Jump to content

Recommended Posts

306eb8a1b048329f862e8639aface885.jpg

Micro-Star International (MSI)-ის პრეს-სამსახურმა განაცხადა ერთ-ერთი პირველი ლეპტოპის გამოსვლის შესახებ, რომელიც აღჭურვილია უახლეს გრაფიკული ადაპტერ GeForce GTX 560M-თი. მოდელი MSI GT683 შესულია საფირმო პროდუქტის ხაზ G-Series-ში და ორიენტირებულია ვირტუალური ბატალეების მოყვარულებზე, მისი კორპუსი გაფორმებულია შავ ფერში და გააჩნია ეფექტური ფორთოხლისფერი განათება. გარდა ამისა, ნაწარმის სპეციფიკაციაში, რომლის წონაც შეადგენს 3,5 კგ-ს, შესულია:



  • 15,6-დუიმიანი თხევადკრისტალიანი დისპლეი, 1920 x 1080 Full HD-გაფართოებით და ეკრანის შუქდიოდური განათება;
  • 2,0 გჰზ სიხშირის მქონე პროცესორი Intel Core i7-2630QM;
  • 8 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება;
  • RAID 0 მასივში გაერთიანებული, 640 გბ ტევადობამდე მყარი დისკების წყვილი;
  • ჩამწერი ოპტიკური DVD-წამყვანი;
  • ინტეგრირებული ქარდ-რიდერი 4-1-ში;
  • ინტეგრირებული 2 მპ-იანი ვებ-კამერა;
  • Dynaudio Acoustics-თან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავებული, ორი ჩაშენებული დინამიკი და ერთი საბვუფერი
  • Gigabit Ethernet ქსელური ბარათი;
  • უკაბელო ქსელების ადაპტერი Wi-Fi 802.11b/g/n;
  • USB 3.0 პორტების წყვილი და HDMI;
  • 9-უჯრედიანი ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს 3 სთ-მდე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობას.

პრე-ორდერის გაკეთება უკვე შესაძლებელია ონლაინ-მაღაზია Amazon.com-ზე, 1500$-ად.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ვაიმე როგორ მომწონს ეს ნოუთი ,ეს ახალი კონფიგით კიდევ უფრო მაგარია :spiteful:

GTX 560M ამ ეტაპზე უძლიერესი მობილური ვიდეო ბარათია :dabolili:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.