სამწუხარო ამბავია, თუმცა, მოსალოდნელი კი იყო უკვე, კაცი სამსახურიდან წავიდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ბოლო თვეებში განსაკუთრებით ეტყობოდა უკვე ავადმყოფობა.
ჯამში, ჯობსიც ისეთივე ლეგენდაა, როგორიც გეიტსი.
ამ ადამიანის დამსახურება აიფონი, აიპოდი და მსგავსი რამეები კი არაა, არამედ ის, რომ მის კომპანიას, ეპლს, ისევე როგორც MS-ს, უზარმაზარი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ დღეს კომპს Personal Computer ჰქვია, რომ დღეს Computer-ი არის Personal და არა რაღაც ფუფუნების საგანი. ის რომ კომპი დღეს სუპერ ხელმისაწვდომი საგანია თითქმის ყველასთვის, ამ ადამიანის წვლილი დიდია ამაში. აიფოუნი და მსგავსი რამეები ამასთან შედარებით მეორეხარისხოვანია.
კი სამწუხაროა რომ ასეთ ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ იმდენი კი გააკეთა, რომ ძალიან დიდხანს გვახსოვდეს აქ :)