Jump to content

ხუმრობენ პროგრამისტები


Recommended Posts

მოგესალმებით, ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ამა თუ იმ პროგრამის უხილავი, დაშიფრული კოდები, რომლებსაც სიამოვნებით გვიმხელენ პროგრამისტები, რითაც ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ამ პროფესიის ადამიანებსაც შესანიშნავი იუმორის გრძნობა გააჩნიათ. ბევრი ასეთ 'ოინი' ბევრი თქვენგანისათვის შეიძლება უკვე ცნობილიც არის და არც გაუკვირდეს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს თემა პირველ რიგში სახუმარო, გასართობი ხასიათის უფროა, ვიდრე შემეცნებითი..

Microsoft: ხუმრობიდან - საქმეზე.

სამწუხაროდ, დამსაქმებელს ყოველთვის არ შესწევს უნარი შეაფასოს პროგრამისტების შემოქმედებითი ნაყოფი, რომლებიც გამოიხატება პროგრამების სხვადასხვა საინტერესო არადოკომენტირებული შესაძლებლობებით. ასე მაგალითად, Windows 7-ის გამოსვლასთან ერთად, ოფიციალურად განაცხადეს იმის შესახებ, რომ ახალ ოპერაციულ სისტემაში არანაირი ფარული ტეტრისი, სკრინმეიტი და თვალწარმტაც სლაიდთა საიდუმლო განყოფილებები არ იქნებოდა. Microsoft-ის ხელმძღვანელობამ აუკრძალა პროგრამისტებს, რომ წარმოეჩინათ მსგავსი სახის ინიციატივები კოდის დაწერისას იმისათვის, რომ Windows-ის კორპორატიულ მომხმარებლებს, მუშაობისას, დრო არ დაეკარგათ 'Easter Eggs'-ის ძიებაზე. ამის შედეგად კი, მიღწეულ იქნა ის, რომ სისტემის ადრეულ ვერსიებში აღმოჩენილი ბევრი ხუმრობა არ მუშაობს 'შვიდიანზე'.

Microsoft Word-ის ბოლო ვერსიებიც კი უფრო მეტად სერიოზული გახდა. სტაჟიან იუზერებს ალბათ ახსოვთ, რომ ამ ტექსტური რედაქტორის ძველ რელიზებში, =rand() ტექსტის აკრეფისას და შემდეგ Enter ღილაკზე დაჭერისას, ეკრანზე ჩნდებოდა წინადადება 'Съешь ещё этих мягких французских булок, да выпей чаю» (ინგლისურ ვერსიაში — 'The quick brown fox jumps over the lazy dog'). თუმცა, თუ ამ სიმბოლოებს Word 2007-ში ან 2010-ში გავიმეორებთ, პროგრამამ იმის ნაცვლად, რომ შემოგვთავაზოს ფუნთუშები ჩაისთან, გამოაქვს მშრალი ტექსტი ცნობარიდან. არც თუ ისე ურიგო ხერხია იმისათვის, რომ თანამშრომლებს წავაკითხოთ ინფორმაცია Word-ის შესაძლებლობებზე და ამითვე, დავეხმაროთ მათ აიმაღლონ ამ პროგრამის ფლობის დონე.

b5b5dbb0ab7e.jpg

თუ Microsoft-ის სტანდარტული აპლიკაციების ბოლო ვერსიებში რთულია პროგრამისტების ხუმრობების პოვნა, ისინი ჯერ კიდევ რჩებიან კორპორაციის ვებ-პროექტებზე. მაგალითად, თუ რესურს TechDays.ru-ზე, სადაც ხდება ტექნიკური სპეციალისტების სემინარების გამოქვეყნება, ძებნის ველში დაწერთ linux-ს, ეკრანზე მაშინვე გაჩნდება ფლეშ-მულტფილმი პინგვინის მონაწილეობით. ხოლო 'винда'-ს შემთხვევაში კი, თქვენ ნახავთ სხვა ანიმაციას, იგივე გმირების მონაწილეობით.

f949efc2266b.jpg

შეიხედეთ About-ში

ბევრი მომხმარებელი უკვე მიჩვეულია გარკვეული პროგრამების ყოველდღიურ გაშვებას, თუმცა არა ყველა მათგანმა იცის მცირე 'მისალმებების' შესახებ, რომლებსაც ტოვებენ იქ მწარმოებლები.

ყველაზე ხშირად, ცნობას პროგრამისტებისაგან შეიძლება შევხვდეთ ინფორმაციულ ფანჯარა 'პროგრამის შესახებ'. მაგალითად, პოპულარული არქივატორი WinRAR-ი გვიჩვენებს წიგნების შეკვრას, ხოლო მათზე დაჭერისას კი, ის 'ვარდება' და სარკმლის კიდესთან მიღწევისას, იწყებს ბურთივით ხტუნვას.

938948259d22.jpg

Bittorrent ქსელის კლიენტი - ბევრისათვის ისეთივე შეუცვლელი პროგრამაა, როგორიც მაგალითად ბრაუზერი ან საოფისე პაკეტი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასეთი აპლიკაციაა µTorrent-ი. თუ თქვენ არ იცით, რით დაკავდეთ იმ ხნის განმავლობაში, როდესაც ფაილები ერთი მომხმარებლიდან მეორისკენ გადადის, შეგიძლიათ ძალები მოსინჯოთ ტეტრისში. ამისათვის კი, ფანჯარა 'About'-ში დააჭირეთ ღილაკ T-ს.

64fdedb5d876.gif

კიდევ ერთი 'ღია ბარათი' დამალულია დამამზადებლების სახელების ფანჯარაში, Adobe Photoshop-ში. აირჩიეთ პუნქტი 'About' და ამასთან, გეჭიროთ ღილაკ CTRL-ზე - ეკრანზე ჩნდება სულ სხვა ლოგოტიპი, რომელიც გამოხატავს გრაფიკული რედაქტორის დროებითი ბეტა-ვერსიის მოქმედ სახელწოდებას. თუ ამ პროგრამის ბოლო ვერსიას იყენებთ, მაშინ ეს იქნება თეთრი კურდღელი.

'ვარსკვლავური ომები' კონსოლებში

ASCII სტილის გრაფიკა, იყო პროგრამისტის შემოქმედებითი ნატურის ერთ-ერთი პირველი შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ის მხოლოდ დიზაინერებისთვის არის საინტერესო და უფრო მეტად დავიწყებას ეძლევა, მასში შესრულებული ზოგიერთი ნაწარმოები ისე შესანიშნავად არის შესრულებული, რომ დღესაც კი გაკვირვების ობიექტს წარმოადგენს.

გამოსახულების შემქნა ცალკეული სიმბოლოებისაგან - მომხმარებლისათვის ეს უკვე მიღწევაა. ანიმაციაზე რას იტყვით? თუ ბრძანებათა ველში ავკრიფავთ 'telnet towel.blinkenlights.nl'-ს, ეკრანზე გაიხსნება კონსოლური ფანჯარა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ლეგენდარულ საგა 'ვარსკვლავური ომების' IV ნაწილი - თავდაპირველი სლაიდით, ტიტრებითა და სავსებით ცნობადი პერსონაჟებით.

cfdcf0013fcc.gif

fe9d3ab8484e.jpg

Opera

იუმორის გრძნობა არც ბრაუზერების მწარმოებლებს აკლიათ. Opera Software-ის გაფართოებების მთავარმა მენეჯერმა და 'ექსპრეს-პანელის' ერთ-ერთმა არქიტექტორმა, არნსტეინ ტიგენმა (Arnstein Teigene) წარმოგვიდგინა საკუთარ არსენალში არსებული სახალისო სათამაშო 'Kick Ass', რომელიც წარმოადგენს კლასიკური ასტეროიდული შუთერის რიმეიქს. თუმცა, ჩვეული კოსმოსური ხომალდის ნაცვლად, ეკრანზე დაფრინავს სამკუთხა კურსორი და გვიწევს გახსნილ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის განადგურება. ზალპების სეტყვის შედეგად (სროლისათვის საჭიროა ღილაკ Space-ის დაჭერა), ტექსტისგან, სურათებისაგან და სხვა ელემენტებისაგან აღარაფერი რჩება. თითოეული 'მტრის' მოსპობისათვის, პარალელურად მატულობს ქულათა რაოდენობაც.

b06aeafc0105.jpg

ყველაზე მოკლე ლინკი Opera-სთვის

ამბობენ, რომ სიზარმაცე - პროგრესის ძრავაა. როდესაც ადამიანისათვის ძნელი გახდა სიმძიმეების ტარება, მან ბორბალი გამოიგონა, სწრაფად გადასაადგილებლად კი ეტლი. პროგრამისტებმა, რომლებიც მუშაობდნენ Opera-ზე, ასევე გადაწყვიტეს თავიანთი ცხოვრების გამარტივება. ჩაწერეთ მისამართის ველში /. და შედით ამ უცნაურ ბმულზე. თქვენ მოხვდებით ინტერნეტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტექნიკურ ბლოგ - slashdot.org-ზე. როგორც ჩანს, ამ ბრაუზერის შემქმნელები ამ რესურსის დიდი მოყვარულები არიან.

ცეცხლოვანი მელას ღია ბარათები

ხუმრობაზე უარს არც Firefox-ის მწარმოებლები ამბობენ. მისამართის ველში აკრიფეთ about:robots და დაინახავთ შეტყობინებას რობოტებისაგან. არ დაგავიწყდეთ ღილაკ 'Попробовать снова'-ზე დაჭერა, იმისათვის, რომ გამოჩნდეს ახალი წარწერა - 'Пожалуйста, больше не нажимайте эту кнопку'

2a511c6d715a.jpg

Firefox-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი 'ხუმრობა' - ეს გახლავთ Mozilla-ს წიგნი, რომელიც პირველად ჯერ კიდევ Netscape ბრაუზერში გაჩნდა. ამისათვის, საჭიროა მისამართის ველში შეიყვანეთ about:mozilla. მისი ტექსტი იცვლება ვერსიის განახლებასთან ერთად.

4ce0dfb0a4fb.jpg

chrome://browser/content/browser.xul-ის აკრეფისას კი, გაიხსნება ბრაუზერის კიდევ ერთი ასლი. ამ ფანჯარაში კი შესაძლებელია ახალ-ახალი ტაბების გაჩენა და Firefox-ის უსასრულობამდე 'გამრავლება'.

9b027b559c76.jpg

გამარტივებული ძიება Яндекс-ისაგან

მაქსიმალურად ლაკონიური დიზაინი - Google-ის ინტერფეისის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თავისებურებაა. ამ მხრივ, საკუთარი ვერსიები გააჩნია Яндекс-საც. ასე მაგალითად, yandex.ru/white.html მისამართზე, ხელმისაწვდომია საძიებო სისტემის სპეციალური ვარიანტი ოპტიმისტებისათვის. არაფერი ზედმეტი - მხოლოდ მოციმციმე კურსორი თეთრ ფონზე. yandex.ru/black.html - კი პესიმისტებისთვისაა. ეს სახუმარო მოდელები დამზადებულ იქნა პირველი აპრილისათვის, მაგრამ მათი გამოყენება წელიწადის სხვა დღეებშიც შეგიძლიათ.

2b118ea7ceda.jpg

ბედნიერების გვერდი და საიდუმლო დონე Яндекс-ისაგან

Яндекс-ის ვებ-პროგრამისტებმა იციან, თუ რა არის იუმორის გრძნობა, რაშიც ადვილად დარწმუნდებით, გვერდ 404-ის დიზაინის ნახვის შემდეგ, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ცდილობთ ამ სერვერზე არარსებული მისამართის გახსნას. 404-ის შეცდომის სტანდარტული ინფორმაციის გარდა, მასზე ასევე გამოიტანება შეტყობინება 'И помните: вы это не читали'.

ზოგჯერ, შესაძლებელია Яндекс-ის საიდუმლო დონეზე მოხვედრა, ხოლო თუ გაგიმართლებთ, იპოვით ბედნიერების გვერდსაც კი.

99840c34eb9a.jpg

778dc372d5d7.jpg

Google Logos — დუდლების სრული ნაკრები

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 'ხუმარა' - Google-ია. ყველა კარგად იცნობს ამ სერვისის სავიზიტო ბარათს - პოპულარულ ფერად ლოგოტიპს. ამ სურათით მწარმოებელთა გუნდი სარგებლობს ყოველ მოსახერხებელ შემთხვევის დროს და ცვლის მას დუდლით - გამოსახულებით, რომელიც გაფორმებულია მიმდინარე თარიღის მიხედვით. ზოგჯერ მის მაგივრად ჩნდება სახალისო Flash-ანიმაცია, როგორც ეს იყო კომპიუტერულ თამაშ Pac-Man-ის 30-წლის იუბელეზე. ხოლო 16 აპრილს კი, შესაძლებლობა გვქონდა, რომ გვენახა მთელი რგოლი, რომელიც ეძღვნებოდა ლეგენდარულ კომოკოს - ჩარლი ჩაპლინს.

თუ ნანობთ იმაზე, რომ გამოტოვეთ რომელიმე დღე და ვერ მოასწარით განახლებული ემბლემის ნახვა - ნუ იღელვებთ. გვერდ Google Logos-ზე, განთავსებულია საძიებო სისტემის სურათები, როგორც ყველა მომხმარებლისათვის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური დღესასწაულებისათვის.

ea187073b7db.jpg

დასკვნა

პროგრამული კოდი, ყოველწლიურად უფრო რთულდება, ამიტომ, დატოვებული საცავების პოვნა უკვე არც ისე მარტივი საქმეა. მათი ავტორები, მიუხედავად ხელმძღვანელების აკრძალვებისა, ალბათ მაინც არ დაიშლიან საკუთარი შემოქმედებითი შტრიხის დატოვებას და იმედი ვიქონიოთ, რომ როგორმე მინიშნებას მაინც მოგვცემენ, თუ სად მოვძებნოთ ისინი.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ქრომშI არაფერია? :D არცერთს არ ვიყენებ აქედან რაებიც ჩამოწერე :rolleyes:

Link to comment
Share on other sites

საღოლ ძალიან მაგარი სტატია იყო :D

word-ზე ვიცოდი

და კიდე ეს ვიცოდი

http://www.metacafe.com/watch/300088/notepad_secret_trick/

Link to comment
Share on other sites

მართლა კარგი სტატიაა !... და რას არ არმოაჩენ კაცი თუ მოინდომე... :D

Link to comment
Share on other sites

photoshop არ მუშაობს

არც star wars

star wars მუშაობს

პროსტა telnet არ გიყენია

windows feature ჩართე და ნახავ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.