ბერო Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 მეოთხე თაობის ქსელის მხარდაჭერა, ჯერ-ჯერობით ვითარდება მხოლოდ აშშ-ში და მასთან თავსებადი მოწყობილობების ციფრი ცოტაა. თუმცაღა, როგორც Retrevo-ს კვლევამ დაადგინა, სმარტფონების ბევრი მფლობელი თვლის, რომ მათ ტელეფონს აქვს 4G-ის მხარდაჭერა. საერთო ჯამში, კომპანიამ ათასი ადამიანი გამოკითხა. შეცდომაში შეყვანილი ადამიანების ყველაზე დიდი მაჩვენებელი iPhone-ის მფლობელებში დაფიქსირდა - 34 %, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათი ტელეფონი თავსებადია 4G-სთან. ანალოგიური მოსაზრება აქვს 29 %-ს, Android-ის მფლობელებს და 24 % - BlackBerry-ს მფლობელებს. ყოველი მეხუთე გამომკითხველი ვერ ერკვევა 4G-ის რაობაში, 30 % თვლის რომ ამ ქსელის ტარიფები არის ძალიან მაღალი, ხოლო 22 % ვერ ხედავს 4G-ს სიჩქარის აზრს არსებულ ფასებთან ერთად. Retrevo-მ ასევე გამოკითხა მომხმარებლებს, რომ იყიდნენ ისინი თუ არა შემდეგ iPhone-ს იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნებოდა 4G-ს მხარდაჭერა. iPhone-ის მფლობელების 40 %-მა, Android-ის მფლობელების 8 %-მა და BlackBerry-ს მომხმარებლების 23 %-მა დადებითად უპასახა ამ შეკითხვას. 3DNews 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 და პლაცებო რა შუაშია?? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბერო Posted July 13, 2011 Author Share Posted July 13, 2011 დამავიწყდა ბრჭყალების დაწერა, გადატანითი მნიშვნელობით არის ნაგულისხმევი. : P Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OverDozeD Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 და პლაცებო რა შუაშია?? პალცებოს ეფექტი არის ფსიქოლოგიური ტერმინი და მარტივ ენაზე ნიშნავს ადამიანის რწმენით განკურნებას. აქ იმიტომ წერია, რომ გამოკითხულებს ბრმად სჯერათ ვითომდა მათი ტელეფონი 4G ქსელთან თავსებადია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 ჩემი ისედაც 3GS-ია :xelitavi: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 პალცებოს ეფექტი არის ფსიქოლოგიური ტერმინი და მარტივ ენაზე ნიშნავს ადამიანის რწმენით განკურნებას. აქ იმიტომ წერია, რომ გამოკითხულებს ბრმად სჯერათ ვითომდა მათი ტელეფონი 4G ქსელთან თავსებადია. რასაც ნიშნავს ვიცი მაგრამ რაღაცას იყენებნ ხოლმე მაგ: დაავადების სამკურნალოდ რეალური წამლის მაგივრად შაქრის კაფსულებს და ა.შ და აქ არაფერი არ არის გამოყენებული, მე რო მჯეროდეს ეხლა ფრენა შემიძლია თქო მაგას პლაცებოს ეფექტთან არანაირი კავშირი არ ექნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბერო Posted July 13, 2011 Author Share Posted July 13, 2011 რასაც ნიშნავს ვიცი მაგრამ რაღაცას იყენებნ ხოლმე მაგ: დაავადების სამკურნალოდ რეალური წამლის მაგივრად შაქრის კაფსულებს და ა.შ და აქ არაფერი არ არის გამოყენებული, მე რო მჯეროდეს ეხლა ფრენა შემიძლია თქო მაგას პლაცებოს ეფექტთან არანაირი კავშირი არ ექნება კაცო, ეგ მფლობელები შეიძლება მართლა არიან სამკურნალოები მაგრამ აქ სულ სხვა გაგებით არის დასათაურებული, ანუ პლაცებოს ეფექტს ხომ მოაქვს თვითრწმენა და საკუთარი თავის დაჯერება? თუნდაც იმისი რომ ადამიანს შეუძლია ფრენა ხოდა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ასე დავასათაურე ეს ნიუსი, ვიფიქრე შესაფერის იქნებოდა თემისთვის problem? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 თვითონ ტელეფონია ამ შემთხვევაში შაქრის როლის შემსრულებელი 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 თვითონ ტელეფონია ამ შემთხვევაში შაქრის როლის შემსრულებელი შაქარი მაგ შემთხვევაში იგივე მოტყუებაა.. მკურნალი გატყუებს რომ შაქარი წამალია, რაც არც თუ ისე რთული დასაჰერებლია იმიტომ რომ მას აქვს ტაბლეტის ფორმა.. მასე რწმენით ბევრი ისეთი დაავადება მოურჩენიათ რომ რეალური მედიკამენტი ვერაფერს გახდებოდა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.