X-treme user Posted May 26, 2011 Share Posted May 26, 2011 კომპანია Philips-მა დაანონსა 27-დუიმიანი პრემიუმ-დისპლეი Brilliance 273P3L-ები, რომელიც TN მატრიცაზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია (ღირებულება დაახლოებით 475$-ია). ის აღჭურვილია შუქდიოდური განათებითა და დახრის, ბრუნვის და სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობის მქონე უნივერსალური სადგამით. საფირმო ტექნოლოგია PowerSensor-ის საშუალებით, ხდება ელ.ენერგიის დაზოგვა: თუ მომხმარებელი გარკვეული დროით ტოვებს სამუშაო ადგილს, ავტომატურად ვარდება ეკრანის სიკაშკაშისა (მაქს. 395 კდ/მ2) და კონტრასტულობის დონე (მაქს. 500000:1 - დინამიური). გარდა ამისა, მონიტორის გაფართოება შეადგენს 1920x1080 პიქსელს, ხოლო გამოხმაურების დრო - 2 მ/წმ-ს. D-Sub, DVI და HDMI ვიდეოგასასვლელებთან ერთად, Brilliance 273P3L-ს გააჩნია USB-კონცენტრატორი სამ ცალ USB 2.0-ისათვის. მწარმოებლის პრეს-სამსახურის თქმით, მონიტორი გაყიდვაში ივნისის დასაწყისში გამოჩნდება, ზემოაღნიშნულ ფასად. Overclockers.ua 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted June 7, 2011 Share Posted June 7, 2011 ძვირია მგონი :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.