Jump to content

მიკროტალღა


Recommended Posts

გამარჯობათ ფორუმელებო!

მიკროტალღოვანი ღუმელი-საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყო საკვები პროდუქტების მოსამზადებლად.......ბევრი რომ არ გავაგრძელოთ რა შეგვიძლია ჩავდოთ შიგ,მის მუშაობის პინციპ/მახასიათებლებზე გადავალ.

იგი მუშაობს 2450მგც სიხშირეზე,თუმცა სიხშირე სხვადასხვა მიკროტალღოვანი ღუმელების მწარმოებლებს განსხვავებული აქვთ.

რისგან შედგება მიკროტალღოვანი ღუმელი:

მეტალის კორპუსი,კარები

ტრანსფორმატორი

კომუნიკაციის მმართველი ცენტრი

მაგნეტრონი,რომელიც სისტემის მთავარ მიკროტალღათა გამომასხივებელ ნაწილს წარმოადგენს.

ტალღგამტარი-რომელიც ატარებს მაგნეტრონიდან გამომავალ ტალღას საკვების მოსამზადებელ კამერაში

დამხმარე ელემენტები:მბრუნავი ფიალა,წამზომის და სხვა უსაფრთხოვების სისტემის მმართველი,ვენტილატორი,რომელიც მაგნეტრონს აგრილებს.

The_microwave_scheme.png

ტრანსფორმატორი -იგი წარმოადგენს ელექტრომაგნიტურ ხელსაწყოს,რომელზეც დახვეულია ინდუქციური ხვიები,ემსახურება დენის გარდაქმნას საჭირო მაჩვენებლამდე.

განვიხილოთ მთაარი ნაწილი მიკროტალღოვანი ღუმელის,თავად მაგნეტრონი.

მაგნეტრონი -ეს არის ელექტროვაკუუმური ხელსაწყო,რომელიც მაღლი სიხშირის რადიოტალღებს აგენერირებს.

3526971ac789.png

მაგნეტრონი შედგება ანოდური ბლოკისგან,რომელიც წარმოადგენს ჭრილებიან მეტალის ცილინდრს,რომელიც ასრულებს რეზონატორის როლს.(რეზონატორში ხდება რხევათა ენერგიის აკუმულირება რეზონანსის დახმარებით)რეზონატორი წარმოქმნის რგოლისებრ მერხევ სისტემას.ანოდურ ბლოკზე მიმაგრებულია ცილინრული ფორმის კათოდი.კათოდის შიგნით დაფიქსირებულია გამაცხელებელი.მაგნიტური ველი,იქმნება შიდა მაგნიტებით,ანუ ელექტრომაგნიტებით.

რეზონატორიდან მაღალი სიხშირის გამოსატანად გამოიყენება მაფთულის ნასკვი,რომელიც დამაგრებულია ერთერთ რეზონატორზე(რეზონატორის ხვრელიდან ცილინდრის გარეთ).

მაგნეტრონის ჭრილი:

7k0re.jpg

მაგნეტრონის მარგი ქმედების კოეფიციენტი 80%-მდეა,მათ შეუძლიათ იმუშონ 0,5 დან 100გჰც სიხშირეზე,რამოდენიმე ვატის სიმძლავრიდან,რამოდენიმე კილოვატამდე.

მაგნეტრონის მუშაობის პრინციპი:

ელექტრონთა თერმოელექტრული ემისია ხდება კათოდიდან ზემოქმედ სივრცეში,სადაც მათზე მოქმედებს მუდმივი ელექტრული ველი ანოდ-კათოდი,მუდმივი მაგნიტური ველი და ელექტრომაგნიტური ველი.

თავს არ შეგაწყენთ რთული ტერმინებით,მარტივად განვაგრძობ:

მიკროტალღა ეს არის ელექტრომაგნიტური ტალღები,რომელებიც იწვევენ ნივთიერებაში ქიმიურ გარდაქმნებს.

მიკროტალღბი ღუმელის შიგნით აღწევს საკვებში ყველა მხრიდან,აცხელებენ წყლის მოლეკულებს,შაქარს,ცხიმს.მიკროტალღბი გადის შუშაში,ქაღალდში,ფაიფურში,მაგრამ მეტალში ვერ აღწევს.

საკვების მოლეკულები და სითხეები შედგება დადებითი და უარყოფითი ნაწილაკებისაგან. ელექტრომაგნიტური ტალღის არარსებობისას მოლეკულები შემთხვევითი წყობითაა განაწილებული.მიკროტალღოვან ღუმელში ცვალებადი ველის ზემოქმედებით მოლეკულები იწყებენ ბრუნვას.ხახუნისას წარმოიქმნება სითბო,რომელიც ამზადებს საკვებს.

საკვების მომზადება ჩვეულებრივ ღუმელში და გაზქურაზეც ხდება მოლეკულური ზემოქმედებით,მაგრამ მიკროტალღები ამას უფრო სწრაფად აკეთებენ,უშუალოდ,რაც ამცირებს საკვების მომზადების დროს.

სურათში მოყვანილია საკვებში მოლეკულათა განაწილება მიკროტალღოვან ღუმელში:

580cceea8ff9.jpg

გადავიდეთ მიკროტალღოვანი ღუმელის ტრანსფორმატორის მახასიათებლებზე:

კვების ბლოკი(ტრანსფორმატორი და დამატებითი დეტალები) უზრუნველყოფს მიკროტალღების გამუშვებას იმპულსური დაძაბულობით არაუმეტეს 4000 ვოლტისა,ამპერი კი 0,5. მაღლვოლტიანი 1 მიკროფარადიანი კონდენსატორის დახმარებით კი მუშა ძაბვა 2100 ვოლტიდან ორმაგდება 4000 ვოლტამდე და ზევით.(არ დაგავიწყდეთ,თითოეული მოდელ/მარკის ღუმელს საკუთარი მახასიათებელი აქვს)

მაგნეტრონით გენერირებული ენერგია სპეციალური ფარსუნკების დახმარებით კამერაში ხვდება.ღუმელის არე შიგნიდან მეტალის ფენისგან შედგება ,რომელიც სპეციალური საფარითაა დაფარული,იგი ირეკლავს მიკროტალღებს და სადგამი ბრუნავს მასში,რომელიც მიკროტალღათ თნაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს.

ტალღთ გადანაწილება მიკროტალღოვან ღუმელში ორგვარად ხდება:

მიკროტალღათა გადანაწილება მბრუნავი ანტენით:

8301478201e0.jpg

მიკროტალღათა გავრცელება კამერაში,სადაც ბრუნავს სადგამი:

ba2f2621cfd6.jpg

ამ მეთოდით ნაწილდება ტალღები პროდუქტში თანაბარი შეღწევისათვის.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

აქ ისტორიიდან გამომრჩა,მიკროტალღის ეს ფუნქცია ამერიკაში მცხოვრებმა,პერსი სპენსერმა აღმოაჩინა,რომელიც ზემაღალსიხშირულ გამომასხივებელს აწყობდა სამხედროებისთვის,მან შემთხვევით "წაშოკოლადება" რომ მოინდომა ჩართულ აპარატთან,აღმოაჩინა რომ ჯიბეში გამდნარიყო შოკოლადი,ამით მივიდა იმ დასკვნამდე,რომ ეს მიკროტალღის შედეგი იყო.

ეს მოხდა 1945 წელს

Link to comment
Share on other sites

მადლობა ნეირონ.

ყოველთვის მაინტერესებდა როგორ მუშაობდა :D

+1

Link to comment
Share on other sites

ჰაი-ტექშია აპინული:

მიშა იმ ტოპიკში კაი ხანია არ შემივლია ხელი,განახლება უნდა

მარტო ჩემი თემები არაა ისინი.

ვისაც მოგესურვებათ,შეგიძლიათ წაშალოთ ან განაახლოთ სხვა თემებით :).

Link to comment
Share on other sites

საღოლ კაი თემაა დაახლოებით კი ვიცოდი როგორც მუშაობდა მაგრამ ახლა უკეთესად გავიგე... შენ სულ მაგარ თემებს ხსნი :thumbsup:

ერთხელ ხომ არ გინდა დაწერო ციფრული კამერა როგორ იღებს სურათს ან ვიდეოს? :rolleyes: :D

Link to comment
Share on other sites

საღოლ კაი თემაა დაახლოებით კი ვიცოდი როგორც მუშაობდა მაგრამ ახლა უკეთესად გავიგე... შენ სულ მაგარ თემებს ხსნი :thumbsup:

ერთხელ ხომ არ გინდა დაწერო ციფრული კამერა როგორ იღებს სურათს ან ვიდეოს? :rolleyes::D

მაგ საქმეში მიშას აქვს ახსნილი

რაღაც ახალს გამოვძებნი მერე და დავწერ :)

მადლობთ კარგი შეფასებისთვის!

Link to comment
Share on other sites

ვნახე ეხლა რამდენი დაუწერია მიშას :D:thumbsup: ერთი დღე მაინც იქნება საჭირო მაგ ყველაფრის წასაკითხად და გასააზრებლად

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.