1) იცი რომ სკრიპტის კოდი სუფთაა.
2) ხელი მიგიწვდება ყველა აპდეიტზე და ჰოტფიქსზე გამოსვლისთანავე
3) გაქვს წვდომა ინვიჟენის დახურულ ქომიუნითი რესურსებთან.
4) გაქვს წვდომა IPS Marketplace-თან (უფასო და ფასიანი აპლიკაციები, მოდები, სკინები და ა.შ.)
5) გაქვს 24 საათიანი საპორტის მხარდაჭერა ინვიჟენისგან
6) გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ინვიჟენის სპეციალისტებს უფასოდ დააპგრეიდებინო ფორუმი (2-3 დღიანი ვადა). (ამ ფუნქციას ჩვენ კი არ ვიყენებთ, მაგრამ ბევრისთვის სასარგებლოა, ვინც კარგად ვერ ერკვევა)
7) არ გეშინია იმის რომ ინვიჟენი საიტს დაგიხურავს (დიდი ფორუმი ნულიფირებულ სკრიპტზე რისკია, რაც უფრო დიდია საიტი, რა თქმა უნდა, უფრო ადვილად მოხვდება თვალში სხვას).
8) სპამ მონიტორინგ სერვისი - ცენტრალიზებული დაცვის სისტემაა, ინტეგრირებული IPS-თან. შესაბამისად, ბლოკავს ცნობილ სპამერ IP-ებს, ბოტებს და ა.შ.