Jump to content

Recommended Posts

კომპანია Acer-ის ამერიკულმა განყოფილებამ განაცხადა ნოუთბუქ Acer AC700-ის გაყიდვების დაწყების შესახებ, რომელიც მიეკუთვნება თანამედროვე კატეგორიის 'ქრომბუქებს'(Chromebook). ეს სახელწოდებას კი, მან მიიღო ოპერაციულ სისტემა Google Chrome-ისაგან, რომლის მართვის ქვეშაც მუშაობს აღნიშნული მოწყობილობა. მის თავისებურებებიდან, მწარმოებელი გამოყოფს პორტატულობას, სწრაფ ჩატვირთვასა და მომენტალურ კავშირს ინტერნეტთან.

b07507941e58039a4af14538a3c3f944.jpg

39140c87dba479f4c97460f38ec953dd.jpg

საფუძვლად კი, ამ ნაწარმს უდევს პროცესორი Intel Atom N570, რომლის განკარგულებაშიც შესულია 2 გბ DDR3 მეხსიერება, ხოლო მყარი დისკის მოვალეობას კი, ასრულებს 16 გბ-იანი SSD. მას აგრეთვე გააჩნია უკაბელო კავშირის საშუალება Wi-Fi (InviLink Nplify 802.11b/g/n), მაღალი ხარისხის ვიდეოს ჩვენების შესაძლებლობა და ექვსუჯრედიანი ელემენტის ერთი დამუხტვით მუშაობს 6 სთ-მდე. უნდა აღინიშნოს 1,3 მპ-იანი ვებ-კამერა, HDMI-პორტი და ასევე Adobe Flash 10.1-ის მხარდაჭერა. ეკრანის ზომა შეადგენს 11,6 დუიმს. გარდა ამისა, ადგილზეა ორი ცალი USB 2.0 გასასვლელი და მეხსიერების ბარათისთვის განკუთვნილი სლოტი. ნოუთბუქის მასა გახლავთ 1,3 კგ, სისქე კი, დაახლოებით 2,5 სმ-ს ტოლია.

როგორც ირწმუნებიან, Acer AC700 Chromebook შესაფერისი იქნება ეკონომიურ მობილურ მომხმარებლებისათვის, საგანმანათლებო დაწესებულებებისათვის და საქმიანი ადამიანებისათვის, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ ინტერნეტში, კითხულობენ ახალ ამბებს, მუშაობენ ელექტრონულ ფოსტაში ვებ-ინტერფეისის გამოყენებით და ტვირთავენ ფოტოსურათებს Flickr და Picasa საიტებზე. პროდუქტს ჩასართველად სჭირდება 10 წმ-ზე ნაკლები დრო, რის შემდეგაც, უკვე ხელმისაწვდომია ქსელში შესვლა.

აშშ-ში გაყიდვები უკვე დაწყებულია, მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ფასით - 350$. 3G-ის მხარდაჭერის მქონე მოდელი, წესით, ზაფხულის ბოლომდე უნდა გამოჩნდეს.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Chromium OS აყენია ხო? :D უნაგვესი ოესია :D

Link to comment
Share on other sites

მგონი შეცდომა იყო ამ OS ით ნოუთების გამოშვება :xelitavi:

ოდესმე ხო უნდა ეცადათ. აინტერესებთ გაამართლებს თუ არა

Link to comment
Share on other sites

ოდესმე ხო უნდა ეცადათ. აინტერესებთ გაამართლებს თუ არა

ხოდა ძალინ ცუდი ნაბიჯია :thumbdown:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.