Jump to content

Recommended Posts

კომპანია LG Electronics-მა და Intel-მა ოფიციალურად წარადგინეს როგორც იტყობინებიან, ინოვაციურ 3D-ტექნოლოგია Film-type Patterned Retarder (FPR)-თი აღჭურვილია პირველი მონობლოკური კომპიუტერი, რომელიც უკვე გამოყენებული იყო ტელევიზორ LG CINEMA 3D-ებში. მოდელ LG V300-ს გააჩნია Full HD-ისა და 1920 х 1080 გაფართოვების მქონე, 23-დუიმიანი მულტისენსორული დისპლეი შუქდიოდური განათებით (გამოყენებულია მატრიცა IPS ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს 178O-იან ხედვის კუთხეს ორივე სიბრტყეში).

2072f55ba2ae78b4b0b59c91f79a733b.jpg

6506cc98b5b2272b1f842b3da05acb79.jpg

bdc4259998d04c0c11900a69424a89e8.jpg

მწარმოებელთა თქმით, ნაწარმს შეუძლია 3D-გამოსახულების კაშკაშა და მკვეთრი გამოტანა, ნაკლები ჯვარედინი შეფერხებებითა და ეკრანის ციმციმით. სისტემასთან ერთად, კომპლექტში შესულია პოლარიზებული ტიპის მსუბუქი სათვალეების წყვილი, რომლებიც უზრუნველყოფენ 3-განზომილებიანი კონტენტის უფრო კომფორტულ ჩვენებას. გარდა ამისა, პროდუქტში რეალიზებულია DLNA (Digital Living Network Alliance) სტანდარტის მხარდაჭერა, რომლის საშუალებითაც ხდება მონაცემების გაცვლა სხვა თავსებად მოწყობილობებთან და ასევე Intel Wireless Display ტექნოლოგია, რომელიც ცნობილია კიდევ როგორც Wi-Di - ტელევიზორზე მასალის უკაბელო ნაკადური გადაცემისათვის.

ნაწარმს, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 7-ზე, სხვა ტექნიკურ მახასიათებლები შემდეგნაირი აქვს:



  • Sandy Bridge თაობის Intel Core i7/i5/i3 პროცესორი;
  • 8 გბ-მდე DDR3-1333 ოპერატიული მეხსიერება;
  • ინტეგრირებული გრაფიკა Intel HD Graphics 3000 ან 1 გბ-ს მქონე, დისკრეტული AMD Radeon HD 6650M;
  • 2,5-დუიმიანი SATA მყარი დისკი 750 გბ-მდე;
  • DVD Super-Multi ან Blu-ray ოპტიკური წამყვანი;
  • Gigabit Ethernet ქსელური ბარათი;
  • Wi-Fi 802.11b/g/n უკაბელო ქსელების ადაპტერი;
  • Bluetooth 3.0+HS ან Bluetooth 2.1+EDR მოდული;
  • აუდიოსისტემა SRS Sound ან SRS Wide 3D Sound-ის მხარდაჭერით;
  • ტვ-ტუნერი (ოპციონალურად);
  • ინტეგრირებული ქარდ-რიდერი 5-1-ში;
  • ჩაშენებული ვებ-კამერა და მიკროფონი;
  • ერთი RJ-45, ორი USB 3.0, ოთხი USB 2.0, HDMI და eSATA პორტი; ასევე გასასვლელები ყურსასმენებისა და შიდა მიკროფონისათვის.

LG V300 სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის ივლისის თვეში. მოგვიანებით კი, ის ხელმისაწვდომი გახდება ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ბაზრებზეც.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

LG V300 ჩრდილო კორეის ტერიტორიაზე, გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის ივლისის თვეში. მოგვიანებით კი, ის ხელმისაწვდომი გახდება ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ბაზრებზეც.

რაო? :ugly_confused2: დარწმუნებული ხარ რომ ჩრდილოეთ კორეაში გამოვიდა? თუ სამხრეთში? ისე LG სადაური ფირმაა ნეტა ჩრდილო კორეასთან რა უნდა საერთოდ?

Link to comment
Share on other sites

ფასს გააჩნია.. მაკის ფასი თუ დაადეს ვინ იყიდის ამას :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.