X-treme user Posted April 19, 2011 Share Posted April 19, 2011 ბევრი თქვენთაგანისათვის უკვე ცნობილია, რომ EVGA-ს გააჩნია P67-ზე დაფუძნებული სისტემური დაფები EVGA P67 SLI სახელწოდებით, რომელთა გამოშვებაც მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაიწყო. თუმცა, მე-6 სერიის ჩიპსეტებთან დაკავშირებულმა ხარვეზის შემდეგ, კომპანიამ დაიწყო ამ პროდუქტის B3 ვერსიაზე მუშაობა და როგორც ჩანს, მას უკვე ერქმევა P67 FTW. აღნიშნული ნაწარმი გამოირჩევა რამდენიმე საინტერესო თავისებურებით და მიუხედავად იმისა, რომ მისი დეტალური სპეციფიკაციები ჯერჯერობით არ ხმაურდება, დადის ხმები, რომ ის აღჭურვილი იქნება 12-ფაზიანი კვების დიზაინით, ექვსი PCIe x16 სლოტით და რასაკვირველია, აგრეთვე ექნება SLI-სა და CrossFireX-ის მხარდაჭერა. გარდა ამისა, P67 FTW-ს ასევე ერგება power, reset და CMOS განახლების ღილაკები - ოთხ SATA2 და ორ SATA3 პორტთან ერთად. VR-ZONE 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.