Jump to content

ყველაფერი კალათბურთზე...


Recommended Posts

გოლდენ სტეიტის და ოკლაჰომას მეშვიდე ფინალურ შეხვედრას ვუყურე დღეს 1080i-ში, მაგ შეხვედრაშიც თავიდან კარგათ დაიწყო ოკლაჰომამ, მესამე პერიოდში კი ჩაისვარეს მაგარი და მერე ვეღარ შეძლეს უკვე ანგარიშის გათანაბრება, მეორე პერიოდში დაჟე 13 ქულიანი სხვაობით იგებდენ, თუმცა გოლდენ სტეიტსმა მერე ისევ სამ ქულიანების ჩაყრა დაიწყო, ოკლაჰომას კი ბურთი უვარდებოდა ხელიდან მესამე პერიოდში ისეთი პრავალებით თამაშობდენ, ჯამში კი 96-88 გაიმარჯვა გოლდენ სტეიტსმა და ისევ კლივლენდს შეხვდებიან წელსაც ფინალში, კარი და ტომსონი იყო უდარში ისევ მაგ შეხვედრაშიც, კარიმ 36 ქულა მოაგროვა, ტომსონმა კი 21, დურანტმა 27 ქულა მოაგროვა და ვესტბრუკმა 19 რაც ისევ არ იყო საკმარისი ფინალში გასასვლელათ, შეიძლება დურანტმა გუნდი შეიცვალოსო შემდეგი სეზონიდან, ფინალის პირველი შეხვედრა პარასკევს დილით დაიდება უკვე და გადმოვწერ, მანამდე კი როლან გაროსს ჩავუჯდები კაკრაზ ხვალიდან

Link to comment
Share on other sites

ვნახე დღეს ნბა ფინალის პირველი შეხვედრა 1080i-ში დოლდენ სტეიტსა და კლივლენდს შორის, მოკლეთ საკმაოთ ნერვნი თამაში გამოვიდა სადაც პირველ პლანზე დაცვა იდგა, თამაში კი ფაქტიურათ გოლდენ სტეიტსმა სკამეიკის ხარჯზე მოიგო იმიტომ რომ კარი და კლეი ტომსონმა მაგ შეხვედრაში ჯამში 20 ქულა მოაგროვა მარტო ბენჩმა კი ლამის 50-მდე მგონი, საუკეთესო რეზულტატი მაგ შეხვედრაში ლივინგსტონმა აჩვენა 20 ქულით, გრინმა კი 16 ქულა მოაგროვა, კლივნენდის შემდადგენლობიდან ლებრონმა, ირვინმა და ლავმა ითამაშა ასე თუ ისე ნორმალურათ, ირვინმა 26 ქულა მოაგროვა, ლავმა 17, ლებრონმა კი 23 რაც არ იყო საკმარისი მაგ შეხვედრის მოსაგებათ, მესამე პერიოდს ბოლოს წინ გაიჭრა დაჟე კლივლენდი მაგრამ მაგის შემდეგ მოშნი ჩავარდნა ქონდათ და 104-89 გაასხეს ფაქტიურათ უშანსოთ მეოთხე პერიოდში, ტაქტიკა თუ არ შეცვალა ტრენერმა მეორე თამასშიც ეგ ბედი ეწევათ მემგონი, მარტო ლებრონ ჯეიმსის და ირვინის კარგი თამაში არ უშველით ვიეზდზე თუ სურთ ერთი შეხვედრის მოგება მაინც, რატომღაც ვფიქრობ რომ ეგ უფრო მალე დასრულდება ვიდრე ოკლაჰომასთან დაპირისპირება, ვნახოთ აბა კვირას რას მოიმოქმედებს კლივლენდი მეორე შეხვედრაში, ტორონტოსთანაც ქონდათ უკვე პრობლემები ვიეზდზე

Link to comment
Share on other sites

დღეს გოლდენ სტეიტის და კლივლენდის მეორე შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, დააფხრიწა თავზე ბურთი გოლდენ სტეიტსმა კლივლენდს, საზიზღარი თამაში აჩვენა კლივლენდმა, უკვე მესამე პერიოდის ბოლოს 20 ქულიანი სხვაობით აგებდენ და აღარ გამიგრძელებია ყურება უკვე, ლებრონ ჯეიმსმა 19 ქულა მოაგროვა დანარჩენმა იგროკებმა კი ყველამ ჩაისვარეს, ერთი ჯეფერსონი მომეწონა კიდე 12 ქულით, თუმცა ტომსონს და კარისაც არ მოუკლია თავი მაგ თამასში, ერთმა 17 ქულა მოაგროვა მეორემ კი 18, ზატო გრინი ბობოქრობდა მაგ შეხვედრაში 28 ქულით და დობრტ სამ ქულიანებით, ჯამში კი 110-77 განადგურდა კლივლენდი და ეგეთი თამაშით შეიძლება 4-1 ან 4-0 დამარცხდენ საერთოდ ფინალში, მე დევიდ ბლატის კლივლენდი უფრო მომწონდა, ორგანიზაციაშიც მოიკოჭლებდენ და ტაქტიკაც არასწორი აირჩია მაგ შეხვედრაში ახალმა ტრენერმა, ალბათ გოლდენ სტეიტი ადვილათ გაიმარჯვებს მაგ ფინალში

Link to comment
Share on other sites

დღეს კლივლენდის და გოლდენ სტეიტის მესამე შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ამჯერათ უკვე კლივლენდმა დააფხრიწა თავზე ბურთი გოლდენ სტეიტს, ეგრე უმწეოთ მგონი მარტო ოკლაჰომასთან დამარცხდა ეგ გუნდი რომელიღაცა თამასში ვიეზდზე, ლებრონა და ირვინი მაგ თამასში ორივე უდარში იყო, ლებრონამ თავი გაიგიჟა და 32 ქულა მოაგროვა, ირვინმა კი 30, კიდე ჯეარ სმიტი მომეწონა 20 ქულით და სხვა იგროკებიდან ტომსონას გამოვარჩევდი კიდე 14 ქულით და ბურთის პადბორით, გოლდენ სტეიტიდან კარის არა უშავდა 19 ქულით და კიდე ბარნსმა ითამაშა კარგათ და 18 ქულა მოაგროვა, კლეი ტომსონმა ჩააგდო აშკარათ ეგ შეხვედრა და 10 ქულა მოაგროვა მარტო, მაზგოვი და დელავედოვა მაგ თამასშიც სტატისტების როლში დატოვა ტრენერმა და 7 წუთამდე ათამაშა ორივეს სადღაც, უკვე მესამე პერიოდის ბოლოს 20 ქულაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა და შევწყვიტე ყურება, ჯამში კი 120-90 მოიგო კლივლენდმა ეგ შეხვედრა 30 ქულიანი სხვაობით, თუმცა წინა შეხვედრაში 33 ქულით წააგო, შემდეგი თამაში შეიძლება გადამწყვეტი გამოდგეს კლივლენდისთვის თუ აპირებენ კიდე ბრძოლას ტიტულისთვის, კაკრაზ შაბათ დილით დაიდება შემდეგი შეხვედრა ევრომდე და ვნახავ, არაა გამორიცხული 2-2 გახდეს ანგარიში და არა აქვს დიდი მნიშვნელობა რა ანგარიშით გაიმარჯვებს კლივლენდი, დაჟე ოვერტაიმშიც რომ მოიგონ დაიძაბება ისევ ეგ სერია

Link to comment
Share on other sites

დღეს კლივლენდის და გოლდენ სტეიტის მეოთხე შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, საკმაოთ მძიმე და დაძაბული თამაში გამოვიდა რომელიც გოლდენ სტეიტის გამარჯვებით დასრულდა, ყველაფერი მეოთხე პერიოდის პირველ ნახევარში გადაწყდა ფაქტიურათ, მანამდე უფრო უპორნი ბრძოლა მიდიოდა, ისევ სამ ქულიანების ფეირვერკი იყო, ჯამში 17 სამქულიანი ჩააგდო მგონი გოლდენ სტეიტსმა, კარიმ 37 ქულა დააგროვა, კლეი ტომსონმა კი 25 მაგ შეხვედრაში, კლივენდიდან საუკეთესო რეზულტატი ირვინგს ქონდა 34 ქულით, ლებრონა რაღაც არ მომეწონა დიდათ, თუმცა 25 ქულის მოგროვება მაინც შეძლო, ლავი კი დაბრუნდა ტვინის შერყევის შემდეგ მაგრამ არაფერი ისეთი არ უჩვენებია და 108-97 დამარცხდენ და ალბათ შემდეგ თამასში დასრულდება ამ წლის ფინალი, მეეჭვება რაღაც კლივლენდმა შეძლოს შემდეგ შეხვედრის მოგება, ისევ გაძვრებათ სული მემგონი მეოთხე პერიოდში, მანამდე თუ არ ჩაისვარეს ჯერ კიდევ, მემგონი წელს რაღაც ნამეტარი ლენჩი ტრენერი ყავს კლივლენს, მე წინა წლის ტრენერი უფრო მომწონდა 

Link to comment
Share on other sites

დღეს გოლდენ-სტეიტის და კლივლენდის მეხუთე შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ამჯერათ საკმაოთ მოშნი თამაში აჩვენა კლივლენდმა, ლებრონამ და ირვინმა ორივემ 41 ქულა მოაგროვა რაც ნბა ისტორიაში პირველათ მომხდარა ერთი გუნდის შემადგენლობაში რომ ორ იგროკს მოეპოვებინოს 40+ ერთ შეხვედრაში, აი ლავმა ისევ საცოდაობა თამაში აჩვენა, სულ რაღაც ორი ქულა მოაგროვა, გრინს დისკვალიფიკაცია მიარჭო ნბა მაგ შეხვედრაში და ბოგუტიც დაემტვრათ და მაგარი გაუჭირდათ თამაშის მეორე ნახევარში დაცვაში, სამ ქულიანებიც მაზვაც დაიწყეს თან, კლეი ტომსონმა ისევ კარგათ ითამაშა და 37 ქულა მოაგროვა, კარიმ კი 25, ყველაფერი მესამე პერიოდში გადაწყდა ფაქტიურათ რომელიც კლივნელმა მოიგო, მეოთხე პერიოდშიც არაფერი შეცვლილა დიდათ და 112-97 გაიმარჯვა კლივლენდმა მაგ შეხვედრაში, თუმცა ეგრე მოშნათ უკვე ვეღარ ითამაშებს ირვინი და ლებრონა კლივლენდში და გრინიც დაბრუნდება უკვე, მაინც საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს, მაინც გოლდენ სტეიტმა უნდა გაიმარჯვოს წესით შემდეგ თამასში თუ არა 7 მაინც, ლავი სტატისტის როლშია საერთოდ მაგ სერიაში

Link to comment
Share on other sites

დღეს კლივლენდის და გოლდენ სტეიტის მეექვსე თამაშს ვუყურე 1080i-ში, მაღალი დონის თამაში აჩვენა ისევ ლებრონმა, სხვა იგროკებიც არ უბერავდენ ცუდათ, ლებრონამ ისევ 41 ქულა მოაგროვა მაგ შეხვედრაში ირვინმა კი 23, სმიტი და ტრისტან ტომსონი მომეწონა კიდე 14 და 15 ქულით, ლავს ისევ ბურთი უვარდებოდა ხელიდან თუმცა 7 ქულა მაინც მოაგროვა, მაგის გარეშეც მაგარ ხოდზე იყო კლივლენდი, მარტო მესამე პერიოდში ამოქაჩა გოლდენ სტეიტმა, უკვე პირველ პერიოდში 20 ქულიანი სხვაობით აგებდენ და ცოტა გადავახვიე კიდეც, მესამე პერიოდში კარგათ ითამაშეს და ჩეამცირეს სხვაობა, მეოთხე პერიოდში თავიდან ისევ 3 ქულიანები ყარეს და 7 ქულამდეც კი შემცირდა სხვაობა თუმცა მერე ისევ ლებრონა ათამაშდა და 115-101 გაიმარჯვა კლივლენდმა, კარიმ 30 ქულა მოაგროვა მაგ თამასში, ტომსონმა კი 25, ბარბოსა მომეწონა კიდე ბენჩიდან 14 ქულით, იგუდალაც ტრამვით თამაშობდა და ვერ შეაჩერა ლებრონა, გრინს არ უთამაშია ცუდათ თუმცა ბოგუტის გარეშე მაგარი გაუჭირდა ბოლო ორ შეხვედრაში გოლდენ სტეიტს, ეგ მესამე შემთხვევა ყოფილა ნბა ფინალში 3-1 შემდეგ რომ 3-3 გამხდარიყო ანგარიში, მოგებით კი არავის მოუგია ეგეთი ანგარიშის შემდეგ და კლივლენდი შეიძლება ისტორიაში შევიდეს, ისე კი მაინც საკმაოთ კარგი შანსები რჩება გოლდენ სტეიტს მაგ თამაშის მოგების დაჟე ბოგუტის გარდა, განსაკუთრებით იგუდალა თუ მოასულიერეს და სპლაშების პარამ მაგრა ითამაშა, ისე ლოვიც რომ ათამაშდეს მთლათ გაუჭირდებათ ბოლო შეხვედრაში გოლდენ სტეიტის დაცვას, მაზგოვს კიდე მემგონი წინა ტრენერის გამო არ ათამაშებენ, თორე შეეძლოთ მაგ იგროკის გამოყენებაც ერთი 15 წუთი მაინც საშვალოთ ერთ შეხვედრაში, ლავს მე ეგ იგროკი მირჩევნია, წინა სეზონში მშვენივრათ უბერავდა და ლავნა კი როგორც კი ძლიერი წინააღმდეგობა დაინახა ჩაისვარა საერთოდ თან ტვინის შერყევაც ქონდა მცირე და ეგეც მოქმედებს ალბათ, მეშვიდე და ფინალური შეხვედრა ორშაბათ დილით დაიდება და ჩავუჯდები ეგრევე ალბათ, ისე ერთი უპორნი შეხვედრაც არ ყოფილა მაგ სერიაში, ყველა თამასში დიდი სხვაობა დაფიქსირდა საკმაოთ 4 პერიოდის ჯამში, მეექვსე თამასში გოლდენს სტეიტსმა საერთოდ ჩააგდო პირველი პერიოდი და მაგის შემდეგ ვეღარ დაეწია უკვე კლივლენდს

Link to comment
Share on other sites

დღეს გოლდენ სტეიტის და კლივლენდის ბოლო ფინალურ მეშვიდე შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, შიკარნი შეხვედრა იყო ძალიან ნევრნი და დაძაბული, შეძლო ლებრონმა და კამპანიამ ისტორიაში შესვლა, აქამდე არცერთ გუნდს არ მოუგია 3-1 ანგარიშის შემდეგ ნბა ფინალი, კლივლენდი მესამე გუნდი იყო საერთოდ მეშვიდე თამასში რომ გადაიყვანა ფინალური სერია, ლებრონმა ისევ მოშნათ ითამაშა ატაკაშიც და დაცვაშიც, ძალიან როვნი თამაში მიდიოდა და 7 ქულა იყო მაქსიმალური სხვაობა მთელი თამაშის მანძილზე, ყველაფერი მეოთხე პერიოდში გადაწყდა, ირვინმა ისევ დობრათ ქულები მოაგროვა და გადამწყვეტი 3 ქულიანიც ჩააგდო ბოლო წუთებზე, მეოთხე პერიოდი მემგონი მთლიანათ ჩააგდო გოლდენ სტეიტმა და 18-13 დამარცხდენ მაგ პერიოდში, კარიმ და კლეი ტომსონმა საკმაოთ სკრომნი თამაში აჩვენეს ატაკაში, კარიმ 17 ქულა მოიპოვა და ტომსონმა 14, ზატო დრემონ გრინმა 32 ქულა მოაგროვა და 6 სამ ქულიანი ჩააგდო, ჯეიმსმა 27 ქულა მოაგროვა, ირვინმა კი 26, ლავმა საშვალო დონეზე ითამაშა 9 ქულით, სმიტი უფრო მომეწონა რამდენიმე ვაჟნი 3 ქულიანით 7 ქულით რომ აგებდა პირველი პერიოდის შემდეგ კლივლენდი, ლებრონმა მაგარი ბლოკ შოტი გააკეთა ბოლო წუთებზე იგუდალაზე, ისე 89-89 ანგარიში რამდენიმე წუთი გაჩერდა და ფაქტიურათ 6 წუთის მანძილზე ვერცერთი ქულა ვერ მოაგროვა გოლდენ სტეიტმა თუმცა კლივლენდმაც დობრათ მომენტები გამაზა, ჯამში კი 93-89 გაიმარჯვა კლივლენდმა მძიმე უპორნი ბრძოლაში, ჩემი აზრით სრულებით სამართლიანათ, მანდ მთავარი მემგონი დაჟე გრინის დისკვალიფიკაციაც არ ყოფილა, ბოგუტის ტრამვამ უფრო იმოქმედა გოლდენ სტეიტის დაცვაზე მემგონი + იგუდალა და კარიც ტრამვით თამაშობდენ, 3-1 შემდეგ ლებრონამ კიდე უფრო გააძლიერა თამაში და ტაქტიკაც შეცვალა ტრენერმა, დრიუ ისე ყველაზე ახალგაზრდა ტრენერია ნბა ვინც გაიმარჯვა ფინალში, 39 წლის ყოფილა მარტო, ლებრონა კი გასკდა ბოლოს ტირილით, ირვინი მაგარი დაეხმარა ისე ლებრონას, საშვალოთ ლამის 30 ქულამდე აგროვებდა თამასში ფინალურ სერიაში, ისე ლებრონ ჯეიმსი მესამე ადამიანი ყოფილა ფინალში რომ ტრიპლ დაბლი გააკეთა

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

დღეს ვუყურე როგორც იქნა ოლიმპიადის ორ მეოთხედფინალს HDTVRip 720P-ში, 1080i რატომღაც ბასკეტბოლში აღარ დაუდიათ, ჯერ ესპანეთის და საფრანგეთის თამაშს ვუყურე, საერთოდ ვერაფერი აჩვენეს ფრანგებმა და უშანსოთ დამარცხდენ 92-67, მარტო პირველ ნახევარს ვუყურე ფაქტიურათ, მესამე პერიოდში უკვე 20 ქულამდე ავიდა სხვაობა, ტონი პარკერი ხლაფორთობდა მარტო რაღაცეებს ატაკაში, აბარონაც პრახადნოი დვორი იყო და დაჩაგრეს ესპანელებმა, თან გაზოლს ძლიერი თამაში არ უჩვენებია მაგ შეხვედრაში, ბალკანეთის დერბი სერბების და ხორვატიის ჯახი გაცილებით უფრო დაძაბული და საინტერესო გამოვიდა, ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ ხან მეორე, პირველი ნახევარის შემდეგ 6 ქულით იგებდა ხორვატია, თუმცა მერე მაგარი ჩააგდეს თამაში მესამე პერიოდში და 14 ქულამდე აგებდენ, თუმცა მეოთხე პერიოდში ისევ წამოეია ხორვატია სამ ქულიანების ხარჯზე და ბოლო წამებამდე მიდიოდა ბრძოლა რომელიც სერბების გამარჯვებით დასრულდა 86-83, ავსტრალია-სერბიის და შტატები-ესპანეთის ნახევარფინალებიც გადმოვწერე იგივე ფორმატში და ვნახავ რამდენიმე დღის შემდეგ მაგ შეხვედრებსაც, 17 აგვისტოს ტრანსლიაციებზე ვარ ჯერ გაჩერებული და ერთი 10 დღე ალბათ კიდე დამჭირდება ოლიმპიადის საყურებლათ

Link to comment
Share on other sites

დღეს შტატების და ესპანეთის ნახევარფინალს ვუყურე ოლიმპიადაზე HDTVRip 720P-ში 17 დღის დაგვიანებით, საკმაოთ ადვილათ გაიმარჯვა ამერიკის ნაკრებმა, თუმცა ბევრი ვედუში იგროკი არ ჩამოსულა რიოში გარკვეული მიზეზების გამო, მაინც საკმაოთ ძლიერი სასტავი ყავდათ ესპანეთის სასტავი კი მობერდა უკვე და ერთი პაუ გაზოლი თამაშობდა მაღალ დონეზე პრავალების გარეშე, 82-76 გაიმარჯვეს შტატებმა მაგრამ ერთხელაც არ გათანაბრებულა ანგარიში, მაქსიმუმ 2-4 ქულიანი სხვაობით აგებდენ ესპანელები, ბევრი 3 ქულიანები გამაზეს ისე, ამერიკა მომენტებში ნერვიოლობდა და უშვებდა შეცდომებს მაგრამ მთლიან ჯამში კლასის ხარჯზე საკმაოთ ადვილათ გაიმარჯვეს ნადრივების გარეშე, სერბეთი-ავსტრალიის მეორე ნახევარფინალიც გადმოწერილი მაქვს და მაგას დღისით ვუყურებ უკვე დღეს, მერე კი ბოლო ორ შეხვედრასაც გადმოვწერ, ბრონზაზე და ოქროზე თამაშს, ისე 3გბ რიპისთვის საკმაოთ ნორმალური ხარისხი ქონდა, გასოლმა 23 ქულა მოაგროვა მაგ შეხვედრაში, შტატებში კი საუკეთესო კლეი ტომსონი იყო 22 ქულით

Link to comment
Share on other sites

სერბია-ავსტრალიის ნახევარფინალიც ვნახე რიოს ოლიმპიადაზე HDTVRip 720P-ში, ჩააგდეს ეგ თამაში ავსტრალიელებმა დაცვაშიც და ატაკაშიც, ფაქტიურათ უკვე მეორე პერიოდში 20 ქულამდე ავიდა სხვაობა სერბების სასარგებლოთ და მერე გადავახვიე იტოგოვი რეზულტატის გასაგებათ, მილოშ ტეოდოსიჩმა 22 ქულა მოიპოვა მაგ შეხვედრაში, დაცვაშიც კარგათ ითამაშეს სერბებმა თუმცა ავსტრალიელებს არაფერი გამოსდიოდათ ატაკაში და დობრათ შეცდომებს უშვებდენ, სერბიამ 87-61 გაიმარჯვა და ამერიკელებს შეხვდება ფინალში, თუმცა მეეჭვება დიდი წინააღმდეგობა გაუწიონ დურანტს და კომპანიას, გადმოვწერე უკვე ავსტრალია-ესპანეთის თამაში ბრონზაზე როგორც შტატები-სერბიის ფინალი და ვნახავ რამდენიმე დღეში მაგ ორ შეხვედრასაც 21 აგვისტოს ტრანსლიაციებს რომ ჩავუჯდები, პოლნი აბიომში ვუყურებ ოლიმპიადას, დაახლოებით 1 ტერაბაიტის აბიომით გადმოვიწერე ჯამში სადღაც ასე 70% სპორტული სახეობა მაინც ალბათ და ყველას სათითაოთ ვნახულობ სწორი თანმიმდევრობით 6 აგვისტოდან დაწყებული, ანუ უკვე 1 თვეა რაც სპორტულ მარათონს ვუყურებ და ჯერ არ უჩანს ბოლო ლოლ, 4-5 დღეში ალბათ ჩავალ უკვე ბოლოში მერე კი F1 ბელგიის და იტალიის ეტაპები და უს ოპენი მელოდება ტენისში, 13 სექტემბერს კი უკვე ევრიკუპკებიც იწყება

Link to comment
Share on other sites

ლოლ დღეს ქალების ფინალიც ვნახე ოლიმპიადაზე HDTVRip 720P-ში, ბასკეტბოლის ფლეიოფის შეხვედრები რატომღაც მარტო რიპებში დაიდო ყველა, შტატებმა გადაუარეს ესპანელებს, მარტო პირველ პერიოდში გაუწიეს დასტოინი წინააღმდეგობა ესპანელებმა, მესამე პერიოდის დასაწყისში უკვე 20 ქულამდე გაიზარდა სხვაობა, საბოლოო ანგარიში კი 101-72 დაფიქსირდა რომ გადავახვიე, მოკლეთ ამერიკელებს მემგონი ქალების ბასკეტბოლში ვერავინ ვერ დაამარცხებს, ფაქტიურათ WNBA საუკეთესო სასტავი თამაშობს და მაგიტომ, კაცების ბოლ ორ შეხვედრასაც ვნახავ ამ დღეებში, თუმცა მანდაც ალბათ შტატებმა გაიმარჯვა დიდი ანგარიშით სერბებთან

Link to comment
Share on other sites

ჩვენების თამაში გუშინ იყო ალბანეთთან განმეორებით, ბოლო მეოთხედში მაგრად ვაჯბეთ, რეალურად პირველ-მეორე ადგილს ჩერნოგორიაში მატჩი გადაწყვეტს, მაგრამ რომც გავიდეთ მეორეზე საუკთესო 4 მეორეადგილოსანი გადის და მანდ პირველი ჩვენ ვართ 

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, FC BARCELONA said:

ჩვენების თამაში გუშინ იყო ალბანეთთან განმეორებით, ბოლო მეოთხედში მაგრად ვაჯბეთ, რეალურად პირველ-მეორე ადგილს ჩერნოგორიაში მატჩი გადაწყვეტს, მაგრამ რომც გავიდეთ მეორეზე საუკთესო 4 მეორეადგილოსანი გადის და მანდ პირველი ჩვენ ვართ 

გასვლა იმდენედად არ მაინტერესებდა რამდენადაც მონტენეგროსთან მოგება. სადაც აქ წავაგეთ მსაჯის გამო, გასვლაზე სავარაუდოდ წავაგებთ...

Link to comment
Share on other sites

5 minutes ago, lasha1616 said:

გასვლა იმდენედად არ მაინტერესებდა რამდენადაც მონტენეგროსთან მოგება. სადაც აქ წავაგეთ მსაჯის გამო, გასვლაზე სავარაუდოდ წავაგებთ...

ყველაფერი ხდება, თუმცა შანსები იქ ბევრად ნაკლები გვაქვს, დროა რომ მაგ დონის გუნდებს ვუგებდეთ, ეს თაობა რომ წავა მერე ალბათ მაგ დინეზეც ვერ ვეთამაშებით 

Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, FC BARCELONA said:

ყველაფერი ხდება, თუმცა შანსები იქ ბევრად ნაკლები გვაქვს, დროა რომ მაგ დონის გუნდებს ვუგებდეთ, ეს თაობა რომ წავა მერე ალბათ მაგ დინეზეც ვერ ვეთამაშებით 

ამ გუნდს ისე მივეჩვიე ალბათ ესენი რომ წავლენ, კალათურთს აღარც ვუყურებ... რატომღაც ესე ვფიქრობ...

Link to comment
Share on other sites

კი კარგი შასნები გვაქვს მეორე ადგილიდან გასვლის დაჟე მეორე თამაშსაც თუ წავაგებთ მონტენეგროში, დღეს ვნახე როგორც იქნა 22 დღის დაგვიანებით ბოლო ორი თამაშიც კაცების ბასკეტბოლში ოლიმპიადაზე, ჯერ ავსტრალიელების და ესპანეთის ჯახს ვუყურე, საკმაოთ დაძაბული თამაში გამოვიდა, თავიდან ფლობდა ესპანეთი გარკვეულ უპირატესობას თუმცა ნელ-ნელა გათანაბრდა თამაში და მესამე და მეოთხე პერიოდი ფაქტიურათ ერთ დონეზე უბერავდენ გუნდები მინიმალური სხვაობით თუ იგებდენ ხოლმე მარტო ესპანელები, რამდენჯერმე 1-2 ქულით ავსტრალიაც გაიჭრა წინ, ბოლოს მაინც შეძლეს ესპანელებმა მაგ თამაშის მოგება მინიმალური ანგარიშით, ავსტრალიელებს შეეძლოთ ბოლოს ჩაგდება მაგრამ შეცდენ და 89-88 დამარცხდენ, თუმცა ესპანეთს სულ თავისუფლათ შეეძლო მაგ თამასში წაეგო ბოლო წამებზე, მაგარი მობერდა ისე ეგ შემადგენლობა, პოლ გაზოლიც უკვე 36 წლისაა თუმცა მაგ თამასში მოშნათ ითამაშა და 31 ქულა მოაგროვა, მესამე პერიოდში ბოგუტი 5 ფოლით გამოეთიშა ასპარეზობას და ბოლოს ალბათ კაკრაზ ეგ იგროკი დააკლდათ დაცვაში ავსტრალიელებს, საუკეთესო პეტი მილსი იყო ისე 30 ქულით, შტატების და სერბიის ფინალიც ვნახე, მანდ ყველაფერი სერბების რაზგრომით დასრულდა, მეორე პერიოდიდან მოყოლებული უკვე დიდ უპირატესობას ფლობდენ ამერიკელები, მესამე პერიოდში უკვე 20 ქულამდე ავიდა სხვაობა, მერე გადავახვიე და 96-66 დასრულებულა ეგ შეხვედრა, ანუ არ გამოვიდა საინტერესო ფინალი, დურანტმა მაგ შეხვედრაში 30 ქულა მოაგროვა, ისე შემდეგ ოლიპმიადაზე ვითომ ლებრონსაც უნდა თამაში ტოკიოში და ტრენერი გრეგ პოპოვიჩი იქნებაო, ვამთავრებ ნელ-ნელა ოლიმპიადის მარათონის ყურებას, ზეგ მოვრჩები ალბათ უკვე, 6 აგვისტოდან მოყოლებული ვუბერავდი ინტენსიურათ დიდი აბიომებით, ივლისში რომ დაეწყოთ უკეთესი იქნებოდა ისე, ტოკიოს ოლიმპიადა მგონი 23 ივლისს იწყება, მერე უს ოპენზე ჯდება ტენისზე და ლიგა ჩემპიონებზე და მაგიტომ + ფეღბურთის ვედუში ჩემპიონატებიც იწყება ხოლმე აგვისტოს ბოლოს, რამდენიმე ტური კი გავმაზე უკვე მაგრამ არა უშავს, ლიგის პირველ რაუნდს უკვე გადმოვწერ და ალბათ შემდეგ ტურებსაც უკვე, ყველაფერს მაინც ვერ უყურებ რაღაცა ერთი უნდა ამომერჩია 

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...
On 11/22/2016 at 7:55 PM, FC BARCELONA said:

ევრობასკეტის წილისყრა იყო დღეს

3408b9ec430e.jpg

ძალიან არ უნდა გაგვიჭირდეს ჩემი აზრით ამ ჯგუფში , შეიძლება ბრძოლა , ისრაელს და უკრაინას უპრობლემოთ უნდა მოვუგოთ , იტალიასთან მთავარია პერიმეტრი დავკეტოთ .. რაც ზუროსი მოვიდა მაგრად მოვუმატეთ დაცვაში , ბოლო თამაშში 90-91 წავაგეთ მაგრამ პერიმეტრი მოვუგეთ მაშინ პულენმა გაიბრწყინა 7/6 სამქულიანი ჩააგდო , ლიტვასთან რევანში გვაქვს ასაღები (მაჩულისი) შეიძლება მოგება .. წინა ევრობასკეტზე მაგრად გავუქაჩეთ , გერმანიის ნაკრებში არ იქნება ნოვითსკი და შროდერი კი უნდა გავაჩეროთ რამენაირად 

Link to comment
Share on other sites

დღეს ნბაში კარგი თამაშები იყო .. ყველაზე მეტად გოლდენსტეიტი - ლეიკერსი ის თამაშმა დამაინტერესა . გსვს დაცვაში ძალიან უჭირს, ასეთი დაცით კლიპერსთან ,სანანტონიოსთან და კლივლენდთან ძალიან გაუჭირდება , იმდენად მაღალი პროცენტით უტევენ ცუდი დაცვა აღარ ჩანს.. რამოდენიმე თამაშის გარდა. ფაჩულია ცუდ ფორმაშია წელს .. სისწრაფე და სტაბილურობა აკლია, იმედია შეეწყობა გუნდს უფრო კარგად , კლარკი დაშავდა გსვს ბენჩი, ჯერ გსვს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს არ დაუწერია რამდენად სერიოზული ტრანვა მიიღო . ლეიკერს ძალიან ბევრი დაკარგვა ჰქონდა .. ერთ-ერთი ცუდი თამაში ითამაშა წელს .  დემარკუს კაზინს არ სურს კონტრაქტის გახანგრძლივება საკრამენტოსთან და შეიძლება ლეკერსმა ტრეიდი განახორციელოს კლარკსონი ინგრამი - კაზინსში . კაზინსი თუ გადავიდა ლეიკერსში კაზინსზე უნდა ააწყონ თამაში... რასელი კარგ გადაცემებს გაუკეთებს, მარგრამ ლეიკერსის '' ერთ კაცზე '' აწყობა ძნელია შავი მამბას შემდეგ. 

Link to comment
Share on other sites

საინტერესოთ დაიწყო ეს სეზონიც, კლივლენდი და გოლდენ სტეიტსი უბერავენ ისევ კარგათ და ისევ ეგ გუნდები იბრძოლებენ ალბათ ტიტულისთვის ფლეიოფში: http://www.nba.com/standings ალბათ ისევ მარტო ოლ სტარ გეიმს ვუყურებ და მერე უკვე ფლეიოფიდან ჩავუჯდები

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, George said:

საინტერესოთ დაიწყო ეს სეზონიც, კლივლენდი და გოლდენ სტეიტსი უბერავენ ისევ კარგათ და ისევ ეგ გუნდები იბრძოლებენ ალბათ ტიტულისთვის ფლეიოფში: http://www.nba.com/standings ალბათ ისევ მარტო ოლ სტარ გეიმს ვუყურებ და მერე უკვე ფლეიოფიდან ჩავუჯდები

გეთანხმები ნამდვილად საინტერესოდ დაიწყო , კლიპერსი და სანანტონიოც კარგ ფორმაში არიან .. სანანტონიოში ერთადერთი პაუ გასოლმა უნდა მოუმატოს არ მომწონს წელს , საინტერესო პლეიოფები იქნება .. და რაც ყველაზე ძალიან მინდა და ალბათ ყველას გვინდა ზაზამ მოუმატოს თორე შესაძლოა გაცვალონ  76 ერს იდან ნოელ ში ...

Link to comment
Share on other sites

GSW - Cavs იქნება ისევ წელს ფინალი. ვარიორზ უფრო გაუჭირდება დაჟე ვიდრე კლივლენდს. პროსტა აი ლებრონი რა ზე კაცია ბიჭ რა ზე კაცია ტიპი :D არვიცი რა ჯორდანის თამაში კარგათ არმახსოვს მარა მაგის ნახევარიც არარი დღევანდელ ნბა ში არავინ

Link to comment
Share on other sites

ნამდვილად ძალიან მაგარია ლებრონი უბრალოდ ხატავს ისე თამაშობს .. მაგრამ მისი ნახევარი და მასზე დიდი იყო რომელიც 2016 წლის 13 აპრილს წავიდა, თვითონაც არაერთხელ უთქვამს  ... საერთოდ არ მიყვარს ამათი ერთმანეთის შედარება მაგრამ კობიმდე კიდევ აკლია ჯერ ჩემი აზრით , მაგრამ ლებრონი რო უძლიერესია მაგაზე ორიაზრი არარსებობს! ლებრონს ჯერ კიდევ 4 - 5 სეზონი ან მეტი აქვს სათამაშო .. შეიძლება ვილტ ჩემბერლენსაც გადაუსწროს და ყველაზე დიდი ისტორია შექმნას 90 - 2000 ის შემდეგ :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

გემოვნების საკითხია ნამდვილად მარა რაც ლებრონმა შარშანდელი სეზონის ფინალებში გააკეთა მაგის მერე ჩემ თვალში ერთი-ორად გაიზარდა

 

და საერთოდ ტიპი ისეთი სიმარტივით აკეთებს ყველაფერს რო არვიცი რა :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.