Jump to content

Acer TravelMate 8481 ნოუთბუქი


Recommended Posts

თვის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Acer გეგმავდა ახალ ნოუთბუქ TravelMate 8481-ის გამოშვებას, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა სულ რაღაც 4 მმ-იანი სისქის მქონე ჩარჩოთი. ოფიციალურად ეს ცნობა კი, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დადასტურდა და მასთან ერთად, გთავაზობთ ამ პროდუქტის მახასიათებლებსაც. ეკრანის დიაგონალის სიგრძე 14 დუიმს შეადგენს, თუმცა ინოვაციური დისპლეის გამო, თხევადკრისტალური პანელის განთავსება მოხერხდა კორპუსში, რომლის გაბარიტებიც შეესაბამება 13,3-დუიმიან მოდელისას. გარდა ამისა, TravelMate 8481 საკმაოდ კომპაქტური გამოვიდა: ნაწარმის მაქსიმალური სისქე მხოლოდ 2,2 სმ-ია, ხოლო მასა კი, ექვსუჯრედიანი ელემენტის გათვალისწინებით - 1,5 კგ.

df9c337ef51a214a99c4541247fda6ce.jpg

ნოუთბუქი დამზადებულია Intel Huron River პლატფორმაზე, მის კომპლექტაციაში შედის II თაობის Intel Core პროცესორები და მათში ინტეგრირებული GPU. თუმცა, ზოგიერთ მოდიფიკაციის არსენალში თქვენ იხილავთ NVIDIA-ს დისკრეტულ ვიდეობარათებსა და ასევე NVIDIA Optimus ტექნოლოგიის მხარდაჭერასაც. საინტერესოა, რომ უკვე ბაზურ ვერსიაში გათვალისწინებულია როგორც 320 გბ ტევადობის მქონე მყარი დისკი, აგრეთვე mSATA ინტერფეისის საშუალებით ჩართული 64 გბ-იანი SSD-ც. ოპერატიულ მეხსიერებას რაც შეეხება, მისი მაქსიმალური ტევადობა 8 გბ-ს გაუტოლდება. გარდა ამისა, ადგილზეა Gigabit Ethernet და Wi-Fi ადაპტერები, USB 3.0 და HDMI პორტები, აპარატული დაშიფვრის მოდული TPM და დაქტილოსკოპური სენსორი.

მწარმოებლის მიერ განცხადებული, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაა 9 სთ. ხოლო ნაწარმში გამოყენებული ტექნოლოგია Acer PowerSmart-ის მეშვეობით, ხდება ელემენტის 'სიცოცხლისუნარიანობის' გაზრდა დამუხტვის 1000 ციკლამდე. გარდა Windows-ისა, TravelMate 8481-ის კომპლექტაციაში შესულია Linux-ზე დაფუძნებული მინი ოპერაციული სისტემა Acer InstantView, რომელიც ჩართვიდან უკვე რვა წამის შემდეგ, ხელმისაწვდომს ხდის კალენდარს, ფაილ-მენეჯერსა და რიგ სხვა ფუნქციებს.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.