Popular Post გათი Posted August 15, 2011 Popular Post Share Posted August 15, 2011 Sandy Bridge Buyer’s Guide Sandy Bridge და Cougar Point ეს გიდი ძირითადად მათთვის დავწერე/ვთარგმნე ვინც ინგლისურთან არ მეგობრობს და/ან ეზარება ინტერნეტში ხეტიალი მაგრამ იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო მასალას მიიღებთ. იანვარში, Intel-მა საკუთარი მეორე თაობის Core i3/i5/i7 CPU-ების წარმოება დაიწყო. თუმცა ბევრი ოვაციებისა და ვაუ, awwwwesomeeeee-ის მიუხედავად მალევე გაჩნდა პრობლემა Cougar Point ჩიპსეტის მიზეზით. რომ დავაზუსტოთ, ეს პრობლემა ჰქონდა სენდის დედადაფების პირველ პარტიას და არა პროცესორებს. ეს პრობლემა ახლა უკვე მოგვარებულია - ამაზონსა და NewEgg-ზე დეფექტური დედადაფები უკვე აღარ არის და ახალი B3 სტეპინგის დედადაფები იყიდება. უკვე დაახლოებით ნახევარი წელია რაც სენდი იყიდება და ამასობაში ეს პლატფორმა საკმაოდ „ჩამოყალიბდა“ და „დაკაცდა“, უკვე უამრავი სხვა და სხვა ფასის პროცესორები, დედადაფები (micro-ATX-დან Extended-ATX-ით დამთავრებულები) და ასევე მრავალი ჩიპსეტი ‘მოიპოვება’ (როგორც Intel-ს სჩვევია ხოლმე). ამასთანავე მეორე თაობის i3/i5/i7 პროცესორები საკმაოდ მძლავრი და ენერგოეკონომიურია წინამორბედებთან შედარებით (თუმცა სიმძლავრით ნეჰალემს არ ვადარებ, ცუდი შედარება გამოვიდოდა). სიამოვნებით შევადარებდი ფეხ და ფეხ ფასი/ხარისხის მიხედვით AMD Bulldozer-ს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ხელმისაწვდომი არ არის ეს ახალი პლატფორმა სექტემბრამდე, თუმცა Llano უკვე გამოსულია და მისი რევიუც ვნახეთ X-treme user-ის დახმარებით მსურველებმა გადახედოს, რადგან ჩემი აზრით Llano, low-end Sandy Bridge-ების (მაგ: Pentium) პირდაპირი კონკურენტია. საკმაოდ კარგი დროა ამ ზაფხულს (უკვე თითქმის შემოდგომას), რომ Intel-ის ბაზაზე პერსონალური კომპუტერი ა(ვ)აწყოთ. LGA 1155-ის (Sandy Bridge სოკეტი) უფრო და ჯერ-ჯერობით უძლიერესი ძამიკო , LGA 2011 წლის ბოლომდე არ გამოჩნდება, ამ სოკეტმა უნდა LGA 1366 ჩაანაცვლოს ენთუზიასტ კლასში, მაგრამ გაითვალისწინეთ 1155 დღეისათვის საკმარისზე მეტიც კი არის! Sandy Bridge-E პროცესორები დედადაფებთან ერთად აღჭურვილნი იქნებიან PCIe 3-ით (რომლის გამტარობას ვერც ერთი დღევანდელი ვიდეოკარტა ვერ წვდება), და native USB 3.0 (რომელიც სხვათაშორის ყოველ ახალ Intel/AMD-ს ‘მაზერს’ მოყვება დამატებითი კონტროლერის სახით). ასე რომ, ვფიქრობ (და არა მარტო მე და არა მარტო ფიქრი), რომ თუ თქვენ ახლა იყიდით i7-2600K-ს, მინიმუმ 6-7 თვის მანძილზე იქნებით პერსონალური კომპიუტერის ტექნოლოგიურ მწვერვალზე ხოლო თუ კომპიუტერის მოდას არ ხართ აყოლილი, მაშინ 2 წელიც კი გეყოფათ როგორც მინიმუმ მცირე დეტალები Sandy Bridge-E მოდელების შესახებ: ის ვინც Nehalem-იდან სენდიზე განახლებას ფიქრობს, ვურჩევ გაჩერდნენ, რადგან რაღაც (და მართლაც რომ რაღაც) ~15-20% წარმადობის მომატების გულისთვის არ ღირს მთლიანი პლატფორმის გამოცვლა, ეს upgrade კი არა sidegrade გამოვა! დღესდღეობით Nehalem აბსოლიტურად საკმარისია თუნდაც ურთულეს საქმეებში, როგორიცაა სამგანზომილებიანი რენდერინგი, გამოთვლები და ა.შ. თუმცა თუ ეგრე ძალიან გსურთ ასეულ (თუ ათასეულ?) დოლარების დახარჯვა მაშინ ვერც მე და ვერც ვერავინ შეგაჩერებთ, წარმატებას გისურვებთ მერე გული არ დაგწყდეთ ოღონდ LGA-2011-ის ექვსბირთვიან პროცესორებზე... ან მერე ჰასველ, როკველზე და ა.შ. მჯობნის მჯობნი არ დაილევაო. რეალურად სენდიზე გადაბარგება ჭკვიანი იქნება მათთვის ვინც არის LGA 775 ან სხვა რომელიმე (შემინდეთ AMD-ს არ ვიცნობ კარგად) ექვივალენტურ პლატფორმაზე, სხვა რამის კი მე არ მწამს. CPU-სა და ჩიპსეტის მიმოხილვა პროცესორები: Pentium, Core i3, Core i5 და Core i7 ყველაზე იაფ Sandy Bridge პროცესორად კვლავ Pentium-ები რჩება. ესეც სენდის უახლესი ‘პენტიუმები’ (როგორ არ მიყვარს ეს სახელი): 2.6GHz (Pentium G620), 2.8GHz (Pentium G840), და 2.9GHz (Pentium G850), ასევე დაბალი ენერგომოხმარების (35W TDP) 2.2GHz-იანი ვარიანტი(Pentium G620T). ეს Sandy Bridge Pentium-ები საკმაოდ ჰგვანან Core i3 პროცესორებს: ორივე ორბირთვიანია და ინტელის 32nm პროცესითაა დამზადებული, ორივეს 3MB L3 ქეში აქვს, არ აქვთ Turbo Boost და აქვთ Intel HD ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპი. თუმცა i3-ს აქვს „Intel HD 2000”, როდესაც პენტიუმს აქვს მხოლოდ „Intel HD”. ორივე მათგანს აქვს 6 EU (Execution Unit), რომელნიც 1100MHz-მდე ა-Turbo-ებენ საერთო ჯამში ორივეს მსგავსი შესაძლებლობა აქვს და 2 მონიტორის შეერთების საშუალებას იძლევა. მაგრამ, განსხვავებით i3-სა Sandy Bridge Pentium-ებს არ აქვთ Intel-ის Quick Sync ტექნოლოგია და DDR3-1333 RAM; მაგრამ უმნიშვნელოვანესი დეტალია ის, რომ Pentium-ებს არ აქვთ ჰიპერ ნაკადულობა (Hyper-Threading). თუ არ ჩავთვლით G620T-ს დაბალ ენერგომოხმარებას (35W), დანარჩენ პენტიუმებს 65W TDP აქვთ, მათი უმთავრესი გამოყენება სავარაუდოდ საოფისე მოხმარებისა ან ინტერნეტში ძრომიალისთვის მოხერხდება. უხეშად რომ შევადაროთ პენტიუმები უტოლდებიან Core 2 Duo E8400-სა და AMD Athlon II X2 260-ს. Sandy Bridge Core i3 CPU-ს ოთხი ვარიანტი არის დღესდღეობით ხელმისაწვდომი, ყოველი მათგანი არის ორბირთვიანი, აქვთ ჰიპერ-ნაკადულობა (Hyper-Threading) და Intel Quick Sync ტექნოლოგია, ასევე Intel HD 2000 ჩიპი (გარდა Core i3-2105-სა). ნომენკლატურას ალბათ უკვე უნდა იცნობდეთ, ასე რომ არ დავიწყებ იმის ახნას თუ რა არის K, T და ა.შ. გვაქვს: i3-2100 (3.1GHz), i3-2100T (2.5GHz და 35W TDP), i3-2105 (3.1GHz, ერთადერთი i3-ია რომელსაც Intel HD 3000 გრაფიკული ჩიპი აქვს), და i3-2120 (3.3GHz). როგორც უკვე გითხარით, i3-ებს არ აქვთ Turbo Boost და ასევე არ არის ‘-K’ მოდელები, თუმცა ჭორები ვრცელდება, რომ მალე გამოჩნდებაო. მეორე თაობის ყველა Core i5 პროცესორი (ერთი გამონაკლისით) არის ოთხბირთვიანი Turbo Boost ტექნოლოგიით, მაგრამ არ არის ჰიპერ ნაკადულობით (Hyper-Threading) აღჭურვილი, მათ აქვთ 6MB L3 ქეში. ყოველ მათგანს აქვს Intel Quick Sync, და უმრავლესობის TDP 95W-ს შეადგენს, ვიდეოჩიპი კი - Intel HD 2000. 2500K მოდელი არის მთლიანად „გახსნილი“, რაც ადვილად „აჩქარების“ (OC) საშუალებას იძლევა, გააჩნია HD 3000 ტიპის ვიდეოჩიპი. ‘-S’ მოდელები დაბალი ენერგომოხმარებით გამოირჩევიან (65W TDP), Core i5-2405S აქვს Intel HD 3000. ზემოთაღნიშნული გამონაკლისი არის i5-2390T, რომელიც ორბირთვიანია (2.7GHz) და Turbo Boost-ით 3.5GHz-მდე ადის, აქვს 35W TDP, და 3MB L3 ქეში—მოკლედ დაბალი ენერგომოხმარების i3-ია, მცირეოდენი გაუმჯობესებებით. Core i5-ების ფასი $175-დან $225-მდე მერყეობს 50$-იანი ინტერვალით Core i7 Sandy Bridge ჯერ-ჯერობით არის 3 ვარიანტში: i7-2600, მისი „გახსნილი“ ვარიანტი i7-2600K, და დაბალი ენერგომოხმარების i7-2600S. The 2600K უნდა დამეთანხმოთ რომ ყველაზე აზრიანია ამ 3-ს შორის - 3.4GHz, რომელიც 3.8GHz-მდე ადის Turbo Boost-ით, ჰიპერ ნაკადულობა (Hyper-Threading), HD 3000 გრაფიკული ჩიპი, 8MB L3 ქეში, 95W TDP, და გახსნილი მამრავლი. i7-2600 არის პრაქტიკულად იგივე, მხოლოდ - არ აქვს გახსნილი მამრავლი და ამასთანავე აქვს HD 2000 ტიპის ვიდეოჩიპი (თუ დააკვირდით ყველა K-ს აქვს უკეთესი ვიდეოჩიპები!). 2600S ქარხნულად მუშაობს 2.8GHz , ტურბოთი კი ადის 3.8GHz-მდე, HD 2000 ვიდეოჩიპი და 65W TDP. 2600K არის უსწრაფესი „mainstream“ (რა ირონიულია არა ) დესქტოპ პროცესორი, რომელიც კი მოიპოვება ბაზარზე. ჩიპსეტები: H61, H67, P67, და Z68 ე.ი ზუსტი იერარქიით (ძველი/დაბალი ფასი - ახალი/მაღალი ფასი) რომ დავალაგოთ Cougar Point-ის ჩიპსეტები ასე გამოდის: H61, H67, P67, და Z68. (განზრახ გამოვტოვე „ბიზნესზე ორიენტირებული“ ჩიპსეტები B65, Q65, და Q67.) თუ ამ ჩიპსეტების შესახებ ჩაღრმავება მოგინდებათ, მაშინ გირჩევთ ღონე მოიკრიბოთ და დაძებნოთ ინტერნეტში, რადგან აქ მხოლოდ განვიხილავ მათ და დეტალურად არც რაღაცების ბენჩები მაქვს და არც სპეციფიკაცია. ხო ახლა გადავიდეთ შემდეგზე. H61-ს არ აქვს ღია მამრავლით აჩქარების ფუნქცია, არ აქვს SATA 6.0Gbps პორტები და აქვს მხოლოდ 10 ცალი USB 2.0 პორტი. Intel-ის Sandy Bridge CPU-ებს როგორც ვიცით საკუთარი ვიდეოჩიპების აჩქარება შეუძლიათ მაგრამ H61-ზე ეს შეუძლებელია, არ აქვს RAID-ის მხარდაჭერა. H67 პრინციპში იგივე ჩიპსეტია, იმ განსხვავებით რომ ვიდეოჩიპის აჩქარება შეუძლია (მამრავლით აჩქარება აქაც არ არის!), აქვს ორი SATA 6.0Gbps პორტი. ასევე მისი წყალობით შეგიძლიათ გამოიყენოთ Quick Sync ტექნოლოგია, რადგანაც მას აქვს წვდომა IGP ბლოკებზე. P67 არის H67-ის შებრუნებული ვარიანტი და განკუთვნილია ‘ენთუზიასტ’ სეგმენტისთვის. მას აქვს პროცესორის აჩქარების საშუალება (რაღა თქმა უნდა მხოლოდ გახსნილ მამრავლიანზე), თუმცა ეს უკანასკნელი ვერც ინტეგრირებულ ვიდეოჩიპს იყენებს და შესაბამისად არც Quick Sync ტექნოლოგია გექნებათ. იმის გამო რომ H67-საც და P67-საც სასურველი ფუნქციები აქვს, ერთი მხრივ ვიდეოჩიპი (და Quick Sync), ხოლო მეორე მხრივ ღია მამრავლის გამოყენება, ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება რომელზე წასულიყავი. ამის გამო უკანასკნელ ხანებში გამოვიდა Z68 ჩიპსეტი. დაა როგორც მიხვდით მას აქვს CPU/IGP აჩქარების საშუალება და ვიდეოჩიპის გამოყენება Quick Sync-თან ერთად + SATA 6.0Gbps პორტები. ასევთქვათ... ერთი სიახლეც არის აქ: Intel Virtu ტექნოლოგია, რომელიც ნაკლებად GPU-მომთხოვნ პროგრამებში ინტეგრირებულ ვიდეო ჩიპს იყენებს, ხოლო უფრო ინტენსიური მოთხოვნილების პროგრამებზე კი დისკრეტულ კარტას (ეს ენერგომოხმარებას ზოგავს). მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ინტელის Smart Response Technology (SSD ქეშირება) (სხვათაშორის ეს არის პროგრამა, რომელიც სხვა ჩიპსეტებზეც მუშაობს, მაგრამ მარკეტინგის გამო მხოლოდ Z68-ზეა ხელმისაწვდომი). ძალიან (მართლა ძალიან) მოკლედ SSD ქეშინგის შესახებ: ეს არის მცირე ზომის SSD-სა და HDD-ის ჰიბრიდულად მუშაობა - SSD-ს გამოყენება როგორც ქეშირების მოწყობილობად). P67-ს და Z68-ს თითქმის ერთი ფასი აქვთ, ამიტომ ალბათ უფრო ჭკვიანური იქნება რომ ერთი-ორი დოლარით მეტი გადავიხადოთ Z68-სთვის. აი ამ აღწერილი ნაწილების შესაბამისად განვიხილავ სისტემას 3 კატეგორიაში: დაახლოებით $500-ის ფარგლებში Core i3-ის ბაზაზე, $1000-ის ფარგლებში Core i5 შესანიშნავი კომპიუტერი და $2000-იანი Core i7 გეიმინგ მონსტრი. გაითვალისწინეთ, რომ ნაწილების ფასი რაც აქ მაქვს განხილული შეიძლება სხვაგან უფრო იაფად ან ძვირად ნახოთ, ასე რომ ეცადედ რომ ფული ტყუილად არ გადაყაროთ და კარგად აარჩიოთ მაღაზია/პიროვნება/საიტი/ა.შ. ამასთანავე მე პასუხისმგებელი ნამდვილად არ ვარ „დამატებით“ გადასახადებზე. ანუ აქ ხსენებულ ფასებში არ არის გათვალისწინებული ის დამატებითი გადასახადები რაც მოგიწევდათ უცხოური საიტებიდან ნაწილების გამოწერისას. ეგ თქვენთვის მომინდვია ახლა კი შევუდგეთ უგემრიელესი სისტემების შედგენას. Sandy Bridge სისტემა ~500$ ბიუჯეტზე უახლესი Sandy Bridge Pentium-ების ბენჩები არც ისე ოხრად მოიპოვება რომ გვენახა, მაგრამ სავარაუდოდ და ალბათ მართლაც მასეა - Pentium G620 არის Intel Core 2 Duo E8400-ის სავსებით ეკვივალენტური ვერსია (ისევე როგორც AMD Athlon II X2 260-ის)—ეს მშვენიერი პროცესორია ვებ ბრაუზინგში, საოფისე საქმეებში, საშუალო multitasking-ში (ეს ქართულად როგორა არის????) და ასევე ლაით გეიმინგში (როგორიცაა Left 4 Dead, StarCraft 2 და ... CS, L2). მაგრამ Intel Pentium-ის HD 2000 გრაფიკული ჩიპი ხშირად ბევრად უკეთესია ვიდრე AM3 დედადაფების Radeon HD 4250 IGP, ორივე ჩიპს შეუძლიათ HD გაფართოების ფაილების ჩვენება, მაგრამ ყველამ ვიცით რომ გეიმნიგში ორივე მაინც ხლამია. Pentium G620 უდაოდ არის AMD Athlon II X3-ის ინტელისეული ვარიანტია და რადგან სენდის პენტიუმი უფრო ძვირია AMD-სთან შედარებით ამიტომ გადავწყვიტე რომ არ ღირს ამ პენტიუმების ყიდვა (თუ შემდგომ არ აპირებთ i3/i5/i7-ზე გადასვლას). Core i3-2100 კი არის AMD Phenom /II X4 940-ის ეკვივალენტი. ესეც დეტალური აღნაგობა ბიუჯეტური Core i3-2100 სისტემა: - Intel Core i3 -2100 - MSI H61M-E33 (B3) LGA 1155 - Patriot 4GB (2x2GB) PSD34G1333K - WD Caviar Blue WD5000AAKS 500GB HDD - Lite-On LightScribe 24X DVD+/-RW DL IHAS424-98 - Antec EarthWatts EA-380D PSU - Antec Three Hundred - Zotac GeForce GTS 450 AMP 1 GB - Sapphire Radeon HD6770 1 GB მიზეზი თუ რატომ ავირჩიეთ i3-2100 ზემოთ ავხსენი, ამიტომ გადავიდეთ შემდეგზე. MSI-ის H61 ჩიპსეტის H61M-E33 მშვენიერი არჩევანია, საკმაოდ იაფია, არის B3 რევიზიის (ანუ ჩიპსეტის პრობლემა არ აქვს) და რადგან i3-ებს (ჯერჯერობით მაინც) K სერია არ აქვს, ვფიქრობ H61 ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, ინტეგრირებულ გრაფიკულ ჩიპს გამოვიყენებთ, იმ განსხვავებით რომ მისი აჩქარება (IGP) არ გამოვა არანაირად. შეგიძლია ათიოდე დოლარით მეტი გადაიხადოთ H67 ჩიპსეტში, რომელიც მხოლოდ IGP Turbo-ს ფუქნციასა და RAID-ის მხარდაჭერას მოგცემთ, არჩევანი თქვენზეა. H61M-E33: 4GB DDR3 საკმარისია Windows 7-ისთვის, 64 ბიტიან სისტემას დააყენებთ, რაც უფრო მეტ პროგრამასთან მუშაობის საშუალებას მოგცემთ. Antec Three Hundred ესთეტიკურად, ჰაერის კარგი მოძრაობით, კარგი ხარისხის კორპუსითა და ფასის გათვალისწინებით კარგი არჩევანია. Antec Earthwatts 380W საკმაოდ მძლავრი კვებაა, რომელიც საკმარისია რომ 95W-იანი სენდი და მძლავრი (ნუ ეხლა 570-ებზე არ მაქვს ლაპარაკი ) ვიდეოდაფა ‘დაქოქოს’. ფენი და cooler რაღა თქმა უნდა ქარხნული, თუმცა 20 დოლარით მეტი რომ გადავყაროთ უფრო ჩუმ კეისს მივიღებთ. იმედია ციფრმა 380-მა არ შეგაშინათ, ეს აბსოლიტურად საკმარისია მომავალი GPU upgrade-ისთვის. ხო ახლა რაც შეეხება GTS 450-ს. კარგი ვიდეოკარტაა რომ 21-საუკუნის ბოლო წლების თამაშები ვითამაშოთ, არა Full HD-ზე და ჩართული AA-ით, მაგრამ ჩვეულებრივ არა-HD გაფართოებაზე ნორმალურ FPS-ს დაიჭერს. 110$ ამ ნივთისთვის ჭკვიანურია. HD6770 კი მისი დაახლოებით ეკვივალენტური ვერსიაა, პრინციპში შედარებით უკეტესიც კი არის (ამიტომაც 10$-ით ძვირი ჯდება). ~$1000 Mid-End Sandy Bridge-ის კონფიგურაცია ეს „საშუალო“ დონის სისტემა ორჯერ უფრო ძვირი ჯდება ვიდრე წინამდებარე, და მოსალოდნელი უნდა იყოს რომ ორჯერ უფრო სწრაფიც გამოვიდეს. მაგრამ თუ თქვენ ინტერნეტში დაძრომიალობთ, წერთ e-mail-ებს და ცხრილებთან მუშაობთ - მაშინ არა, თქვენ სხვაობას ვერ იგრძნობთ. სხვაობა შესამჩნევი მხოლოდ ისეთ პროცესებში გამოჩნდება სადაც 4 ბირთვის გამოყენება ხდება SSD კი ერთ-ერთ ბონუსია რის გამოც ღირს ამ სისტემაზე გადასვლა. ასეთ სისტემას ვურჩევდი მათ ვინც კონკრეტულად ისეთ საქმიანობით არის დაკავებული, რაც კარგ კომპიუტერს საჭიროებს და არა „ისე“ გასართობად. ინებეთ: - Intel Core i5-2500K - Biostar TZ68A+ LGA1155 - Patriot 8GB (2 x 4GB) PSD38G1600K - Zotac GeForce GTX 560 1 GB ZT-50701-10M - XFX ATI Radeon HD6870 HD687AZNFC - OCZ 60GB Vertex 2 SATA II 2.5" OCZSSD22VTXE60G - Western Digital CB 750GB SATA3 64MB Cache WD7502AAEX - Lite-On LightScribe 24X SATA DVD+/-RW DL IHAS424-98 - Corsair Enthusiast Modular TX650 - Cooler Master HAF 912 RC-912-KKN1 იმის მიუხედავად რომ Intel Core i5-2500K ინტელის უძლიერესი CPU არ არის, ის მაინც ახერხებს AMD-ს Phenom II X6 1100T Black Edition-ის მიწასთან გასწორებას. ინტელის პროცესორი არა მარტო უფრო ძლიერია, ის ენერგიასაც ნაკლებს მოიხმარს. მოკლედ და კონრეტულად რომ ვთქვათ Core i5-2500K ფასის გათვალისწინებით ძალიან სწრაფია! გეიმერები და „ვიდეოფილები“ ადვილად შეამჩნევენ უზარმაზარი წარმადობი მატებას წინა თაობის i5-750-თან შედარებით. და ასევე რომ იცოდეთ ისეთი i5-2500K იშვიათობაა რომელიც ჰაერზე 4,4-მდე ვერ დარაზგონდება რა თქმა უნდა stock ქულერით. რატომ ავირჩიეთ i5-ის ტოპ-მოდელი და არა სხვა ოთხბირთვიანები? პასუხი მარტივია: ტოპ-კლასის i5-2500K იმდენად ძვირი არ არის სხვებზე რომ ვერ ვიყიდოთ, i5-2500K-სა და i5-2300-ს შორის სხვაობა მხოლოდ 40$-ია და ეს 40$ ღირს იმად რომ გახსნილი მამრავლი და უკეთესი ქარხნული სიხშირე გვქონდეს (300MHz-ით მეტი stock-ზე და 500MHz-ით მეტი ტურბოზე). არც სხვა i5-ები არ არის ურიგო, i5-2405S კარგია მისი პატარა TDP-ით და HD 3000-ით (რომელიც მხოლოდ ამასა და i5-2500K-ს აქვს). თუ მამრავლით „აჩქარება“ არ გსურთ მაშინ უბრალოდ i5-2500-იც გეყოფათ, მაგრამ ღირს რომ რამდენიმე დოლარით მეტი გადაიხადო და 4GHz-ზე მაინც ამუშაო. როგორც აქამდე აღვნიშნე P67-ს საერთოდ ამოვაგდებთ სიიდან, რადგან მისი დანიშნულება უკვე უცნობია Z68 ჩვენი მუდმივი არჩევანი იქნება mid-end-სა და high-end კლასში. Biostar TZ68A+ საკმაოდ დაბალ ფასში გვთავაზობს მაღალხარისხიან დედადაფას, ის აღჭურვილია ყველაფრით რაც კი უდნა ჰქონდეს Z68 ჩიპსეტის დედადაფას. მისი ერთადერთი „მინუსი“ ის არის რომ USB 2.0 პორტები შედარებით ცოტა აქვს, მაგრამ საკმარისი. თუ ეს შეგაწუხებთ მაშინ იყიდეთ USB Hub და დაისვენებთ. RAM როგორც ხედავთ 8GB-მდე გავაუმჯობესეთ. ეს რაოდენობა საკმარისიც და ცოტა მეტიც არის multitasking-ისთვის. 64 ბიტიან სისტემაზე წარმადობის საგრძნობ მატემას იგრძნობთ, როდესაც ისეთ პროგრამასთან მუშაობთ, რომელიც ინტენსიურად ხმარობს დიდი რაოდენობით RAM-ს. მინდა გითხრათ რომ გაგვიმართლა რომ DDR3 8GB RAM 100$-ის ფარგლებში ვიშოვეთ და თუ გამწარებული OC-ელი არ ხართ, მაშინ CL9 ტაიმინგმა ხელი არ უდნა შეგიშალოთ, რეალურად ტაიმინგები უფრო მათთვის მოქმედებს ვინც 3D რენდერინგზე მუშაობს, თუმცა სხვა CL7-ზე კატასტროფულ მატებას არ უნდა ელოდეთ, მხოლოდ მიზერული სხვაობა. 8GB RAM შესანიშნავი იქნება განსაკუთრებით მათთვის ვინც მუშაობს Adobe, Autodesk და სხვა aka “Pro” პროგრამებთან ხომ... კიდე საჭიროდ ჩავთვალე რომ SSD ცუდი არ იქნებოდა, ამიტომაც ავირჩიეთ SandForce კონტროლერიანი 60GB OCZ Vertex 2 SSD მთავარი ოპერაციული სისტემებისა და პროგრამებისათვის (ანუ სწრაფი ჩატვირთვისათვის) და სწრაფი 750GB-იანი HDD დანარჩენი ფაილებისათვის (კინო, მუსიკა, საინსტალაციოები და ა.შ.). ამ SSD-ს ალტერნატიული ვარიანტიც არის Kingston V100 64GB, ფაქტობრივად იგივე ფასში. მართალია, დღესდღეობით SF-1200 ცონტროლერები ყველაზე სწრაფია (თუნდაც 25nm MLC NAND), მაგრამ ნებისმიერი ნორმალური SSD მაინც დიდი ნახტომია HDD-დან სისწრაფისა და მოხერხებულობის თვალსაზრისით. ახლა კი ჯერი ვიდეოდაფაზე მიდგა ალბათ თქვენი უმრავლესობის ერთ-ერთ უსაყავრლეს ნაწილზე თავდაპირველად იდეაში GTX 460 1GB/ HD 6850 მქონდა, მაგრამ დრო გავიდა და ვფიქრობ უფრო სამართლიანი იქნება თუ ადგილს GTX 560/ HD 6870 -ს დავუკავებთ. ორივე GPU თითქმის იდენტურია თავის კლასში, AMD-ს დაფა შედარებით მაღალ სიხშირეზე მუშაობს (GPU Clock, Memory Clock), მაგრამ ამის მიუხედავად ორივე პრაქტიკულად მსგავსია და საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ იმაზე იქნება დამკიდებული nVidia უფრო მოგწონთ თუ AMD ფასში სხვაობა 10$-ა AMD-ს სასარგებლოდ, თუმცა მეორე მხრივ არ დაივიწყოთ რომ nVidia CUDA ტექნოლოგიას გვთავაზობს რაც დადებითად ჩაითვლება ისეთ პროგრამებში, რომელთაც ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერა აქვთ. PhysX-ის არსებობა/არარსებობის საკითხი მე მაგალითად მახატია და ითქვენთვის მომინდია არჩევანის გაკეთების საშუალება... მაგრამ დაიმახსოვრეთ რომ GTX 460 / HD 6850 ასევე კარგი არჩევანია თუ რამდენიმე ათეული დოლარით ნაკლების გადახდა გსურთ! ჩემი საყვარელი კვების ბლოკების მწარმოებელი Corsair გვთავაზობს განახლებულ მოდულარ TX650, 52 ამპერი +12ვ-ზე შესანიშნავ შედეგს მოგცემთ. ეს კვების ბლოკი კარგი არჩევანია (თუ არა საუკეთესო) მათთვის ვინც მომავალში GPU upgrade-ს დააპირებს, დარწმუნებული იყავით იმაში რომ ნებისმიერ Single-GPU დედადაფას ჩართავთ და SLI-ზეც არ ექნება პრობლემა (რა თქმა უნდა გამონასკლისების გარდა). არ მოგერიდოთ და რამდენიც გინდათ იმდენი HDD შეართეთ ამ სისტემაზე ამ ყველაფერს კი იკავებს Cooler Master HAF 912 ქეისი (თუ კეისი?). ფაქტობრივად Antec Three Hundred-ის მსგავსია თავისი ორი ფრონტალური 120მმ-იანი ფენის სამაგრით (აქედან ერთი თავადვე აქვს დამაგრებული), ერთი 120მმ-იანი გამწოვი ფენით (ასევე მოყვება), და ორი სამაგრი ზედა და გვერდითა ფენებისთვის. ჰაერის მოძრაობა/გაგრილება შესანიშნავი აქვს, თუმცა Antec Three Hundred-ივით ჩუმი არ არის. მისი დიზაინი წ ყ ლის გაგრილებაზეცაა გათვალისწინებული, ასე რომ... თუ მოგინდებათ თხევადი გაგრილება თქვენი i5-2500K-ის აგრესიული აჩქარებისთვის, ეს ქეისი ფრიად გამოგადგებათ. ესეც ჩვენი 1000$-იანი სისტემა, რომელსაც არანაირად არ გაუჭირდება თანამედროვე თამაშების გაშვება მაღალ გაფართოებებზეც კი და არც შიდა ტემპერატურაზე მოგიწევთ ფიქრი ამ აცხუნებულ ზაფხულს. რა თქმა უნდა ამ დაანგარიშებულ ფასში არ შედის დამატებითი გადასახადები, არც შიპინგი. ჩემი აზრით შესანიშნავი არჩევანია მათთვის ვინც ძალიან ბევრი ფულის დახარჯვას არ აპირებს, მაგრამ საკმაოდ სოლიდურ და ძლიერ სისტემას საჭიროებენ. რას ვიყიდით $2000-ად ? რაც უფრო წინ მივიწევთ ფასიც შესაბამისად იზრდება, უფრო ზუსტი რომ ვიყო - ორმაგდება ბიუჯეტური სისტემა დაგვიჯდა - 500$, „საშუალო“ დონის - 1000$ ახლა კი ფინალურ 2000$-იან ვარიანტზე გადავედით. ზოგიერთ სფეროში ეს სისტემა მართლაც ორჯერ სწრაფი იქნება წინამორბედთან შედარებით, მაგრამ ძირითადად ეს შეფასება მხოლოდ გეიმნგს ეხება, ხოლო თუ ფულის დაზოგვა მოგინდებათ შეგიძლიათ „საშუალო“ დონის სისტემის კონფიგურაციაში მხოლოდ ვიდეო დაფა შეცვალოთ და ამ სისტემის გეიმინგის შესაძლებლობების 99%-ს მიიღებთ, CPU-სგან კი 85%ს, ეს ყველაფერი კი 1400$-მდე დაგიჯდებათ. მაგრამ ამ სისტემას სხვა სარგებლობის მოტანაც შეუძლია. მოდით დეტალურად გადავხედოთ: - Intel Core i7-2600K Sandy Bridge - ASUS P8Z68-V PRO LGA 1155 - Patriot Gamer 2 Series 8GB (2x4GB) PGD38G1600ELK - Zotac GeForce GTX 580 1536MB 384-bit (772MHz/4008MHz) ZT-50101-10P - Intel 510 Series 120GB SSD - Western Digital CB 750GB SATA3 64MB Cache WD7502AAEX - Lite-On LightScribe 24X SATA DVD+/-RW DL IHAS424-98 - Corsair Professional Series AX750 750W PSU - Cooler Master HAF X (RC-942-KKN1) - Cooler Master Hyper 212+ RR-B10-212P-G1 ესეიგი ღირს თუ არა 100$-ით მეტი გადავიხადოთ და ik-2500K-ს ნაცვლად ვიყიდოთ Core i7-2600K? ზედაპირულად რომ განვიხილოთ i7-ს მხოლოდ 100MHz-ით მეტი ქარხნული სიხშირე აქვს i5-2500K-სთან შედარებით, 2MB-ით მეტი L3 ქეში და იგივე რაოდენობის ბირთვები. მაგრამ, ამის მიუხედავად i7-ს აქვს ჰიპერ-ნაკადულობა (Hyper Threading), ანუ თუ თქვენ ისეთ პროგრამასთან მუშაობთ რომელთაც მრავალი ნაკადის აღქმა შეუძლიათ (როგორიცაა ვიდეო დეკოდირება, რენდერინგი და ფაილების შეკუმშვა), მაშინ საგრძნობ მატებას მიიღებთ წარმადობაში. ტიპურ პროგრამებთან კი (როგორიცაა საოფისე და ინტერნეტ პროგრამები) დიდ განსხვავებას ვერ იგრძნობთ, ვერც გეიმინგში. ამასთანავე i7-2600K-ს უფრო მეტი ენერგომოხმარება აქვს, ეს ლოგიკურიცაა მისი HT შესაძლებლობის (ჰიპერ ნაკადულობა/Hyper Threading) გამო. პროცესორის შესაბამის დედადაფად კი ავირჩიეთ ASUS P8Z68-V PRO. დაფას პორტების ცვენა აქვს რა თქმა უნდა USB 3.0-ითაც არის აღჭურვილი. აქვს SLI-ს და CrossFire ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს რომ შეგიძლიათ რამდენიმე (ამ შემთხვევაში 2) ვიდეოდაფა ერთად ამუშავოთ. აჩქარებაშიც (OC) არ შეგიშლით ხელს, საკმაოდ კარგი დაფაა ხო ახლა კი რადგანაც SLI/CrossFire ვახსენეთ ბარემ ვიდეოდაფებზეც გადავალ. საბოლოოდ არჩევანი ერთბირთვიან ბარათზე შეჩერდა (Single GPU). ამ შემთხვევაში არ მოგიწევთ CrossFire-ისა ან SLI-ის დაყენებით თავის ატკივებ + დრაივერების მუდმივი განახლება და თამაშის პროფილებში ძრომიალი. ამის გამო რეკომენდაციას ვაძლევ GTX580-ს, იგივე ფასში შესაძლებელია სხვა ვიდეოდაფების CF/SLI-ით უკეთესი წარმადობა მივიღოთ, მაგრამ CF/SLI სკალირება საუკეთესო შედეგს ნამდვილად არ იძლევა - პრობლემებიც კი აქვს ხოლმე ზოგიერთ უახლეს თამაშებზე და გარკვეული დროა საჭირო სანამ გამოასწორებენ ხოლმე (პროფილებით/დრაივერებით/...) თუ მაინც და მაინც გინდათ CF/SLI სისტემა გქონდეთ, მაშნ გირჩევთ 2 x Radeon HD 6950 2GB აიღოთ, რაც 460$ ჯდება. ან შეგიძლიათ კიდე დაზოგოთ ფული და 2 x GTX560 Ti იყიდოთ 400$-ად. CF/SLI სკალირება თითქმის ერთნაირად შედეგს იძლევა (თუმცა AMD ხშირად უკეთეს შედეგს აჩვენებს). წარმადობით 6950CF მცირედით აღემატება 560TiSLI-ს, ამასთანავე 2X2GB 6950 უკეთესი იქნება 2560x1440/2560x1600 ან უფრო მაღალ გაფართოებაზე - ამ შემთხვევავში თქვენ მინიმუმ 27" WQHD მონიტორი დაგჭირდებათ . მაგრამ პირადად გირჩევთ და გეუბნებით რომ GTX 580 აბსოლიტურად საკმარისია დღევანდელ თამაშებში რომ ბოლომდე ისიამოვნოთ და თუ მაინც და მაინც Highest-End სისტემა გინდათ, მაშინ ყოველთვის შეძლებთ მეორე GTX 580-ის ჩაყენებას. მუდმივ მეხსიერებად SSD+HDD კონფიგურაცია ჯერ-ჯერობით საუკეთესო არჩევანია. Mainstream ვერსიისაგან განსხვავებით აქ უფრო მაღალი მოცულობის, სისწრაფისა და ხარისხის Intel 510 SSD ავირჩიე, მყარ დისკად კი კვლავ WD CB HDD რჩება - საკმაოდ სწრაფი და საიმედო მყარი დისკი@პირადი გამოცდილება! SSD-ს შემთხვევაში თქვენ ალტერნატიული არჩევანიც გაქვთ - უსწრაფესი 120GB OCZ Vertex 3 IOPS MAX - 310$-ად. 30$-ით ნაკლებად Intel-ის 510 120GB შეიძლება მაგდენად სწრაფიც არაა, მაგრამ მისი კონტროლერი ბევრად საიმედოა ვიდრე SandForce. ხოლო რეალურად რომ ვთქვათ - ჩვეულებრივი მომხმარებელი განსხვავებას ვერ იგრძნობს ამ ორი SSD-ს სიჩქარეეში, მხოლოდ ისინი ვინც ტონობით ინფორმაციას წერენ ერთდროულად და ხშირად. SF კონტროლერიანი SSD-ების ყიდვა ვფიქრობ ერთობ რისკიანია თუ თქვენთვის ფაილების უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ როდესაც საქმე სისწრაფეს ეხება - SF ლიდერობს! Patriot-ის 2x4GB DDR3-1600Mhz-იანი ოპერები კარგად რაზგონდება, საკმაოდ საიმედოებია და ფერებიც დედადაფას შეესაბამება Corsair professional AX750 საკუთარი 80+ Gold ეფექტურობით ერთ-ერთ უმაღლეს ხარისხს მოგცემთ ზე-აჩქარებულ პროცესორსა და GTX 580-ით გეიმინგში. რაღა თქმა უნდა ბლოკი მთლიანად მოდულარი არის. იმ შემთხვევაში თუ მეორე GTX 580-ის ჩაყენებას გადაწყვეტთ, მაშინ გირჩევთ AX სერიის კილოვატიანი ვარიანტი აირჩიოთ, რადგან მაქსიმალურ დატვირთვაზე 850W-ს აღწევს GTX580SLI-ს ენერგომოხმარება. ამ ყველაფრის "საცავი" კი ჩემი ფავორიტი Coolel Master HAF X არის. ქეისი არის Full Tower, რაც იმის საშუალებას მოგცემთ რომ ბევრი HDD ჩააყენოთ, კარგი ფართობი მოგცეთ SLI/CF სისტემებზე და უკეთესი ჰაერის ცირკულირება იყოს. კონსტრუქცია ასევე გათვლილია თხევად (წ ყ ლის) გაგრილებაზე. Hyper 212+ მართალია საუკეთესო HSF არ არის, მაგრამ საკამოდ ჩუმი, ეფექტური და კარგფასიანია - არანაირი პრობლემა გექნებათ 5GHz-მდე საერთოდ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, HAF X-ის დიზაინი "Top-Notch" არის. თუ ფულის დაზოგვა გინდათ ქეისზე, მაგრამ კვლავ High-End-ისკენ მიგიწევთ გული - მაშინ აიღეთ HAF 932. ფაქტობრივად იგივე ქეისია საერთო ჯამში საერთო ჯამში როგორც ხედავთ დაახლოებით 1800-1900$ ჯდება მთლიანი სისტემა, თუ 2000$-მდე დამრგვალება გნებავთ... მაშინ გირჩევთ უკეთესი გაგრილება აიღოთ, ან მაღალი ტევადობის SSD ან მეტი HDD. მე გაგრილებაზე ვიზრუნებდი ეპილოგი, ფინალი, ბოლოსიტყვაობა... როგორც აღვნიშნე დასაწყისში კარგი დროა ახლა რომ Sandy Bridge სისტემა ააწყოთ, ვინაიდან საკმაოდ განვითარებულია უკვე პლატფორმა და მრავალფეროვნებას გვთავაზობს. კიდევ რამდენიმე თვე შეინარჩუნებს საუკეთესოს სტატუსს. Sandy Bridge-E მეოთხე კვარტალში გამოვა, მაგრამ ის განკუთვნილი უფრო workstation-ებისა და ზედმეტად დატვირთული საქმეებისთვის იქნება. LGA-1155 როგორც მინიმუმ კიდევ 1-2 წელი გაძლებს უპრობლემოდ mainstream კლასში. ერთადერთი რამ რაც დაგვრჩა ეს არის დაველოდოთ AMD Bulldozer-სა და Intel Sandy Bridge-E-ის გამოსვლას. მართალია ზუსტად არ ვიცით რას უნდა ველოდოთ ამ ორი ოჯახისაგან, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ორივე "გადაუჯოკრავს" დღევანდელ i7-2600K-საც კი. აქ ალბათ დიდ როლს პროდუქციის ფასი ითამაშებს. X58 სისტემას თუ ავიღებთ მაგალითად, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ LGA 2011 სისტემა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იქნება. დაველოდოთ და ვნახოთ იმედია არჩევანის გაკეტებაში დაგეხმარებათ ჩემი სტატია. გამოყენებული რესურსები: Amazon Anandtech Guru3D Google OC.GE გათი 20 Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 აპინეთ, ან რამე უყავით. 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 რამდენი გიწვალია. საღოლ შესავალი წავიკითხე. სისტემები უკვე აღარ ნეჰალიმიდან სენდიზე გადასვლა საიდგრეიდიაო, ამაში ვერ დაგეთანხმები. ჩემი აზრით ნეჰალმიდან სენდიზე გადასვლა დაუნგრეიდიატესტებს გადავხედე და სენდი ჯობია პერფომანსით თურმე, ადრე სადღაც გადავიკითხე რო დაუნგრეიდიაო :შ 1 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
OgaiB Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 მადლობა ავტორს. ბლუმფილდიდან(4 კორე, 8 ნაკადი) 2600K-ზე გადასვლა აფდრეიდია გულფტაუნიდან(6 კორე, 12 ნაკადი) 2600K-ზე გადასვლა დაუნგრეიდი Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 ბრავო გიო ,მაგარი ნამუშევარია ბევრს გამოადგება ეს სტატია ისე კარგი იქნება თუ სტატია განახლდება ხოლმე ფასების ცვლილებების შესაბამისად და ა.შ გათის VIP მაინც მივცეთ რომ შეცვალოს რამე, რომ იყოს :) Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted August 15, 2011 Author Share Posted August 15, 2011 რამდენი გიწვალია. საღოლ შესავალი წავიკითხე. სისტემები უკვე აღარ ნეჰალიმიდან სენდიზე გადასვლა საიდგრეიდიაო, ამაში ვერ დაგეთანხმები. ჩემი აზრით ნეჰალმიდან სენდიზე გადასვლა დაუნგრეიდია ტესტებს გადავხედე და სენდი ჯობია პერფომანსით თურმე, ადრე სადღაც გადავიკითხე რო დაუნგრეიდიაო :შ კი სენდი ნეჰალემს ჯობს სადღაც 15%-ით. მაგრამ არ ვამართლებ მე 15%-ს იმისათვის რომ სისტემა გამოცვალო. საიდგრეიდად იმიტომ ვამბობ რომ იდეაში LGA1366 ენთუზიასტური კლასია პირველ თაობაში და LGA1155 კიდე მეინსტრიმია მეორე თაობაში, რაღაც ერთმანეთს გვანან დაახლოებით. ბრავო გიო ,მაგარი ნამუშევარია ბევრს გამოადგება ეს სტატია ისე კარგი იქნება თუ სტატია განახლდება ხოლმე ფასების ცვლილებების შესაბამისად და ა.შ გათის VIP მაინც მივცეთ რომ შეცვალოს რამე, რომ იყოს მადლობა, შეძლებისდაგვარად უკანასკნელი 3 დღის ფასებითაა ყველაფერი მოცემული. და ცვლილებას რაც შეეხება - $#^#(|დები ყოველ სეზონზე შემოგთავაზოთ ხოლმე ახალი. შემდეგს ალბათ Bulldozer-ისა და SB-E-ს გამოსვლის შემდეგ დავიწყებ და გაზაფხულზე მოვრჩები :chojinfc: Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 პორტალედ Link to comment Share on other sites More sharing options...
VaS1L Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 დიდი მადლობა ავტორს, რარაც რაღაცეებში გავერკვიე ეს ჩემთვისაა, ჯერ კიდევ პ4 ზე ვზივარ და მიდლ ენდზე ვფიქრობ შემოდგომისკენ მსგავს სტატიებს ყოვეთვის უცხოურ საიტებზე ვკითხულობ ხოლმე. და თუ ფასების ცვლილებას და ბაზარზე არსებული მგდომარეობის შესაბამისად ახალი სტატიები დაიდება მაგას რა ჯობია :thumbsup: Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 +1 ავტორს გუშინ წინ ვიყიდე i3-2100 HD2000 აქვს ინტეგრირებული GPU და მაინტერესებს რამდენად კარგი გრაფიკულია ჩიპია დაახლოებით რომელი კარტის დონის იქნება ? და სამომავლოდ რომელ ვიდეოკარტას მირჩევდით ამ პროცესორისთვის Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 +1 ავტორს გუშინ წინ ვიყიდე i3-2100 HD2000 აქვს ინტეგრირებული GPU და მაინტერესებს რამდენად კარგი გრაფიკულია ჩიპია დაახლოებით რომელი კარტის დონის იქნება ? და სამომავლოდ რომელ ვიდეოკარტას მირჩევდით ამ პროცესორისთვის აი ნახე ტესტები > http://www.anandtech.com/show/4083/the-sandy-bridge-review-intel-core-i7-2600k-i5-2500k-core-i3-2100-tested/11 http://www.notebookcheck.net/Intel-HD-Graphics-2000-100.37994.0.html 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 აი ნახე ტესტები > http://www.anandtech...-2100-tested/11 http://www.notebookc...00.37994.0.html ჩემი GT220 არაფრით არ ჯობს ამ HD2000 ესე გამოდის ? ყველა თამაშს "ქაჩავს" რაც მე მიწერია სპ ტესტების მოწოდებისთვის Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted August 15, 2011 Author Share Posted August 15, 2011 დიდი მადლობა ავტორს, რარაც რაღაცეებში გავერკვიე ეს ჩემთვისაა, ჯერ კიდევ პ4 ზე ვზივარ და მიდლ ენდზე ვფიქრობ შემოდგომისკენ მსგავს სტატიებს ყოვეთვის უცხოურ საიტებზე ვკითხულობ ხოლმე. და თუ ფასების ცვლილებას და ბაზარზე არსებული მგდომარეობის შესაბამისად ახალი სტატიები დაიდება მაგას რა ჯობია :thumbsup: სავარაუდოდ წლის ბოლომდე ან ზამთრის დასაწყისამდე (ან ვაბშე აივის გამოსვლამდე) სიტუაცია შენარჩუნდება. განსხვავება მხოლოდ ფასებში იქნება - გაიაფდება. +1 ავტორს გუშინ წინ ვიყიდე i3-2100 HD2000 აქვს ინტეგრირებული GPU და მაინტერესებს რამდენად კარგი გრაფიკულია ჩიპია დაახლოებით რომელი კარტის დონის იქნება ? და სამომავლოდ რომელ ვიდეოკარტას მირჩევდით ამ პროცესორისთვის thank you. HD 2000 არის ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპი - IGP. შესაბამისად ის და პროცესორი ერთ მეხსიერებას იზიარებენ და ერთ "სალტეზე" გადიან, რაც ქმნის მთავარ პრობლემას - ინტეგირებული ჩიპი ბევრად სუსტია ვიდრე ცალკე მდგომი ვიდეო ბარათი, რომელსაც საკუთარი VRAM გააჩნია და შედარებით დამოუკიდებლად მუშაობს. დაახლოებით GT220-ის დონისაა, ზოგიერთ თამაშს (L4D, Starcraft, L2...) მაქსიმალურზეც კი ითამაშებ და დანარცენებს low-ზე, თუმცა მაიცნ გაუჭირდება. HD 2000 არ ჯობს 220-ს, მაგრამ HD 3000 თითქმის მსგავსია. Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted August 15, 2011 Author Share Posted August 15, 2011 ისე კარგი იქნება თუ აპინავთ, რომ თვალშისაცემი იყოს და ყველამ 10ჯერ არ გახსნას კონფიგი ამარჩევინეთო. Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 ხო რა ვინემ აპინეთ ხოლმე ასეთი საჭირო თემები :) Link to comment Share on other sites More sharing options...
luka Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 დაკაცდა ინგლისურად როგორ არის? Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 დაკაცდა ინგლისურად როგორ არის? ეგ აქ რატომ იკითხე ? სხვა თემა ვერ ნახე ? :D Link to comment Share on other sites More sharing options...
luka Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 არა, თავიდან ხო უწერია რომ გადავთარგმენო და მერე უწერია "დაკაცდაო" ხოდა მაინტერესებს როგორ არის ინგლისურად დაკაცდა.. ხო და კიდე ერთ წიგნში, კერძოდ "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" ბევრჯერ წერია სიტყვა "შეჩემა".. ძალიან მაინტერესებს შეჩემა ინგლისურად როგორ არის : Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 არა, თავიდან ხო უწერია რომ გადავთარგმენო და მერე უწერია "დაკაცდაო" ხოდა მაინტერესებს როგორ არის ინგლისურად დაკაცდა.. ხო და კიდე ერთ წიგნში, კერძოდ "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" ბევრჯერ წერია სიტყვა "შეჩემა".. ძალიან მაინტერესებს შეჩემა ინგლისურად როგორ არის : და ვერ მიხვდი რომ გადატანითი მნიშვნელობით თავად ჩაამატა სიტყვა ? სტატიის წერისას სიტყვა-სიტყვით არ ვთარგმნით ინგლისურიდან ,ბევრს ჩვენ ვამატებთ ..... ისე დაკაცება Become a man იქნება :) Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted August 15, 2011 Author Share Posted August 15, 2011 იდეაში mature იყო, მარა გიდში ბევრი რამ ჩემს გემოზე დავწერე ვიდრე მხოლოდ რესურსებს ავყოლილიყავი :) Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 მე საერთოდ არ ვწერ ხოლმე არაფერს სიტყვა-სიტყვით ,მხოლოდ ჩემს აზრს და წაკითხულს გადმოვცემ მაქსიმალურად ზუსტად ორიოგანლთან შედარებით Link to comment Share on other sites More sharing options...
LEON Posted August 16, 2011 Share Posted August 16, 2011 დაკაცდა ინგლისურად როგორ არის? ეგ ქართული გაგებით ბოზებში წასვლას უნდა გულისხმობდეს. ანუ went to whores :gigi: Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 16, 2011 Share Posted August 16, 2011 ეგ ქართული გაგებით ბოზებში წასვლას უნდა გულისხმობდეს. ანუ went to whores :lollol: Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted August 17, 2011 Share Posted August 17, 2011 დიდი მადლობა კარგი მიმოხილვისთვის ჩემის აზრით ამ თემის ადგილი აქ არის Overclockers.ge-ს გუნდი Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted August 19, 2011 Share Posted August 19, 2011 ბლუმფილდიდან(4 კორე, 8 ნაკადი) 2600K-ზე გადასვლა აფდრეიდია გულფტაუნიდან(6 კორე, 12 ნაკადი) 2600K-ზე გადასვლა დაუნგრეიდი ბლუმფილდზე ყველა ვარიანტში,და აი გულპტაუნიდან გააჩნია რაში,2600K თაფუძვნებულია უკეთეს არქიტექტურაზე,ასე რომ თამაშებში არანაირად მგონია 990X-მაც აჯობოს,ნუ არ ვგულისხმობ ვანტაიჯი,3დ მარკი, და ეგეც იმ შემთხვევაში თუ ორი 590 გიყენიათ 550თი-ს ფიზიკით,990X მეტი კეშების ზომა აქვს Link to comment Share on other sites More sharing options...
f-22raptor Posted August 20, 2011 Share Posted August 20, 2011 საღოლ გიო !... +1 Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts