Jump to content

Recommended Posts

კომპანია Cooler Master-მა ახლახანს წარმოადგინა გამაგრილებელი სადები ნოუთბუქებისათვის NotePal LapAir, რომელიც გამოირჩევა აკურატული და უბრალო იერ-სახით. როგორც ხედავთ, მასზე მოთავსებული მობილური კომპიუტერი ერთგვარ დაქანებულ კუთხეს იღებს, რაც კლავიატურაზე მუშაობას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. გრილი ჰაერის ნაკადის მიღებას ვენტილატორი ახდენს მის უკანა ნაწილში დატანებული ხვრელების საშუალებით.

პროდუქტის ზედა მხარე რეზინის საფარველით არის დაფარული, რაც გამორიცხავს ნოუთბუქის ჩამოცურების შესაძლებლობას. ხოლო, ქვედა ნაწილს კი, გააჩნია ერთგვარი 'ბალიში', რაც უზრუნველყოფს სადების კომფორტულ განთავსებას მუხლებზე. ამგვარი ხერხი გამოსადეგი იქნება ავტობუსში, ავტომობილსა თუ თვითმფრინავში.

580e15dcb8ce.jpg

00535b2268df.jpg

d3db6ea54ebd.jpg

მეტალის ბადე, რომელიც ფარავს NotePal LapAir-ის 80 მმ-იან ფენს, ხსნადია და ეს რასაკვირველია, ამარტივებს მის მტვრისგან გაწმენდის პროცესს. ამ დეტალის მორგება-მოძრობისათვის, დამატებითი ინსტრუმენტების გარეშე ხდება.

ფენის კვებას უზრუნველყოფს USB და ის ასრულებს 1650 ბრ/წთ-ში. მისი წარმადობის დონე შეადგენს 1,843/მ-ს, ხოლო ხმაურის მაჩვენებელი არ აღემატება 23 dBA-ს. პროდუქტის წონა 1,2 კგ-ია, გაბარიტები კი 430 x 316 x 18~56 მმ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასზე შესაძლებელია ნოუთბუქის მოთავსება, დიაგონალის სიგრძით 17 დუიმი.

d41ad2cc8b43.jpg

90c3a49cd809.jpg

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.