Jump to content

ყველაფერი კალათბურთზე...


Recommended Posts

ოოოო დღეს დიდი თამაშია, გავათენებ ალბათ

ბრონის და კობის პირადი ბრძოლა მაგრად მაინტერესებს :)

Link to comment
Share on other sites

ვეიდს როდემდე აქვს ტრავმა ? :(

Link to comment
Share on other sites

ეხლა ვუყურე სან ანტონიო ორლანდოს შეხვედრას ჯმჯ ზე

ჟორჟმა დაწერა უკვე დასაწერი ამ თამაშზე და მე აღარ დავწერ

ეხლა ვიწერ კლიპერსი მავერიკსის შეხვედრას დამიჯერეთ გადაწერეთ არ ინანებთ

ხო ისე სასწაული მოხდა ვაშინგტონმა დაამარცხა ოკლაჰომა

კიდევ პორტლანდს მოუგო ატლანტამ და ფაჩულიამ ნორმალურად ითამაშა

მეც ვათენებ დღეს მე WWW.USAGOALS.COM გადის პირდაპირში თამაშები მაგრამ ცუდი ხარისხით ანახებენ და არ ვუყურებ ხოლმე

ხვალ ისედაც ანახებენ ჯმჯ ზე კაკრაზ და არ გამოვტოვებ არანაერად და თქვენც გირჩევთ რომ არ გამოტოვოთ

თუ შეგიძლია დანტექს დაწერე სად უყურებ პირდაპირში თამაშებს და არის თუ არა კარგი ხარისხის ჩვენება

წესით ვეიდი უნდა იყოს თამაშზე წინა თამაში სან ანტონიოსთან გამოტოვა და ალბათ ეხლა იქნება

არამგონია რამე სერიოზული ტრამვა ქონდეს და არც აქვს მაგრამ ექიმებმა თუ ურჩიეს რომ არ გამოვიდეს მოედანზე არამგონია რომ გამოვიდეს

მე ვიმედოვნებ რომ გამოვა და გაცილებით საიტერესო თამაში იქნება დარწმუნებული ვარ

ფაქტიურად მთელ ლიგაში სამი ყველაზე მაგარი კალათბურთელის ჯახი იქნება

Link to comment
Share on other sites

ისე ამ სეზონსი სამ მაიამის შეხვედრას ვუყურე უკვე და სამივეში არ თამაშობდა ვეიდი და სულ კოსტუმში იჯდა, ერთხელ ლებრონაც არ თამაშობდა ისე, თუმცა წინა თამასში მაგრა ითამაშა და კარგი შეხვედრა უნდა გამოვიდეს, 12.15-ზეა ჯმჯ-ზე გამეორებაში ვისაც გათენება არ უნდა, მეც მაგ დროს ვაპირებ ვუყურო, თან ნამეტარი იწელება ხოლმე ლაივში ხანდახან იმდენ რეკლემებს უშვებენ ხოლმე და ტაიმაუტებიც ბლომათაა

Link to comment
Share on other sites

ხო ვეიდმა ორჯერ მიიღო ამ სეზონში უკვე ტრამვა და ლებრონმა ერთხელ

რაღაც არა მგონია რომ გამოტოვოს ვეიდმა ეს თამაში სან ანტონიოსთან გამოტოვა უკვე და მაგიტომ

ვუყურე მავერიკსი კლიპერსის შეხვედრას

ერთ ერთი საუკეთესო თამაში იყო ამ სეზონზე რაც კი მინახავს ამი არ ყურება ცოდვის ტოლფასია

ბილაფსი და ვილიამსი იყვნენ შეუდარებლები კლიპერსიდან და მავერიკსიდან ვესტი და რა თქმა უნდა ნავიცკი

ბოლოს აგებდა მავერიკსი და ტერიმ ამოქაჩა ლიჩნად მთელი თამაში არ ჩანდა და ბოლოს გამოიჩინა თავი და თან როგორ

მერე წინაც გაიყვანა ტერიმ ისევ და სულ ბოლოს ბილაფსმა მიიღო ბურთი და ჩააგდო კიდევაც

სასწაული შეხვედრა იყო ესეთი თამაშები არც თუ ისე ხშირად არის ხოლმე და ყველას ვურჩევ რომ უყუროს

Link to comment
Share on other sites

რამოდენიმე საათის წინ შევედი ნბა ს ოფიციალურ საიტზე და წავიკითხე რომ ვეიდი გამოტოვებსო თამაშსო

მაგრამ არაუშავს ლებრონი კობის წინააღმდეგ ერთი ერთზე რჩებიან და მემგონი ეს უფრო კარგია

Link to comment
Share on other sites

გადაუარეეს ლეიკერსს! ლებროოოოონ ))))

პაზორნი წაგება იყო, ყველანაირი დაცვა დაუშალეს

პერიმეტრიდან, სამ წამიანიდან საშუალოდან ყველა მხრიდან ამოტენეს

4 მარტს Staples Centre-ში იქნება თამაში და იქ უფრო დაძაბული იგრა იქნება ალბათ...

Link to comment
Share on other sites

ხო ვნახე მეც ძალზე სუსტათ ითამაშა მართლა ლეიკერსმა, არც კობი ბრწყინავდა დიდათ, მარტო გაზოლმა ითამაშა კარგათ, ლებრონმა ისევ კარგი დონის ბასკეტბოლი აჩვენა ბოლოს კი მაიმუნობდა რაღაცეებს როცა ყველაფერი გარკვეული იყო თამასში მაგრამ მანამდე მაგრა უბერავდა და მეოთხე მატჩია პადრიათ 30 ქულას ან მეტს რომ აგროვებს თამასში რაც კარგი მაჩვენებელია, 23 ქულითაც იგებდენ ერთი პერიოდი და მეოთხეში ცოტა მოეშვნენ თორე შეეძლოთ მართლა 20+ ქულით მოეგოთ, ხვალ 12.15-ზე ორლანდო და ლეიკერსი თამაშობს და მაგასაც ვუყურებ ალბათ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მართალი ხარ მეც ვუყურე მაგ თამაშს

ჩემი აზრით მაგარი უინტერესო იგრა იყო კობის და ლებრონის ხათრით ვუყურებდი თორე ისე თამაშის ხარისხი ნოლის ტოლი იყო

სანახაობრივადაც არ იყო მთლად კარგი რამოდენიკე ჩატენვას და ლამაზ სროლებს თუ არ ჩავთვლით

ლებრონი მხეც ფორმაშია მთელი გუნდი ეგ არის აი მაგითი განსხვავდება ლებრონი ყველა კალათბურთელისაგან

ბურთს ეგ ხსნის ეგ აგდებს და შედეგიან გადაცემებს ეგ აკეთებს ბლოკებშიც არაუშავს და ჩაჭრებშიც ნორმალურია

უნივერსალური კალათბურთელია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით

კობიმ ვერ ითამაშა ისე როგორც საჭირო იყო თორე ზოგისთვის მასე თამაში სანატრელია ზოგისთვის კი არა უმეტესობისთვის

ხო ჯორდანს უთქვამს რამოდენიმე დღის წინ რომ ჩემთან შედარების უფლება მხოლოდ კობის აქვსო

მართალიც არის ლებრონი და ვეიდი კი არიან მაგათ დონეზე მაგრამ კობი და ჯორდანი სასტიკად გვანან ერთმანეთს

რაშიც გინდა მოძრაობებში განსაკუთრებით ტიტულებით ცოტა უკლია კობის კობიც იმ პოზიციაზე თამაშობს რაზეც კორდანი

მოკლედ ჯორდანი ტყუილად სიტყვებს არ ისვრის და ვეთანხმებით თუ არა ჩვენზე უკეთ კი იცის მაგან კალათბურთი

სხვა კალათბურთელი რომ იყოს მაგ დონის იგივე ვეიდი და ჯეიმსი აუცილებლად იტყოდა მაგრამ რაც თქვა ზემოთ დავწერე უკვე

ასე რომ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ

Link to comment
Share on other sites

ჩავიწერე, ეხლა ვუყურებ ლეიკერს - ჰიტ

Link to comment
Share on other sites

რამოდენიმე საათის წინ შევცვალი ჩემი არჩეული ყველა ვარსკვლავის მოთამაშეები

ბლეიკ გრიფინი შევცვალე ლამარკუს ოლდრიჯით დანარჩენი იგივენაერად დავტოვე ადრე როგორც ავირჩიე

ისე არასწორედ არის გაკეთებული ეგ გამოკითხვა

ეხლა მაგალითად კევინ ლავი ბლეიკ გრიფინი ლამარკუს ოლდრიჯი აი ეს სამი ადამიანი ავირჩიე მაგ პოზიციაზე

მაგრამ კონკრეტულად ამ სამიდან ვერც ერთს ვერ გამოვყობ მამენტ დაჟე ნავიცკიც მოიაზრება მაგ პოზიციაზე

უნდა იყოს მანდ დროის განაწილება ვის რამდენ სათამაშო დროს მიცემდი და ძალიან მარტივად გავანაწილებდი დროს და აღარ ვიდარდებდი

დარწმუნებული ვარ არა მარტო მე ჩავარდი ასეთ მდგომარეობაში

Link to comment
Share on other sites

ორლანდოს და ლეიკერსის შეხვედრასაც ვუყურე დღეს ჯმჯ-ზე, ისევ სუსტათ გამოიყურებოდა ლეიკერსი დაჟე ორლანდოს ფონზეც კი, უკვე მეორე პერიოდში 21 ქულით ასხამდე და მაგარი გადაღლილები იყვნენ კობი და კომპანია, თუმცა კობიმ 30 ქულამდე კი აიღო მაგ თამასში მაგრამ ისევ გაასხა ლეიკერსმა 85-72 ეგ შეხვედრაც და უკვე 5 თამაშია პარდიათ 100 ქულამდე რომ ვერ აგროვებენ, 7 წაგება აქვთ უკვე, მასე თუ გააგრძელეს მაქსიმუმ მერვე ადგილიდან თუ გავლენ ფლეიოფში და შეიძლება პირველ რაუნდშიცე გაასხან ეგეთი სუსტი თამაშით, კობის გარდა ვერავინ ვერ ბრწყინავს დიდათ ატაკაში, ერთი გაზოლი მომწონს და მორჩა, ხო ორლანდოს შემადგნელობაში კიდე მაგარი თამაში ქონდა ხოვარდს და შეიძლება გადავიდესო ეგ იგროკი ისე დალასში და იგივე ლეიკერსში, ტიტულის მოგება ნდომია და ორლანდოში მაგარი გაუჭირდება მაგის გაკეთება

Link to comment
Share on other sites

მეც ვუყურე მაგ იგრას კობიმ რა თქმა უნდა კარგად ითამაშა მაგრამ მწვრთნელს მოსდის ბევრი აშიბკები

მთელი გუნდი აწყობილია კობიზე ეგრეც უნდა იყოს

მაგრამ ყველა შეტევაში ბურთს კობის აწვდიან კობი ხან აგდებს ხან ვერა

გუნდურად არ თამაშობენ და ინდივიდუალურად კიდე ფაქტიურად წარმოუდგენელია მიზნის მიღწევა

როგორც კომენტატორები ამბობდნენ კლივლენდსაც ეგრე ათამაშებდაო ოღონდ იქ ლებრონზე იყო თამაში აწყობილი

თუნდაც აგერ ჰოვარდი მთელი გუნდი ეგ არის მაგრადაც უბერავს მაგრამ გარეშემო არ უვარგა იგროკები როგორც კობის თავის თავად გაზოლის გამოკლებით

ისე ნიუ ჯერსიში თუ გადავიდა ავტომატურად დაუსვავს წერტილს ჰოვარდი

დალასში თუ გადავიდა კარგი იქნება მაგრამ ცოტათი გვიანი ეგ რომ ერთი 4 წლის უკან ყოფილიყო ძალიან კარგი იქნებოდა

ჩემი აზრით ლეიკერსია ყველაზე კარგი ვარიანტი გაზოლი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე და ჰოვარდი ცენტრზე იდეალური იქნება

ამას კიდე დავუმატოთ ბაინუმი და კობის გენიალური თამაში მინიმუმ 2 წელი და მაქსიმუმ 4 უძლიერესი გუნდი იქნება

ისე კლიპერსი თიმბერვოლვსის შეხვედრა ჩავიწერე და ვეღარ მოვასწარი ყურება

ხვალ ვუყურებ უძლიერესი თამაში ყოფილა თურმე როგორიც მავერიკსი კლიპერსის შეხვედრა იყო

Link to comment
Share on other sites

ვუყურე კლიპერსი თიმბერვოლვსის შეხვედრას

მაგარი თამაში იყო რუბიომ ვერ ითამაშა კარგად მაგრამ კევინ ლავმა მაგრად ითამაშა ასევე გრიფინმაც ბილაფსმაც და ვილიამსმაც

ეს ორი გამთამაშებელი ისე უბერავენ ეს ბოლო ორი თამაშია რომ კრის პოლი სულ არ არის საჭირო

ისე კრის პოლს ტრამვა აქვს და დღე დღეზე დაუბრუნდება გუნდს

მთელი თამაში იგებდა კლიპერსი ბოლოსკენ ამოუქაჩა თიმბერვოლსმა და ბოლო წამებზე ააცილა ბილაფსმა

მერე რამოდენიმე წამი იყო დარჩენილი კევინ ლავს მიაწოდეს ბურთი და ჩაუშვა კიდევაც კალათში

ეხლა ჩავიწერე მაიამი ფილადელფიას შეხვედრა ხვალ ვუყურებ ამ თამაშსაც

Link to comment
Share on other sites

ვუყურე მაიამი ფილადელფიას შეხვედრას

ლებრონმა და ბოშმა მოიგეს შეიძლება ითქვას ეს თამაში

ჩალმესმაც ხოშიანად ითამაშა ფილადელფიადან იგუდალამ ძალიან სუსტად ითამაშა

ისე ენტონის თამაში მომეწონა რამოდენიმე მოხსნა გააკეთა მეტოქის ფარზე და ჩააგდო კიდევაც რამოდენიმე ბურთი

თამაში როგორც ეგეთი უინტერესო იყო უბრალოდ მაიამის გულისთვის ვუყურებდი

ეხლა ვიწერ მაიამი მილუოკის შეხვედრას და ვნახავ მაგასაც

Link to comment
Share on other sites

ვუყურე მილუოკი მაიამის შეხვედრას

დაცვაში საკუთარ ფარზე მოშნად შეცდომები დაუშვეს მაიამის კალათბურთელებმა

გადამწვეტ მომენტებშიც კი დაჟე გამთამაშებელმა მოუხსნა ფარზე ბურთი მაიამის

შეტევაში კარგად ითამაშა მაიამიმ განსაკუთრებით ლებრონმა და ბოშმა ვეიდს ისევ ტრამვა აქვს

ერთი ვიცი რომ სანამ მაიამის ნორმალური დონის ცენტრი ჭირდება დაჟე ფაჩულიას დონის უკვე კარგი იქნება

ეს ჯოელ ენტონი ძალიან სუსტია

Link to comment
Share on other sites

ვუყურე ფოენიქსი დალასის შეხვედრას ჯმჯ ზე

უინტერესო თამაში იყო თან ნავიცკი ტრამვირებული იყო

ნეშმა მაგრად ითამაშა ძალიან მაგარი გადაცემები გააკეთა მაგრამ უმეტესობა ვერ დაუფასეს თანაგუნდელებმა

კიდმა მთლად კარგად ვერ ითამაშა სიბერე კიდს უფრო ეტყობა ვიდრე ნეშს

ისე ნეშის გადაყვანა უნდათ ნიუ იორკში

ამ გუნდში ვერაფერს ვერ მიაღწევს იმიტო რომ უმეტესობა კარგ გადაცემებს არ უფასებენ

რა თქმა უნდა ნიუ იორკში სხვანაერად იქნება საქმე თან ნიუ იორკს კაკრაზ ნეშის სტილის გამთამაშებელი ჭირდებათ

ხო ისე ტენისია დაწყებული გამოვტოვე იგრები მეგონა ჯმჯ ზე ანახებდნენ

მაგრამ არ ანახებენ სამაგიეროდ ევრო სპორტზე ანახებენ

დიდი ხანია არ მინახავს ტენისი ვნახავ ერთი ჯოკოვიჩი ისევ ისეთი უძლეველია თუ არა როგორიც წინა წელს იყო

Link to comment
Share on other sites

ვუყურე კლივლენდი მაიამის შეხვედრას

ნუ არ ვიცი ბოში ძალიან მომატებულია რაღაც საოცრებეს აკეთებს იმ თამაშის შემდეგ როცა ლებრონი და ვეიდის გარეშე ჩაატარა შეხვედრა

გულახდილად რომ ვთქვა მე პირადად ბოშს ვერ ვიტანდი იმის მერე როცა ნავიცკი ვერ გააჩერა ფინალურ შეხვედრაში

მაგრამ ეხლა საოცრებეს აკეთებს გახსნილია ძალიან თავის თავზე იღებს თავ დაჯერებულია სამიანების სროლაც დაიწყო

ერთი სიტყვით ასე თუ გააგრძელა მაგრად წაიწევს წინ მაიამი

ლებრონმა ნორმალურად ითამაშა რომ ვთქვა რომ სასწაულები აკეთათქო არ ვიქნები მართალი

ლებრონის გაცილებით უკეთესი თამაშები მახსოვს ეს კი ნორმალური თამაში იყო მისთვის

Link to comment
Share on other sites

მე ტენისზე გადავერთე დროებით, ფეღბურთის შემდეგ ეგ სპორტი მიყვარს საყურებლათ ყველაზე მეტათ, მერე უკვე კალათბურთი მოდის, ხო ადრე ბოქსიც მომწონდა მაგრამ რაღაც დამეკარგა ბოლო წლებში მაგის მუღამი, ზატო ისევ დავიწყე F1-ის ყურება HD-ში როგორც დაიწყეს ტრანსლიაციები

Link to comment
Share on other sites

ჩემთვის პირველი კალათბურთია მერე ტენისი მერე ფეხბურთი

ხვალ ვუყურებ ნადალის და ფედერერის შეხვედრას ევრო სპორტზე გადავახვევ

ისე ტენისი მართლა მაგარი სპორტია იმისთანა მუღამი მქონდა წინა წელს დაჭერილი რომ ვერ ვწყდებოდი და მაგრადაც მსიამოვნებდა

მერე ამერიკის ღია პირველობის შემდეგ მოვეშვი თორე ამერიკის ღია პირველობამდე უამრავი ტურნირი ვნახე

ფეხბურთს მარტო ბარსელონას ხათრით ვუყურებ ხოლმე ისიც რამე მხეც გუნდს თუ ეთამაშება თორე რამე სლაბ გუნდებთან არ ვუყურებ ხოლმე

სიმართლე გითხრა ფორმულა ერთი არასოდეს არ მიზიდავდა ბოქსი ერთი პერიოდი მევასებოდა

ოღონდ ძველ ბოქსებსაც ვუყურებდი ხოლმე მუჰამედ ალის და ჯო ფრეზერის ბრძოლა მანილაში რომ იყო ეგ დამამახსოვრდა ყველაზე მეტად

ვუყურე კლიპერსი ლეიკერსის შეხვედრას

კარგი იგრა იყო გაზოლმა ხოშიანად ითამაშა ბაინუმსაც არა უშავდა

კრის პოლი საერთოდ არ ჩანდა გრიფინმაც ხოშიანად ითამაშა

კობი მთელი თამაში ოდნავ ინერტული იყო მაგრამ ბოლოში გადამწყვეტ მომეტში ჩააგდო ბურთი და სულ სხვა იგრა წავიდა მაგის მერე

საბოლოო ჯამში კარგად ითამაშეს ლეიკერსის კალათბურთელებმა მაგრამ ცუდად არც კლიპერსის მოთამაშეებმა ითამაშეს

უბრალოდ ლეიკერსის დღე იყო და არა კლიპერსის

კიდევ მაიამი დეტროიტის იგრას ვუყურე

ესეც კარგი თამაში იყო დაძაბულიც იყო განსაკუთრებით ბოლოს

ლებრონმა კიდევ ერთი საკაიფო თამაში ჩაატარა ასევე ბოშმაც მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ლებრონმა აიღო თამაში თავის ხელში

ისე დეტროიტის იგროკებმა ცუდად ნამდვილად არ ითამაშეს ცუდად კი არა კარგად ითამაშეს კიდევაც

უბრალოდ გამოცდილება არ აქვთ და მაგიტომაც წააგეს თორემ ისე ნა რავნა ეთამაშებოდნენ

ვეიდს ისევ არ თამაშობდა ტრამვის გამო და ვეღარ გავიგე ამისთანა რა მოუვიდა უკვე მოშნად გამოტოვა თამაშები

იმედია მალე დაუბრუნდება გუნდს

Link to comment
Share on other sites

არც კლივლენდს უთამაშია ისე ცუდად მაიამისთან...

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.