Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5956
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    64

Everything posted by Power_VANO

  1. ჰო აბა რა, აქ კაი დიდი ხნის მერე თუ დაიკლებს ფასები ნორმ. დონეზე. ამაზონზე კი უკვე კარგი ფასებია :)
  2. ნორმალიზდა მგონი უკვე HDD-ების ფასები აი სიგეიტის ახალი დისკები 1TB-იანი პლატერებით 3 TB - 169.99$ - http://www.amazon.com/Seagate-Barracuda-3-5-Inch-Internal-ST3000DM001/dp/B005T3GRLY/ref=wl_it_dp_o_pdT11?ie=UTF8&coliid=I27MSCN5B4P3CL&colid=SFI4LRJ6ERYA 2 TB - 119.99$ - http://www.amazon.com/Seagate-ST2000DM001-Barracuda-3-5-Inch-Internal/dp/B005T3GRN2/ref=wl_it_dp_o_pdT11?ie=UTF8&coliid=I1ML63XI553CYG&colid=SFI4LRJ6ERYA ტერაბაიტის ფასი 3-იანი შემთხვევაში 56$ გამოდის, 2-იანის შემთხვევაში 60$. საკმაოდ კარგი ფასებია მოკლედ :)
  3. პიპალ, ტანსაცმელი კარგია როცა ისეთი გაცვია, რაც სხვას არა მაგრამ მანქანა იგივე ვარიანტში ზარალია ასე რომ, სჯობს თემის ავტორმა კორსა იყიდოს. სერვისი იშვიათად სჭირდება და როცა სჭირდება ძალიან იაფი ჯდება ყველაფერი. + მაგ ასაკის კორსებს დიზელის შემთხვევაში ისუზუს მატორები აქვთ, საკმაოდ გამძლეებია და თავისთავად ძალიან ეკონომიურებიც.
  4. მხოლოდ ის, რომ სხვას გამოადგება შენი შრომა და ცოდნა, მხოლოდ ენთუზიაზმი, სხვა არაფერი. მხოლოდ ქომიუნითი ქონთრიბუშენი. ან ხარ ეგეთი ტიპი, ან არა ძალით ვერ გააკეთებინებ მაგას ადამიანს. დაწერს 1-2 ნიუსს, სტატიას და დაიკიდებს, იმიტომ რომ არაა ქომიუნითი ტიპი. უნდა გსიამოვნებდეს ეგ პროცესი, ცოდნის გაზიარება და შენი შრომის თუნდაც უფასო ქონთრიბუშენი. oc.ge ფორუმია და აქ უნიკალები მუდმივად იქნება, ფორუმი თავის რეიტინგს თავისით შეინარჩუნებს. თუმცა მეორე მხრივ მთავარი მიმართულება იკარგება და დაიკარგა უკვე. overclocking საიტიდან უკვე general computers საიტი გავხდით, ძლიერი გეიმინგის, ყიდვა-გაყიდვის და ფლეიმის ( ) ფრთებით.
  5. გაიაფდება ნახმარი პროცები, თორემ ახლები იგივე ფასი ეღირება ისევ :)
  6. და 3820 სჯობს რო 2600K-ს? :)
  7. ჰო ზურა, მაგრამ როდის აბა? 2012-ია და 22 ნმ გვაქვს. 2020-2025-ისთვის 6-7 ნმ-ს ფარგლებSი დადებენ ალბათ. + პარალელურად რამდენიმე დღის წინ ნიუსი ვნახე, მუშა 1 ატომის ზომის ტრანზისტორი შეუქმნიათ. მოკლედ, ეს ნანომეტრების ომი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება IMHO. მომავალი კი Multi-Core-შია, მაგრამ სოფტი არ უწყობს ხელს სამომხმარებლო ბაზარზე. სასერვერო სეგმენტში კი ნაკლებადაა ეგ პრობლემა, მაგრამ ფართო მასებში იუზერის მხარე ჩანს. სოფტისგან მხარდაჭერა კიდევ, როცა ნებით არ მოდის, ქეში უნდა მისცე, ქეში კი AMD-ს უჭირს :)
  8. აი საინტერესო ტესტირება, SATA II vs SATA III, თანამედროვე SSD-ებზე - http://www.tomshardware.com/reviews/sata-6gbps-performance-sata-3gbps,3110.html გამოდის რომ რეალურად ბევრს არც არაფერს ვკარგავთ თუ სატა III პორტები არ გვაქვს + საინტერესო მომენტია მაგ რევიუში ხაზგასმული. ყველა SSD რაღაც დროის მერე კარგავს წარმადობას და გადადის ე.წ. Steady State დონეზე, როცა წაკითხვის ოპერაციები ოდნავ სწრაფია მაგრამ ჩაწერა ნელდება. TRIM-იან დრაივებზე ეს პროცესი ცოტა გვიან და ნაკლებად აისახება, მაგრამ მაინც არის. შესაბამისად, რეალური წარმადობა არის არა ის, რასაც Out of box იძლევა SSD, არამედ Steady State წარმადობა :)
  9. გიო, ეს ბოლო ერთი საათია ონლაინში ვარ, არ ჭედავს საერთოდ. რაღაც ან კავშირის პრობლემაა, ან კომპის უფრო. სხვა ბროუზერი სცადე აბა საერთოდ.
  10. საშუალოდ რა დროს უფრო ჭედავს ეგ მაინც მითხარIთ რომ იმ დროს შემოვიდე და ვნახო მეც. თორემ მე ვერ ვაფიქსირებ ამ ჭედვებს. დღეს 3 საათია აქ ვარ დილიდან და არ ჭედავს. ჰო, რეკლამების კოდები გადავწერე სტატიკში და გავაჩერე რეკლამების სკრიპტი.
  11. ვისაც არ გეზარებათ, დამიდეთ ჭედვის ამსახველი ვიდეო. დღეს მთელი დღეა ონლაინში ვარ და ვერ დავაფიქსირე გაჭედვა.
  12. აჰაა, თან ეგ წლობით არის 10+ წელი. 10 წლის მერეც თუ იგივე SSD გვექნა და... :D
  13. SLC თორემ ჩვენც ახლა იმდენ Write ოპერაციებს არ ვაკეთებდეთ რომ მოვკლათ MLC-ც კი წლობით გვეყოფა სახლის პირობებში :)
  14. ჰო მ,ეც ნეტის ამბავი მგონია, გუშინ ჩემთანაც დაიწყო გაჭედვები, მერე ვნახე სხვა საიტებიც ჭედავდა გლობალზე, მივარესტარტე როუტერი და ეშველა. მოკლედ, გადავწერ რეკლამების კოდებს და გავაჩერებ იმ სკრიპტს მთლიანად.
  15. რავიცი ჯამბო, ჩემთან არ ჭედავს, სხვები ამბობენ ჭედავსო და ვეღარ ვხვდები გუშინ სკრიპტის პროცესები რჩებოდა, დღეს ეგ პრობლემა აღარაა და ვისთანაც ჭედავს უფრო გლობალის ამბავი მგონია მე. + რეკლამების სკტიპტი გავაჩერე. კრაკადილები page not found ერორია, ჩვენი ჰოსტერის :)
  16. მოკლედ, გავაჩერე რეკლამების ბრუნვის სკრიპტი, დავაკვირდეთ შედეგს.
  17. ე.ი. ტელეფონში არ გაქვს ქართული ფონტები, Sylfaen, Arial, Arial Unicode MS...
  18. ვმუშაობ ბატონო, მაცადეთ სავარაუდოდ რეკლამების ბრუნვის სკრიპტი ჭედავს, გავტესტავ, მოვაგვარებ :)
  19. აი ეგ ასწორებს, იმედია ცოტა მოვა ჭკუაზე ინტელი და დააჩქარებს ახალი თაობის ატომების გამოსვლას. თორემ AMD ამ გაზაფხულზე თავის C და E სერიებს კიდევ ანახლებს :)
  20. ჰო რა ეგრე სჯობს, ახლა რამე სხვა SSD-ს ყიდვა ტყუილად ფულის ყრაა. რეალობაში სხვაობას ვერ ნახავ და ბენჩმარკებში მაღალი ქულებისთვის ფულს არავინ დააბრუნებს, რასაც ახალ SSD-ში დახარჯავ :)
  21. ისე, არ გირჩევნია, რომ ცოტა დაიცადო და ბარემ ახალი 20 ნმ-ზე დამზადებული SSD იყიდო? იმიტომ რომ agility3 ცუდი ნამდვილად არაა, ახალს იყიდი, მაგრამ ტესტების გარდა შედეგს სავარაუდოდ ვერ იგრძნობ და გამოგივა ჰაერში გასროლილი ფული. შენს ადგილას, დავიტოვებდი აგილითის და დავუცდიდი SSD-ების ახალ თაობას :)
  22. 32 ნმ-ია 3820, სწორია. პირველი 22 ნმ პროცები აივი-ბრიჯი იქნება.
  23. მარტო სექვენტალ წაკითხვა/ჩაწერას ნუ უყურებ, მთავარია რანდომ რიდი და რაიტი. ტესტები ნახე სხვასხვა საიტებზე. + SSD-ებზე დიდი გავლენა აქვს ფირმვეასაც. ორ ფირმვეას შორის უზარმაზარი სხვაობა შეიძლება იყოს წარმადობაში. რჩევით გირჩევდი Crucial M4 აგეღო მარველის კონტროლერებზეა. ინტელიც კარგია, მაგრამ ძვირია გაცილებით, SLC ჩიპების გამო, თუმცა არც MLC-ებია კონკურენტებზე დიდად იაფი :)
  24. კაცო ამათ კიდევ გამოუშვან რამე ნორმალური DLC, მულტი კი კარგი აქვს ამას და ხანდახან ვთამაშობ ხოლმე, მაგრამ სინგლის DLC-ც არ იქნებოდა ცუდი :)
  25. თემა გავხსენი, განხილვისთვის. ვინც ფიქრობთ, რომ HDMI უკეთესია DVI-სთან შედარებით კომპ. მონიტორებისთვის, შეგიძლიათ ახსნათ რატომ? გარდა იმისა, რომ კაბელი კომპაქტურია უფრო, რა + აქვს HDMI-ს DVI-სთან შედარებით? გამოსახულების ხარისხში არის განსხვავება და ა.შ.? ჯობია ერთ თემაში დეტალურად მოვუყაროთ ინფოს თავი და შემდგომ თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება ხოლმე, აქ დავულინკავთ. ჩემის მხრივ, ვიტყვი, რომ HDMI სულაც არაა კომპებისთვის შექმნილი სტანდარტი და სულაც არაა DVI-ს განვითარების შემდგომი საფეხური. HDMI რეალურად არის ტელევიზორებისთვის, DVD/BD პლეერებისთვის და ა.შ. შექმნილი სტანდარტი, არა კომპებისთვის, კომპებისთვის შეიქმნა DisplayPort. ასევე, DVI-ც სპეციალურად კომპ. ტექნიკისთვისაა დამზადებული. ვიდეო სიგნალი HDMI-სა და DVI-ში არის აბსოლუტურად იდენტური, შესაბამისად, ჩვენების ხარისხში სხვაობა არის 0. სხვაობა - HDMI-ს აქვს ხმისა და ნეტის გადაცემის შესაძლებლობაც, DVI-ს არა (ამ შემთხვევაში საჭირო რევიზიის HDMI კაბელია საჭირო, + მიმღები და გადამცემი მოწყობილობებიც უნდა იყვნენ თავსებადი ამ რევიზიასთან. HDMI-ს ბოლო რევიზიაა 1.4) ახლა მეორე საკითხია, რაში გვჭირდება ნეტის გადაცემის შესაძლებლობა კომპ. მონიტორში. აუდიო კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ეგეც მარაზმია. აი ტელევიზორებისთვის კი ორივე ძალიან გამართლებულია. + HDMI-სთან მიმართებაში ერთი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა - პრობლემა კომპის standy/sleep რეჟიმებთან (მაგალითად, შეიძლება მონიტორი ვერ გადავიდეს standby-ში, ან პირიქით, ვერ გაიღვიძოს თუ HDMI კაბელს არ გამოაძრობთ და არ შეარჭობთ ხელახლა). ბოლო რევიზიის HDMI-ში თუ გამოასწორეს რაიმე ამ მხრივ, არ ვიცი, პირადად ვერ გავტესტე, არ აქვს ჩემს მონიტორს HDMI პორტი. დასკვნა - ჩემი აზრით, კომპ. მონიტორებზე DVI-დან HDMI-ზე დააპგრეიდება უაზრობაა, არანაირ პლიუსს არ იძლევა რეალურად. ასევე უაზრობაა თუ თუ კაბელი არ გვაქვს (საბედნიეროდ, DVI მაინც ყველა მონიტორს მოყვება ხოლმე) HDMI-ში მეტი ფულის მიცემა. საუბარი რომ იყოს დისპლეიპორტზე, მაშინ კი ბატონო, გამართლებული იქნებოდა აპგრეიდი, უამრავი კარგი ფიჩერის გამო, რომელიც სპეციალურად კომპ. ტექნიკისთვისაა გათვალისწინებული (მაგალითად, მონიტორს თუ USB პორტებიც აქვს, დისპლეიპორტ კაბელის გამოყენებით აღნიშნული პორტების ამუშავებაც შესაძლებელია).
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.