Jump to content

Recommended Posts

კომპანია LG-მ წარმოადგინა ნოუთბუქი X-Note P220, რომლის ყველაზე ღირსშესანიშნავ თავისებურებად უნდა ჩაითვალოს IPS-ტექნოლოგიით შესრულებული 12,5-დუიმიანი ეკრანი. მისი გაფართოება თავის მხრივ, შეადგენს 1366 х 768 პიქსელს, ხოლო ხედვის კუთხეები უტოლდება 178 გრადუსს, რაც უბრალო TN-პანელებისთვის მიუღწევადია. კომპანია აცხადებს, რომ პროდუქტის კორპუსი (297,6 x 193,4 x 20,9 მმ ზომებით და 1,3 კგ მასით) გაბარიტებით შეიძლება შედარებულ იქნას 11,6-ზომიან ლეპტოპებთან. გაფორმების მხრივ, გათვალისწინებულია ფერთა სამი ვარიანტი: White Pearl, Pink Pearl და Blue Pearl.

88c9f9d1a96c741d339fe697cc2d3fcc.jpg

ნაწარმი დამზადებულია მე-2 თაობის Intel Core i5 და i3 პროცესორის ბაზაზე და აღჭურვილია 2 ან 4 გბ ოდენობის, DDR3-1333 ტიპის ოპერატიული მეხსიერებით, რომელიც ყენდება SO-DIMM-ის ერთ სლოტში. HDD-ის ტევადობა სურვილისამებრ იქნება 250 ან 320 გბ, ხოლო გრაფიკული თვალსაზრისით, გამოყენებულია CPU-ში ინტეგრირებული ვიდეობირთვი, ხოლო გარე GPU-ების ვარიანტები გამორიცხულია, რაც ასეთი ზომის ნოუთბუქს ეპატიება.

9abfc72ecc4ae19c4f15a3db269674e9.jpg

გარდა ამისა, კომპლექტაციაში შესულია უკაბელო ადაპტერები Wi-Fi 802.11 b/g/n და Bluetooth 3.0, 4-ფორმატიანი ქარდ-რიდერი და 1,3 მპ გაფართოების მქონე კამერა. ასევე ადგილზეა HDMI და USB 2.0-ის პორტები. ელემენტი ოთხსეგმენტიანია, ხოლო მონაცემები მის ტევადობაზე უცნობია. LG X-Note P220-ის გაყიდვები კორეაში უკვე ამ თვეში იწყება, მცირე დაყოვნებით კი, ის ევროპულ მაღაზიებშიც გამოჩნდება.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.