Jump to content

BSOD - ების გაშიფვრა


Recommended Posts

გამარჯობათ !

დაახლოებით 1 წლის წინ, ერთ-ერთ უცხოურ ფორუმზე წავაწყდი ამ თემას, ბევრმა ალბათ იცის რასაც აქ დავწერ, ბევრმაც არა.

ეს თემა ძირითადად X58 - ის მფლობელებს გამოადგებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა დედაპლატის მფლობელები ამ თემით ვერ ისარგებლებენ.

0x101 = მოუმატეთ პროცესორს ვოლტი.

0x124 = თავდაპირველად მოუმატეთ (ან თუ ძალიან მაღალია დაუკელით) QPI/VTT, თუ არ უშველა შენდეგ მოუმატეთ პროცესორის ვოლტს.

0x0A = ოპერატიული მეხსიერება არასტაბილურია, მოუმატეთ QPI/VTT ს, თუ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, გაზარდეთ პროცესორის ვოლტი.

0x1A = ოპერატიული მეხსიერების შეცდომა, ძირითადად მაშინ ხდება როდესაც დაზიანებულია, შეამოწმეთ Memtest - ით (რეკომენდირებულია).

0x1E = მოუმატეთ პროცესორს ვოლტი.

0x3B = მოუმატეთ პროცესორს ვოლტი.

0x3D = მოუმატეთ პროცესორს ვოლტი.

0xD1 = აუცილებლად მოუმატეთ (ან თუ ძალიან მაღალია დაუკელით) QPI/VTT, შესაძლებელია ასევე არასტაბილური იყოს ოპერატიული მეხსიერება.

0x9C = ძირითადად QPI/VTT ს ბრალია, მაგრამ მოუმატეთ პროცესორის ვოლტს, შესაძლებელია დაგეხმაროთ.

0x50 = ოპერატიული მეხსიერების თაიმინგები/სიხშირე ან Uncore მამრავლი არასტაბილურია, გაზარდეთ მეხსიერების ვოლტი, ასევე შესაძლოა QPI/VTT ვოლტის მომატებაც დაგეხმაროთ, თუ თქვენი Uncore მეხსიერების სიხშირეX2 - ზე მეტია, მაშინ აუცილებლად დაუკელით.

0x109 = ოპერატიული მეხსიერების ვოლტი არასაკმარისია ან ძალიან მაღალია.

0x116 = არასაკმარისია ჩრდილოეთ ხიდის (Northbridge) ვოლტი, ასევე შესაძლებელია ვიდეო კარტის ზედმეტმა აჩქარებამაც გამოიწვიოს, ძირითადად ხდება როდესაც 2 ან მეტი GPU გაქვთ.

0x7E = დაზიანებულია ოპერაციული სისტემის ფაილი, შესაძლოა გამოიწვია აჩქარებამ, შეამოწმეთ ვინჩესტერი, ან გაატარეთ ოპერაციული სისტემის აღდგენა.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

კარგი თემაა, მაგრამ ვეცადოთ ყველამ რომ ნელნელა მოვუმატოთ ეს კოდები ვეცადოთ რომ ძალიან ბევრი ასეთი კოდი გავშიფროთ, ყველას ძალიან დაგვეხმარება, მაგალითად მე, მე შევმატებ კიდევ ერთ კოდს რომელიც დამახსოვრებული მაქვს :D ეს არის 0x7B- სატა დრაივერებთან დაკავშირებული პრობლემა. Windows XP-ის შემთხვევაში.

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.