X-treme user Posted May 9, 2011 Share Posted May 9, 2011 HP-მ დღეს დააანონსა მობილური კომპიუტერების ტრიო, კერძოდ კი Pavilion dv4, განახლებული ENVY 14 და Mini 210 ნეტბუქი. პირველი მათგანი აღჭურვილია 14-დუიმიანი LED-ბექლაიტ BrightView დისპლეით, იყენებს CoolSense ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს დაბალ ტემპერატურას ოპერატიულ რეჟიმში. ის წარმოებულ იქნება ორი ფერის ოპციით - espresso black-ში და pacific blue-ში, ბაზური ღირებულებით 600$-ად და ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე თვის 18 რიცხვიდან. ახალი ENVY 14-ის ეკრანის ზომა გახლავთ 14.5-დუიმი, შესრულებულია მეტალისფერში და მუშაობს II თაობის Core პროცესორზე, გააჩნია USB 3.0, Beasts აუდიო და თაჩ-პედი, რომელიც იყენებს გამოსახულების სენსორის ტექნოლოგიას - 'advanced gesture'-ისა და უფრო მეტი 'fluid control'-ის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პროდუქტის დებიუტი შედგება ივნისის 15 რიცხვში, 1,000$-იანი ნიშნულით. Mini 210-ის დიზაინი მომრგვალებული, ნატიფი მოხაზულობით გამოირჩევა და გამოსულ იქნება ხუთ ფერში, ესენია: sweet purple, charcoal, crimson red, luminous rose და ocean drive. მის არსენალში აგრეთვე შესულია Beats აუდიო და QuickWeb 3.0 instant-on ოპერაციული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სუპერ-სწრაფ ინტერვებთან. ნეტბუქი ივნისის 15-დან გამოჩნდება, სულ რაღაც 300$-ად. TC Magazine 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.