Popular Post Barca Posted August 22, 2011 Popular Post Share Posted August 22, 2011 მოგესალმებით ყველას ! დღეს მინდა წარმოგიდგინოთ მორიგი მიმოხილვა ერთ-ერთ ვიდეო ბარათზე ,რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა.ეს გახლავთ მორიგი 2 ბირთვიანი GeForce GTX 580 სერიის ვიდეო ბარათი რომელშიც გამოყენებულია GTX 580 ის სტადარტული GF 110 არქიტექტურაზე შექმნილი ბირთვები ( 2 ცალი ).ეს ბრწყინვალე ვიდეო ბარათი ეკუთვნის ყველასათვის ცნობილ კომპანია http://a.pix.ge/j/h92uo.jpg ს ,რომელმაც აღნიშნული პროდუქტი გამოუშვა Nvidia სგან დამოუკიდებლად და შესაბამისად ამისა ეს პროდუქტი არ წარმოდგენს GTX 580 ის ქარხნულ მოდელს ,როგორც ზემოთ ავღნიშნე , მასში გამოყენებულია მხოლოდ GTX 580 ის სტანდარტული ჩიპები/ბირთვები. ამ ვიდეო ბარათის სახელწოდებააა - ASUS Mars II 3 GB Dual GTX 580.როგოც სახელწოდებიდან სჩანს მისი მეხსიერების სიდიდე 2 ჯერ მეტია სტადარტულ ერთბირთვიან GTX 580 ზე და შეადგენს 2x 1536 MB ანუ 3072MB/3GB ს ანუ ეს ვიდეო ბარათი მეხსიერების სიდიდით და არამარტო ამით გავს Nvidia ს მიერ გამოშვებულ 2 ბირთვიან GTX 590 ვიდეო ბარათს რომელსაც ანალოგიურად ამ GTX 580 ისა აქვს 3GB GDDR5 მეხსიერება ,თუმცა გარდა ამ მსგავსებისა მათ შორის კიდევ ბევრი საერთოა. ისევე როგორც სტანდარტული 2 ბირთვიანი GTX 590 , ASUS Mars II იც აგებულია 2x GF110 არქიტეტურაზე შესაბამისად იმისა , რომ მასში გამოყენებული 2 ცალი GTX 580 ჩიპი,გარდა ამისა მას აქვს 2x 384 bit ინტერფეისის მქონე 2x 1536 MB ( თითო ბირთვზე 1536MB ) GDDR5 ტიპის მეხსიერება ,2x 512 ანუ ჯამში 1024 CUDA პროცესორი ,ისევე როგორც GTX 590 ში. რაც შეეხება სიხშირეებს , ASUS Mars II პროცესორის სიხსირეა 781 MHz რაც ბევრად აღემატება GTX 590 ის სიხშირეს ( 607 MHz ) ,მეხსიერების 1002 MHz რაც ასევე აღემატება GTX 590 ის მეხსიერების სიხშირეს ( 855 MHz ) , ხოლო CUDA პროცესორის სიხშირეა 1564 MHz. როგორც ვხედავთ ASUS Mars II აშკარად უფრო ძლიერია სტადარტულ 2 ბირთვიან GTX 590 ზე ,რაზეც საუბარი ამ ვიდეო ბარათის გამოსვლამდეც იყო ,იგი ასევე მოიხსენიება AMD ს Radeon HD 6990 4GB ვიდეო ბარათის კონკურენტადაც ,იმისათვის რომ დავრწმუნდეთ ამ ვიდეო ბარათის შესაძლებლობებში საჭიროა ვნახოთ ტესტები,თუმცა მანამდე მას განვიხილავთ კიდევ უფრო დეტალურად. ეს ამ ბრწყინვალე ვიდეო ბარათის წინა და უკანა მხარე: როგორც ვხედავთ ვიდეო ბარათზე მოთავსებულია წარწერა Republic Of Gamers რაც წარმოადგენს კომპანია http://a.pix.ge/j/h92uo.jpg ის გეიმერთათვის განკუთვნილ სერიას რომელშიც გარდა ამ ვიდეო ბარათისა შესულია სხვა მრავალი მაღალი დონის პროდუქტი. მისი წონა 2.5 კილოგრამია. ASUS Mars II ის შეფუთვა ასეთია: იგი საჭიროებს 3 ცალ სლოტს ( PCI-E 2.0 X16 ) დედა დაფაზე: რაც შეეხება მაკავშირებლებს/პორტებს ,იგი აღჭურვილია 2 ცალი DVI ,თითო-თიოთო Full size HDMI და Full size Display პორტებით ,რისი მეშვეობითაც ვიდეო ბარათის გამოეყენბა შესაძლებელია არაუმეტეს 2 ეკრანზე DisplayPort 1.2 ინტერფეისის მეშვეობით. მასში ასევე მოტავსებულია HDMI ხმის სისტემა რომელიც თავსებადია HDMI 1.4a ინტერფეისთან რომელშიც შედის 7.1 არხიან HD აუდიო და Blu-ray 3D მასალა. გარდა ამ ყველაფრისა ASUS MARS II ის მუშაობა შესაძლებელია SLI კონფიგურაციითაც ,რაც როგორც უკვე ვიცით გულისხმობს 2 ვიდეო ბარათს ერთად. მოდით უფრო ახლოდან ვნახოთ ვიდეო ბარათი ,ეს გახლავთ მისი PCB ს წინა და უკანა მხარე: როგორც სურათიდან ვნახეთ მისი გაგრილების სისტემა საკმანოდ მძლავრად გამოიყურება და შედეგაბ 2 ცალი მეტალის FAN ისგან ,რომელიც მეტალის კორპუსზეა მიმაგრებული. უფრომ ზუსტად კი მისი გაგრილების სისტემა შედგება 2 ცალი განიერი Heatsink ისგან რომლზეც ერთმანეთთან დაკავშირებულია ალუმის Fin ების და 4 ცალი სპილენძის მილი თითოეულკი მათგანზე,ისინი კი ერთად დატანილი რა თქმა უნდა PCB ზე: მეორე Heatsink ის მარჯვენა მხარეს მოთავსებული პადი უზრუნველყოფს NVIDIA NF200 PCI-E bridge ჩიპის გაგრილებას. ვიდეო ბარათის უკანა "მისაფარებელი" დამზადებულია ასევე მეტალის მასალისგან: PCB ს უკანა მხარეს მოთავსებულია ერთი საკმაოდ საინტერესო დეტალი "Zone Mod" პადი რომელიც განკუთვნილია Overclocker თათვის,მისი მეშვეობით ხდება ძაბვის და ტემოერატურის ცვლილება. ვიდეო ბარათს აქვს 3 ცალი 8 პინიანი PCIe ენერგიის მიმღები ,მის გვერდით მოთავსებულია წითელი ფერის ღილაკი რითაც ხდება FAN ის მუშაობის დაწყება 100 % ით საჭიროების შემთხვევაში. GDDR5 ტიპის მეხსიერების ჩიპები K4G10325FE-HC04 დამხადებულია Samsung ისგან. PCI-Express bridge ჩიპი აკავშირებს 2 GPU ს ერთმანეთთან და სისტემასთან PCI-Express 2.0 ის მეშვეობით ,რომლის სახელწოდებაა NVIDIA's NF200. ASUS იყენებს საკუთარ GPU ძაბვის რეგულატორებს "SHE" (Super Hybrid Engine) . MARS IIის PCB ზე მოთავსებულია 2 ცალი GTX 580 GPU ჩიპი რომლებიც ასე გამოიყურება : დროა გადავიდეთ ტესტებზეც . სატესტო სისტემა: http://b.pix.ge/u/shebc.png Aliens vs. Predator Battlefield: Bad Company 2 Call of Duty 4 Civilization 5 Crysis Crysis 2 Dragon Age II Metro 2033 STALKER: Call of Pripyat StarCraft II World of Warcraft: Cataclysm გადავიდეთ ბენჩებზე და სხხვა სახის ტესტებზე: 3DMark 11 Unigine Heaven 2.0 ენერგიის მოხმარება სხვადასხვა რეჟიმში: FAN ის ხმაურიანობა: საერთოდ შედეგი ყველა რეზოლუციაზე : შედეგი თითოეულ მოხმარებულ Watt ზე ყველა რეზოლუციაზე: შედეგი თითოეული დოლარისათვის ყველა რეზოლუციაზე: ტესტები დასრულდა და როგორც ვხედავთ პრაქტიკულად ყველა თამაშში და ტესტში ASUS MARS II მა პირველი ადგილი დაიკავა ! ჩვენთვის საინტერესო Overclocking Overclocked Performance ტემპერატურები: Clock Profiles http://b.pix.ge/n/rfkk0.png კომპანია http://a.pix.ge/j/h92uo.jpg ის მიერ შექმნილი ეს საოცარი და ამ ეტაპზე მსოფლიოს უძლიერესი ვიდეო ბარათის ფასი : 1500 ამერიკული დოლარია ! გეტტვით იმასაც რომ აღნიშნული პროდუქტი მსოფლიოს მაშტაბით მხოლოდ 1000 ცალი გამოვა და შესაბამისად ეს Limited Edition პროდუქცია გახლავთ რაზეც მიუთითებს კიდეც ყუთზე და ვიდეო ბარათზე არსებული წარწერა. ვნახოთ ვიდეო ბარათის დადებითი და უარყოფითი მხარეები: დადებითი : ძალიან მაღალი შესაძლებლობა უფრო სწრაფი ვიდრე 2 ბირთვიანი GTX 590 და HD 6990 კარგი PWM დიზაინი Overclocking ის კარგი პოტენციალი შესაძლებელია ძაბვის კონტროლი პროგამით შეტანილია Hardware Modding დეტალები როგორიცაა Soldering pad არ აქვს NVIDIA power limiting სისტემა აქვს Full-size HDMI და Display მაკავშირებლები შესაძლკებელია Fan ის სიჩქარის 100 % მდე გაზრდა "ხელით" აქვს Direct X11, CUDA , SLI და PhysX ტექნოლოგიები უარყოფითი : ძალიან მაღალი ფასი მაღალი ენერგო მოხმაარება Fan ის ხმაურიანობა დატვირთულ რეჟიმში საბოლოო შეფასება 9.4 ეს მისი შედარება სხვა ვიდეო ბარათებთან : http://a.pix.ge/p/nybv3.png ვიდეო: დასკვნა: მაშ ასე თქვენ იხილით ამ ეტაპზე მსოფლიოს უძლიერესი ვიდეო ბარათი 2 ბირთვიანი GTX 580 კომპანია http://a.pix.ge/j/h92uo.jpg ისგან რომელიც წარმოადგენს ASUS Mars II სერიას და აქვს შესანიშნავი შესაძლებლობები,იგი თავისი ძალით აღემატება კომპანია Nvidia ს 2 ბირთვიან GTX 590 ს და AMD ს HD 6990 ს ,გარდა ამისი მას აქვს ბევრად უკეთესი დიზაინი,გაგრილების სისტემა,უკეთესი Overclocking ის შესაძლებლობა და მრავალი სხვა ,თუმცა ამ ყველაფრის და იმის გამო რომ ეს პროდუქცია არის ლიმიტირებული და მხოლოდ 1000 ცალი გამოვა მსოფლიოს მასშტაბით მისი ფასი ძალინ მაღალია და 1500 ამერიკულ დოლარს შეადგენს რაც ბევრად აღემატება სხვა 2 ბირთვიან ვიდეო ბარათებს ,თუმცა ეს ნამდვილად ყველა დროის საუკეთესი ვიდეო ბარათია თავისი შესაძლებლობებით,მაგრამ მასაც აქვს არაერთი უარყოფითი მხარე რომელზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ... Copyright © FC BARCELONA - OverClockers.Ge 14 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GrEeNDaY Posted August 22, 2011 Share Posted August 22, 2011 ჩემი კეისის ხელა კია კაი სტატიაა ბარსა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 22, 2011 Author Share Posted August 22, 2011 სავარაუდოდ ეს ჩემი ბოლო რევიუ იყო არამგონია მოვარხერხო კიდევ ასეთების დაწერა სექტემბრიდან ,ალბათ ფორუმზეც ვეღარ შემოვალ ასე რომ სტატუსის მოხსნა მოგიწევთ მოდერო ძიებო რაც შეეხება ამ მხეცს , ენერგიას ძალინ ბევრს მოიხმარს ,ხმაურიანობას და დანარჩენს აიტანს კაცი მაგრამ ძვირია ,ეს იმითაა განპირობებული რომ ლიმიტირებულად გამოვა მაგრამ 1500 ობამა მაინც ძალინ ბევრია 590 და HD 6990 ის ფასთან შედარებით :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T a S o T T i Posted August 22, 2011 Share Posted August 22, 2011 საღოლ ბარსაა მაგარი რაღაცაა მინდა არა მარტო ეს არამედ მძლავრი კვებაა და ეს 3 ცალი 8პინიანი კონეკტორი რომ აქვს რა პონტია სამივე პორტში უნდა შეაერთო კვება? :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 22, 2011 Author Share Posted August 22, 2011 ხო სამივეში ალბათ ,აბა ისე კი არ აქვს არ აპინავთ ? :user: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T a S o T T i Posted August 22, 2011 Share Posted August 22, 2011 ხო სამივეში ალბათ ,აბა ისე კი არ აქვს არ აპინავთ ? რომელიმე კვებას გააჩნია 3 8 პინიანი კონექტორი? :D:D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
f-22raptor Posted August 22, 2011 Share Posted August 22, 2011 :thumbsup: საღოლ სტატიისთვის !... წამევიდა დორბლების ზღვა... მაგრამ 1500 ობამა ??? ეუჰ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OgaiB Posted August 22, 2011 Share Posted August 22, 2011 უძლიერესი ვიდეოკარტაა რომელიმე კვებას გააჩნია 3 8 პინიანი კონექტორი? :D:D ჩემს ყოფილ კვებას გააჩნდა 8 ცალი 8-პინიანი კონექტორი http://www.enermax.com/home.php?fn=eng/product_a1_1_1&lv0=1&lv1=7&no=6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
pupusha Posted August 22, 2011 Share Posted August 22, 2011 და დავეცი ვიდეოა პ.ს. არეს-ზე რაიმე ხო არ ისმის ? :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T.J. Posted August 22, 2011 Share Posted August 22, 2011 ბარსა, მაგარი ჯიგარი ადამიანი ხარ, ვაფასებ შენისთანა ენთუზიასტებს... განხილვის მსგავსად ვიდეო ბარათიც უძლიერესია, კარგი თემაა, აუცილებლად უნდა შეინახონ სიახლეებში, მითუფრო თუ ამ კვარტალში ბოლოა... იმედია უკანასკნელი არ იქნება... შენი სახით საუკეთესო news hunter_ს დავკარგავთ... წარმატებები და ისე მაინც შემოიხედე მოსაკითხად ხოლმე.. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 22, 2011 Author Share Posted August 22, 2011 ბარსა, მაგარი ჯიგარი ადამიანი ხარ, ვაფასებ შენისთანა ენთუზიასტებს... განხილვის მსგავსად ვიდეო ბარათიც უძლიერესია, კარგი თემაა, აუცილებლად უნდა შეინახონ სიახლეებში, მითუფრო თუ ამ კვარტალში ბოლოა... იმედია უკანასკნელი არ იქნება... შენი სახით საუკეთესო news hunter_ს დავკარგავთ... წარმატებები და ისე მაინც შემოიხედე მოსაკითხად ხოლმე.. მადლობა თუ შევძელი შემოვალ ხოლმე ,სწავლის გამო უნდა წავიდე და ფორუმი ბევრ დროს მართმევს ხოლმე ისედაც სტატუსი რომ მაქვს და ვერ ვწერ რამეს რაღაცნაერად არ მომწონს და ამიტომ მინდა NH ც აღარ ვიყო და დავეცი ვიდეოა პ.ს. არეს-ზე რაიმე ხო არ ისმის ? მნიშვნელოვანი არაფერი ჯერ FB ზეც დავდე ეს ნიუსი > http://www.facebook.com/pages/OverclockersGe/173757085974193 ვისაც არ აქვს დალაიქებული ეგ გვერდი დაალაქიეთ ,ცოტანი ვართ იქ :( Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LedZeppelin Posted August 22, 2011 Share Posted August 22, 2011 მარაზმია ამას მირჩევნია 2 რამე არარეფერენს 580 ვიყიდო და 1500$ ის არაფერი აქვს ჩემი აზრით, თან 3 სლოტიანია, მოკლედ მე თუ მკითხავთ დიდი უაზრობა იყო ამის გამოშვება.. რომ დაედოთ 800-900$ კიდე ხო მაგრამ 1500 ნამეტანია... პ.ს მადლობა ბარსა თემისთვის :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T.J. Posted August 22, 2011 Share Posted August 22, 2011 FB ზეც დავდე ეს ნიუსი > http://www.facebook....173757085974193 ვისაც არ აქვს დალაიქებული ეგ გვერდი დაალაქიეთ ,ცოტანი ვართ იქ PCSHOP.GE_ს სახელით დაგილაიქე... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 22, 2011 Author Share Posted August 22, 2011 მარაზმია ამას მირჩევნია 2 რამე არარეფერენს 580 ვიყიდო და 1500$ ის არაფერი აქვს ჩემი აზრით, თან 3 სლოტიანია, მოკლედ მე თუ მკითხავთ დიდი უაზრობა იყო ამის გამოშვება.. რომ დაედოთ 800-900$ კიდე ხო მაგრამ 1500 ნამეტანია... პ.ს მადლობა ბარსა თემისთვის ეჭვი არ მეპარება მალე აღარც ექნებათ გასაყიდი თუ უკვე არ აქვთ :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted August 22, 2011 Share Posted August 22, 2011 სავარაუდოდ ეს ჩემი ბოლო რევიუ იყო არამგონია მოვარხერხო კიდევ ასეთების დაწერა სექტემბრიდან ,ალბათ ფორუმზეც ვეღარ შემოვალ ასე რომ სტატუსის მოხსნა მოგიწევთ მოდერო ძიებო ცუდია... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 22, 2011 Author Share Posted August 22, 2011 აუუ აპინეთ რაა და სხვა რამე ჩამოპინეთ მაგალითად 590 ის რევიუ ან რამე :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted August 22, 2011 Share Posted August 22, 2011 დონე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 22, 2011 Author Share Posted August 22, 2011 დონე :miyvarxar: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Eip Ococh Posted August 22, 2011 Share Posted August 22, 2011 საღოლ ბარსა ძალიან მაგარი რევიუა უაზროდ ძვირად მიმაჩნია! მიუხედავად იმისა რო მონსტრია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted August 22, 2011 Share Posted August 22, 2011 დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის შესანიშნავი რევიუა. დასანანია, თუ აღარ შემოხვალ, ვშიშობ, ეს მცირე ენთუზიაზმი მეც არ დამეკარგოს მაგით. MARS II-ს რაც შეეხება, 1500$ ვიდეოკარტისთვის მართლაც მეტისმეტია, რა წარმადობაც არ უნდა ჰქონდეს და სუპერ-ექსტრა-ლიმიტედ ედიშენი რომც ერქვას. სხვათა შორის, ორი 580 SLI-ში თითქმის იგივე წარმადობას აჩვენებს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 22, 2011 Author Share Posted August 22, 2011 დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის შესანიშნავი რევიუა. დასანანია, თუ აღარ შემოხვალ, ვშიშობ, ეს მცირე ენთუზიაზმი მეც არ დამეკარგოს მაგით. MARS II-ს რაც შეეხება, 1500$ ვიდეოკარტისთვის მართლაც მეტისმეტია, რა წარმადობაც არ უნდა ჰქონდეს და სუპერ-ექსტრა-ლიმიტედ ედიშენი რომც ერქვას. სხვათა შორის, ორი 580 SLI-ში თითქმის იგივე წარმადობას აჩვენებს ჰაა ეხლა ნუ დაღუპავ ფორუმს და 2012 ს ნუ მოვიყვანთ ნაადრევად რაც შეეხება ამის SLI ის არც მინდა საუბარი იმხელა ძალა იქნება :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted August 22, 2011 Share Posted August 22, 2011 ჰაა ეხლა ნუ დაღუპავ ფორუმს და 2012 ს ნუ მოვიყვანთ ნაადრევად რაც შეეხება ამის SLI ის არც მინდა საუბარი იმხელა ძალა იქნება თუ არ იცი ფული სად წაიღო და თუ 3 30 დიუმიან მონიტორზე გინდა ითამაშო high resolution თამაშები და თან დენის გადასახადს არ იხდი მაშინ ამათი SLI კარგი ვარიანტია :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 22, 2011 Author Share Posted August 22, 2011 თუ არ იცი ფული სად წაიღო და თუ 3 30 დიუმიან მონიტორზე გინდა ითამაშო high resolution თამაშები და თან დენის გადასახადს არ იხდი მაშინ ამათი SLI კარგი ვარიანტია და თუ ყრუ ხარ მაშინცა კარგია იმიტომ რომ ერთი მარტო ძალიან ხმაურიანია და 2 ერთად ხომ საერთოდ :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted August 22, 2011 Share Posted August 22, 2011 და თუ ყრუ ხარ მაშინცა კარგია იმიტომ რომ ერთი მარტო ძალიან ხმაურიანია და 2 ერთად ხომ საერთოდ ყრუ თუ ხარ და ბრმა თუ ხარ ეს კარტა რაღად გინდა? :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
f-22raptor Posted August 23, 2011 Share Posted August 23, 2011 ყრუ თუ ხარ და ბრმა თუ ხარ ეს კარტა რაღად გინდა? :lollol: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.