Jump to content

Recommended Posts

კორეულმა კომპანია Ocosmos-მა პლანშეტურ კომპიუტერ OCS9-ის დემონსტრირება ჯერ კიდევ CES 2011-ის გამოფენაზე მოახდინა, თუმცა, ანონსის შემდეგ, მის გაყიდვაში გაშვებას ხელს უშლიდა ერთი ფაქტი: მოწყობილობაში გამოყენებული იყო Oak Trail ოჯახის პროცესორი, რომელიც იმ მომენტისთვის ოფიციალურად ჯერ არ იყო წარდგენილი. ნახევარი წლის შემდეგ, Intel-მა მაინც გამოაჩინა აღნიშნული სერია, ხოლო Ocosmos-მა კი, დაიწყო თავისი ნაწარმის ბაზარზე გატანა.

76uc8YPS.jpg

ამ ხნის განმავლობაში, მწარმოებლები დროს უქმად არ კარგავდნენ და სცადეს მოდელის აქტუალიზაცია თანამედროვე ტენდენციების მიხედვით: თუ ადრე იუწყებოდნენ, რომ აპარატი დაკომპლექტებული იქნებოდა 9-დუიმიანი ეკრანით (სწორედ ეს თავისებურებაა გამოხატული სახელწოდებაშიც), ამჯერად უკვე ამ დეტალის ზომა 10,1 დუიმს უტოლდება. ეს ზრდა, რა თქმა უნდა დიდი არ არის, მაგრამ მომხმარებლებმა ის დადებითად უნდა შეაფასონ.

პლანშეტის დანარჩენი მახასიათებლები, როგორც ჩანს, არ შეცვლილა. კონფიგურაციაში შედის 1,5 გჰზ-ზე მომუშავე, Intel Atom Z670 პროცესორი, 2 გბ ოპერატიული მეხსიერება, 32 ან 64 გბ ტევადობის SSD, ორი კამერა (ფრონტალური - 1,3, უკანა - 5 მპ-იანი), ექვსსაყრდენიანი ჰიროსკოპი, Wi-Fi-ადაპტერი (დამატებით გადახდის შემთხვევაში, 3G ან 4G). ინფორმაციული წყაროს მიხედვით, მოწყობილობა სულ მალე უნდა გამოჩნდეს კორეის ბაზრებზე. გამორიცხული არ არის, რომ მცირე ხანში, ის მსოფლიო მასშტაბითაც გავრცელდეს.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.