X-treme user Posted May 21, 2011 Share Posted May 21, 2011 USB 3.0 და Thunderbolt-ს შორის რომელი სტანდარტი გახდება გამარჯვებული საბოლოო ჯამში, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთი რამ კი ცხადია: მწარმოებლები უშვებენ საკმაო რაოდენობის პერიფირიებს პირველი მათგანის მხარდაჭერით. მათ რიცხვს მიეკუთვნება უახლესი USB-ბრელოკი DataTraveler Ultimate 3.0 Generation 2, რომლებსაც Kingston-ი უწოდებს ყველაზე სწრაფ ფლეშ-ბარათებს. მართალია, ახალი ნაწარმი ვერ დაიკვეხნის SSD-ს მსგავს მახასიათებლებზე, მაგრამ ანალოგიურ პროდუქტებთან შედარებით, მისი სიჩქარე მეტისმეტად მაღალია. ეს მაჩვენებლები შეადგემს 100 და 70 მბ/წმ-ს - ჩაწერა/წაკითხვის დროს შესაბამისად. ამ ნიშნულების მისაღწევად კი, მოწყობილობა უნდა დავუკავშიროთ SuperSpeed პორტს. ჩვეულებრივი, USB 2.0-თან მუშაობის შემთხვევაში, მივიღებთ მაქსიმუმ 30 მბ/წმ-ს - ორივე მხრიდან. სამწუხარო ის არის, რომ წარმადობის მაღალი დონე არ გახლავთ იაფი სიამოვნება. 16 გბ-იანი Kingston DataTraveler Ultimate 3.0 G2-ის ღირებულება 77$-ია, ხოლო 32 და 64 გბ-იანი მოდელებისა კი - 116 და 213$. ეს ცოტა არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 64-გბ-იანი SSD-ს შეძენა 124$-ად არის შესაძლებელი. 3DNews 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted May 21, 2011 Share Posted May 21, 2011 მე მგონი მაინც მისაღები ფასებია მადლობთ ინფოსთვის :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.