Jump to content

Recommended Posts

25100a492d3d11accb54b6b91c70c98f.jpg

კომპანია GIGABYTE Technology-მ წარმოადგინა კომპიუტერი-ტრანსფორმერი GIGABYTE T1005M, რომელიც დაფუძნებულია მობილურ პლატფორმა Intel Pine Trail-M-ზე. მისი წონა 1,45 კგ-ია, კორპუსის გაბარიტები - 265 x 214 x 41,4 მმ და ხელმისაწვდომია Latte Gold შეფერილობაში. ის აღჭურვილია 10,1-დუიმიანი, 180O-ით მბრუნავ მულტისენსორულ დისპლეითა და ეკრანის შუქდიოდური განათებით. გარდა ამისა, მოდელის სპეციფიკაციაში, რომელსაც გააჩნია Windows 7 Starter ან Windows 7 Home Premium ოპერაციული სისტემა, აგრეთვე შედის:



  • ორბირთვიანი პროცესორი Intel Atom N550(1,50 გჰზ) ან Intel Atom N570 (1,66 გჰზ);
  • Intel NM10 Express ჩიპსეტი;
  • ინტეგრირებული გრაფიკა - Intel GMA 3150;
  • 2 გბ-მდე DDR3 ოპერატიული მეხსიერება;
  • 320 გბ-მდე მყარი დისკის ტევადობა, 2,5-დუიმიან და 5400 ბრ/წთ შპინდელის ბრუნვის სიჩქარის მქონე SATA HDD-თი;
  • 1,5 ვ-იანი ინტეგრირებული ორი ცალი დინამიკი
  • Gigabit Ethernet ქსელური ბარათი;
  • Wi-Fi 802.11b/g/n უკაბელო ქსელების ადაპტერი;
  • Bluetooth V2.1+EDR და 3.5G მოდულები;
  • 1,3 მპ-იანი ვებ-კამერა და მიკროფონი;
  • 4-1-ში ჩაშენებული ქარდ-რიდერი;
  • თითო-თითო USB 3.0, USB 2.0, eSATA/USB Combo, D-sub, RJ-45, DC-პორტი; გასასვლელები ყურსასმენებისა და შიდა მიკროფონისათვის;
  • 6-უჯრედიანი ელემენტი.

40447be056779b6aa5a98452738d5308.jpg

bdd4a2024ee156a9a97ede5ddc5f5052.jpg

54269d3e952ead8973852f55f0b80644.jpg

ინფორმაცია ნეტბუქის ღირებულებასა და გაყიდვების დაწყების შესახებ, ჯერჯერობით არ ვრცელდება.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

თავისი საქმისთვის ძალიან მაგარი იქნება მთავარია ელემენტი უძლებდეს საკმაოდ დიდხანს და ძვირი არ ღირდეს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.