Jump to content

Microsoft და OpenAI ააწყობენ ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერ Stargate-ს 100 მლრდ აშშ დოლარად


Magdalena

Recommended Posts

Microsoft და OpenAI ავითარებენ 100 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების მომავალი თაობის მონაცემთა ცენტრის პროექტს ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერით. ობიექტს ეწოდა კოდური სახელი Stargate და მასზე მუშაობის დაწყება 2028 წლიდან იგეგმება. 

image.jpeg 

Microsoft-სა და OpenAI-ს შორის ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროექტის შესახებ განაცხადა The Information-მა და "სამმა ადამიანმა, რომლებიც მონაწილეობდნენ პირად საუბრებში ამ წინადადების შესახებ". ერთ-ერთმა წყარომ პირადად განიხილა ეს საკითხი OpenAI-ს აღმასრულებელ დირექტორ სემ ლტმნთან და გაეცნო Microsoft-ის წინასწარი ხარჯების შეფასებებს: ახალი მონაცემთა ცენტრის და ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერის აწყობა დაჯდება 100 მლრდ აშშ დოლარი, ანუ ასჯერ მეტი პლანეტის სხვა ყველაზე დიდ და ძვირ, მძლვრ მონაცემთა ცენტრებთან შედარებით.  

Microsoft-ისა და OpenAI-ის მიერ სუპერკომპიუტერების შემუშავებისა და აწყობის გეგმა მოიცავს ხუთ ეტაპს - ახლა კომპანიები მესამე ეტაპის შუაში არიან და მომდევნო ორის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება საჭირო რაოდენობის ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლების შეძენაზე. მეოთხე ეტაპი, რომელიც გამოცხადდება 2026 წელს, მოიცავს სუპერკომპიუტერის შექმნას OpenAI-სთვის. მეხუთე გულისხმობს ბაზარზე ყველაზე დიდი სუპერკომპიუტერის, Stargate-ის აგებას, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მილიონობით ჩიპი ექნება - მისი დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება. რეალურად, ობიექტის ღირებულებამ შეიძლება გადააჭარბოს 115 მლრდ აშშ დოლარს, აცხადებს The Information, და ეს სამჯერ აღემატება Microsoft-ის 2023 წლის ხარჯებს სერვერებზე, შენობებსა და სხვა აღჭურვილობაზე. 

„ჩვენ ყოველთვის ვგეგმავთ ინფრასტრუქტურული ინოვაციების მომდევნო თაობას, რათა გადავლახოთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების საზღვრები“ - განუცხადა Microsoft-ის წარმომადგენელმა  სააგენტო Reuters-ს პროექტთან დაკავშირებით. გასული წლის ბოლოს Microsoft-მა წარადგინა ორი საფირმო AI ჩიპი, ხოლო Nvidia-მ ახლახან დააანონსა თავისი ყველაზე ძლიერი ამაჩქარებელი Blackwell B200, რომელიც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ჯენსენ ჰუანგის თქმით 30 ათასიდან 40 ათას აშშ დოლარამდე ეღირება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.