Jump to content

AMD APU A6-3500


Recommended Posts

რამდენიმე დღის წინ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ AMD გეგმავდა A-სერიის APU მოდელებისთვის შეემატებინა სამბირთვიანი პროცესორი A6-3500-იც, დოკუმენტალურად დადასტურდა: ჩინური ფორუმის ერთ-ერთმა მნახველმა გამოაქვეყნა მისი ფოტოსურათი და გარკვეული მონაცემები მის წარმადობაზე, რის მიხედვითაც, ახალი პროდუქტი განთავსდება A6-3600-ის მომდევნო ადგილზე. ნომენკლატურული ლოგიკიდან გამომდინარე, APU-ებს შორის განსხვავება მხოლოდ ტაქტურ სიხშირეში უნდა ყოფილიყო, თუმცა არა, A6-3500-ის ეს მახასიათებელი უფროსი ძმის მსგავსია, ხოლო ბირთვების რაოდენობა კი ერთით ნაკლებია, ისევე, როგორც კეშ-მეხსიერების ოდენობაა შემცირებული 1 მბ-ით. სპეციფიკაცია კი შემდეგნაირად გამოიყურება:



  • ბაზური სიხშირე - 2,1, მაქსიმალური - 2,4 გჰზ
  • II დონის კეშ-მეხსიერება - 3 მბ
  • TDP — 65 ვ

2RySIHwa.jpg

A6-3500-ის შემადგენლობაში შედის AMD-ს APU-სთვის ტრადიციული კომპონენტების ნაკრები: DDR3-1866 ოპერატიული მეხსიერების ორარხიანი, 16 ხაზებიანი PCI Express 2.0 კონტროლერი, ასევე ინტეგრირებული დისკრეტული კლასის GPU - Radeon HD 6530D, რომელშიც შესულია 433 მჰზ-ზე მომუშავე 320 სტრიმ-პროცესორი. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ CrossFireX ტექნოლოგიის მხარდაჭერის ხარჯზე, შესაძლებელია მისი გაერთიანება AMD-ს დისკრეტულ ბარათთან - გრაფიკის დამუშავებისთვის.

თუმცა, გადაჭრით ვერ ვიტყვით იმას, რომ A6-3500-ზე აგებულ სისტემას დასჭირდება გარე ვიდეოადაპტერი: მაგალითად, 3DMark 06 წარმადობის ტესტი, რომელიც განახორციელა ჩინელმა მომხმარებელმა, დასრულდა 5173 ბალიანი შედეგით,რაც ინტეგრირებული GPU-სათვის, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

ამავდროულად, ჯერჯერობით არ არის გარკვეული პროცესორის მეოთხე ბირთვის განბლოკის შესაძლებლობის საკითხი. მომხმარებელი აღნიშნავს, რომ მოცემული ფუნქცია, მომავალში არ არის გამორიცხული რეალიზებულ იქნას სისტემურ დაფებში, თუმცა ჯერჯერობით, ყველაფრის გათვალისწინებით, სამბირთვიან A6-3500-ის გადაქცევა А6-3600-ად, მარტივად ვერ მოხერხდება.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ესეც AMD A6-3650 APU აბზორი გურუ3დ-ზე http://www.guru3d.com/article/amd-a6-3650-apu-processor-review/ ანუ სამი სერია ყოფილა A4, A6 და A8

Link to comment
Share on other sites

  • 5 weeks later...

AMD A6-3500 Tripple core APU http://guru3d.com/news/amd-a63500-tripple-core-apu/

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.