგომოხმარებას გაგიზრდის და ხერიც არაფერში გექნება ანუ ვერაფერს გათამაშებს. თუ ნოუთბუქს ყიდულობ მინიმუმ GeForce GT 640M მაინც უნდა იყოს, ამაზე ნაკლები არანაირად არ უნდა იყიდო. თუ ნახავ ნოუთბუქს i5 + GT 640M ან უფრო ძლიერს მაშინ იყიდე მაგრამ, თუ GT 640M-ზე დაბალი ვიდეოკარტა ექნება რომელიმეს, ჯობია ვიდეოკარტის გარეშე იყიდო, ფული არ გადაყარო ტყვილად. i5-ის ინტეგრირებული საკმარისზე მეტია ყოველდღიური მოხმარებისთვის და პროგრამებისთვისაც. თუ გინდა ვიდეო კარტა ნორმალური გქონდეს, მაშინ GT 640M-ზე ნაკლები არ იყიდო. შეგიძლია ი3 + GT 640M აარჩიო არჩევანი შენზეა.
      • 1
      • Upvote
  15. რევიუ და საინტერესო დეტალები როგორც იქნა ბოლოს და ბოლოს გაიტესტა ოფიციალური AMD Radeon HD 7990 ე.წ. MALTA მართალია ცოტა დააგვიანდა ბაზარზე გამოშვება მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო http://www.guru3d.com/articles_pages/radeon_hd_7990_review,1.html
  16. რაღაც ეს ბოლო დღეებია ფორუმი ურევს... ხან გამზადებულ პოსტზე მიწერს პოსტი ცარიელიაო და ა.შ. მომხრე ვარ გაითიშოს. უმრავლესობა მომხმარებლებისა კომპიტუერებით შემოდიან და უმრავლესობასაც ვინ 7 უყენია, რომლესაც 2 კლიკით ხდება ქართული კლავიატურის დაყენება (XP-სგან განსხვავებით) ხოლო ვისაც XP აქვს დადეთ სადმე გამოსაჩენ ადგილას მთავარ გვერდზე, ფორუმზე ქართული კლავიატურის დაყენების ინსტრუქცია და ყველა დააყენებს. ბოლობოლო არის კონვერტერებიც. რაც მალე დაემსგავსება ეს საიტი ჩვეულ ფორმას მით უკეთესი. პ.ს. მე ძალიან მიჩვეული ვარ ქართულ–ინგლისურის გადაყვანას ალტ+შიფთით. ის კნოპკა ძალიან მაღიზიანებს რომლითაც გადართვა გადმორთვა ხდება ენების
  17. კაის იზავ თუ გატესტავ და ჩვენც გაგვიზიარებ. ბევრს გამოადგება ეს კვლევა. მაგრამ მანამდე ხარისხიანი პატენტის შოვნა საჭირო. რუსულ და უკრაინის ბაზარზე არის რამდენედაც ვიცი მაგრამ რამდენად ხარისხიანია არ ვიცი. ისევ იმ ნაცნობის მაგალითზე შემიძლია ვთქვა რომ ძაან მაგარ ვიდზე იყო ის HTC RIDER დაპატენტებული. კინაღამ თავისი აიფონი დაუტოვა სანაცვლოდ
  18. ხო რათქმაუნდა პატენტის ხარისხს აქვს დიდი მნიშვნელობა. უბრალოდ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. ფაქტია რომ ბრენდი რომელიც ოფიციალურად ამზადებს ტელეფონს თავის ქარხანაში მაგალითად სამსუნგი, იცავს უამრავ სტანდარტს, მაგალითად უსაფრთხოების – როგორიცაა გამოსხვიება, ნაკლები უნდა ჰქონდეს. მერე მეორე მომენტია, ბრენდს სჭირდება მოგება – უამრავი თანამშრომელი ჰყავს თავის საწარმოში მოგება ათასობით კაცზე ნაწილდება. ხოლო ვინც პატენტს ამზადებს ის არის ვიღაც კერძო მესაკუთრე რომელსაც რამდენიმე ათეული თანამშრომელი ჰყავს საწარმოში დასაქმებული. უსაფრთხოების რა სტანდარტებს იცავენ ეგეც არ ვიცი. მარტო ვიზუალური, ჰარდი და სოფტი ხომ არაა საქმე? სწორედ ამიტო ჯდება იაფი რომ უსაფრთხოების მხრივ ნაკლები ყურადღება ექცევა პატენტ ტელეფონებს, ნაკლები მეთვალყურე და ნაკლები მუშახელი ჰყავთ. თვითღირებულება ტელეფონზე რაც უჯდებათ გაცილებით ნაკლებია ვიდრე მაგალითად სამსუნგის სმარტფონის თვითღირებულება. ყველაზე მთავარი მაინც ჩემი აზრით რაზეც ადამიანი უნდა დაფიქრდეს არის უსაფრთხოება, რადგან თუ 10 წუთიანმა საუბარმა ტვინის უჯრედები გადამიგვარა და სიმსივნე გამიჩინა, არც ტელეფონი მინდა და არც ქონება. საინტერესოა ეს პატენტები რამდენად უსაფრთხოა. პრობლემა არამაქ მე ვიზუალზე და ჰარდ&სოფტ–ზე, როგორმე შევეგუები პატენტს რომელიც ორიგინალის 95% მაინც იქნება თუმცა, იმას ვერ შევეგუები რომ თანხის ~75%–ის დაზოგვით ჯანმრთელობა დავაზარალო.
  19. რამე ფუნქციები მაინც ეჩვენებინათ ან გაეტესტათ, წყალში ჩაედოთ ან რამე :| მარტო მაღალი ხარისხის ვიდეო გადაუღეს და დაამთავრეს აღწერა. რა სიტყვები მესმის მოკლედ, ბრუტუსიო, ენ ეფ ცე, კა.... :ფაცეპალმ: იასანმნ"ისფერია" მაგრა გამოიყურება
  20. "პობედა" რომელიც გერმანული ოპელ კაპიტანია და ა.შ. პირველი მიკროპროცესორიც ამერიკელებისგან რუსებმა მოიპარეს და დაკლონეს ყველამ ვიცით პირველი ქურდები ეგენი არიან თუმცა მეორე მხრივ შეხედე აბა? საკუთარი ქვეყნისთვის აკეთებენ ამას. ჩინელები კი ამას ოფიციალურად აკეთებენ, არა მოპარვით არამედ ყიდვით და მერე აკოპირებენ განსხვავება უზარმაზარია... თუმცაღა რუსებს მართლა ბევრი ავიაგამანადგურებელი აქვს რომელთა უმრავლესობა დაძველდა. ამიტომ ახალ მოდელებს უშვებენ მიგ-ებს, სუ-ებს და ა.შ. ბერკუტაც მაგარი რამეა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს უსერიოზულესი PAK FA (T-50) შექმნეს. ხოდა ერთ-ერთი რომელიღაცა ახალი მოდელი იყიდეს და 1000 ცალ კლონს გააკეთებდნენ ალბათ, მაგათი ნება არაა? სამხედრო ჟურნალ გაზეთები როა იქ ეწერა. კი რაცარუნდა დაკლონონ და 1:1 რომც გააკეთონ, ოფიციალურად ვერ გაყიდიან და ვერც სახელს დაარქმევენ ორიგინალისას. ჯერ ერთი უჩივლებენ და მეორეც, ვერ დაარეგისტრირებენ იგივე სახელით. მინახია SAMSUNC–ის ტელევიზორი მაგალითად. კიდევ რუსეთში ნაცნობმა HTC RIDER სმარტფონი მანახა რომელიც ძალიან მოეწონა და RAIDER ერქვა საქმე იმაშია რომ HTC ლოგო არ ჰქონდა, იმიტომ რომ არ იყო HTC–ის გამოშვებული. უბრალოდ აქ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან – ვიღაცის კუთვნილ ცეხში ჩამოსხმული კუსტარული სმარტფონი, ოფიციალური მწარმოებლის ქარხნაში დამზადებული სმარტფონისგან. მე მაქ ამერიკიდან ჩამოტანილი POLO Ralph Lauren–ის ბრენდის რათქმაუნდა ორიგინალი ბრელოკი, macy's-ში შეძენილი რომელიც 30$ ღირდა. ზედ აწერია made in china დაიჯერებთ? მაგრამ საქმე იმაშია რომ ვერანაირი წუნი ვერ მოვუძებნე! უმაღლესი ხარისხია, შეფუთვა, ყუთი, თვითონ ბრელოკის მეტალი ისეა დამუშავებული რომ არანაირი იაფფასიანი ნაწარმის შეგრძნება არ მიჩნდება. შემიძლია ვთქვა რომ ბრენდი ამართლებს ხარისხს, მიუხედავად იმისა სადაა დამზადებული. მე კი ვიცი რომ ჩინელები ზედმეტად ჩკვიანი და განვითარებული ხალხია, წამებში აქვთ გაწერილი ყველაფერი და იმიტო შენდება ყოველდღე. რასაც ჩინელები 1 დღეში აკეთებენ, ჩვენ მაგდენს 1 წელშიც ვერ გავაკეთებთ. დოკუმენტური გადაცემა ვნახე, სადაც ახალ-ახალ სოფელებს აპროექტებდნენ და დღეებში აშენებდნენ. კერძო და რმავალსართულიან სახლებს რამდენიმე დღეში აკეთებდნენ. პირდაპირ გამზადებულს დგავდნენ. რაც მალე გააკეთეს, შედეგიც მალე მიიღეს. რასაც ჩინეთი მთელი მსოფლიოდან შეკვეთებს იღებს წლიდან წლამდე ეჰჰ..... მაგათი შემოსავლის 0,1% საქართველოს ბიუჯეტზე ბევრად მეტია. 2–3 დღის უკან წავიკითხე შანხაიში ავტომობილების გაყიდვის ბუმიაო, ანუ უფრო მეტი ხალხი ყიდულობს მანქანას ვიდრე ვროპასა და ამერიკაშიო. იქ ყველაფერი იაფია და იმიტო, მუშა ხელი ძალიან იაფია, გადასახადები და კანონები ბიზნესზეა მორგებული. იმიტოა მთელი მსოფლიო რომ ჩინეში აძლევს შეკვეთას თორემ განა საკუთარ ქვეყანაში ვერ გააკეთებდნენ. ყველა ანგარიშობს მოგებას და ყველაზე იაფი უჯდებათ ჩინეთში დამზადებული შეკვეთა და არა ევროპაში ან ამარეიკაში. მქონია გარკვეული ტიპის შეხებაც იქაურ კომპანიასთან და შენ მხოლოდ ფული მიეცი და რასაც ინატრებ იმას გააკეთებენ ყველაზე იაფად, თანაც სხვებზე უფრო ჩქარა.
  21. რამე 120 ჰერციანი მონიტორი ნახეთ, ოღონდ აქ რა ღირს არ ვიცი. (ძვირებია მაგრამ ღირს როგორც ჯანმრთელობისთვის ასევე 3D-ში საყურებლად)
  22. კომენტარები ზედმეტია. პროფესიონალი ხარ მეტი რა ვთქვა პ.ს. ისე პლასმასისთვის ხომ არ იცი მსგავსი შედუღების აპარატები?
  23. საერთოდ ჩინელები მარტო ტელეფონებს კიარ კლონავენ, არამედ ნებსიმიერი მიმართულებით რისი დაკლონვაც შეიძლება ყველაფერს აკეთებენ. რუსებისგან 1 ახალი ავიაგამანადგურებელი შეიძინეს და იმის კლონი გააკეთეს, ახალი სახელი დაარქვეს, ოდნავ შეუცვალეს დიზაინი და დღეს ჩინეთის საჰაერო ძალების განკარგულებაშია. რუსები სპეციალურად აღარ აძლევენ ისეთ ტექნიკას რისი დაკლონვაც არ აწყობთ. ჩინურ ხარისხზე წარმოდგენა არ უნდა გაიფუჭოდ. ვიღაცა დაკლონილ ჩინურ აიფონს იყიდის ანდა დაკლონილ HTC სმარტფონს და იმას მოელის რაც ორიგინალს მოეთხოვება. ეს ხომ არარეალურია? თუ აიფონ 5 ღირს 800 დოლარი, ჩინური კი 150 ლარი, ამის მერე რას უნდა მოველოდე? რეტინას დისპლეის და HD ვიდეოების გადაღებას? აიღე ოფიციალური სამსუნგის ჩინური ტელეფონი და შეადარე ევროპულ მოდელს, განსხვავებას ვერ ნახავ (რეგიონისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს თუ არ ჩავთვლით). ნებისმიერი ოფიციალური ბრენდი, ვინც კი ჩინეთში აწყობს ტექნიკას ისეთივე მაღალი ხარისხისაა როგორიც სხვა ქვეყნის მიერ გამოშვებული და ფასიც შესაბამაისი ადევს.
  24. მშვენიერი რეზულტატია http://www.gsmarena.com/sony_xperia_sp-review-924.php
  25. პირველ არხზე ვნახე მაგაზე სიუჟეტი კაკრაზ ჩინა მობილეები ახალი შემოსული იყო და მაგ პონტში გააკეთეს გადაცემა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.