Jump to content

ბუკი - ისწავლე ხალისით!


Recommended Posts

მოოკლედ, სკოლებში გამოცდების დასრულებასთან ერთად, როგორც იქნა დავაფინიშე "ბუკის" მიმოხილვის წერაც. წინ საინტერესო და გრძელი სტატია გელოდებათ :)

(ექსკლუზივი კომპინფოზე - ახალი Intel Classmate PC-ს ძირეულ ტესტირებასა და მიმოხილვას ვერცერთ საიტზე ვერ მიაგნებთ. არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც :) ასე რომ, საკმაოდ საინტერესო სტატია გელოდებათ).

როდესაც სკოლაში მივდიოდი, 1996 წელს, ოცნება იმაზე, რომ სკოლაში კომპიუტერს გვაჩუქებდნენ პირველკლასელებს, თავისთავად, შეუძლებელი იყო. იმავე ოცნებას ახდენა არ ეწერა არც 2000 წელს და არც თუნდაც 5 წლის შემდეგ, 2005 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში პენტიუმების თაობიდან კომპ. ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა Core-მდე და ლეპტოპებიც უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, 2008-2009 წლამდე ქართველ ბავშვებს ლეპტოპებს სკოლაში არავინ ჩუქნიდა :) პირველი ეტაპი ამ პერიოდში ASUS EeePC იყო, ერთ-ერთი პირველი 7"-იანი თაობის ნეტბუქი, რომლებსაც განათლების სამინისტრო ფრიადოსან მოსწავლეებს ჩუქნიდა დამამთავრებელ კლასებში. 2010 წელს კი მივედით იქამდე, რომ შესაძლებელი გახდა მიგვეცა ყველა პირველკლასელისთვის ის, რაზეც ოცნებას ჩვენ ვერც კი გავბედავდით.

1.jpg

Intel Classmate PC E10IS2 და ალბათ ერთ-ერთი

უბედნიერესი პირველკლასელი (წყარო: buki.ge)

მოკლედ, 2010 წლის დასაწყისში განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებიის სააგენტოში (esida.ge) გაჩნდა იდეა, რომ პირველკლასელი მოსწავლეებისთვის საჩუქრად გადაეცათ ნეტბუქები. ეს, ცხადია, გულისხმობდა სასწავლო პროცესის ახალი ტიპის დანერგვას სკოლებში და მხოლოდ კომპების დარიგებით არ შემოიფარგლებოდა. ნეტბუქების ამბავი ფართო მასებისთვის ცნობილი 2010 წლის 6 აპრილს, ქუთაისში მთავრობის გასვლით სხდომაზე გახდა, როდესაც პრეზიდენტმა ახალი იდეისა და ნეტბუქის პრეზენტაცია გააკეთა. წარმოდგენილი კომპი XO OLPC იყო, 1.0 ან 1.5 რევიზიის (ამის შესახებ ჩვენს ფორუმზეც იყო გახსნილი შესაბამისი თემა).

სრულად: ბუკი - ისწავლე ხალისით! @ Compinfo.ge

65098798.png

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

კი ზურა, წელს ყველა პირველკლასელს (60000-ზე მეტ ბავშვს) უფასოდ ურიგებენ ამ კომპებს :)

უზარმაზარი პროექტია.

Link to comment
Share on other sites

ყოჩაღ ვანო! მაგარი სტატიაა

მაგრად მაინტერესებდა რა კომპი იყო

Link to comment
Share on other sites

რა ფინანსები ამას უნდა მოიცათ რა... თანამედროვე კალკულატორია, ეს მოწყობილობა კომპიუტერისგან ნამეტანი შორს არის

Link to comment
Share on other sites

ვააა

ფინანსები საიდან?

ვითარდება ქვეყანა კაცო, ეგრე კი არაა :D

თუ ჩავთვლით რომ თითო ლეპი 250-დან 300$-მდე ჯდება, მინიმუმ 15-18 მილიონი $ უკვე მხოლოდ ამ ლეპტოპების საყიდლადაა გადახდილი. + ოხრად შრომა.

საერთოდ, ბოლო წლებია განათლების სისტემაში დიდი ფული ტრიალებს. აგერ მე-12 კლასელების გამოსაშვები, საატესტატო გამოცდები ჩავატარეთ ახლა, აბსოლუტურად ყველაფერი კომპის საშუალებით, 1520 სკოლა ერთდროულად იყო ჩართული სისტემაში მთელი საქართველოდან. ცალკე ამ სკოლებში ინტერნეტის გამართვა და ა.შ. მოკლედ, წინ მიდის განათლების სისტემა აქ.

ყოჩაღ ვანო! მაგარი სტატიაა

მაგრად მაინტერესებდა რა კომპი იყო

გმადლობ :)

რა ფინანსები ამას უნდა მოიცათ რა... თანამედროვე კალკულატორია, ეს მოწყობილობა კომპიუტერისგან ნამეტანი შორს არის

18 მილიონი ჯიბეში გიდევს? :) ჯერ წაიკითხე, დასკვნები მერე და არა ჰაერზე :)

Link to comment
Share on other sites

18 მილიონი ჯიბეში გიდევს? :) ჯერ წაიკითხე, დასკვნები მერე და არა ჰაერზე :)

ჰაერზე არ ვლაპარაკობ მე!!! რა დაჯდა ეგ კაცმა არ იცის... და კომპიუტერისგან რო შორს არის ეგ მოწყობილობა ახალი ამბავია შენთვის? გინახავს საერთოდ ხელში თუ გჭერია? და მაგისი ფასი თუ იცი ბაზარზე საცალო? კიდევ უამრავ კითხვას დაგისვამდი მაგრამ ვერ გამცემ პასუხს აზრი არ აქვს...

მომწონს როგორც პროექტი მაგრამ არ ვაფასებ ისე როგორც ჩანს!!! რომ ბავშვებს კომპიუტერებს ურიგებენ

ბავშვებს ურიგებენ მცირე ფუნქციის მქონდე მოწყობილობებს რომლებიც გამოიყენება კონკრეტული საქმისთვის მხოლოდ!!! და რომელიც არ არის >>>>> კომპიუტერი ყველა პირველ კლასელს!!!!!!!

მაგ მოწყობილობების საცალო ფასი და მისი სავარაუდო ფასი როცა დიდი პარტიაა 18 მილიონისგან ნამეტანი შორსაა ;)

გინდა იმ პროგრამის დაწერა დაუმატე და თუ გინდა შემდგომი ექსპლუატაცია :) თუ საერთოდ ექვემდებარება ექსპლუატაციას :)

კიდევ ერთხელ ვამბობ რომ დასაფასებელია ის რომ ეს პროექტი არსებობს მაგრამ ცოტა უფრო გონივრულად შევაფასოთ მისი ტექნიკური ღირებულებები ;)

ნუ ეხლა ადმინ ვსეგდა პრავ! :)

Edited by BIRKOF
  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

ჰაერზე არ ვლაპარაკობ მე!!! რა დაჯდა ეგ კაცმა არ იცის... და კომპიუტერისგან რო შორს არის ეგ მოწყობილობა ახალი ამბავია შენთვის? გინახავს საერთოდ ხელში თუ გჭერია? და მაგისი ფასი თუ იცი ბაზარზე საცალო? კიდევ უამრავ კითხვას დაგისვამდი მაგრამ ვერ გამცემ პასუხს აზრი არ აქვს...

მომწონს როგორც პროექტი მაგრამ არ ვაფასებ ისე როგორც ჩანს!!! რომ ბავშვებს კომპიუტერებს ურიგებენ

ბავშვებს ურიგებენ მცირე ფუნქციის მქონდე მოწყობილობებს რომლებიც გამოიყენება კონკრეტული საქმისთვის მხოლოდ!!! და რომელიც არ არის >>>>> კომპიუტერი ყველა პირველ კლასელს!!!!!!!

გასაგებად გითხარი მგონი წაიკითხე მეთქი სტატია, ეს ერთი. რომ დაგეჯერებინა ჩემთვის, მაგ კითხვებს არ დასვამდი.

მეორე - ჰაერზე ლაპარაკობ ზუსტად იმიტომ რომ არ ხარ ამ საქმეში ჩახედული ადამიანი.

მესამე - ეს მოწყობილობა ნეტბუქია, სრულყოფილი x86 ინსტრუქციების პროცესორით და სრულყოფილი ოპ. სისტემით. თუ შენ იმით აფასებ კომპს, ზედ GTA IV-ის თამაში და 3D რენდერინგი იყოს შესაძლებელი, ძალიან ცდები.

მეოთხე - მინახავს, ხელშიც მჭერია და სექსიც მქონია მთელი ღამე ამ ნეტბუქთან. მე იმაზე არასდროს ვწერ, რაც პირადად არ გამიტესტავს ;)

მეხუთე - საცალო ფასი 300$-ზე მეტია თითოეული Intel Classmate PC-სი. წლის ბოლოს ბაზარზეც გამოუშვებენ და ყიდვაც იქნება შესაძლებელი.

მეექვსე - შეგიძლია დამისვა უამრავი კითხვა. განათლების სისტემაში ვმუშაობ ამჟამად და ამ პროექტთანაც ახლოს ვარ, პასუხებს აუცილებლად მიიღებ.

მაგ მოწყობილობების საცალო ფასი და მისი სავარაუდო ფასი როცა დიდი პარტიაა 18 მილიონისგან ნამეტანი შორსაა

გინდა იმ პროგრამის დაწერა დაუმატე და თუ გინდა შემდგომი ექსპლუატაცია თუ საერთოდ ექვემდებარება ექსპლუატაციას

კიდევ ერთხელ გეუბნები, საცალო ფასი 300$-ზე მეტია თითო ნეტბუქის. დიდ პარტიაში 250$-იც რომ იანგარიშო, 60000-ზე უკვე 15 მილიონი გამოდის.

იმის გამო, რომ საქართველო ხარ, არავინ არ გაჩუქებს არაფერს :) intel-დან დაწყებული microsoft-ით დამთავრებული.

ნუ ეხლა ადმინ ვსეგდა პრავ!

ეს აღარ იყო საჭირო უკვე.

Link to comment
Share on other sites

ნუ ეხლა ადმინ ვსეგდა პრავ! :)

მოიშორე ეს ბრაზი და დაივიწყე ეს აზრი :)

ამ ფორუმზე შეგიზლია შენი აზრი გამოტქვა უპრობლემოდ

არრცერთი ადმინი მაგის გამო არც გადაგეკიდება და არც შეგაწუხებს

მე ვერ ვერკვევი ამ ამბავში და მაინტერესებს რეალობა ასე რომ აგრესიისგან ტავი შევიკავოთ და ფაქტები დაიდოს :)

მართლა კაი რამე ჩანს რა ვიცი

ეს აღარ იყო საჭირო უკვე.

აჰა

რამდენადაც გიცნობ ეს მართლა არ გეკუთვნის არც შენ და მგონი არცერტ ადმინს თუ მოდერს :)

პ.ს. ნუ ქაუნთერს რო HD გრაფიკაში ვერ ითამაშებენ ეს სწორიცაა პრინციპში

ამ დევაისის მტავარი ფუნქციაა მე თუ მკიტხავთ უნდა შეეძლოს დოკუმენტებთან მუშაობა საოფოსე სოფტიტ

ასევე ბრაუზინგი და პდფ კატალოგები

სხვა ფუნქცია აუცილებელი არაა.სასწავლო დევაისი ჩანს და არა ჰოუმ სინემა დოლბი პრო ლოჯიკ ან რამე ეგეთი :D

Link to comment
Share on other sites

პ.ს. ნუ ქაუნთერს რო HD გრაფიკაში ვერ ითამაშებენ ეს სწორიცაა პრინციპში

ამ დევაისის მტავარი ფუნქციაა მე თუ მკიტხავთ უნდა შეეძლოს დოკუმენტებთან მუშაობა საოფოსე სოფტიტ

ასევე ბრაუზინგი და პდფ კატალოგები

სხვა ფუნქცია აუცილებელი არაა.სასწავლო დევაისი ჩანს და არა ჰოუმ სინემა დოლბი პრო ლოჯიკ ან რამე ეგეთი

ნამდვილად :)

720p HD ვიდეოს ამუშავებს გაჭედვების გარეშე, საოფისე საქმეს და ინტერნეტს უპრობლემოდ ქაჩავს, ინტეგრირებულ პროგრამებსაც მშვენივრად, Win 7 Pro-საც გაჭედვების გარეშე ამუშავებს. ყველას თავისი აზრი აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ მე ერთ ეგეთს სიამოვნებით ვიქონიოებდი, პირადი მოხმარებისთვის.

ფაქტები დაიდოს

ფაქტი ეგაა ზურა, საბითუმოშიც კი ამ ლეპებს 250-ზე იაფად არავინ მოგვცემს.

იმისათვის რომ ფასი შემცირდეს, აქ ქარხანას აშენებენ, მოსკოვის პროსპექტზე. 60-70 ადამიანი იმუშავებს, ნაწილები ჩამოვა და მაგ ლეპებს აქ ააწყობენ ხოლმე.

დღესდღეობით განათლების სისტემაში ძალიან დიდი ფული მიდის, განსაკუთრებით სკოლებში. წელს მე-12 კლასში კომპიუტერული გამოსაშვები გამოცდები დაინერგა და რეალურად ატესტატს ფასი დაედო. ნიშნების ნაცნობობით წერას აღარ აქვს აზრი. რამდენიმე წელიწადში ალბათ მივალთ იქამდეც რომ სკოლის ატესტატის ქულებს უკვე საკმაოდ სერიოზული გავლენა ექნება უნიში მიღებაზე.

+ დამამთავრებელ კლასებში სწავლის დონე გაიზრდება აუცილებლად. წელს ზღვარი დაბალი იქნება, მომავალი წლიდან აიწევს ნელ-ნელა.

ამ წლიდან უკვე პირველკლასელებს ლეპები ურიგდებათ. სწორი ბიძგები, მასწავლებლების სწორად მომზადება და სუპერ პროექტია - პოტენციურად ყველა ბავშვს ძალიან მაღალ დონეზე ეცოდინება კომპის გამოყენება. + რამდენ ოჯახში გაჩნდება კომპი, როგორც მინიმუმ :)

+ შენახვაა იოლი ძალიან, მაქსიმალურ დატვირთვაზე 17-22 ვატს მოიხმარს "შტეფსელიდან" ეს ლეპი.

Link to comment
Share on other sites

კარგი გასაგებია ყველაფერი... ზუსტი მოდელი შეგიძლია დაწერო მაგ Classmate PC-ის?

Link to comment
Share on other sites

კარგი გასაგებია ყველაფერი... ზუსტი მოდელი შეგიძლია დაწერო მაგ Classmate PC-ის?

კი, ესაა ზუსტად: Intel Classmate PC E11IS2. აწყობილია დიდი ნაწილი Elitgroup-ის მიერ, საიტზეც უდევთ: http://www.ecs.com.tw/ECSWebSite/Product/Product_Detail.aspx?CategoryID=3&TypeID=48&DetailID=1146&DetailName=Feature&MenuID=27&LanID=0

მაგრამ მანდ სპეციფიკაციებში შეცდომებიც აქვთ გაპარული. სტატიაში AIDA64-ის სრული ჰარდვეა რეპორტი მიდევს და იქ ნახე ზუსტი ტექნიკური დეტალები.

Link to comment
Share on other sites

ოხ ვანო შენ რა გითხარი მე რა :D

წამაკითხინა 5 გვერდიანი სტატია

ჩემი აზრით ამ პროექტს კიდევ ერთი დადებითი პლიუსი აქვს , ის რომ ეს ბავშვები აღარ იქნებიან "დახამებულები" კომპიუტერზე... როგორც ტელევიზორი , თუ მობილური თუ კიდევ ბევრი რამ გახდა ყოველდღიურობა და არავის უკვე აღარ უკვირს და აღარ ხადმება ისევე იქნება კომპიუტერების მიმართაც , ამ ნეთბუქების წყალობით

Link to comment
Share on other sites

წავიკითხე! კაია . მადლობა ვანო იფნორმაციისთვის :miyvarxar:

Link to comment
Share on other sites

  • 2 years later...

ძმებო ამის დრაივერების ლინკი შეგიძლიათ რო დამიდოთ

Link to comment
Share on other sites

http://drp.su/ru/download.htm

ეს პროგრამა ჩამოწერე

უფასოა და თითქმის ნებისმიერ სისტემაზე პოულობს დრაივერებს

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.