გათი Posted August 25, 2011 Share Posted August 25, 2011 Sandy Bridge Pentium-ების განხილვა (G850, G840, G620 და G620T) ძალიან არ მიყვარს სტატიების თარგმნა, მაგრამ იმის გამო, რომ არ მომეპოვება საჭირო ბიუჯეტი რომ ვიყიდო ნაწილები და ვტესტო, დღეს შემოგთავაზებთ ამ განხილვას, რომელიც ჩემი საყვარელი საიტიდანაა (წყარო იხ. ბოლოს), ჩემი აზრით ყველას გამოადგება ვისაც აინტერესებს რამდენად კარგია ახალი თაობის პენტიუმები AMD-სთან მიმართებით. Sandy Bridge-ის მყიდველთა გიდში მე ვახსენე რომ პენტიუმებს არც მივეკარებოდით, რადგან AMD იგივე ფასში უკეთეს კონფიგურაციას შემოგვთავაზებდა. ახლა კი დეტალურად ვნახოთ, თუ რაში გამოიხატება ამ პროცესორის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები. 2006 წლიდან მო#$%ბული კომპანია Intel, Tick-Tock პრინციპს იყენებს. ფაქტობრივად ყოველ წელს ახალ-ახალ ოჯახებს ვხედავთ. Tick პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ არქიტექტურას უცვლელს ტოვებს და ცდილობს ტრანზისტორების ზომა შემაციროს, ხოლო Tock კი წარმოების პროცესს ინარჩუნებს მაგრამ ახალ არქიტექტურას გვთავაზობს. Sandy Bridge ყველაზე ბოლო და ყველაზე წარმატებული Tock იყო Intel-ისთვის პირველი თაობის „i” ოჯახის შემდგომ. ერთი შეხედვით Intel-მა თითქმის უცვლელი დატოვა ახალი არქიტექტურა წინამორბედთან შედარებით შედარებით, მაგრამ რეალურად შესრულების მექანიზმის დიზაინი ბევრად დახვეწეს. სენდის ახალი სალტე ყველა ბირთვს აძლევს L3 ქეშთან წვდომას, ისევე როგორც IGP-ს Sandy Bridge-ის IGP საკმაოდ საინტერესოა, რადგან შეიძლება ითქვას ერთადერთი IGP-ა, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს AMD Llano-ს. ვაღიარებ ხმამაღლაა ნათქვამი, კაი.. ძალიან ხმამაღლა მაგრამ ჯანდაბას, სხვა ინტეგრირებულები ხომ საერთოდ არ ვარგა! ინტეგრირებული ვიდეოჩიპის გარდა, Intel-მა ვიდეო ტრანსკოდირების ახალი ძრავა მოგვცა: Quick Sync. შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში განხილვები, თუ რამდენად ჯობს ეს ტექნოლოგია AMD-სა და NVIDIA-ს ალტერნატივებს. მაგრამ არ გეგონოთ რომ სენდი ყველა ტოჩკაში კაია. ეს არის პირველი არქიტექტურა, რომელსაც აჩქარების საშუალება არ აქვს (არ მაქვს საუბარი K მოდელებზე). ნებისმიერი CPU ჩართული Turbo Boost-ით არაეფექტურად "ჩქარდება" (რაზგონდება). პირდაპირ, რიდისა და ყოლიფრის გარეშე - Intel-მა მოკლა აჩქარება low-end მარკეტში. აჩქარების ლიმიტი Sandy Bridge-ის უდიდესი სირცხვილია. იმის მიუხედავად, რომ Intel-მა პენტიუმები მაგრად დაიკიდა 2006 წლის Core 2 Duo-ს გამოსვლის შემდეგ, მაინც ინახავს ამ სახელს და ბიუჯეტურ მოდელებად წარმოადგენს. შარშან ჩვენ ვიხილეთ კიდევაც ორი Clarkdale Pentium-ები: G6950 და G6960. Sandy Bridge-ის სერიაშ კი ამ ოჯახმა როგორც იქნა უფრო მეტად გამოიღვიძა. ახალი თაობის Pentium-ები ორ სერიათ იყოფიან: G800 და G600. უკლებლივ ყველა SNB Pentium-ებს აქვსთ ორი ბირთვი ჰიპერნაკადულობის მხარდაჭერის გარეშე (Hyper-Threading) 256KB L2 ქეშით თითოეულ ბირთვზე და 3MB L3 ქეშით. მათ ასევე არ აქვთ Turbo Boost-ის მხადაჭერა. HT და დაბალი ტაქტური სიხშირე რომ არ ჩავთვალოთ, Pentium-ები ბევრად გვანან მეორე თაობის i3-ებს. ზემოთჩამოთვლილი 2 ტექნოლოგიის გარდა Intel ინსტრუქციებითაც გამოყოფს low-end-ს high-end მარკეტისაგან. არც ერთ Pentium-ს არ აქვს AES-NI ან VT-d ინსტრუქციების მხარდაჭერა. 800 სერიის Pentium-ებს მხოლოდ DDR3-1333-მდე აქვთ მხადაჭერა, 600 სერიისას კი DDR3-1066-მდე. ყველა სტანდარტულ მოდელის TDP შეადგენს 65ვატს, მხოლოდ Pentium G620T-ს სჭირდება 35ვატი (მუშაობს 2.2GHz-ზე). ყველას ასევე მოყვება ultra low profile გამაგრილებელი. ეს პროცესორები იგივე LGA-1155 დედადაფებზე მუშაობენ, რომელზდაც Core i3/i5/i7. წესებიც იგივეა, თუ IGP-ის გამოყენება გსურთ, მაშინ H ან Z სერიის ჩიპსეტიანი დედადაფა დაგჭირდებათ. Pentium GPU ინტეგრირებულ გრაფიკულ ჩიპებზე გადასვლით (რომელიც Clarkdale-იდან დაიწყო) Intel-მა გადააგდო "GMA" სახელწოდება და მის მაგივრად "HD Graphics" დანერგა. SBN Core i3/i5/i7-ზე კი სუფიქსებად დაემეტა "2000" და "3000". ხოლო იმ პროცესორებს, რომელზედაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ მხოლოდ "HD Graphics" მიიღეს. სახელის მიუხედავად, Pentium-ის HD Graphics არანაირი საერთო არ აქვს Clarkdale-ის IGP-სთან. Pentium-ის ახალი GPU კვლავ კრისტალზეა და იგივე არქიტექტურა აქვს რაც HD Graphics 2000-ს (6EU). წარმადობაც ფაქტობრივად იგივე აქვს რაც HD Graphics 2000-ს (850MHz წარხნული სიხშირე, 1,1GHz ტურბოთი). ესეც პატარა 3D ტესტი, რომ ნახოთ რამდენად მსგავსი წარმადობა აქვთ ორივეს: და ეს მხოლოდ ტესტი არ არის, ყოველდღიურ მოხმარებაში მართლა ასეთი შედეგი აქვს. "უბრალოდ" HD Graphics-ს არ აქვს რამდენიმე საკაიფო ფუნქცია რაც 2000 და 3000 სერიას გააჩნია, ესენია: Quick Sync, InTru 3D (Blu-ray 3D), Intel Insider (DRM-ის მხადაჭერა მაღალ ბიტრეიტიან ონლაინ HD ვიდეოებზე) და Clear Video HD (IGP-ით აჩქარებული პოსტ-დამუშავება (post-processing)). საბედნიეროდ მას შეუნარჩუნეს H.264 ვიდეო აქსელერაცია და აუდიო bitstreaming-ის მხადაჭერა (ამაში ასევე შედის TrueHD/DTS-HD MA-იც). ყველაზე დიდი უბედურება მაინც Quick Sync-ის არქონაა, თუმცა უნდა აღვნიშნო რომ ჯერ საკმაოდ ცუდი მხადაჭერა არის ამ ტექნოლოგიაზე. მე პირადად Cyberlink MediaShow Espresso თუ ვიცი, რომელიც ამას იყენებს. ხო და კიდე vReveal! ვინც რამე უბრალოდ HTPC-ის აწყობს, მისთვის დიდი მნიშვნელობა არ ექნება ამ "ნაკლებს", გააჩნია რა მოთხოვნილება გვაქვს მე მაგალითად არც წარმომიდგენია რომ Pentium-ისა და i5-ის ვიდეოს ჩვენების ხარისხში რამე განსხვავება იქნება. მთავარი შეჯახება SNB Pentium-ების მთავარი კონკურენტი AMD-ს Athlon II და სამბირთვიანი AMD A6-ია. Low-end-ში გვაქვს Athlon X2 260 ვს. Pentium G620. ამ შემთხვევაში AMD ტაქტური სიხშირით უსწრებს, თუმცა SNB-ს უკეთესი წარმადობა აქვს ერთ სიხშირეზე. შედარებით ძლიერი ვარიანტები არის Athlon II X3 455 (3 ბირთვი 3.3GHz) ვს. Pentium G840 (ორი ბირთვი, 2,8Ghz). Pentium G850-ის კონკურენტებად კი წარმოვადგენდი 2 პრეტენდენტს AMD-გან. ეს არის Athlon X4 635, ტაქტური სიხშირე აქ ერთი და იგივეა, თუმცა AMD ოთხ ბირთვზე მუშაობს, რითაც Pentium G850 ჩამორჩება. 635 აღარ არის AMD-ს „პრაისლისტში“, ასე რომ ვფიქრობ რომ შესაძლებელია იაფად იყიდოთ. მეორე - Athlon X3 460 არის ერთადერთი იგივე ფასის მოწინააღმდეგე, მისი წარმადობა კი 455-ის ანალოგიური უნდა იყოს. მიესალმეთ A6-ს: შეჯიბრში ჩავრთავთ იაფფასიან AMD Llano-საც: AMD's A6-3650. 3650 $20-ით ნაკლები ღირს ვიდრე high-end Llano 3850, მისგან განსხვავებით A6-3650 კარგავს 300MHz CPU სიხშირეს და 80 GPU ბირთვს. GPU 443MHz sსიხშირეზე მუშაობს (რაც ბევრად დაბალია კონკურენტებთან შედარებით). TDP უცვლელია - 100ვატი. 20$-ის გულისთვის ნამდვილად ღირს 3850-ის აღება, თუმცა როდესაც საქმე „ძალიან“ ბიუჯეტურ კომპიუტერს ეხება, მაშინ თითოეულ კაპიკსაც კი მნიშველობა აქვს. p.s. აღიარეთ რა რომ Intel-ის პროცესორები უფრო სიმპატიურები არიან ტესტი სატესტო სისტემა: Adobe Photoshop CS4-ის წარმადობა: Photoshop CS4-ის წარმადობის შესამოწმებლად გამოვიყენეთ Retouch Artists’ Speed Test. ტესტი შედგება მარტივი პროცედურებისგან: ერთი-ორი ფერთა ცვლა, შრეების შექმნა, გამოსახულების ზომისა და კანვასის შეცვლა, unsharp mask და Gaussian blur მთელს სურათზე. მთლიანი პროცესის დრო ბევრად იყო დამოკიდებული Intel's X25-M SSD-ზე, ასეთი შედეგებს უფრო მეტად შეგვიძია დავეყრდნოთ და წარმოდგენა შევიქმნათ ვიდრე ძელი მექანიკური დისკებით. დრო არის მოყვანილი წამებში და შესაბამისად ნაკლები დრო - უკეთესია. ტესტი მრავალნაკადოვანია, ასე რომ ის ყველა ბირთვსა და ნაკადს იყენებს. Pentium G620 Athlon II X2-ს სჯაბნის . ყველაზე მეტად შეჯიბრი იგრძნობა G840/850-სა და Athlon II X3 455-ს შორის, მაგრამ საბოლოო ჯამში Pentium-ები უფრო სწრაფნი გამოდიან. ორივემ უკეთესი შედეგი აჩვენა ასევე უფრო ძვირ AMD A8-3850-თან მიმართებით. x264 HD ვიდეო დეკოდირების წარმადობა Graysky-ის x264 HD ტესტი იყენებს x264 დეკოდერს რომ 4Mbps 720p MPEG-2 ფაილის ტრანსკოდირება გააკეთოს. მთელი აქცენტი აქ უფრო ხარისხზეა ვიდრე სიჩქარეზე, ბენჩი 2-ჯერ გადის, ასე რომ შედეგები საშუალო FPS-ითაა მოცემული თითოეულ გავლაზე. კიდევ ერთხელ G620 ბევრად სწრაფია ვიდრე Athlon II X2 265, ტაქტური სიხშირის სიმცირის მიუხედავად. G840 და G850 620-ზე სწრაფი კი არის, მაგრამ იმდენადაც არა რომ სამბირთვიან X3 455-ს დაეწიოს. თუ 80$-ით მეტის დახარჯვას გეგმავთ ვიდეო კოდირებისათვის, მაშინ Athlon II X3 455 თქვენი არჩევანი უნდა იყოს. 3dsmax 9 - SPECapc 3dsmax CPU რენდერის ტესტი დღევანდელი დესქტოპ პროცესორები საკმაოდ სწრაფნი არიან რომ პროფესიონალური დონის 3D რენდერი სახლის პირობებში აკეთონ. ეს რომ შეგვემოწმებინა ამ პროცესორებზე, ჩვენ გამოვიყენეთ SPECapc 3dsmax 8 benchmark (მხოლოდ CPU რენდერის ტესტი) 3dsmax 9 SP1-ში. შედეგები: ამ შემთხვევაში მთავარი ბირთვების რაოდენობა კი არა, არამედ IPC აღმოჩნდა, რაც SNB-ის უკეთესი აქვს, შედეგად G850-მა X3 455-ის მსგავსი წარმადობა აჩვენა. Cinebench R10 ეს ბენჩი Cinema 4D-ს შემქნელებისაგან არის. საკმაოდ პოპულარულია, რადგან ერთ და მრავალნაკოდოვანი შედეგების ჩვენება შეუძლია. აქაც იგივე ჩანს, რომ ერთნაკადოვანი წარმადობა (1-1ზე რა) SNB Pentium-ებს უფრო განვითარებული აქვთ ვიდრე სხვა მონაწილეს. თუნდაც G620-იც კი 14%-ით სწრაფია ვიდრე AMD-ს Athlon II X2 265. მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ამ Pentium-ებს კარგი წარმადობა აქვთ საკუთარ ფასში. მრავალნაკადიანი პროგრამები კი უფრო მეტ ბირთვებზე არიან დამოკიდბული, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი Athlon II X3 455 არ არის ბევრად სწრაფი ვიდრე G850 და მხოლოდ 4.5%-ით სწრაფი ვიდრე G840, როგორც ხედავთ აქ არქიტექტურამ გაიმარჯვა ბირთვების რაოდენობაზე. PAR2 მრავალნაკადოვანი არქივის აღდგენის წარმადობა (Multithreaded Archive Recovery Performance) პროგრამა Par2 გამოიყენება გადმოწერილი არქივების „რეკონსტრუქციისთვის“. მას შეუძლია შესაბამისი არქივის ანალოგიური ფაილი დააგენერიროს და მისი დაზიანების შემთხვევაში აღადგინოს. Chuchusoft-მა ( ) ამ პროგრამის კოდი აიღო (par2cmdline 0.4) და მისი პარალელიზმი მოახერხა Intel-ის Threading Building Blocks 2.1-ის დახმარებით (ანუ პროგრამა გაამრავალნაკადოვნა რა ). შედეგი ისაა რომ ახლა ამ par2cmdline-ს ძალუძს მრავალი ბირთვისა და ნაკადის გამოყენება. ტესტისათვის აირჩიეს, 708მნ-იანი ფაილია, გააფუჭეს 60მბ და ზემოთხსენებული პროგრამა გამოიყენეს არქივის აღსადგენად. აქაც 3ds Max-ის ანალოგია განმეორდა. Par2 პროგრამის ტესტში უკეთესი შედეგი აჩვენებს პენტიუმებმა კვლავ და კვლავ უკეთესი IPC-ის ხარჯზე და დაამტკიცეს რომ მეტი ბირთვი ყოველთვის მეტ ძალას არ უდრის WinRAR - Archive Creation ამ ტესტში არაფერი ეგზოტიკური არ არის გამოყენებული, უბრალოდ 300მბ ფაილების ერთ არქივად შეკვრა ხდება default ინსტრუქციებით. მთავარია CPU-ს მდგომარეობა დაარქივების პროცესში: აქაც G850 ერთი ნაბიჯით წინაა ვიდრე Athlon II X3 455, ისევე როგორც G840. Gaming წარმადობა გეიმინგის წარმადობა რომ გაგვესინჯა ამისათვის დისკრეტული GPU გამოვიყენეთ. Crysis Warhead-ში GTX280, ყველა სხვა ტესტში კი Radeon HD 5870. ყველა ტესტში Pentium-ები უკეთეს შედეგს აჩვენებენ. შემდეგ ნაწილში კი ვნახავთ თუ რისი ტ*აკი აქვს IGP-ებს. Dragon Age Origins: World of Warcraft დიდი წარდგენა არც სჭირდება. ეს ტესტი საშუალო მაჩვნებელებითაა, საბოლოო ჯამში სერვერის დატვირთვაზე იქნება დამოკიდებული თქვენი FPS, თუმცა წარმოდგენას მაინც შეიქმნით თუ რომელი პროცესორი ჯობს ამ საქმეში : ენერგომოხმარება ახალი Pentium-ის ოჯახი ძალიან ცოტა ენერგიას მოიხმარს, არა მხოლოდ AMD-სთან შედარებით, არამედ დანარჩენ SNB ხაზთან შედარებით. ეს ჰიპერნაკადულობის (HT) არქონით აიხსნება. და მრავალი მომხმარებელი ამბობს რომ ეს პროცესორები მაქსიმალურ TDP-ს ვერც აღწევენ და რეალურად Pentium G620T მხოლოდ 4 ვატით ნაკლებს მოიხმარს ვიდრე G620, იმის მიუხედავად რომ თეორიულად 30W ნაკლები ენერგომოხმარება აქვს. IGP-ის წარმადობა როგორც დასაწყისში მოვყევი Sandy Bridge Pentium -ს იგივე წარმადობა აქვს რაც HD Graphics 2000-ს. AMD-ს A6-3650 მეორე მხრივ კი დატვირთულია 320 GPU ბირთვებით, რომელთაც Radeon HD 6530D ჰქვია. საკმაოდ საინტერესო მაჩვენებელს გვაძლევს ამ ორი ერთეულის შედარება. გაინტერესებთ როგორ მიუდგება ერთი მეორეს? მაშინ განაგრძეთ კითხვა და თვალიერება დასაწყისისთვის ერთმანეთს შევადარებთ A6-3650-სა და Pentium G850. ტესტში სხვა Pentium-ები არ არის ნაჩვენები, რადგან უბრალოდ აზრი არ ჰქონდა (ყველას ერთი და იმგივე IGP აქვთ). A6-3650's Radeon HD 6530D GPU საშუალოდ 2.33ჯერ სწრაფია ვიდრე Pentium G850 მთლიანი ტესტის განმავლობაში, ანუ შედარებაც კი არ შეიძლება რა , მასე გამოვიდა ასე რომ... არავის ვურჩევ SNB P გამოიყენოს სათამაშოდ, თუ რა თქმა უნდა ძველ თამაშებს არ იყენებთ ან low-ზე არ აყენებთ ყველაფერს (1024 x 768) AMD A6 ვს. AMD A8 ხო ახლა კი უფრო საინტერესო: თუ რამდენად ძლიერია A8, A6-ზე. A8-ის 80-ით მეტი GPU ბირთვი და უფრო მაღალი სიხშირე საბოლოო ჯამში 18 - 26% წარმადობის მატებას გვაძლევს, გაფართოებაზე დამოკიდებულებით რა თქმა უნდა. ორივე სისტემა DDR3-1600 მეხსიერებას იყენებს და როგოც ჩანს გაფართოების გაზრდისთანავე A8-ს წარმადობა შესამჩნევად უმჯობსედება. IGP Benchmark-ის ცხრილები ამ ტესტებში ვნახოთ თუ რა მიმართებაში არიან IGP-ები დისკრეტულ ვიდეოდაფებთან შედარებით. ბოლოსიტყვაობა, დასკვნა რა Intel-ის Sandy Bridge მიკროარქიტექტურის ქება-დიდების მიუხედავად დასკვნა მაინც უცვლელი რჩება. "გააჩნია რისთვის გვინდა კოპმიუტერი" როდესაც საქმე ეხება ერთი და იგივე ბირთვების რაოდენობას (სიხშირის განურჩევლად), მაშინ Intel ყოველთვის მოგებული რჩება. იგივე ფასში და იგივე რაოდენობის ბირთვებში Intel გამარჯვებულია. AMD-ს სასარგებლოდ მხოლოდ იმ შმეთხვევაში წყდება საკითხი როდესაც საქმე Athlon II X3-ს ეხება. უფრო დატვირთულ საქმეებში, Athlon II X3-ის მესამე ბირთვი მას წინ აყენებს SNB Pentium-ებზე. თუ თქვენ აპირებთ ოფლაინ 3D რენდერს, მრავალნაკადოვან კომპილირებას ან ვიდეო ტრანსკოდირებას მაშინ კარგი იდეა იქნებოდა თუ AMD-ზე გადახვიდოდით. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ელექტრონული ფოსტის გამოყენებას, ინტერნეტში ძრომიალს, საოფისე პროგრამებს და დისკრეტული ვიდეობარათით თამაშს - მაშინ Pentium უკეთეს შედეგს გვიჩვენებს, მისი ILP-ის გამო (Instruction level parallelism). მთავარი უკანდამხევი მიზეზი მაინც SNB-ის აჩქარების არქონაა, არადა უამრავი ენთუზიასტი შეეცდებოდა ამ პენტიუმების აჩქარებას და გამოწურვას. ვისაც აჩქარება უნდა ინტელ-ზე მოუწევს ორჯერ მეტი ფულის გადახდა და K სერიასთან დამეგობრება. აი ზოგადად რომ ვთქვათ Pentium-ებს დიდად არც სჭირდებათ ტურბო, რადგან როგორც G620 ვს. Athlon X2 265 შედარებისას ვნახეთ - მაღალი სიხშირით ვერ ჯობნის AMD. Pentium-ის IGP შთამბეჭდავი რომ არაა, მაგას წყალი არ გაუვა. HD 2000/3000 უფრო „აზრიანია“ Quick Sync-ისა და სხვა ტექნოლოგიების მხარდაჭერის გამო. ამ სერიას რომ Quick Sync ჰქონოდა, საკმაოდ ბევრi მომხმარებელი დაინტერესდებოდა მისი შეძენით ვიდრე ახლა არიან, კიდევ კარგი ვიდეო დეკოდირების აქსელერაცია მაინც შერჩა და კიდე რამდენიმე აუდიო „ტრიუკი“, ასე რომ ვინც SNB-ის ბაზაზე აყობს HTPC-ის, თქვენთვის ეს პენტიუმები მშვენიერი არჩევანი გამოვა. თუ 3D გეიმინგსაც აპირებთ, მაშნ დისკრეტული ბარათის ყიდვად დაგჭირდებათ ან მინიმუმ AMD A6. ყველაფერი იქამდე მიდის რომ თუ ჩვეულებრივი მოხმარების კომპიუტერი გინდათ - იყიდეთ SNB Pentium-ის ბაზაზე (G840!), თუ 3D რენდერზეც მუშაობთ მაშინ მეორე ვარიანტი Athlon II X3 455-ია. ვიდეო ტრანსკოდირების შემთხვევაში ხელიდან არ გაუშვათ Core i3 2100, ხოლო თუ დისკრეტულ ბარათს ვერ ყიდულობთ მაშინ გირჩევთ AMD's Llano-ზე შეარჩიოთ არჩევანი. თუ Llano სისტემაზე გადასვლა ფიქრობთ - აუცილებლად A8 აირჩიეთ. 20$-ით მეტი ღირს იმათ რომ 18-24% წარმადობის მატება გქონდეთ. წყარო: Anandtech 8 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted August 25, 2011 Author Share Posted August 25, 2011 მოდერს ვთხოვ ბოლოში ჩაასწოროს სურათი, დასკვნაში რომაა წინ h აკლია (მარტო ttp წერია). და კიდე მეორე პოსტი პირველს მიამატეთ რა :( Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted August 25, 2011 Share Posted August 25, 2011 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted August 25, 2011 Share Posted August 25, 2011 Asus P8H61M-LX2 რამდენად კარგი მაზერია და მაგასა(LX2) და LE-ს შორის რა სხვაობაა ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted August 25, 2011 Author Share Posted August 25, 2011 Asus P8H61M-LX2 რამდენად კარგი მაზერია და მაგასა(LX2) და LE-ს შორის რა სხვაობაა ? ეგ აქ არ უნდა დაგესვა, მაგრამ რახან გაინტერესებს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ LX2 H61 ჩიპსეტზეა. H61 ჩიპსეტის დახასიათება ჩემს მეორე სტატიაშია და იქ შეგიძლია ნახო. როგორც წესი LE- უფრო კასტრირებული ვერსიია, უფრო "დიშოვი". Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted August 25, 2011 Share Posted August 25, 2011 ეე ესენი პენტიუმები აღარ არიან უკვე, ისე ქვიათ, ზრდილობის გულისთვის :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 25, 2011 Share Posted August 25, 2011 მადლობა გიო თემისთვის მართლა მაღალი დონის პენტიუმებია ესენი უკვე ,მაგრამ ვერ მოეშვნენ ამ HD Graphics რაა ჩაედოთ ამ პროცებში ბარემ HD 2000 ები პ.ს მოდერებს მგონი არ უნდა გინდოდეთ ჩემი თქმა/რჩევა , რომ ამ ადამიანს უნდა მივცეთ News Hunter ობა :rolleyes: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted August 25, 2011 Author Share Posted August 25, 2011 მადლობა გიო თემისთვის მართლა მაღალი დონის პენტიუმებია ესენი უკვე ,მაგრამ ვერ მოეშვნენ ამ HD Graphics რაა ჩაედოთ ამ პროცებში ბარემ HD 2000 ები პ.ს მოდერებს მგონი არ უნდა გინდოდეთ ჩემი თქმა/რჩევა , რომ ამ ადამიანს უნდა მივცეთ News Hunter ობა არა მადლობა ჩემგან news hunter არ დადგება :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 25, 2011 Share Posted August 25, 2011 არა მადლობა ჩემგან news hunter არ დადგება უკვე დადგა მე ვეღარ შევძლებ მალე წერას და ისედაც ბევრი წავიდა და რავი ისე შენც ხო სწავლა გეწყება ? :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted August 25, 2011 Author Share Posted August 25, 2011 უკვე დადგა მე ვეღარ შევძლებ მალე წერას და ისედაც ბევრი წავიდა და რავი ისე შენც ხო სწავლა გეწყება ? კი თან "უკუანაისკნელი ესე წელი" :( Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 25, 2011 Share Posted August 25, 2011 კი თან "უკუანაისკნელი ესე წელი" ხო ჩემთვისაც და მეც შენს დღეში ვარ ასე რომ NH საც მოვახნევინებ და ფორუმიდანაც წავალ (ალბათ დროებით ) :user: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted August 25, 2011 Author Share Posted August 25, 2011 ხო ჩემთვისაც და მეც შენს დღეში ვარ ასე რომ NH საც მოვახნევინებ და ფორუმიდანაც წავალ (ალბათ დროებით ) აუფ ჩამო თბილისსში არ გინდა ჩემთან გაგავლევინებ ოპტიმიზმის კურსებს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted August 25, 2011 Share Posted August 25, 2011 ეს გამაქვს პორტალზე სირცხვილი ჰანტერებს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted August 26, 2011 Share Posted August 26, 2011 საღოლ მაგარი რევიუა მე სულ ვფიქრობ ერთი 7-8 წლის წინ ხალხს ეს პენტიუმები რომ ჰქონოდათ ან AMD-რა დღეში იქნებოდნენ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GABRONEISHN Posted August 27, 2011 Share Posted August 27, 2011 არადა შანსი არაა აი ჩემ სისტემაზე 1024X768 ზე 15 ფპს ძლივს მაქვს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted August 27, 2011 Share Posted August 27, 2011 არადა შანსი არაა აი ჩემ სისტემაზე 1024X768 ზე 15 ფპს ძლივს მაქვს dx11-ზე თუ თამაშობ კი და ეს მგონი 9–ზეა ხო ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted August 27, 2011 Share Posted August 27, 2011 dx11-ზე თუ თამაშობ კი და ეს მგონი 9–ზეა ხო ? ინტელის HD DX10-ზეა მაქსიმუმ DX11 არა აქვს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted August 27, 2011 Share Posted August 27, 2011 ინტელის HD DX10-ზეა მაქსიმუმ DX11 არა აქვს ეგ ვიცი და თვითონ ეს ტესტი DX9–ზეა ჩატარებული თუ 10–ზე ? GABRONEISHN ამბობდა GTX550 17 fps-მაძლევსო და ეგ ვიკითხე რომელ DX-ზე თამაშობდა მაგ კარტით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GABRONEISHN Posted October 17, 2011 Share Posted October 17, 2011 ეგ ვიცი და თვითონ ეს ტესტი DX9–ზეა ჩატარებული თუ 10–ზე ? GABRONEISHN ამბობდა GTX550 17 fps-მაძლევსო და ეგ ვიკითხე რომელ DX-ზე თამაშობდა მაგ კარტით ra GTX550 intel HD graphics 2000 maq anu i3 graphics - i :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted October 17, 2011 Share Posted October 17, 2011 ra GTX550 intel HD graphics 2000 maq anu i3 graphics - i აბა გვერდზე რო გიწერია nVidia GTX550 ეგ რა არი თუ "პროსტო" Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted October 17, 2011 Share Posted October 17, 2011 ეს პენტიუმები მართლაც კაი რამეა ჩემთვის. მარტო "სათმაშოდ" და ინტერნეტი მინდა მე,და ვიდეო კარტას ეხლა 550ტის ან 6770 მაინც არ გააბოთლისყელებს და ჩემს მონიკზე მეტი არცაა საჭირო,ასე რომ H67-ს და G850-ს ფული რო მექნება ავიღებ,მარა თუ მექნება კიდე ფული ბარემ ი3-ს გვლიჯავ ეხლა 10 კაპიკი მიჭყავის ჯიბეში :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.