მოგესალმებით ყველას, ვეცადე მომეძებნა შესაბამისი ტოპიკი ამ თემისათვის და იმედი მაქვს სწორად მივაგენი. ეხლა კი რაში მდგომარეობს ჩემი პრობლემა.
ჩემს კომპიუტერზე მსურს დავაყენო ყველასათვის ნაცნობი თამაში SIMS3. ჯერ ერთ-ერთი ქართული საიტიდან გადმოვწერე და დავეყენ, დაყენებაში იგულისხმება შემდეგი: ყველაფერი შევასრულე ისე როგორც იყო აღწერილი საიტზე, თან გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც რომ თამაში პირველად არ დამიყენებია და ამის გამოცდილებაც გამაჩნია. თითქოს ყველაფერი შერულდა და თამაშიც დაყენდა, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ "შორთქათზე" დაჭერით თამაშის გაშვებისას ეკრანი ბნელდება წამიერად, მაქსიმუმ 2 წამით და მაშინვე ითიშება და მონიტორზე ისევ "დესკტოპი" ჩანს, ანუ თამაში არ ირთვება რაგაც მიზეზის გამო. თავიდან ვიფიქრე პრობლემა რომელიმე ფაილს აქვს თქო, მაგრამ პრობლემა ვერ გადავწყვიტე თამაშის ადგილობრივი ფაილებით, შემდგომში თამაში სხვა საიტიდან გადმოვიწერე და ამჯერადაც ყველაფერი ზუსტად ანალოგიურად მოხდა, ამის შემდეგ დისკიც კი მათხოვეს, რომელსაც "კრაკიც" არ სჭირდება და ამ შემთხვევაშიც თამაშის ჩართვისას ანალოგიურად იქცევა. თუ გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა მაინტერესებს რა შეიძლება იყოს მიზეზი, ან იქნებ ვინმემ ტექნიკურად იცოდეს და ხვდებოდეს რისი ბრალია.
P.S. კომპიუტერს წესით პრობლემა არ უნდა ქონდეს, ვინაიდან უშვებს მეტი დატვირთვის თამაშებს უპრობლემოდ, მაგ: Lineage II, Aion, PES 2011, FIFA 2011 და კიდევ სხვა მრავალი.
წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისა და დახმარებისათვის. პატივისცემით Noi.