Jump to content

ლექსები.


Recommended Posts

გენიალურია მესაფლავე

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსია

რითმითაც და შინაარსითაც

მინუს ცხრა მილიონი :D

Link to comment
Share on other sites

ბოს წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო არ ქვია მაგ ლექსს , ციცო ქვია :)

ძალიან მიყვარს ლექსები!

ვიცი რო ციცო ქვია უბრალოდ ყველა ლექსის პირველი წინადადება დავწერე. ანუ ბლოგზეც იგივენაირად მიწერია როგორც აქ და მაგიტომ .

მე პოეზიის ფანი ვარ.

Link to comment
Share on other sites

ვიცი რო ციცო ქვია უბრალოდ ყველა ლექსის პირველი წინადადება დავწერე. ანუ ბლოგზეც იგივენაირად მიწერია როგორც აქ და მაგიტომ .

მე პოეზიის ფანი ვარ.

გასაგებია

მეც დიდი მოყვარული ვარ პოეზიის

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ლექსებს რომ გვაძლევდნენ სკოლაში :)

Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...

ერთი გულწრფელი ღიმილი.

ერთი გულწრფელი ღიმილი

გულში ცივ ყინულს ალღობდა.

ღიმილი თვალში ნაპერწკლით

სულში ცივ გრძნობას ათბობდა.

ერთი გულწრფელი ღიმილი

მე ენერგიით მავსებდა.

დაუვიწყარი ღიმილი

სიცოცხლის წუთებს მმატებდა.

***

ერთი გულწრფელი ღიმილი

ნაპერწკალს აღარ აჩენდა.

მონატრებული ღიმილი,

ცხელ გრძონბას აღარ აფრქვევდა.

ერთი გულწრფელი ღიმილი

წარსულის ბნელში ქრებოდა.

დავიწყებული ღიმილი

სახეზე აღარ ჩნდებოდა.

ღიმილი მე რომ დავკარგე

სიცოცხლის წუთებს აქრობდა.

ერთი გულწრფელი ღიმილი

ცივ ყინულს აღარ ალღობდა.

Link to comment
Share on other sites

  • 5 months later...

გაბრიელ ჯაბუშნაური:

მშვიდობით

მშვიდობით! მივალ, დე, არხოტს აჩნდეს

ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი;

მწამს თავს გაიტანს და გამომაჩენს

ფხა ვაჟკაცური და სწრაფვა სწორი!

დაიქცნენ ძველი ბურჯების ბჭენი,

ბინდი არ ბოჭავს გულს მარწუხივით;

გამყვება ქალაქს ტრფიალი შენზე,

და დედაჩემის ჩემზე წუხილი!..

შევხვდები ბარში ვაჟკაცებს ნარჩევს,

მოვალ და ნათელს მოვიტან შორით.

მშვიდობით, ქალავ! _ დე, არხოტს დარჩეს

ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი!

ოთხი არაგვის ჩამოტანილი

ფშაველი გოგოს უმწიკვლო ღიმილს, _

მთების ზეცა რომ თვალზე ირეკლავს,

როშკაში მყუდრო ზაფხულის ღამეს, _

ნისლთა ნახირს რომ წყალზე მირეკავს,

გუდამაყარში ბატკნების ბღავილს

და მთიულეთში გალეშილ მაყრებს,

ცხენოსან ხევსურს,

ქვეითა ფშაველს,

თექიან მთიულს და გუდამაყრელს,

ჩარგლური დილის საამო სურნელს

და იმ მადლს რასაც ჩარგალი ფიქრობს,

ჭირსა და ლხინში მწერსა და მკურნალს

ვაჟა-ფშაველას ელვარე სტრიქონს, _

მე ყველა ამას მეტეხის ყურთან

(წყალს რომ ჰკვეთს მრუმე ყამა ტინისა)

მტკვარში ვკითხულობ, ვითაარ უსტარს,

ოთხი არაგვის ჩამოტანილსა.

მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,

ამ გულშიც ამის შავობს შენობა,

მოვკვდები - ბეჭზე დამეწერება

შენზე წუხილი და უშენობა...

აი, ვბერდები, ამიღარია

შუბლი ნაოჭთა მდაღავ ბანდულით,

ვბერდები... მაგრამ თან მიხარია,

რომ მრჩება გული ახალგაზრდული!

რომ ჩემს ხსოვნაში შანთით ამოვწვი

ეგ შენი სახე, ღიმილისმჩენი,

რომ, როგორც მარტვილს შავი სამოსი,

ისე მაცვია სიშორე შენი...

ო, მიხარია: როგორც მინდია,

რომ მე წმინდა ვარ, ოცნებით მქროლი,

რომ ჩემი გრძნობაც ისე წმინდაა,

როგორც ქარაფში ჩანჩქერის თქორი!

მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,

ჩემშიც კაეშნის შავობს შენობა,

მოვკვდები - ბეჭზე დამეწერება

შენთვის წუხილი და უშენობა...

შენ ჭერქვეშ სტუმრობა ორ ქისტს და ერტ ხევსურს

გვანიჭებს ხალისს და უნაზეს მოლოდინს,

თანაბრად გვიღიმი,სტუმრებს კი ესე გვსურს

ერთ ჩვენგანს საკუთრად მიენდო ბოლომდის.

დილაზე წამომდგართ ჭრელ ნოხებს დაგვიფენ

დავსხდებიტ რომ ვჭიმოთ ტრფიალის ჭაპანი,

უხდება ხუმრობა მეგობარ რაყიფებს

მეც ერთი ხევსური არა ვარ ჯაბანი.

ზოგჯერ კი გავალთ და მერნებით ჯიქითა

დავქრივართ,შენ გვიმზერღიმილის მხატავი,

ქისტები ნათქვამნი არიან ჯიგიტად

მაგრამ არც მე ვუჭერ ჩემ ლურჯას სადავეს.

როდესაც მნათობი შუა ცას დალახავს

შავ ნაბდებს გაშლიან მინდორზე ქისტები,

მოხრიან მუხლებს და შესთხოვენ _ალაჰო,

ამ ლამაზ ქალშავას შენს მონას მისცემდე.

ჩვენ ვრჩებით, ხვთის ნაცვლად ვარ შენზე მლოცველი

და აი,თანხმობით შეერთდნენ ბაგენი,

გონს როცა მოვედით თვალგანაოცები

ქისტები პირისპირ გვიმზერდნენ შმაგები..

ერთბაშდ შეიკრეს თავები ჩალმითა

შესხდნენ და გაქუსლეს,მერნები ქარული,

აწ,ნიავს ჩამოაქვს სოფელზე ჩავლითა

ალაჰის გმობა და ცხენების თქარუნი..

გაბრიელ ჯაბუშანურის ხსოვნას

ხელი შეახე მთათა საკინძეს,

იარებს ბაგე გადაუკოცნე.

გაახსენდები ვით არსაკიძე

და ჩუქურთმები ნაზად დაგლოცვენ.

დაეწაფება ღილღოს ნისლები,

ძველი მიჯნურის ამბავს იტყვიან.

მკვდარი სიცოცხლის ჩუმი მისნები

მოიგონებენ თრთოლვას სიტყვიანს.

გამთბარი კერა ლოცულობს მუხლებს,

სარკმლის ჩარჩოებს, ჰადიშათ, მზერა...

დარდი ახურავს ჭვარტლიან ბუხრებს,

არაყი, ლექსი და ბედისწერა.

აულში შარა იწყებს დასაბამს,

თუმც ბილიკები ვლიან შორიდან...

თითქოს მზექალი მოთქვამს ასადან,

სულში ზაფხული თითქოს მოვიდა.

ღილღოს ცას ისევ თრთიან ღრუბლები,

გზის შუადღეში სტირის აული.

ახლა გარიჟრაჟს მიელიან ახალუხები

და გვერდს ახალი ჰადიშათი ალბათ ჩაუვლის.

ხელი შეახე მთათა საკინძეს,

იარებს ბაგე გადაუკოცნე.

გაახსენდები ვით არსაკიძე

და ჩუქურთმები ნაზად დაგლოცვენ –––– გოგიტა არაბული

Link to comment
Share on other sites

ლიტერატურად გადაარქვან სახელი თემას და ვისაუბროთ პროზაზეც :D

გელა დაიაური

სულში დამიღამდა ქალავ,

საით გამიფრინდით ნეტავ,

ეჰ,ვერ გაპატიებთ ღალატს,

რად არ წამიყვანეთ თქვენთან,

ჩონგურს გადაუწყდა სიმი,

მოსთქვამს ფერწასული ჰანგი,

რა ვქნა,ვის შევჩივლო ეხლა,

ჩემი უკურნელი დარდი,

ჩემი ორი ანგელოზი,

რისთვის გამომტაცე ღმერთო,

მამაც თქვენთანაა შვილო,

თქვენთვის სანთლად უნდა ენთოს,

თავზე ჩამომემხო ზეცა,

თვალი ცრემლებს ვეღარ ილევს,

ქალავ,რად უმტყუნე სიტყვას

და ფიცს ღმერთთან დანაპირებს,

მაგრამ ტიალია ბედი,

მისი ბილიკები მრუდე,

თურმე თვით არღუნიც გლოვობს,

რისთვის დაგვინგრია ბუდე,

ხევსურეთს ჭრილობა სტკივა,

მუცო გაათეთრა დარდმა,

მჯერა სამოთხეში მიხვალთ,

ჩვენ ხომ ღმერთი ასე გვწამდა,

მანამ გაგაღმერთებთ ლექსით,

ლოცვას გამოვატან ქარებს,

ეს ხმა ნანასავით გესმით,

ღვთისმშობელი გიღებთ კარებს,

აკვანს ანგელოზი გირწევთ,

კალთა მოგაფარათ ღმერთმა,

ქალავ,მიმიხედე შვილებს

ჩვენ ისე ვიქნებით ერთად…

ფიქრი გადაგვარებაზე

ზოგჯერ გავიფიქრებ გავგიჟდე და ვთქვა

არაწესიერი ქალის შვილი ვიყო

ხშირად შევიგინო ჩემი დედა

ტრადიციული სტილიდან გავირიყო.

არვინ გაიკვირვოს შეიძლება

გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო

თმები გავიშალო კულულებად

ცხვირზე საყურე გავიკეთო

კანაფი გავაბოლო

კუბები მოვითვალო

ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა

სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო

გერები მივიღო საკუთრად.

ვინატრო ანტალია ან ის რიო

სულ არ გავიხსენო ვარძია

როკზე და რემიქსზე გადვირიო

ქართულზე ჩავიუბნო ბანძია

ხშირად ვიწუწუნო დედა მამა მშია

ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო

დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია

მაგრამ ქართველობას რა ვუყო

მუნჯი ტკივილი

ვინ იცის ქვაო, როგორ გტკივა

თოვლი გაგიჟებს,

ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა

ფეხს რომ გაბიჯებ.

ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს

ყოფნა უენო,

ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭი

ყოფნა უშენოდ.

ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით

გტკივა ფესვები

წელში იხრებით ქართან ომით

არყნი, მუხები.

ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ

დიდხანს სიცოცხლე,

ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,

ყოფნას ვუმოკლებთ.

ვინ იცის, ურვა და ჩივილი

ქარის, მიწის, ცის . . .

პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის

არავინ იცის.

ნეტავ აქ იყო. . .

ნეტავ აქ იყო, – მარტის თვეში ნახავდი მუცოს,

პოეტი სალამს მოგიძღვნიდა, – გულანთებული,

თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს,

მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე – გაღმერთებული.

ნეტავ აქ იყო, _ იის მოსვლას ვუდარაჯებდი,

დავთვლიდი დღეებს თბილს, უსაზღვროს და უთარიღოს,

მიწას გავხლეჩდი ანთებული მზერით – ხანჯლებით,

აჩქარდებოდა გაზაფხულიც, შენ რომ აქ იყო.

ნეტავ აქ იყო, – დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი

და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . .

ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს

ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.

ნეტავ აქ იყო, – ენძელებით დაგამშვენებდი,

კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას

ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი

ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.

დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს

ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ – მალე,

თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი,

მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს.

ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი,

გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით,

- შემაშინეო, – სასაცილოდ ატირდებოდი

და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით.

არ შეიძლება

დაუშვათ ერთ წამს, _ შენ გახდე ჩემი,

ვთქვათ _ შენ ცოლი და მე კიდე ქმარი

ვთქვათ, რომ მომეგო მაგიერ გვემის

სინაზისა და ღიმილის ღვარი.

ვთქვათ, _ დაიღვარე ღიმის ჩქერებად,

ვთქვათ _ ჩემს ოცნებას და ფიქრს მიმწიე,

(არა, ასეთი ბედნიერება

ვით შეიძლება ერგოს მიწიერს!)

ვთქვათ, _ ყოველ დილით, გასეირნებად,

გვერდზე დამიდგე მეუღლე რიდით,

მწამს, ზეციერსაც არ ეღირსება

ბედნიერება ესოდენ დიდი.

არა! თუ რამე დამეჯერება

მე სხვას მოვძევ და შენ სხვა მოძიე,

რადგან ასეთი ბედნიერება

არ შეიძლება ერგოს ხორციელს.

მუცოს გოდება

სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,

თორღვაის ცხენი იქ აბია,

ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,

ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.

მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,

მტერი მამულისა მიკაფია,

სისხლი წყაროსავით მიხაპია,

იმედი რომ ერქვა მუცოს.

“ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,

მტერი, მოყვარე მთავარია,

ჩემთან არც ერთი არ არიან,

ყველასთვის გავმხდარვარ უცხო”.

ნეტა ეს ხმაა და რა ზარია,

რა გოდება და თავზარია,

მუცოს ბეჭები გაბზარვია,

ჟამისგან ძლეულა მუცო…

სურდათ აკვნები ურწეველი,

მტერი არ დარჩა უწვეველი,

“წასული თავ-ბედ უწყევლელი,

ქართლს მტერი ეყოლება ნურცო”.

ასე ურყევი და ურღვეველი,

მტრისათვის ხარკის უძლეველი,

გაუტეხელი და უძლეველი,

ჟამისგან ძლეულა მუცო.

სადღაც ლამპიონთა ღაღანია,

სადღაც ცეკვაა და არღანია,

სადღაც ვაჭრობაა გაგანია,

ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.

აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,

აღარც ფარ-შუბების ჭახანია,

მშველელს ელოდება რა ხანია

ბეჭებგაბზარული მუცო .

Link to comment
Share on other sites

ოქროყანელი მენახშირე

ოქროყანელი ვარ მენახშირე,

ვირით თბილისში სვლა დავახშირე,

ჩემს შეძახილებს ისმენს გზა ხშირი,

აბა ნახშირი, კარგი ნახშირი.

მეც ავიკიდე, ვირსაც ავკიდე,

ცოტა დამრჩა, ბევრი გავყიდე,

როს აივანზე ქალი თმახშირი,

ნაზად მეძახის რა ღირს ნახშირი?

ვუთხარ – აიღე რაიც დიდია,

რომელიც გინდა მომიყიდია,

გინდა აიღე ვირს რომ ჰკიდია,

გინდ ეს აიღე მე რომ მკიდია.

ქალმა დამწყევლა ლამაზი პირით,

მომკვდარხარ შენცა და შენი ვირიც,

ოხრად დაგფშვნია შენი ნახშირიც,

მეხი დაგეცეს, მიწამ გყოს პირი.

ოქროყანელი ვარ მენახშირე,

ვირით თბილისში სვლა დავახშირე,

ჩემს შეძახილებს ისმენს გზა ხშირი,

აბა ნახშირი, კარგი ნახშირი.

მეც ავიკიდე, ვირსაც ავკიდე,

ცოტა დამრჩა, ბევრი გავყიდე,

როს აივანზე ქალი თმახშირი,

ნაზად მეძახის რა ღირს ნახშირი?

ვუთხარ – აიღე რაიც დიდია,

რომელიც გინდა მომიყიდია,

გინდა აიღე ვირს რომ ჰკიდია,

გინდ ეს აიღე მე რომ მკიდია.

ქალმა დამწყევლა ლამაზი პირით,

მომკვდარხარ შენცა და შენი ვირიც,

ოხრად დაგფშვნია შენი ნახშირიც,

მეხი დაგეცეს, მიწამ გყოს პირი....

Link to comment
Share on other sites

ra kacia:D meore momewona Cem maswavlebels wavukiTxav :spiteful: :sarcastic_hanend: :sarcastic_hanend: :sarcastic_hanend: :sarcastic_hanend: :sarcastic_hanend: :cekva:

:D :lol:

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.