Jump to content

ლექსები.


Recommended Posts

როგორც იცით პოეზიის დიდი მოყვარული ვარ და ხშირად ვაგროვებ სხვადასხვა მწერლების ჩანაწერებს, ლექსებს, პროზებს და ასე შემდეგ.

ამჯერად მინდა მურმან ლებანიძის რამოდენიმე ლექსი დავწერო ჩემს ბლოგზე.

პოეზია

მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ლექსი.

არ ვწერ სათაურებით მხოლოდ საწყისი წინადადებებია კუპლეტის.

1. წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო.

2. თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ.

3. ენავ – მოსაჭრელო ძირში.

4. დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით.

იმედია მოგეწონებათ და გესიამოვნებათ ამ ლექსების კიდევ ერთხელ წაკითხვა და გახსენება.

მე მურმან ლებანიძის შემოქმედებიდან ძალიან ცოტა და მაგრამ ძალიან ორიგინალური და სასიამოვნო ლექსები მიზიდავს.

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო.

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,

მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,

ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _

შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა დაარც იმ ჭკუაზე _

ცოლ-შვილს გავეყარო!

მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და

პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის

და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,

თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს

და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,

ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.

როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _

ციცო ისეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,

მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,

ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _

შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ

თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ

თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია

თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს

რა გიგემია…

თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქნი

თუ ქალის კვნესა ყურთ არ გსმენია,

ქალს ფეხებამდე თუ არ გალოკავ

სხვა უკეთესი რა გიგემია…

თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არა გრძნობ

თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია

ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს,

სხვა უკეთესი რა გიგემია…

ხომ არ გგონია, შენთვის არ მოთოვს

შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა

და ერთი წუთით მოსულს ამქვეყნად

წუთები უღვთოდ მოგეჩვენება

ჩაგიკრავს გულში ღვთიური ლოცვა

სთქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია…

ენავ – მოსაჭრელო ძირში

ენავ – მოსაჭრელო ძირში,

ტუჩო – პასუხს თქვენგან ველი:

რაა – სიყვარულის ღირსი,

გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„სიტყვა – ისარივით სწორი!

ლექსი – ხანჯალივით მჭრელი!

ქალი – რა თქმა უნდა, სხვისი!

ცოლი – რა თქმა უნდა, ჩვენი!“

ენავ – მოსათხრელო ძირში,

ტუჩო – მარგალიტებს ველი:

რაა – სიყვარულის ღირსი,

გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„კერა – მშობლის ნაბუდარი!

ენა – ლაჟვარდებით მსვლელი!

მიწა – ჩვენი საკუთარი!

ხალხი – რა ვუყოთ, რომ ჭრელი!“

ენავ – მოსაჭრელო ძირში,

კიდევ, კიდევ პასუხს ველი:

რაა – სიყვარულის ღირსი,

გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„კაცი – კლდედ დამდგარი სჯულზე!

სული – ანთებული, წრფელი!

გული მართალი და გულზე

მართლად დადებული ხელი!“

დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით

დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით…

თოვდა,თოვდა…რა კარგია თოვა…

გადამიდგა და ბოდიშის მოხდით,

გამაჩერა სიგარეტი მთხოვა…

მივაწოდე გაიხარა კაცმა,

მოვუკიდეთ,-მთვრალი ვარო,მითხრა,

გავაბოლეთ,-გულის ფსკერზე დათბა,

სთქვა მადლობა,რა დროაო,მკითხა…

მე ვუთხარი,-ხუთი იყო დილის,

ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა,

ეჰეჰეი! შეუძახა თბილისს

და ღიღინით ვერის აღმართს აჰყვა…

თოვდა,თოვდა,სიგარეტი გვქონდა,

თოვდა,თოვდა..რა კარგია თოვა…

რა კარგია-რა ბევრი და ცოტა…

თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!

http://dati.me/?p=146

Link to comment
Share on other sites

მე რაც ვიცი ამ ფორუმზე არამგონია ბევრს უყვარდეს პოეზია... :mellow:

Link to comment
Share on other sites

ორშაბათს გოგონა გავიცანი,

გოგონა ნახატი ყალმისანი,

მისი ღიმილი და დალალები

სამშაბათს გამიხდა საფიცარი.

ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე

და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,

ჩემი გასაჭირი ავუხსენი,

ჩემი ეჭვები და იმედები.

პარასკევს პასუხი მომივიდა,

ვაიმე, ბედო უკეთურო!

დაბერებულხარო გნოლივითა,

ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო.

თეთრად გავათენე პარასკევი,

ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,

თავმოჭრილი ვარ-თქო – დავასკვენი,

ჰოდა, თავისმოკვლაც დავაპირე.

მოვიდა მეორე ორშაბათი,

ისევ შემეფეთა ის უღმერთო,

ელვამ დამიარა კოჭებამდი,

დილამშვიდობისას გისურვებთო.

მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?

უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,

მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,

ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.

ღმერთია ჩემი მწყალობელი,

მე კი – იმ უღმერთოს მგალობელი.

შოთა ნიშნიანიძე

:mellow:

Link to comment
Share on other sites

საღოლ ლექსებიც გყვარბიათ :)

ლადო ასათიანიც გავრიოთ ამ საქმეში

ნუ მათქმევინებ

ისე გავიდა ეს გაზაფხული…

მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,

მე – სიყვარულით ვარ დაზაფრული,

კიდეც რომ გსურდეს ვეღარ მიშველი.

ისე გავიდა ეს გაზაფხული

მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.

რა დაგიშავე, მითხარი ბარე,,

რად ამითრთოლე მგზნებარე გული,

რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე

ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.

მე სიყვარული ამიტანც უცებ,

დაგეძებ, დამსდევს ფიქრთა კრებული,

დავიარ, თბილის-ქალაქის ქუჩებს

და დავბრუნდები აცრემლებული.

ვაი, სად გნახო, საით იქნები,

ვიცი გარბიხარ და მემალები,

შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები

და ამღვრეული ჩემი თვალები.

ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,

ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,

შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები

და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.

შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,

გაიცქრიალებ და შებრუნდები;

მე ვნებიანი და ნამთვრალევი,

გეტყვი – აროდეს არ შემძულდები!

ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,

ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური,

მე შენთვის მინდა ეს საოცრება,

ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

ნუ მათქმევინებ, – ამ გაზაფხულზე:

ნეტავი მიწა მეყაროს გულზე,

ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში

(პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი),

ვიმღერებ მუდამ მე შენი ეშხით

და სიყვარულით განუკურნელი.

დავლევთ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს,

გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული,

მერე, წავიდეთ, დავაგვირგვინოთ

ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

ერთ დროს ზეპირად ვიცოდი :)

Link to comment
Share on other sites

ვუა... ოთარ ჭილაძეს იცნობთ? : )

"გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" ეგ მაქვს წაკითხული

საკმაოდ მძიმე წასაკითხია ჭილაძე

ისეთი მძიმეა რომ "რკინის თეატრი" აღარ წავიკითხე :D

ლექსები მაქვს წაკითხული მაგის ერთი ორი

Link to comment
Share on other sites

"გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" ეგ მაქვს წაკითხული

საკმაოდ მძიმე წასაკითხია ჭილაძე

ლექსები მაქვს წაკითხული მაგის ერთი ორი

მე ახლა ვკითხულობ ამგას. პროზა არ ვიცი ლექსები კი. მაგრად მიყვარს :bliss:

Link to comment
Share on other sites

მოდი ამ სიას ვაჟა ფშაველა-ც დავამატოთ

ქალას...

ქალავ, ის მიყვარს მე შენი,

თავს რომ დაჰკიდებ მელადა,

პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ,

ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა.

დრო-და-დრო გაგეღიმება

გულის საკლავად, ნელადა;

უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯლოდ

გულის გამხდარხარ მჭრელადა.

ჯერაც ატყვია ჩემს გულსა

შენგნით წყლულები ჭრელადა,

ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა,

ვერ გაგიხდები მტერადა!

Link to comment
Share on other sites

თანამედროვეები არ გევასებათ? მე ზანგურის და რატი ამაღლობელის ლექსები მიიყვარს :X

Link to comment
Share on other sites

თანამედროვეები არ გევასებათ? მე ზანგურის და რატი ამაღლობელის ლექსები მიიყვარს :X

ზანგური მაქვს წაკითხული და მაგის შესრულებითაც მოსმენილი

კარგი ლექსები აქვს ძალიან

Link to comment
Share on other sites

ჰაიკუები?

გავიხედე გარეთ მზე ამოსულა

ჩავიცვი და წავედი სამსახურში

ამ წამს დავწერე მაღიარეთ :bis:

Link to comment
Share on other sites

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,

და თუ როგორმე ისევ გათენდა -

ღამენათევი და ნამთვრალევი,

დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი

მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,

შემოიჭრება სიონში სხივი

და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი

გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!

შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის

დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები

წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -

ღამენათევი და ნამთვრალევი

სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?

შენს მოლოდინში ასეა ყველა?

სული, ვედრებით განაოცები

შენს ფერხთით კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?

საბედნიერო სად არის სული?

ვით სამოთხიდან ალიგიერი

მე ჯოჯოხეთში ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე

სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,

განსასვენებელ ზიარებაზე

ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით

გამაქანებენ სწრაფი ცხენები!

ღამენათევი და ნამთვრალევი

ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და შორეული ცის სილაჟვარდე.

გალაკტიონი

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,

ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.

გალაკტიონში არის დემონი

და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,

ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.

გალაკტიონში მიწა ანათებს

და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,

ახლა ღამდება, შვიდია სრული.

გალაკტიონში ლურჯი ფერია

და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,

ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.

გალაკტიონში არის დემონი

და ჩეში უფრო ანგელოზია....

გრანელი

იქ, სადაც სდუმან პირამიდები

მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,

იქ, სადაც სდუმან პირამიდები

შენ მომინდები,

შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.

შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,

თვალებ დანაბული,

საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს

და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.

ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში

მზიურებს მაშინ

არაფერი მოგვაგონდება...

პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში

ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.

სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით

მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;

გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,

დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

იაშვილი

:ცჰუპსები:

Link to comment
Share on other sites

გულის პასუხი

მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,

ვით პოეზია, როგორც ღვთაება

და შენს თვალებში მეხატებოდა

სასუფეველი და უკვდავება!

ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში

მცველ-ანგელოზად მელანდებოდი,

და, ვით ხატის წინ წმინდა სანთელი,

უბიწო მსხვერპლად შენ-წინ ვდნებოდი.

უხმო-უსიტყვო გრძნობათა ლოცვა,

საანგელოზოდ რომ ენთებოდა,

ციურ მანანად, ნუგეშის ცრემლად,

უჩინრად გულსვე ეწვეთებოდა.

მაგრამ ჯოჯოხეთს და ბოროტ სულებს

არ ასვენებდა ციური ძალა

და უკვდავების წმინდა წყაროში

ჩააწვეთწვეთეს შხამი… სამსალა!

შენც შეგარყიეს… უსამართლობამ

უღმრთოდ გააქრო ტრფობის ლამპარი

და მაშინ ბნელში დავრჩი მე ობლად,

უსულ-უგულო და ცოცხალ-მკვდარი.

მაგრამ მიყვარხარ! მაინც მიყვარხარ,

ვით პოეზია, როგორც ღვთაება,

თუმც მაგ თვალებში აწ სხვისთვის ბრწყინავს

სასუფეველი და უკვდავება.

აკაი წერეთელი

Link to comment
Share on other sites

თემას გადავარქვი სახელი , იმედია არ მიწყენთ :P:)

გალაკტიონ ტაბიძე

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...

იყო ობლობა და შეცოდება,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,

თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...

ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე

ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები

აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა

რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა ჩემი ოცნება,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?

ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,

ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,

და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული.

______________________-====================----_____________________

მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,

და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,

ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,

ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.

ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?

რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!

განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა

ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?

დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,

დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.

მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,

დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;

თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...

სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!

მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...

გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?—

“გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.

შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო! ”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს:

ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.

გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,

განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?

უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,

და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.

ფიცით ამბობს: “ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,

არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,

გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,

შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი

და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,

ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,

მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.

ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...

სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.

საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, —

ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,

არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;

სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,

თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.

მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!

მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,

გაიფიქრა: “ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;

უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,

რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —

ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.

ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...

ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,

თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,

რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.

როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,

ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.

გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,

თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!

რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი

და მწუხარედ წასჩურჩულა: “შემიყვარდი, შემიყვარდი,

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...

გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...

მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,

მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.

დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,

და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად, ქალო!”

დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,

შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,

ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა...

განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?

მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?

აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!

მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:

“თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს...

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,

მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს”...

მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...

სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.

ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,

არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,

საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს

და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...

განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...

თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...

განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...

რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?

ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?

ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...

ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,

და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება...

ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,

იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე...

სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —

იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...

განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,

თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

Link to comment
Share on other sites

შოთა ნიშნიანიძე

ხარი

აგრემც ვალმოხდილ, ნაჯაფარ ბებერ ქედს ვენაცვალები,

სულ ნაღვლიანი რადა გაქვს ჯიღა,საცერა თვალები!

წარმართმა გხატე კლდეებზე, ათასმისნური ქარაგმით

და შენაც ერჩოლებოდი შიმშილს და სიღარიბესო.

ურმულით, გუთნისდედურით სულს ლევდნენ მამა-პაპანი

და მათთან ერთად შენც სწიე ქართლის ცხოვრბის ჭაპანი.

აშენე ციხე-ქალაქი, ააგე ბევრი საყდარი,

რომ ქართველს აბჯარ გაუხდელს მტერი ჰყოლოდა წამხდარი.

სისხლს ღვრიდნენ გუთნის დედები, ოფლს ღვრიდნენ მეციხოვნენი,

გუთნის ტარი და ხმლის ტარი საჭეა ქართლის ცხოვრების.

ჩემო ერთგულო წიქარა, ჩემო უთქმელო ღვინია,

უხსოვარ დროდან თქვენს პატრონს მიქვითინ-მიღიღინია.

აღზევანს წაველ მარილზე, უფსკრულმა დამიტანაო,

საწყალო ბელად ბღაოდი, როგორც მოხუჩი მამაო.

ცხადში ხო მყავდი მეგობრად შემშველებიხარ ზღაპარშიც,

ოფლში და პაპანებაში ერთად ვართ გამონახარში.

ფერზე მაცმევდი ქალამანს, ყანწს მომაწვდიდი ნადიმში,

დაგკლავდით დიდ ზამთრობისას, მაძღრად გვყოლოდა ბადიში.

ძეობა იყო-გლეხკაცი ისევ შენ გდებდა იმედებს,

ღრეობა იყო, ვაიმე, ისევ შენ გამოგიმეტეთ.

ქორწილი იყო... ვაიმე, მტკიოდა გული საღადრე,

წამოგაქციეთ ნაჯაფი და ყელი გამოგაღადრეთ.

ცხედარიც მიპატიოსნე აღაპ-ქელეხის წესებით...

დავჯექ და ჩემს მარჩენალზე ტირილით ვწერე ლექსები...

გვიმრავლდეს საქართველოში მიწის და მზის მოხარკედა

ხარივით მსმელი ვაჟკაცი-ხარითვალა და ხარქედა.

ნეთავი, ღმერთო, მეც მომცა ჯანი და მადა ხარისა,

სიტყვა-ხარივით გამწევი, მამულის გასახარისად.

ვიყო ხარივით ამტანი, ვიყო ხარივით მომთმენი.

ჩემი პატარა ქვეყბისთვის მეც ვიყო ხარისოდენი

გიორგი ლეონიძე

მეცამეტე საუკუნე

მოჰქრის ურა ცხენი

მონგოლური დაღით,

და ზედ შავი თარაქამა

ვერ უსწორებს აღვირს.

და კალია მჭამელი

უკან სვეტად მისდევს,

მუზარადის მტვერით

დაბნელებულ მინდვრებს!

ვერ უძლებენ მთები

მულიდების ყივილს;

საყვირებით ზურნით

დროშების ტყე წივის...

ბრწყინავს თათრის ხმალი,

ბრწყინავს თათრის ჩალმა,

მოდის ჩინგიზ-ხანი!

გზა გაცეცხლა ალმა!...

**

ხვალ ნახავთ კალიებს-

მინდვრის დალაქებს,

გაშანთულ მიწის ქერქს,

დათხრილ ქალაქებს...

მდინარეს შემწვარს,

მდუღარე გიშერს,

შანგას, შარვანშას,

მხარდაკრულს, შიშველს!

ხვალ ნახავთ სახლებზე

ღრიანკალს, ბუს,

დამდნარ გალავნებს,

გოგირდის ბურს,

მოედნებზე აზელილ თმას და ტვინს,

აჩეხილ ფალავნებს...

ცხენის ქაჩაჩში ჩარჩენილ თავთავს,

უზანგში - მტევანს,

ვენახში - სამარეს...

ნაფუძრებს - თეთრი ძვლით მოთესილს,

მეწყერებს,

ტრამალებს,

ტრამალებს. ..

ხვალ ნახავთ, სისხლით აივსება

წყაროზე ტაგანი

და ვერცხლით ნაჭედ

იატაგანით -

კეთრით,

ბუგრით ივლის -

მხარგრძელი ანგელოზი,

მონგოლური ანგელოზი

დაადგება თბილისს.

ქალაქის გულს დაბეჭდავს,

გულში სიკვდილს დათესს

და ქართლი განკვართული -

ნაპრალებში,

მღვიმეებში

ჩააყენებს ნათელს!

Link to comment
Share on other sites

ბოს წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო არ ქვია მაგ ლექსს , ციცო ქვია :)

ძალიან მიყვარს ლექსები!

Link to comment
Share on other sites

გალაქტიონის მერი კარგია

აი მესაფლავე არ მიყვარს :)

რატო?

შინაარსის გამო?

არადა ხდება ეგეთები...

პ.ს ვეფხისტყაოსანის არ იყოს 16 მარცვლიანი რითმაა

ნუ მერი უძლიერესი როა რათ უნდა მაგას ბაზარი :)

Link to comment
Share on other sites

გენიალურია მესაფლავე

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსია

რითმითაც და შინაარსითაც

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.