Jump to content

Recommended Posts

VAIO VPC-F12S1R ნოუთბუქი, საკმაოდ მოსახერხებელია მათთვის ვინც ბევრს მოგზაურობას, რადგან იწონის არც თუ ისე ბევრს, დაახლოებით 3კგ–ს, ხოლო ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 საათს. ახლა მოკლედ მიმოვიხილოთ ეს ლეპტოპი.

დიზაინი

კლასიკური დიზაინი, მართკუთხა მაგრამ ოდნავ მომრგავლებული კუთხეები, ელეგანტური შავი ფერი და მყარდ შეკრული კონსტრუქცია შეიძლება ითქვას, რომ ხიბლავს თვალს და იზიდავს მომხარებელს.

lawkp.jpg

დისპლეი

დისპლეის ზომა 16,4 დუიმი, სარულებით საკმარისი, რომ მეგობრებთან ერთად დატკბეთ საყვარელი ფილმების ყურებით. ეკრანის მაქსიმალური გარჩევადობაა 1920x1080 პიქსელი. ლეპტოპი აღჭურვეს ფართო პრიალა განიერი ეკრანით, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან ვიდეო თუ ფოტო გამოსახულებას.

u883c.jpg

ეკრანის ზემოთ დამონტაჟებულია 0,3 პიქსელიანი კამერა, რაც სრულებით საკმარისია, სკაიპით მეგობრებთან ურთიერთობისათვის. მაღალი ხარისხის სურათს რა თქმა უნდა ამ კამერით ვერ გადაიღებთ.

კლავიატურა და თაჩპედი

სამუშაო ზედაპირზე განთავსებულია სრული ზომის კლავიატურა, რომელიც შეიცავს 103 ღილაკს. მანძილი მათ შორის არის საკმარისი, რაქც მუშაობის დროს თავიდან აგარიდებთ მეზობელ ღილაკზე თითის დაჭერას. კლავიატურის ქვემოთ განთავსებულია სტანდარტული ზომის თაჩპედი, სენსორული პანელი, რომელიც გაწეულია ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ.

4h1gf.jpg

პროცესორი და კომპლექტაცია

Sony VAIO VPC-F12S1R აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით Intel Core i5, რომელიც მუშაობს 2.4 GHz სიხშირეზე, ხოლო Turbo Boost ტექნოლოგიის წყალობით, სიხშირის გაზრდა შესაძლებელია 2,93 GHz–მდე. DDR3 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გბ–ს, ხოლო მისი გაზრდა შესაძლებელია მაქსიმალურ 8 გბ–მდე. ფაილების შესანახად შეგიძლიათ გამოიყენოთ 500 გბ–ანი ხისტი დისკი.

w3sbg.jpg

რაც შეეხება ვიდეო დაფას, მწარმოებელმა გამოიყენა საშუალო დონის, NVIDIA GeForce GT 330M 1 გბ მეხსიერებით. ნოუთბუქის შესაძლებლობების სრულად გამოსაყენებლად წინასწარ დაყენებულია 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემა, Microsoft Windows 7 Home Premium.

დისკების წასაკითხად და ჩასაწერად გამოიყენება ოპტიკური წამკთხველი Blu-Ray. გვერდით პანელზე თქვენ შევხდებით სამ USB 2.0 პორტს, eSATA კონექტორს და HDMI ვიდეო გამომსველს. უსადენო კავშირისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ 802.11g (Wi-Fi) და Bluetooth.

დასკვნა

Sony VAIO VPC-F12S1R ნოუთბუქი, საუკეთესო გადაწყვეტილებაა მცირე თუ საშუალო ბიზნესმენებისათვის, სტუნდენტებისათვის და ოფისის ნებისმიერი თანამშრომლისათვის.

ა.ჩხიკვაძე.

Link to comment
Share on other sites

აუ მაგრა მომწონს ვაიოს დიზაინი რა რაღაც კოხტააა

Link to comment
Share on other sites

0.3 მეგაპიქსელი რა უბედურებაა? ეგეთი რა დაჟოჟკეს :) 1.3 მაინც ყოფილიყო თუ 2.0 არა.

ასევე USB 3.0 უნდა ქონდეს და Wireless N სუპორტი. მაგრად ტეხავს ეგრე კაპიკებზე რო ეკონომიას აკეთებენ ვითომდა Mid-end ლეპტოპში.

HDD დარწმუნებული ვარ 5200RPM იანი ექნება.

Link to comment
Share on other sites

ჩემი ნოუტიც ზუსტად ეგეთ კონფიგზეა

ოღონთ ჩემი კამერა 0.3 არ მგონია რომ იყოს იმიტომ რომ მაგრად აჩვენებს მინიმუმი 1.3 იქნება

VPCF11M1E არი ჩემი ნოუტის მოდელი :)

მადლობა ინფოსთვის :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.