iliko1990 Posted April 28, 2011 Share Posted April 28, 2011 (edited) გამძლეობით რობოტები ნამდვილად სჯობნიან ადამიანებს – რობოტი არასოდეს იღლება სიარულით, დგომით ან წინ გაწეული ხელის დიდი ხნით გაჩერებით. კაილ ფოგტმა (Kyle Vogt) ეს ფაქტი გაითვალისწინა მანქანის შექმნისას, რომელსაც სეიფის გახსნა მხოლოდ და მხოლოდ ძალის გმოყენებით შეუძლია. ქვემოთ მოყვანილ ვიდეორგოლზე რობოტის მიერ S&G 8400-ის გახსნის მცდელობას იხილავთ – სეიფის შემქმნელების თქმით, ადამიანს ამისთვის 20 საათის განმავლობაში უწყვეტი მანიპულაციების ჩატარება დასჭირდება. ამოცანა ნამდვილად არ არის მარტივი, რადგანაც ზემოთ აღნიშნული სეიფი დამსახურებულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საიმედო მექანიკურ საკეტად – კომბინაციების რაოდენობა 1 მლნ-ს აღემატება. აშშ-ს ხელისუფლება 30 წელზე მეტია იყენებს ამ კონსტრუქციებს საიდუმლო დოკუმენტების შესანახად. კაილი დარწმუნებული, რომ მის მიერ შექმნილი რობოტი გატეხვის ამოცანას სულ რაღაც 8 საათში გაუმკლავდება, თუმცა გასაგები მიზეზის გამო, ქსელში ალბათ ვერ ვნახავთ სრულ ვიდეოკლიპს. რობოტის კონსტრუქცია ძალიან მყარად და კარგად აწყობილად გამოიყურება. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ რობოტი – ერთი ადამიანის მიერაა შექმნილი. წყარო:ubergizmo.com Edited April 28, 2011 by iliko1990 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted November 21, 2011 Share Posted November 21, 2011 რა უმუშავია მასტს,საღოლ! მაგას უკვე მაყუთით დააპურებდნენ და ისე დახვეწდნენ ტექნოს,რომ ეგ 8 საათი მონაგონი იქნება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted November 21, 2011 Share Posted November 21, 2011 რა უმუშავია მასტს,საღოლ! მაგას უკვე მაყუთით დააპურებდნენ და ისე დახვეწდნენ ტექნოს,რომ ეგ 8 საათი მონაგონი იქნება. +1 :wow: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted November 22, 2011 Share Posted November 22, 2011 რა ღირს? :hmm: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted November 22, 2011 Share Posted November 22, 2011 რა ღირს? დაგიPM ებ. :spy: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.