Jump to content

Recommended Posts

მოგესალმებით ყველას, ვეცადე მომეძებნა შესაბამისი ტოპიკი ამ თემისათვის და იმედი მაქვს სწორად მივაგენი. ეხლა კი რაში მდგომარეობს ჩემი პრობლემა.

ჩემს კომპიუტერზე მსურს დავაყენო ყველასათვის ნაცნობი თამაში SIMS3. ჯერ ერთ-ერთი ქართული საიტიდან გადმოვწერე და დავეყენ, დაყენებაში იგულისხმება შემდეგი: ყველაფერი შევასრულე ისე როგორც იყო აღწერილი საიტზე, თან გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც რომ თამაში პირველად არ დამიყენებია და ამის გამოცდილებაც გამაჩნია. თითქოს ყველაფერი შერულდა და თამაშიც დაყენდა, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ "შორთქათზე" დაჭერით თამაშის გაშვებისას ეკრანი ბნელდება წამიერად, მაქსიმუმ 2 წამით და მაშინვე ითიშება და მონიტორზე ისევ "დესკტოპი" ჩანს, ანუ თამაში არ ირთვება რაგაც მიზეზის გამო. თავიდან ვიფიქრე პრობლემა რომელიმე ფაილს აქვს თქო, მაგრამ პრობლემა ვერ გადავწყვიტე თამაშის ადგილობრივი ფაილებით, შემდგომში თამაში სხვა საიტიდან გადმოვიწერე და ამჯერადაც ყველაფერი ზუსტად ანალოგიურად მოხდა, ამის შემდეგ დისკიც კი მათხოვეს, რომელსაც "კრაკიც" არ სჭირდება და ამ შემთხვევაშიც თამაშის ჩართვისას ანალოგიურად იქცევა. თუ გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა მაინტერესებს რა შეიძლება იყოს მიზეზი, ან იქნებ ვინმემ ტექნიკურად იცოდეს და ხვდებოდეს რისი ბრალია.

P.S. კომპიუტერს წესით პრობლემა არ უნდა ქონდეს, ვინაიდან უშვებს მეტი დატვირთვის თამაშებს უპრობლემოდ, მაგ: Lineage II, Aion, PES 2011, FIFA 2011 და კიდევ სხვა მრავალი.

წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისა და დახმარებისათვის. პატივისცემით Noi.

Link to comment
Share on other sites

გამარჯობა! directx განაახლე და ვიდეოს დრაივერიც და წესით უნდა გამოსწორდეს

Link to comment
Share on other sites

დიდი მადლობა დახმარებისათვის, ისე თამაშის დაყენებისას თავისი directx-ის დაყენება შემომთავაზა და დავაყენე კიდეც, მაგრამ შენ რჩევას გავითვალისწინებ და ამჯერად ვიდეოს დრაივებსაც ჩავწერ ხელახლა, იმდეი მაქვს ჩაირთვება. პასუხს გაგაგებინებთ აუცილებლად.

P.S. თუ ვინმე სხვა მიზეზსაც ფიქრობთ, გთხოვთ დაწერეთ რა რომ ყველა შესაძლო ვარიანტი მოვსინჯო, ამჟამად სამსახურში ვარ და სახლში რომ მივალ ვცდი.

Edited by Noi
Link to comment
Share on other sites

რა ქენი უშველა და დავხურო თემა თუ კიდე ვერ ჩართე

Link to comment
Share on other sites

ბოდიშით აქამდე რომ არ დამიწერია პასუხი, ესეიგი გავაახლე როგორც მირჩიეთ მაგრამ ყველაფერი უცვლელი დარჩა, ანუ პრობლემა რეალურად სხვა გამოდგა, გთხოვთ იქნებ იცით ვინმემ რაშია საქმე? ტვითონ თამაშის მუღამი აღარ მაქვს იმდენად ვიდრე თვითონ მიზეზის გაგების.

გუშინდელი ცდის შემდეგ ერთი კითხვა დამებადა და იქნებ ამით კიდევ უფრო გავამარტივო ყველაფერი. თამაშის ერთ-ერთი მოთხოვნა არის Wind Xp SP3. თავიდან დაყენებული მქონდა SP2 და მერე განვაახლე ვერსია SP3-ზე, ანუ ეხლა კონფიგურაციაში რომ ვნახულობ SP3-ს მიწერს, მაგრამ მაინტერესევს არის თუ არა იმის შესაძლებლობა რომ განახლებული ვერსია არ არის სრულყოფილი და ამ მიზეზით არ მირთავდეს თამაშს? მოკლედ აღარ ვიცი რატო შვება ასე..

მადლობა ყველას ყურადღებისათვის.

Link to comment
Share on other sites

არ ვიცი მაშინ ნამდვილათ, შეიძლება სისტემის ბრალიც იყოს თვითონ ისო რელიზი თუ მუშაა რაც დააყენე და რამე ლევი რეპაკი არაა დაბაგული ზოგ სისტემაზე რომ მუშაობს და ზოგზე რომ არ ირთვება ხოლმე

Link to comment
Share on other sites

მეც ვერ გავუგე ვერაფერი, სამი სხვადასხვა ვერსია მოვსინჯე და არც ერტი არ გაუშვა, გუშინ SIMS2-იც დავაყენე და ანალოგიური გააკეთა, ვერ ვხვდები რა უნდა. როგორც ვატყობ არც არავის ქონია მსგავსი შემთხვევა.

მაინც მადლობა ყველას ვინც შემოიხედა და წაიკითხა. მოდერატორს შეუძლია წაშალოს ტოპიკი, იქნებ სხვა წყაროებიდან მივაგნო რამეს.

Link to comment
Share on other sites

ვხურავ მაშინ, აქ უბრალოთ მაგ თამაშს ცოტა უზერი თამაშობს ან უთამაშია საერთოდ, მე გადმოწერილიც არ მაქვს და ვერაფერს დაგეხმარები დამატებით თუ თვითონ ადგილზე არ ვნახე რა ჭირს

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.