Jump to content

Recommended Posts

ceed1ca2b86c.jpg

Alienware მიეკუთვნება Dell-ის ლეპტოპებისა და დესკტოპ კომპიუტერების მაღალი წარმადობის სპექტრის იმ ერთეულებს, რომლებიც გამოირჩევიან არა მარტო მაღალი მონაცემებითა და ხარისხით, არამედ ლამაზი დიზაინით, რომლის მსგავსი არც ერთი კომპანიის მიერ არ არის შემოთავაზებული. ამ ტიპის ლეპტოპებს აქვს ზღაპრული გლუვი შესახედაობა, კონფიგურირებადი განათება, სახის ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფა (face recognition) და ძლიერი გრაფიკული დაფა, რაც აქცევს მას ორიენტირებულს ენთუზიასტებსა და გეიმერებრზე.

615cb29c9b59.jpg

ერთი შეხედვით M15x-ს აქვს intel Core i7 720QM პროცესორი, რომელსაც გააჩნია 8 ბირთვი (4 ვირტ. 4 რეალური), 1.66 GHz სიმძლავრე,რომლის გაზრდა შესაძლებელია ტურბო რეჟიმში, 1GB Nvidia GeForce GTX260M ვიდეო დაფა, 4GB DDR3-ze 1333 MHz ოპერატიული მეხსიერება, (შესაძლებელია 8GB-მდე ოპერატიულის ჩადგმა) 500 GB მყარი დისკი, LED-backlit 15.6” ეკრანი, 1080p FullHD რეზოლუციით აქცევს მას საუკეთესო კრებულად, რომელიც შთამბეჭდავია როგორც HD ხარისხის ფილმების საყურებლად, ასევე ბოლო გამოშვების თამაშებისათვის.

უსამართლობა იქნება Alienware-ს ვუწოდოთ ლეპტოპი, ერთი შეხედვით იგი მობილურ დესკტოპ კომპიუტერს უფრო გავს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი წონა მხოლოდ 4 კგ-ა. ძალიან შთამბეჭდავია ტესტის შედეგები. 3D Mark 06-ში საერთო ქულა აჩვენა 12161, რაც საკმაოდ მაღალია თუ მას შევადარებთ იგივე GPU (Grapics Processor Unit) მქონე დესკტოპ კომპიუტერთან, რომელიც აჩვენებს 17200 ქულას, მიუხედავად იმისა, რომ აქვს 6 ბირთვიანი CPU( Central Processing Unit)

რეალურმა, ცხოვრებისეულმა ტესტებმაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა,საკმაო წარმადობა WinRaR-ის კომპრესირება/ამოაარქივების დროს და მონაცემთა გადატანისას. მას აქვს 7200RPM 500GB მყარი დისკი, თუმცა სამწუხაროდ არ არის RAID. ლეპტოპს აქვს 2 მაღალი ხარისხის სტერეო ჟღერადობის დინამიკი, თავისი კონფიგურირებადი განათებებით.

განათებული კლავიატურა უზრუნველყოფს სიბნელეში მუშაობასს, ყველა კლავიშზე არსებული სიმბოლო გამოკვეთილია , რათა არ მოხდეს ღილაკების აღრევა ინტენსიური თამაშის დროს. სენსორული პანელის მეშვეობით შეგიძლიათ შეასრულოთ მაუსის გარკვეული ფუნქციები. აქვს Scroll Lock, Caps Lock, Num Lock-ის ინდიკატორი.

Custom lighting გაძლევთ იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა ფერის განათება მიანიჭოთ თქვენს კლავიატურას, თრექპედს, დინამიკებს, სენსორულ პანელს და Alienware ლოგოს,რომელიც გარდა იმისა, რომ გამოიყენება ჩართვა-გამორთვის ღილაკად, გვიჩვენებს მყარი დისკი აქტივობას. ამ ყველაფრის კონტროლი ხდება Control Center-იდან. შესაძლებელია ასევე დისპლეი-ს ქვეშ მოთავსებული

წარწერის Alienware ილუმინაციის კონფიგურაცია. გარდა ამისა, კლაივატურა არის დაყოფილი 4 სექციად, რომლის განათება შესაძლოა მოხდეს 4 სხვადასხვა ფერში, რომელიც ერწყმის ერთმანეთს, ასევე შესაძლოა ეს ფერები პულსის ან ტრანსფორმაციის გზით გადადიოდეს ერთმანეთში.

ერგონომიული ლეპტოპის დიზაინი საკმაოდ მორგებული და კარგია, ორივე გვერდზე აქვს 2 შემავალი და უკანა მხარეს გამავალი ვენტილაცია, ერთი CPU-სთვის, მეორე GPU-სთვის. ისინი კარგად ასრულებენ მათზე დაკისრებულ სამუშაოს, ახდენენ კარგ ვენტილაციას და ლეპტოპს ტოვებენ გრილს, ხოლო 9cell ელემენტის წყალობით იგი იღებს დამატებით ვენტილაციას ჰაერის ნაკადის მეშვეობით უკანა მხარეს, რომელიც უბერავს ძირიდან. კლავიატურა არის იგივე ტიპის, როგორც Dell-ის სხვა ლეპტოპებს აქვთ, ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი.

Alienware-ს აქვს შემდეგი პორტები:

მარცხენა მხარეს:

VGA- ვიდეომოწყობილობის, მონიტორის ან პროექტორის მისაერთებლად;

Ethernet- კაბელიანი ინტერნეტი;

Display Port- მაღალი გაფართოების მქონე მონიტორზე ან პროექტორზე მისაერთებლად.

USB 2.0- ისეთი მოწყობილობების მისაეთებლად, როგორიცაა მაუსი, პრინტერი, გარე მყარი დისკი, MP3 და სხვა;

FireWire- მაღალსიჩქარიანი მულტიმედიური მოწყობილობების მისაერთებლად, მაგ.ციფრული კამერები;

MMC,SD,MS/Pro Card Reader- მეხსიერების ბარათებზე შენახული ინფორმაციის გაცვლის მარტივი საშუალება, პირდაპირ, კაბელისა და დამატებითი მოწყობილობების გარეშე.

მარჯვენა მხარეს:

ExpressCard Slot- მისი საშუალებით შეგიძლიათ დააყენოთ დამატებითი მეხსიერება (54სმ ზომის სლოტი);

Optical Blue Ray Drive- 12სმ სტანდარტული ზომის Blue Ray დისკების წაკითხვა/ჩაწერა;

Audio Port- დინამიკების, ყურსასმენების და მიკროფონის პორტები;

კომბინირებული USB/eSata Port;

USB 2.0

ეკრანზე აქვს 2 ციფრული მიკროფონი, ვებ-კამერა და აქტიური კამერის ინდიკატორი.

Alienware აღჭურვილია ლითიუმ-იონის ელემენტით. გამძლეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოთხოვნილებები, კონფიგურაციები და ფუნქციები აქვს მომხმარებელს და როგორია ენერგიის ხარჯვა. ლეპტოპზე მდებარეობს 5 ნათურა-ინდიკატორი, თითო 20% ენერგიის წყაროს არსებობის მაჩვენებელია. ლეპტოპი იტენება როგორც ჩართულ, ასევე გამორთულ მდგომარეობაში. როდესაც გსურთ თამაშის დროს მიიღოთ მაქსიმალური წარმადობა და მოქმედება, სასურველია მოხდეს ადაპტერის მიერთება რათა მოწყობილობა იმყოფებოდეს დატენვის რეჟიმში.

ზომა:

სიმაღლე: 48,7 მმ

სიგრძე: 308,51 მმ

სიგანე: 377,93 მმ

წონა: 4,08 კგ

სისტემური მონაცემები:

პროცესორი: 1.66 GHz intel Core i7 720QM

სისტემის მიკროსქემის ნაკრები: Mobile Intel PM55

ოპერატიული მეხსიერება: 4GB, DDR3, 1333MHz

მყარი დისკი: 500GB, 7200RPM

ვიდეო დაფა:Nvidia GeForce GTX 260M, 1GB

2.0 მეგაპიქსელი ვიდეო თვალი (Facial Recognition)

Alien FX lighting effects

Bluetooth, 802.11 Wi-Fi

ოპერაციული სისტემა: Windows 7

6e720c1dd01f.jpg

:dwarf:

  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

მადლობ თემისთვის :thumbsup:

მაგრამ,ვერ ვიტან ამ ძალით ლეპტოპს :SNEMOTICON13:

ძალინ უხეში დიზაინი აქვს წონაც დიდი დისპლეიც პატარა და ა.შ

იმედნი უარყოფითის ცამოწერა შეიძლბეა კიდევ......

დადებითი მხოლოდ მონაცემებია :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

რომელსაც გააჩნია 8 ბირთვი (4 ვირტ. 4 რეალური)

ალბათ 4 ბირთვი და 8 ნაკადი იგულისხმე :rolleyes:

Link to comment
Share on other sites

ალბათ 4 ბირთვი და 8 ნაკადი იგულისხმე :rolleyes:

ხო ნუ ჩემ ენაზე დავწერე...დამწყები ვარ ბოდიში მომიხდია :babu:

მადლობ თემისთვის :thumbsup:

მაგრამ,ვერ ვიტან ამ ძალით ლეპტოპს :SNEMOTICON13:

ძალინ უხეში დიზაინი აქვს წონაც დიდი დისპლეიც პატარა და ა.შ

იმედნი უარყოფითის ცამოწერა შეიძლბეა კიდევ......

დადებითი მხოლოდ მონაცემებია :chojinfc:

არაფრის... პს: უარყოფითის ჩამოწერა მართლაც ბევრის შეიძლება... უბრალოდ "გეიმინგ" ლეპტოპს მეტს ვერ მოთხოვ :D

ჩემი აზრით არც უდნა არსებობდეს გეიმინგ ლეპტოპი... მაგრამ მაინც კარგი ტიპია :P

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო ნუ ჩემ ენაზე დავწერე...დამწყები ვარ ბოდიში მომიხდია :babu:

არაფრის... პს: უარყოფითის ჩამოწერა მართლაც ბევრის შეიძლება... უბრალოდ "გეიმინგ" ლეპტოპს მეტს ვერ მოთხოვ :D

ჩემი აზრით არც უდნა არსებობდეს გეიმინგ ლეპტოპი... მაგრამ მაინც კარგი ტიპია :P

არა ყველა ასეთი არ არის

აი ნახე ამავე განყოფიულებასი ჩემი ნიუსები გეიმერ ლეპტოპებზე სულ არ გავს ამ ჯართს :D და ყველაფრით უკეთესია ამაზე

Link to comment
Share on other sites

არა ყველა ასეთი არ არის

აი ნახე ამავე განყოფიულებასი ჩემი ნიუსები გეიმერ ლეპტოპებზე სულ არ გავს ამ ჯართს :D და ყველაფრით უკეთესია ამაზე

ვნახავ :s134: :s134:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ალენსზ კალოჩე :D

მიყვარს ეს ფირმა,ნუ საერთOდ ლეპების დიდი ფანი არ ვარ,მაგრამ კარგუ ხარისხი აქვ :rolleyes:

Link to comment
Share on other sites

ალენსზ კალოჩე :D

მიყვარს ეს ფირმა,ნუ საერთOდ ლეპების დიდი ფანი არ ვარ,მაგრამ კარგუ ხარისხი აქვ :rolleyes:

ხუმრობ ალბათ ამ ლეპის კარგ ხარისხტანდ აკავშიორებით :D

მართლა სახელი აქვთ განთქმული და ძლიერი ლეპებიც აქვთ მაგრამ რამდენად გამძლეა ესენი და მოუხერხებელი მაგას არ იკითხავთ ? :drug:

Link to comment
Share on other sites

ხუმრობ ალბათ ამ ლეპის კარგ ხარისხტანდ აკავშიორებით :D

მართლა სახელი აქვთ განთქმული და ძლიერი ლეპებიც აქვთ მაგრამ რამდენად გამძლეა ესენი და მოუხერხებელი მაგას არ იკითხავთ ? :drug:

აიმე ლევან ნუ ხარ შენ მავნე :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ძაან მაგარი ნოუთია, თბილისი ცენტრალში რო ვხვდებოდი, მატარებლის ბილეთის საყიდლად როცა მივდიოდი, სპეციალურად შევდიოდი GO-ში ამის სანახავად, ამაზე უფრო მაგარი დიზაინის ნოუთი მარტო ერთი მაქ ნანახი, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ვიცი ის ამოიღეს წარმოებიდან HP-ს Pavilion HDX9494NR 20 ინჩIანი ეკრანით

თვითონ ნიუსიც კარგია, მეტი ტექსტი ნაკლები სურათები, ადრე იყო ტენდენცია მარტო სურათებს დებდნენ რის გამოც დამწყებებისთვის ბევრი რამ გაუგბარი იყო, მაგრმა როგოც ჩანს გამოსწორდა ეს და ნიუსჰანთერების კარგი თაობა მოდის

Edited by kloud
Link to comment
Share on other sites

20 ინჩ იანი რაღა ლეპტოპია ბიჯო :D

მე მაქვს სამსახურში 19-იანი და ამას თუ ლეპტოპი ქვია და მაშინ 10-ინჩიანები ტელეფონები ყოფილა :givi:

Link to comment
Share on other sites

აგერ ჯამბო ბატონო ნახე სურათები, ნუ სადღაც 7 კილოს კი იწონის მაგრამ მაინც მაგარია ტვ ტუნერიც აქ და მონაცემებიც კარგი ქონდა თავის დროს ოღონდ ამ ზომის ეკრანისთვის 1680 x 1050 გარჩევადობა ცოტა დაბალი მეჩვენება, მაგრმა ეს რამდენიმე წლის წინანდელი მოდელია და მაგიტომაა

210tj.jpghgb93.jpg

4ds2u.jpg822qm.jpg

Edited by kloud
Link to comment
Share on other sites

აიმე ლევან ნუ ხარ შენ მავნე :D

ჩემი სახელი საიდან იცი :D

დღეს დავწერ ამ ფირმის 2 ახალ ნოუთბუქზე სტატიას

MX 14 და MX 18

Link to comment
Share on other sites

აგერ ჯამბო ბატონო ნახე სურათები, ნუ სადღაც 7 კილოს კი იწონის მაგრამ მაინც მაგარია ტვ ტუნერიც აქ და მონაცემებიც კარგი ქონდა თავის დროს ოღონდ ამ ზომის ეკრანისთვის 1680 x 1050 გარჩევადობა ცოტა დაბალი მეჩვენება, მაგრმა ეს რამდენიმე წლის წინანდელი მოდელია და მაგიტომაა

210tj.jpghgb93.jpg

4ds2u.jpg822qm.jpg

მეც ვიცი გუგული დეიდას გამოყენება :givi::chojinfc:

ჩემსასაც აქვს TV tuner და ჩემიც იქნება ერთი 5 კილო მაინც :D

მაგრამ ამათი ნოუთბუქობა მოვდღან მე :givi: ტაშტია ნოუთბუქი კი არა . პროსტა კაი ისაა რო კაი კონფიგის ჩატენვა შეგიძლია (უფრო სწორად ჩატენილია უკვე :D) და გადახურების პრობლემა შედარებით ნაკლებად აქვს

Link to comment
Share on other sites

ეჭვიც არ მეპარება რომ გუგულსი გამოყენება იცი, თუმცა მე ჩემი კომპიდან ავტვირთე გუგული არ გამომიყენებია :P

პროსტა კაი ისაა რო კაი კონფიგის ჩატენვა შეგიძლია (უფრო სწორად ჩატენილია უკვე ) და გადახურების პრობლემა შედარებით ნაკლებად აქვს

ზუსტადაც აი ეგაა ამათი მთავარი პლიუსი, თან კაცი 7 კილოს როგორმე ატარებს, მითუმეტეს მე ყველაფერი დიდი მევასება ტელეფონებიც, ნოუტებიც და დესკტოპ კომპებიც

Link to comment
Share on other sites

ეჭვიც არ მეპარება რომ გუგულსი გამოყენება იცი, თუმცა მე ჩემი კომპიდან ავტვირთე გუგული არ გამომიყენებია :P

ზუსტადაც აი ეგაა ამათი მთავარი პლიუსი, თან კაცი 7 კილოს როგორმე ატარებს, მითუმეტეს მე ყველაფერი დიდი მევასება ტელეფონებიც, ნოუტებიც და დესკტოპ კომპებიც

ისე გევასა დაჟე ინახავ სურათებს? :D

ხო გუგული იმიტომ ვახსენე რო ვნახე უკვე სურათითქო მაგისი რა.

ხოდა FIFA-ს რო თამაშობ და ოთახში ადგილი აღარაა რა პონტია ძმაო ჰა?

პ.ს გაწითლებულზე :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol:

Link to comment
Share on other sites

ისე გევასა დაჟე ინახავ სურათებს? :D

ხო გუგული იმიტომ ვახსენე რო ვნახე უკვე სურათითქო მაგისი რა.

ხოდა FIFA-ს რო თამაშობ და ოთახში ადგილი აღარაა რა პონტია ძმაო ჰა?

პ.ს გაწითლებულზე :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol:

ხო იცი არა ხარ ჩემი დონე :lollol: :lollol: :lollol:

და თავს არ გიყადრებ,

ვიგაც უცხოელს ვეთამაშე ვერაფრით მოვუგე, არადა სულ მე ვუტევდი და ის ერთს შემომიტევდა და გოლი იყო.

სორი ფორ ოფ მეტს არ ვიზამ

Link to comment
Share on other sites

ხუმრობ ალბათ ამ ლეპის კარგ ხარისხტანდ აკავშიორებით :D

მართლა სახელი აქვთ განთქმული და ძლიერი ლეპებიც აქვთ მაგრამ რამდენად გამძლეა ესენი და მოუხერხებელი მაგას არ იკითხავთ ? :drug:

გამძლეობაზე და მოხერხებულობაზე ვერ გეტყვი ნამდვილად,საერთOდ ლეპტოპებთან იშვიათად მაქვს შეხება,მაგრამ მახსოვს ამის ერთი მოდელი 5-6 ქულერით იყო აღჭურვილი და კაი მძიმეც გამოდიოდა :D

Link to comment
Share on other sites

ძაან მაგარი ნოუთია, თბილისი ცენტრალში რო ვხვდებოდი, მატარებლის ბილეთის საყიდლად როცა მივდიოდი, სპეციალურად შევდიოდი GO-ში ამის სანახავად, ამაზე უფრო მაგარი დიზაინის ნოუთი მარტო ერთი მაქ ნანახი, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ვიცი ის ამოიღეს წარმოებიდან HP-ს Pavilion HDX9494NR 20 ინჩIანი ეკრანით

თვითონ ნიუსიც კარგია, მეტი ტექსტი ნაკლები სურათები, ადრე იყო ტენდენცია მარტო სურათებს დებდნენ რის გამოც დამწყებებისთვის ბევრი რამ გაუგბარი იყო, მაგრმა როგოც ჩანს გამოსწორდა ეს და ნიუსჰანთერების კარგი თაობა მოდის

გმადლობ :P კააკრაზ GO-ს ლეპტოპია ეგ :D კიარადა მაგ შთაგონებით დავსწერე :P

ჩემი სახელი საიდან იცი :D

დღეს დავწერ ამ ფირმის 2 ახალ ნოუთბუქზე სტატიას

MX 14 და MX 18

მე რომ დამითმო არა? :P პლზ პლზ....

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.