Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5943
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    60

Everything posted by Power_VANO

  1. მოკლედ, უსა-დან ჩამოსული კვება, რომელიც კეისს ჩამოყვა, მივაწვი. იმათ ფული დაზოგეს დამზადებისას და უნივერსალის მაგივრად 115/230 ვოლტიანი სვიჩი დაუყენეს კვებას. მე იასნა არ მივაქციე ყურადღება რომ კვებას სვიჩი ჰქონდა (ეგეთი სვიჩით კვების ბლოკი ბოლოს 2003-ში მქონდა, კოდეგენებსაც კი არ აქვთ დღეს ეგ სვიჩები) და პირდაპირ შევუერთე კვების კაბელი. ეს რადგან USA-დან იყო ჩამოსული სვიჩი 115-ზე იდგა და კვებამაც იბუთქა ოდნავ სუნიც გაუშვა. ახლა რა მაინტერესებს. ჯერჯერობით სტანდარტული "საბჭოთა კავშირის" ტიპის მცველი ვერ ვიპოვნე ბლოკში, რანაირი შეიძლება იყოს კიდევ? ასევე ელექტრონიკასთან ახლოს მყოფ თანაფორუმელებთან მაქვს შემდეგი კითხვა: ამ 115/230 სვიჩის მუშაობის პრინციპი მე როგორც ვხვდები ასეთია: თუ სვიჩი დგას 115-ზე, შემავალ ძაბვას შიდა წრედი აპარალელებს და მერე უკვე 230 ვოლტის გარდაქმნა ხდება DC-ში. თუ 230-ზე დგას სვიჩი, პირდაპირ DC გარდამქმნელზე მიდის ძაბვა. სწორია? თუ სწორია, მაშინ კი მესმის რატომაც დაიწვა კვება - 230-ის მაგივრად 460 ვოლტი მიეწოდა დაპარალელების შემდეგ გარდამქმნელზე. მოკლედ, რა შეიძლება დამწყვარიყო? სწრაფად რაც შევათვალიერე თითქოს გარეგნულად ყველაფერი წესრიგშია, კონდენსატორებიც მთელია (თუმცა დაწვის მომენტში სუნი იყო, არა ძლიერი, მაგრამ იყო).
  2. შანსი არაა 1920X1080-ზე 75 ჰერცი გქონოდა XP-ში იგივე გაშავებულ ეკრანს მიიღებდი მანდაც. შენს მონიტორს მაგ გარჩევადობაზე ეგეთი რეფრეშ რეიტის მხარდაჭერა არ აქვს :)
  3. საქმე ისაა, რომ გუგლ ედსენსში ქართულს ადრე 100% ბანი ედო ახლა თუ შეიცვალა საკითხი მაგ მხრივ არ ვიცი. მოკლედ, გადავამოწმებ მაგ საკითხს. იდეის მოწოდებისთვის მადლობა ანზორ :)
  4. შეკვეცილი და სწრაფი თუ გინდათ, Windows Thin PC დააყენეთ, მაგრამ ყიდვით ვერ იყიდით, კორპორატიულ სექტორში იყიდება მარტო ეგ სისტემა. რესურსების მხრივ კი სუპერ კარგი რამეა.
  5. ეჰ.. ეგრე ჩემს HD4850-ში თავის დროზე 150 ევრო ადგილზე მივეცი გერმანიაში, + ტრანსპორტირება მაგრამ ახლა?
  6. როცა 12 ვოლტი მჭირდება ხოლმე კომპს გარეთ საქმიანობაში მაშIნ ვიყენებ :D
  7. არც ამაზონზე წყვეტს ვარსკვლავებს მაგის ფასი, თუმცა ჩვენთან ხომ საერთოდ, რამდენჯერმე გაზრდილი ფასი ადევს ვაშლატამას პროდუქციას. ცუდი ისაა, რომ ამ ბოლს ხალხი ყლაპავს და ყიდულობს :)
  8. სოსო ვიდეო კარტებს აგროვებს, მე კვების ბლოკებს ესეც ჩემი განახლებული "კოლექცია" 1) Inter-Tech Coba Nitrox 750W 80+ (ჩემი main კომპის კვება) http://www.inter-tech.de/index.php?option=com_content&view=article&id=185%3Acoba-nitrox-750w&catid=49%3Aatx-netzteile&Itemid=221&lang=en 2) Corsair Builder Series CX400 (მეორე კომპის კვება) http://www.corsair.com/builder-series-cx400.html 3) Antec EarthWatts EA 380D Green 380W (ჩემი მომავალი ფაილ-სერვერის კვება) http://www.anandtech.com/show/3902/antec-earthwatts-ea-380d-green-380w ეს ღირსეული კვებები და ასევე მაქვს რამდენიმე უღირსიც, Codegen-ის 400 ვატიანი, 250 ვატიანი და ასევე ერთიც ჩემი სულ-სულ პირველი კომპიდან შემორჩენილი 300 ვატიანი კვება, დღესაც ცოცხალია, მიუხედავად ჩინური წარმომავლობისა :)
  9. როგორც პრინტერი, კარგია HP 1010 მეც მაქვს, დაახლოებით 2-3 წლის წინ ვიყიდე მგონი, კომპლექს-პრო-ში 195 გელად, მაშინ ეგ მაღაზია ცოცხალი იყო. რესურსი კარტრირჯს კარგი აქვს, კარგადაც იტენება, მოკლედ, კარგი პრინტერია. გადახედე რა ღირს იგივე entry კლასის პრინტერები ქართულ მაღაზიებში და იმის მიხედვით შეურჩიე ფასი. ესე 15 თუმანში წავა ალბათ, საშუალოდ.
  10. ეგრეა ზუსტად, ყველა "დუალ ქოურ" თაობიდან მოყოლებული პროცები უპრობლემოდ ამუშავებენ 1080p-საც აქვთ მაგისი სიმძლავრე.
  11. მაგარია, 200%-იანი მატება ინტეგრირებულ ვიდეო დაფაზე მაგარია ძალიან კარგად დიდი ნახტომებით მიდის ინტელი ინტეგრირებულ გრაფიკაში წინ.
  12. FSP მონსტრია საერთოდ კვების ბლოკების ბაზარზე. DC-2-DC გარდამქმნელი კვებების 70-80%-ში ალბათ FSP-ს დამზადებული დევს :)
  13. ისე, 2012-ში სიგეიტს 3.5"-იანი მსგავსი HDD-ს გამოშვებაც აქვს გეგმაში, ის უფრო კარგი კამფეტი იქნება :)
  14. გუშინ იყო 2600K 299$-ად, 15$-ით იაფად :P
  15. ზვიო, ეს კვირა დაელოდე და ამოწმე ყოველდღე M4-ებზე რასაც ვუყურებ კი არ აკლებს ამაზონი ერთ ცენტსაც კი, მაგრამ ამ კვირაში შეიძლება იყოს ფასდაკლება :)
  16. არა, არ აყვება მიკროსქემები, ძალიან ადვილად სძვრება ეგ საშლელი. გადნობის და დარბილების მერეც არაა პრობლემა მაგის აცლა :)
  17. აი მშვენიერი Deal კორსაირის კვებაზე: http://www.amazon.com/Corsair-430-Watt-Certified-Compatible-Platforms/dp/B004W2T2TM/ref=pd_cp_e_1 45$ ღირს ისე ეგ კვება, ფასდაკლებების გარეშე ვისაც კარგი კვება გინდათ, იყიდეთ.
  18. ჰო ვიცი იაგო, უბრალოდ აი ესენი ვიყიდე და ეს კი აეწყობა მაგაში: http://www.amazon.com/gp/product/B0041RSC94/ref=oh_o00_s00_i00_details http://www.amazon.com/gp/product/B001KB6Z2U/ref=oh_o01_s00_i00_details არ დააკლო ამაზონმა E-350-ებს და დაველოდები Zacate-ს შემდეგ თაობას აპგრეიდისთვის :)
  19. ნუ მინიმუმ ქოლდ სტარტის ტესტი არასწორია მანდ შეგიძლიათ ყველამ თქვენ-თქვენ კომპებში გადაამოწმოთ IE9 უფრო სწრაფად ეშვება თუ Opera ;)
  20. პრაიმზე შედი ექაუნთის პარამეტრებში და იქაა პრაიმის სეტინგები, იქიდან ამოეწერები და ეგაა. 30 დღე კი ტრიალის ვარიანტში გექნება, 2-დღიანი უფასო შიპინგი HDD-ს რაც შეეხება, შენ თუ არ გინდა გატესტვა, გადახედე უცხოური ტესტლაბების შედეგებს. დღეს ბაზარზე არსებული HDD-ების 90% SATA I-ის 150 მბ/წმ-საც კი ვერ იყენებს, არათუ SATA II-ს წინსვლა და წარმადობის ზრდა კი ხდება ზოგადად, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ რადგან HDD-ს აღწერაში 6gb/s უწერია, SATA III-ს სრულად დატვირთავს ერთადერთი, რითაც SATA II-ს და III-ს სრულად დატვირთავ, არის RAID-0-ები HDD-ების ან SSD-ების ისიც მხოლოდ Linear Read/Write-ში, HDD-ებს საშინლად დაბალი Random Read/Write აქვთ.
  21. კარგი, აიღე ნებისმიერი თანამედროვე HDD და გაატარე 300 მბ/წმ-ზე მეტი, თუნდაც Linear Read-ში :)
  22. Compatibily ჩართული გაქვს თუ გამორთული? ორივეთი სცადე აბა :)
  23. ჰო, ეგ ვიცი იაგო, მაგრამ ეგეთ ფასად ეგ კვება აღარ გამოჩნდებოდა და ვიყიდე ეგრევე ახლა თუ რომელიმე მიკრო ATX მაზერზეც ფასდაკლება დაიდო იმასაც ვიყიდი და აწყობილი მექნება სისტემა, კეისს დავააპგრეიდებ სამომავლოდ და HDD-ებს ჩავამატებ რომ გაიაფდება ცოტა იქით წელს.
  24. კვებაც ვიყიდე: http://www.amazon.com/gp/product/B002UOR17Y/ref=oh_o00_s00_i00_details 30$-ად, 45-დან ჩამოაფასა დღეს ამაზონმა ისე, კვებებზე კარგი სეილებია ამაზონზე ახლა რომ ვუყურებ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.